пятница, 27 июля 2018 г.

ბოდჰისატვა-ქალღმერთი - ტარა-დევი


ॐ तारे तुत्तारे तुरे स्वः — «oṃ tāre tuttāre ture svāhā» "ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა" ესაა ქალღმერთი (ბოდჰისატვა) ტარას მანტრა. ტარა არის 10 მაჰავიდიადან ერთ-ერთი. მაჰავიდია ესაა დედა-ღმერთის (შაკტის) კაუზიური (სულიერი) სხეული. სახელი - ტარა ნიშნავს განთიადის ვარსკვლავს ან მხსნელს. ტარას აქვს მრავალი ფუნქცია და იპოსტასი, არსებობს მწვანე ტარა, წითელი ტარა, თეთრი ტარა და ა.შ. ტარა ფლობს სექსუალურ მაგიას, კურნავს ყველა დაავადებას, ჩუქნის თავის ერთგულებს დღეგრძელობას, იძლევა ადვაიტას ცოდნას, ეხმარება ადამიანს გასხივოსნებაში და ა.შ.

ქალღმერთი კალი


ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება. მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა. თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას. სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია. კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა. კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული. კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა. კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც. ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე.

კაულა-ვიდია #3


სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე. სეფიროტი ესაა უფლის 10 ენერგია. კლიფოტი ესაა "შემეცნების" ხე. კლიფოტი ესაა დემონთა 10 ენერგია (10 სამეფო). სეფიროტი ესაა ღმერთი - სიკეთე. კლიფოტი ესაა ანტი-ღმერთი ე.ი. დემონი - ბოროტება. ედემის ბაღში იყო ორი ხე, სიცოცხლის და ცოდნის და ეს ორი განასახიერებდა და წარმოადგენდა სეფიროტის და კლიფოტის სისტემას. ცხოვრების ხე, რომლიდანაც ჭამა ადამს და ევას არ ეკრძალებოდათ იყო - სეფიროტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამი და ევა იღებდნენ ენერგიას და ცოდნას ღვთაებრივი სამყაროებიდან. როცა სატანა განუდგა ღმერთს, გახდა ადამ-ბელიალი - დემონური პირველადამიანი. ადამ-ბელიალმა ანუ გველმა კალიმ აცდუნა ადამ-აფარი და ჰავევატი, ადამ-ბელიალმა მათ აჭამა ნაყოფი ცრუ ცოდნის ე.ი. კლიფოტის ხიდან. როგორც კი ადამმა და ჰავევატიმ შეჭამეს კლიფოტის ნაყოფი, ისინი მოწყდნენ სეფიროტის სისტემას და გახდნენ დემონურები. ადამ-აფარი, უფლის შვილი, გახდა ადამ-ბელიალის მსგავსი. ადამ-აფარი ქცეული ბელიალად და მისი ცოლი ჰავევატი გახდნენ კლიფოტის დემონური სისტემის მონები. მათ დაკარგეს სეფიროტის მადლი (ენერგია) და გადაიქცნენ დეგრადანტებად. ამიტომაც დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც სულიერი დაცემის შედეგად გაუჩნდათ მენტალური ბორკილები, მათ შორის - სიმორცხვე. კლიფოტის სისტემის დემონოიდებს სძულთ ღმერთი და არიან რადიკალი ჰედონისტები. ისინი ცდილობენ მიწიერი სიამოვნებებით ტვინი გამოუტენონ ადამიანებს და დაავიწყონ სულიერი განვითარება. კლიფოტის დემონები უარყოფენ იოგას და ტანტრას, ისინი უარყოფენ აბსოლუტს (ბრაჰმანს/ეინ-სოფს). ისინი არიან მატერიალისტები. კლიფოტის ხის ცოდნა არაა ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, ესაა მატერიალისტური "ცოდნა". სეფიროტი ესაა არია-დჰარმა, ხოლო კლიფოტი - ასურა-დჰარმა. ომ შანტი რატომ ჰქონდათ ადამს და ევას განსხვავებული ცნობიერება? რატომ დადიოდნენ შიშვლები და არ რცხვენოდათ? რატომ არ იფარავდნენ სხეულს? რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ბიბლიაში წერია, რომ როცა უფალს უჯერებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ ედემში, ადამს და ევას ჰქონდათ უფლის მადლი და იყვნენ სულიერად სუფთა არსებები. მათ ჰქონდათ განსხვავებული ცნობიერება, არა ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ - "ცივილიზებულ კულტურულ" ხალხს. ბიბლიაში წერია, რომ როცა ადამმა და ევამ დემონი გველისგან იგემეს ცრუ ცოდნის და ბოროტების ვაშლი, განიცადეს სულიერი დაცემა და აიფარეს ჯერ ლეღვის ფოთლები, შემდეგ კი უფალმა მათ მისცა ტყავის სამოსი და ჭიტლაყით ისროლა ედემიდან უბადრუკ უდაბურ უდაბნოში, სადაც ძლივს არსებობდნენ. ე.ი. მათ განიცადეს სულიერი დაცემა? ანუ რა გამოდის? ჩვენ ვართ სულიერად დაცემული ხალხი და სამოსის ტარება სწორედ ამის ნიშანია? გამოდის, რომ სამოსი სულაც არაა "მაღალი კულტურა" და "პროგრესი"? ეგრე გამოდის. ე.ი. ჰიმნოსოფისტი და ნუდისტი ადამი და ევა, იყვნენ ზე-მაღალი სულიერი ცნობიერების მქონე მადლმოსილი ზე-ადამიანები? ანუ ის "ველური" ტომებიც, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, ამაზონიაში და ავსტრალია-ოკეანიაში, არიან ადამის და ევას მსგავსად სუფთა მადლიანი სულები? ეგრე გამოდის. "ველურები" ამტკიცებენ, რომ ესმით ბუნების სულის ხმა, იქნებ ეს მართლაც ასეა? იქნებ უფლის ხმა ესმით? სულიერი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ სულზე და არ აიგივებს საკუთარ თავს მოკვდავ მიწიერ სხეულთან. სწორედ ესაა ზე-სულიერი ცნობიერება. უცნაური და სასაცილოა ის, რომ თანამედროვე "კულტურულებს" ყველაფერი პირიქით ჰგონიათ და ფეხებზე იკიდებენ ბიბლიასაც და ვედებსაც. ადამის და ევას შესახებ ვედურ ბჰავიშია-მაჰაპურანაშიც თითქმის იგივე წერია. ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ვედური მითი ნუდისტი იოგების - ადჰამას და ავევატის შესახებ. გამოდის, რომ ჩვენ, "ცივილიზებული" ადამიანები არასწორად ვცხოვრობთ და მცდარი "მორალი" გვაქვს? ასე გამოდის. გამოდის, რომ სირცხვილი და სხეულის დაფარვის სურვილი, ჰიმნოფობია, გაჩნდა სულიერი დაცემის შედეგად. ომ შანტი ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანას მიხედვით ადამი (ადჰამა) და ევა (ავევატი) იყვნენ ვიკამბარები. მათ არ გააჩნდათ სხეულის კონცეფცია და ჰქონდათ სუფთა ადვაიტური სულიერი ცნობიერება. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი არიელები სუფთა ტანტრისტული ცნობიერებით. მათ არ ჰქონდათ "პაშა" ე.ი. ბორკილები: შიში, ზიზღი, სიძულვილი, შფოთვა, წეს-ჩვეულებები, კლანური მენტალობა, სიმორცხვე და ეჭვიანობა. რადგანაც ეს ბორკილები ახასიათებთ მხოლოდ პაშუ-ბჰავას პრიმიტიულ ადამიანებს და ასევე ასურა-ბჰავას და მაჰა-პაშუ-ბჰავას დონის ბარბაროსებს - მლეჩხებს. ადამი და ევა არ იყვნენ პურიტანები. მათ არ ჰქონდათ სექსოფობია, ეროფობია და ჰიმნოფობია. მათ არ ჰქონდათ რეპრესიული ჰიმნოფობიური "მორალი" და "ზნეობა". ადამი და ევა იყვნენ ნაგა-სადჰუ ანუ ჰიმნოსოფისტი მაჰა-იოგინები. გველი კალის და მლეჩხების მაგიური ვაშლის გამო მათ დაკარგეს სუფთა ცნობიერება და გახდნენ დუალისტი მატერიალისტები, განიცადეს დეგრადაცია. გახდნენ მლეჩხები. თანამედროვე "ცივილიზაციის" ადამიანები უმეტესად არიან მლეჩხები და არ აქვთ ადვაიტური ცნობიერება, სამაგიეროდ გააჩნიათ ტამასიკური აზროვნება და სხეულის კონცეფცია, ისინი საკუთარ სულიერ მეს აიგივებენ სხეულთან. ცხადია მლეჩხებს ეზიზღებათ ვიკამბარები და ნუდისტები. მათ უჩნდებათ აგრესია, როცა ხედავენ ნუდისტებს და ჰიმნოსოფისტებს. მლეჩხები თვლიან, რომ "კულტურა" და "მაღალი დონე" ესაა ტანსაცმელი, ხოლო ნუდისტები არიან "გიჟები" და "ველურები". სინამდვილეში ეს ასე არაა. უბრალოდ მლეჩხებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ტანტრები. სულ ესაა. თან, როგორც უკვე ითქვა, მლეჩხებს აქვთ ბორკილები და შებორკილნი არიან მატერიალისტური ტამასიკური რეპრესიული მორალით. მლეჩხებს აზროვნება უკუღმა აქვთ გადაბრუნებული, ისინი ფიქრობენ, რომ "თეთრი შავია და შავი - თეთრი". მლეჩხების "ცივილიზაცია" ესაა ვედურ-არიული ცივილიზაციის აბსოლუტური ინვერსია, სეფიროტის ინვერსია. მლეჩხებს არ აქვთ ეინ სოფ აურის (უსასრულო არაფრის სინათლის ე.ი. აბსოლუტის) გაცნობიერება. სეფიროტი ესაა დივია-სვარგა (ზეციური სამოთხე), ხოლო მისი ინვერსია - კლიფოტი, ესაა ბილა-სვარგა (დემონური სამეფო) საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე ასურები (დემონები) და დაანგრიეს ვედური ცივილიზაცია. ასურებმა ადამიანებს დაადეს ბორკილები და აქციეს ისინი მონებად, მლეჩხებად, ჰიმნოფობებად. ომ შანტი

среда, 25 июля 2018 г.

კაულა ვიდია (#2)


1. ვედური მოძღვრების მიხედვით სამყაროში არსებობს სამოთხის მიწების სამი ტიპი: 1) დივია-სვარგა - ზეციური სამოთხეები 2) ბჰუმი-სვარგა - ბჰუ-მანდალაზე ანუ დედამიწაზე არსებული სამოთხისეული მიწები და 3) ბილა-სვარგა - ქვესკნელის დემონთა სამოთხისეული მიწები. ამ სამოთხეებში სუფევს აბსოლუტური კომფორტი და სიამოვნება. დედამიწა იყოფა 9 ვარშად ანუ სექტორად. ჩვენი ვარშა ესაა ბჰარატა-ვარშა, რომელიც არის კარმული მოქმედების ველი და არაა უტოპიური ანუ სამოთხისეული. ბჰარატა-ვარშას მოსახლეებს აქვთ ტანჯვა და სნეულებები, რაც სხვა ვარშებზე არაა. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ადამიანები ჰგვანან ღმერთებს და ცხოვრობენ ათიათასობით მიწიერი წელი. სამოთხისეულ ვარშებზე არის სექსი, მაგრამ მის მოსახლეებს ის დიდად არ აინტერესებთ. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ქალები ცხოვრობენ დიდხანს, ტკბებიან სექსით, მაგრამ არ ორსულდებიან არასოდეს. სამოთხისეულ ვარშებზე იდეალური ეკო-სისტემაა. ეს ვარშებია: 1) ილავრიტა-ვარშა - სადაც ცხოვრობენ შივა და დურგა და იქ მოხვედრილ ყველა მამაკაცს დურგა-დევი უცვლის სქესს და აქცევს ქალად. 2) ბჰადრაშვა-ვარშა - აქ მეფობს დჰარმარაჯას ძე - ბჰადრაშვა. 3) ჰარი-ვარშა - აქ სუფევს ვიშნუს იპოსტასი ნრისიმჰადევა. 4) კეტუმალა-ვარშა - აქ სუფევს სიყვარულის და სექსის ღმერთი კამა-დევა. 5) რამიარკა-ვარშა - აქ სუფევს ვაივასვატა-მანუ. 6) ჰირანმაია-ვარშა - აქ მეფობს ვიშნუს ავატარა კურმა. 7) უტტარაკურუ-ვარშა - აქ მეფობს ვარახა-ავატარა. 8) კიმპურუშა-ვარშა - აქ მეფობს მაიმუნების მეფე ჰანუმანი, რომელიც ადიდებს უფალ რამას და სიტადევის. ბილა-სვარგა ესაა დემონთა სამოთხეები. ესენია: ატალა, ვიტალა, სუტალა, ტალატალა, რასატალა, მაჰატალა და პატალა. ბილა-სვარგა ჰედონისტური სამოთხე სადაც ასურები (დემონები) ტკბებიან ათასი სიამოვნებით. ესაა უტოპია. ამ პლანეტებს აქვთ სამი მინუსი: 1) უზომო ჰედონიზმი 2) მუდმივი ომები (რადგან ასეთია ასურების ბუნება) და 3) პერიოდულად აქ ჩამოიფრენს ვიშნუს სუდარშანა ჩაკრა, რომელიც ანადგურებს ყველას ვისაც შეეხება. მაგრამ მოკლული დემონი არ ქრება, ის უბრალოდ სხვა პლანეტაზე რეინკარნირდება. 2. ინდუისტური მითები და ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე იყო კეთილშობილი მეფე სუდიუმნა. ერთხელ სუდიუმნა აღმოჩნდა მაგიურ ტყეში, სადაც შივა და შაკტი სექსით იყვნენ დაკავებულნი. შაკტის შერცხვა და ამის გამო შივამ სუდიუმნა ქალად გადააქცია და უწოდა სახელად - ილა. ილამ თხოვა შივას რომ დაებრუნებინა მისთვის კაცური სხეული, მაგრამ შივამ ბრძანა, რომ დღეიდან მეფე სუდიუმნა ერთი თვე იქნებოდა კაცი, ხოლო ერთი თვე ქალი და ასე იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე. და ასეც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ მეფემ დატოვა სამეფო და გადასცა ტახტი შვილს. რაც შეეხება შვილს; მეფეს შვილი ეყოლა მაშინ, როცა ის ქალის სხეულში იყო. ერთხელ როცა სექსუალური ილა მიაბიჯებდა მაგიურ ტყეში, ის შენიშნა უფალი სომას შვილმა - უფალმა ბუდჰამ. ბუდჰა ესაა პლანეტა მერკურის მბრძანებელი დევა. სომა ესაა მთვარის დევა. ბუდჰას და ილას შეუყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ სექსი. ამ კავშირის შედეგად გაჩნდა მშვენიერი ჭაბუკი - პურურავასა. პურურავასა გახდა მეფე და ერთხელაც მას შეუყვარდა უფალი ბრაჰმას მიერ დაწყევლილი სექსუალური აპსარა (ნიმფა) სახელად - ურვაში. ურვაშისაც ძლიერ უყვარდა პურურავასა. 3. "ნიაია" न्याय, nyāya ანუ კანონი, ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა. ნიაია ამტკიცებს, რომ ატმანი (სული) განსხვავდება გონებისგან და სხეულისგან და იძენს ცნობიერებას სხეულთან და გონებასთან შეერთების შედეგად. ესაა ატომისტური თეისტური რეალიზმი. ეს სკოლა შექმნეს ფილოსოფოსებმა გაუტამამ და აკშაპადამ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ნიაია აღიარებს შემეცნების ოთხ დამოუკიდებელ მეთოდს: პრატიაკშა - აღქმა, ანუმანა - დასკვნა, უპამანა - შედარება და შაბდა - მოწმობა. იშვარა ესაა მარადიული პირველმიზეზი, რომელიც ქმნის სამყაროს მარადიული ატომებისგან, სივრცისგან, დროისგან, ეთერისგან, გონებისგან და სულებისგან. ნიაია ამბობს, რომ როგორც თიხის დოქს ჰყავს შემოქმედი, ასევე რთული ატომებისგან შემდგარ სამყაროსაც უნდა ჰყავდეს დიზაინერი და შექმნელი. გონიერი პირველსაწყისის გარეშე არ არსებობს წესრიგი. შემოქმედი უფლის არსებობის მეორე არგუმენტია კარმა, ხოლო მესამე არგუმენტია - ვედების ავტორიტეტი. არსებობს მორალი, რომელიც მოდის შემოქმედი უფლისგან, რომელიც მართავს სამყაროს და ასაჩუქრებს მართალ ხალხს და სჯის ცოდვილებს. ნიაიას მიხედვით ადამიანი სიკვდილის შემდეგ პასუხს აგებს იშვარას ანუ უფლის წინაშე, რომელიც არის სამყაროს მორალური ბატონი. ნიაიას მიხედვით ადამიანის ტანჯვის მიზეზია უფლის კანონების დარღვევა. 4. "პურვა-მიმანსა" मीमांसा ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც შექმნა რიში ჯაიმინიმ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ამ სკოლის ძირითადი თვისებებია: რიტუალიზმი, ორთოპრაქსია, ანტიასკეტიზმი და ანტიმისტიციზმი. პურვა-მიმანსა აღიარებს ვედების ავტორიტეტს და უპირისპირდება ვედანტას, ტანტრას და ბუდიზმს. დჰარმა მიუწვდომელია გონებისთვის. იშვარა არ არსებობს. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ რიში კუმარილა და რიში პრაბჰაკარა. ეს სკოლა აღიარებს ცოდნის შემდეგ წყაროებს: 1) პრატიაკშა - აღქმა 2) ანუმანა - ლოგიკური დასკვნა 3) უპამანა - შედარება 4) შაბდა - ავტორიტეტი 5) არტჰაპატი - პოსტულირება და 6) ანუპალაბდჰი - არ-აღქმა. მსხვერპლშეწირვა არაა ღმერთების თაყვანისცემა არამედ ესაა აპურვას ენერგიის მოპოვება ზეციური ნეტარების მისაღებად სიკვდილის შემდეგ. პრაბჰაკარა აღიარებს ყოფიერების რვა კატეგორიას: 1) დრავია - სუბსტანცია 2) გუნა - ხარისხი 3) კარმა - მოქმედება 4) სამანია - საყოველთაობა 5) პარატანტრატა - თვისება 6) შაკტი - ენერგია 7) სადრიშტია - მსგავსება 8) სანკჰია - რიცხვი. ინდოელი მეცნიერი სარვეპალი რადჰაკრიშნანი ნეგატიურად უყურებდა პურვა-მიმანსას, რადგან ის უარჰყოფს პირველად რეალობას და უფლის თაყვანისცემას. ინდოელი მკვლევარი რენე გენონი განსხვავებით რადჰაკრიშნანისგან თვლიდა, რომ პურვა-მიმანსამ ითამაშა დადებითი როლი ინდუისტური ფილოსოფიური აზრის განვითარებაში. 5. "ვაიშეშიკა" वैशेषिक, vaiśeṣika ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ექვსი ფილოსოფიური სკოლიდან ერთ-ერთი. ვაიშეშიკა შექმნა ფილოსოფოსმა კანადა ულუკამ რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ.III-II-ე საუკუნეებში. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ იშვარამ ანუ უფალმა ღვთაებრივი ძალით შექმნა მატერია, რომელიც შედგება ატომებისგან და მართავს სამყაროს კარმული კანონის დახმარებით. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეისტური ლოგიკა და რაციონალური თეოლოგია. ვაიშეშიკას მიხედვით არსებობს 7 საწყისი (ელემენტი): დრავია - სუბსტანცია, გუნა - ხარისხი, კარმა - მოქმედება, სამანია - უნივერსალურობა, ვიშეშა - განსაკუთრებულობა, სამავაია - ნიშან-თვისება, და ა-ბჰავა - არა-რაობა ანუ არ-ყოფნა. ყველაფერი იყოფა ყოფიერებად და არყოფნად. სული (ატმანი), სხეული და სხვა ელემენტები რეალურად არსებობენ. ესაა ერთგვარი მეტაფიზიკური რეალიზმი. ვაიშეშიკა ამბობს, რომ ინდივიდუალური სული უნდა განთავისუფლდეს სანსარასგან სწორი აღქმის და ლოგიკის დახმარებით. 6. ელინისტური და ქრისტიანული თეოლოგიის და ფილოსოფიის მიხედვით ადამიანის არსება შედგება სამი ელემენტისგან. ესენია: 1) პნევმა იგივე სპირიტუს - სული 2) ფსიხე (ფსიქო) იგივე ანიმა (ანიმუს) - საფშვინველი და 3) სომა იგივე კორპუს - ფიზიკური სხეული. ამას ეწოდება ტრიქოტომია. პრობლემა იმაშია, რომ ტრიქოტომიის იდეა შემდგომში უარჰყვეს და გადააკეთეს დიქოტომიად ანუ სული (პნევმა) + სხეული (სომა). მოხდა სულის და საფშვინველის სახელების და ცნებების ერთმანეთში არევა. აქედან მოდის ტერმინი "ანიმიზმი" როგორც "სულების რწმენა", არადა რეალურად ანიმა ნიშნავს საფშვინველს და არა სულს. პნევმა (სპირიტ) და ფსიქო (ანიმა) ერთი და იგივე არაა. ზოგიერთები თვლიან, რომ ფსიქო (душа) უფრო მაღლა დგას ვიდრე პნევმა (дух), სინამდვილეში კი პირიქითაა. 7. ადამიანთა უმეტესობა ინდუიზმს იცნობს კრიშნაიზმის დონეზე ან შესაძლოა რაჯნიშის შესახებაც სმენიათ რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში უმეტესობამ საერთოდ არ იცის კლასიკური ტანტრისტული სწავლება და ცუდად იცნობს ინდუიზმს. ინდუისტური ტანტრა - კულა-დჰარმა, ქადაგებს, რომ ინდუიზმი (ზოგადად რელიგია) იყოფა შვიდ საფეხურად. ამას ეწოდება "საპტაჩარა", რაც ნიშნავს შვიდ საფეხურს. ესაა სულიერი განვითარების საფეხურები. კულა გვეუბნება რომ თავდაპირველად არსებოდნენ მხოლოდ ნიგამები, ნიგამებისგან იშვნენ აგამები, აგამებისგან იამალები, ხოლო იამალებისგან ვედები. ვედებისგან პურანები იშვნენ, ხოლო პურანებისგან სმრიტი და სხვა ტექსტები. კულა გვეუბნება, რომ დროთა დასაბამში არსებობდა მხოლოდ კულა დჰარმა და არ იყო არც ვედები და არც პაშუ-ბჰავას დუალისტური რელიგიები. საპტაჩარას შეესაბამება ტრიბჰავა. ტრი-ბჰავა ესაა: პაშუ-ბჰავა - ცხოველური ყოფიერება, ვირა-ბჰავა - გმირული ყოფიერება და დივია-ბჰავა - ღვთაებრივი ყოფიერება. არის შვიდი აჩარა: 1) ვედაჩარა, 2) ვაიშნავაჩარა, 3) შაივაჩარა 4) დაკშინაჩარა 5) ვამაჩარა 6) სიდჰანტაჩარა და ბოლოს უმაღლესი სკოლა - 7) კაულაჩარა (კულაჩარა). ვედაჩარა (ვედიზმი), ვაიშნავაჩარა (ვიშნუიზმი და კრიშნაიზმი) და შაივაჩარა (დუალისტური მონოთეისტური შივაიზმი) ესენია - პაშუ-ბჰავა! დაკშინაჩარა (სადაც არის ადვაიტა ვედანტა და შრი ვიდია) ესაა ზღვარი პაშუ-ბჰავასა და ვირა-ბჰავას შორის! ვამაჩარა ესაა ვირა ბჰავა. სიდჰანტაჩარა ესაა ზღვარი ვირა-ბჰავას და დივია-ბჰავას შორის, ხოლო კულა ან კაულა აჩარა ესაა - დ ი ვ ი ა - ბ ჰ ა ვ ა! პაშუ-ბჰავას რელიგიებში (ვედიზმში, ვიშნუიზმში და დვაიტა-შივაიზმში) მეფობს პურიტანული რეპრესიული მორალი, სექსიზმი, პატრიარქატი, ჰომოფობია, სექსოფობია, ჰიმნოფობია და ა.შ. პაშუებს ახასიათებთ: სიძულვილი, სიმორცხვე, შიში და ა.შ. ამას ეწოდება ბორკილები ანუ "პაშა". დივია-კულას სწავლებაში არის სექსუალური ლიბერტინიზმი და საკრალური ჰედონიზმი. ნორმად ითვლება ლილიტის არქეტიპი, თავისუფალი სექსი, პოლიგამია, პოლიამურია, ბისექსუალობა, ჯგუფური სექსი (სანგჰატა-რატი), ანალური სექსი (პაიიუ-პუჯა), ჰეტერა-გრაფია (პორნო), ეროტიკა და ა.შ. დივია-კულას რელიგიაში პურიტანიზმი და ფაშიზმი არაა. პაშუ-ბჰავა იცავს მანუს კანონებს, ხოლო ვირა და დივია-კულა დჰარმა არ იცავს და არცაა ვალდებული დაიცვას! კრიშნაიდული მორალი ესაა ტამასიკური პაშუ-ბჰავა პაშუ-ბჰავა ესააა ტამასი, ვირა - რაჯასი, ხოლო დივია - სატვა. მხოლოდ კაულები იმყოფებიან სატვა-გუნას ზეგავლენის ქვეშ. ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და შაივაჩარას მიმდევრები თავიანთი პურიტანული ფაშისტური თეოლოგიით იმყოფებიან ტამასის გუნას ზეგავლენის ქვეშ. ისინი ანგრევენ კუნდალინი-შაკტის და ამახინჯებენ დჰარმას. პაშუ-ბჰავას დჰარმა ესაა ჭეშმარიტი დჰარმა! ასე გვეუბნება კულას ტანტრისტული მოძღვრება. ასეთია ტანტრისტული სწავლება. 8. ტანტრიკულ ოკულტიზმში მაგიას ეწოდება "აბჰიჩარა". ესაა "შატ-კარმა" ანუ ჰათჰა-იოგას 6 მაგიური ფორმა. ესენია: 1) შანტიკარანა - მშვიდობა და აყვავება, განკურნება. 2) ვაშიკარანა - დამორჩილება 3) სტამბჰანა - პარალიზება 4) ვიდვეშანა - განხეთქილების დათესვა 5) უჩატანა - განდევნა 6) მარანა - განადგურება 9. მსოფლიო რელიგია შედგება შვიდი საფეხურისგან, ესენია: ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა, დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კაულაჩარა. ამას ეწოდება "საპტაჩარა". ესენია მსოფლიო რელიგიის შვიდი ტრადიციული ფორმა, რომლებიც ავითარებენ ადამიანის სულიერ არსებას და მიჰყავთ ცოცხალი სული საბოლოო მიზნისკენ - მუქტისკენ (სულიერი განთავისუფლებისკენ). ამ 7 აჩარას შეესაბამება სამი ბჰავა (ტრი-ბჰავა): პაშუ-ბჰავა (ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა და შაივაჩარა), ვირა-ბჰავა (დაკშინაჩარა, ვამაჩარა და სიდჰანტაჩარა) და დივია-ბჰავა (კაულაჩარა). პაშუ ესაა ყველაზე დაბალი დონე სულიერი განვითარებისა და რელიგიური ცნობიერებისა. პაშუ ნიშნავს ცხოველს. მოდის სიტყვიდან "პაშა", რაც ნიშნავს ბორკილს. პაშუ შებორკილია 8 ბორკილით, როგორებიცაა: სიმორცხვე, შიში, წეს-ჩვეულებები, ტრადიციული ოჯახი და ა.შ. პაშუს დონეზე დომინირებს პურიტანული მორალი და ფანატიზმი. ესაა ეგზოთერული დონე. ყველაზე მაღალი დონე ესაა დივია. ესაა ეზოთერული დონე. დივია ესაა ადამიან-ღმერთი, რომელიც არ ემორჩილება ეგზოთერულ რელიგიურ კანონებს და აქვს თავისუფალი აზროვნება. დივიამ იცის ყველა ტრადიცია. დივიას დონეზე არის სექსუალური ლიბერალიზმი, საკრალური ჰედონიზმი და პაშუსთვის შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი სექსუალური პრაქტიკები. ლიბერტინიზმი და ანტინომიზმი იწყება ვირა-ბჰავას დონიდან. ეს დასტურდება წმინდა ტექსტებით და კჰაჯურაჰოს ეროტიული ტაძრებით. ყველაზე რადიკალური (ლიბერტინისტური და ჰედონისტური) სკოლებია: კალი-კულა და უტტარამნაია-კაულა-ვილასა. ესენია უმაღლესი სკოლები, სადაც ჯივა აღწევს უმაღლეს სულიერ დონეს და თავისუფლდება პაშუ-ბჰავას კანონებისგან. ასეთია ტრადიციული კლასიკური ეზოთერული და ეგზოთერული რელიგიები. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში სხვადასხვა ადამიანებმა შექმნეს ფსევდო-ეზოთერული (შიზოთერიული) ორგანიზაციები და სწავლებები: თეოსოფია, ანთროპოსოფია, ნიუ-ეიჯი, ნეო-ტანტრა, ნეო-ბრაჰმანიზმი, მასონობა, ნეო-წარმართობა, ვიკკა და ა.შ. მაგალითად: 1997 წელს ჩეხმა ივო ბენდამ შექმნა უფო-რელიგია "სინათლის ძალების კოსმიური ადამიანები", ის ამტკიცებს რომ ტელეპატიის უნარით შეიძლება ე.წ. "გალაქტიკურ ფედერაციასთან და მის ლიდერთან "აშტარ შერანთან" ურთიერთობა. 1993 წელს ჯოშუა დევიდ სტოუნმა თეოსოფიური სწავლების ერთ-ერთი დოგმატის "ამაღლებულ მეუფეთა სწავლების" საფუძველზე შექმნა უფო-რელიგია რომელიც თითქმის 75%–ით იმეორებს ივო ბენდას "რელიგიას". ეს სწავლებები არატრადიციული სექტებია და სხვა არაფერი. ეს ნეო-ეზოთერული შიზოთერიული სწავლებები, ამახინჯებენ ტრადიციულ ეზოთერულ ფილოსოფიას და ადამიანები არასწორი მიმართულებით მიჰყავთ. ამ სექტებს ადამიანი არ მიჰყავთ სულიერი რეალიზაციისკენ, რატომ? იმიტომ რომ ისინი უპირისპირდებიან ტრადიციულ ჭეშმარიტებას. მაგალითად; "ამაღლებულ მეუფეთა სწავლება" საფუძველშივე ანგრევს და საშინლად ამახინჯებს ინდუისტურ ტანტრისტულ მოძღვრებას კუნდალინი-შაკტის შესახებ და პურუშარტჰას დოგმატს. ეს ეწინააღმდეგება კაულა-დჰარმას. ეს უფო-რელიგია ამტკიცებს, რომ სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვისთვისაა საჭირო, რაც აბსოლუტური შიზოფრენიაა და სხვა არაფერი. ეს იდეა ნაწილობრივ იმეორებს კრიშნაიდი პრაბჰუპადას იდეებს სექსთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ჯოშუა დევიდ სტოუნის "უფო-რელიგია" არის ულტრა-ტამასიკური მაჰა-პაშუ-ბჰავა და არაფერი აქვს საერთო სულიერ ჭეშმარიტებასთან. ესაა შიზოთერია. 10. "წარსულში ქალები არ იყვნენ შეზღუდულნი (თავიანთ მოქმედებებში), ო მშვენიერი სახის მქონევ, მათ შეეძლოთ წასულიყვნენ იქ სადაც სურდათ (ევლოთ იქ სადაც სურდათ) და თავისუფლად ერთობოდნენ, ო მშვენიერო, და როცა ისინი ახალგაზრდობიდანვე ღალატობდნენ თავიანთ ქმრებს, ო მშვენიერი თეძოების მქონევ, ეს არ ითვლებოდა უკანონობად, რადგანაც ასეთი იყო იმ დროის (ეპოქის) კანონი. ესაა ძველი კანონი პურანების მიერ განსაზღვრული, პატივცემული დიადი ბრძენების მიერ..." მაჰაბჰარატა. ადი-პარვა. თავი 113. 11. იცით რატომ ბრაზდებიან აბრაამული ქრისტიანები, როცა ზოგიერთი მეცნიერები და ოკულტისტები ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტეს ჰყავდა ცოლი და შვილი? იცით რატომ უყურებენ ანტიკურ პოლითეისტურ და აზიურ რელიგიებს ნეგატიურად? ახლავე ავხსნი: აბრაამული იუდო-ქრისტიანობა დაფუძნებულია იუდაიზმზე. იუდაიზმი თავდაპირველად იყო პოლითეისტური. ძვ.წ. 516 წლამდე იუდეველები იყვნენ პოლითეისტები, ისევე როგორც ქანაანის და ფინიკიის დანარჩენი ხალხები, ისევე როგორც სხვა სემიტები. ძველ სემიტურ პოლითეიზმში იყო უზენაესი უფალი დემიურგი - ელი (იგივე ილუ-იონი), რომელსაც ჰყავდა ცოლი - აშერა (იგივე ასირატუ). მათ შვეს 70 ღმერთი (ელოჰ-იმი), მათ შორის შაჰარი, ბაალი და შალიმუ იგივე იამმუ იგივე იევო. იევო იყო ჩამავალი მზის და წყლის ღმერთი ფინიკიელთა და ქანაანელთა რელიგიაში. იევო ესაა იგივე იაჰვე, მას ჰყავდა ცოლი - ასტარტე იგივე აშთორეთი. სემიტურ ღმერთებს ჰყავდათ ოჯახები, ცოლები, შვილები, ქმრები, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ; ჰგავდნენ ადამიანებს. ესენი იყვნენ მაგიის მქონე ზეადამიანები. ძვ.წ. 516 წელს ქურუმებმა - ეზდრამ და ნეემიამ ჩაატარეს რადიკალური რეფორმა და ფინიკიურ-ქანაანური რელიგია გადააკეთეს მკაცრ მონოთეიზმად. მათ აიღეს შუმერულ-აქადური მითოლოგიის და ეგვიპტური მისტიკის ელემენტებიც და შექმნეს იევოს ანუ იაჰვეს კულტი. იევოს გარდა სხვა ღმერთებს უწოდეს "სატან" ე.ი. მტერი და განაცხადეს, რომ იევოს იგივე იაჰვეს, არ ჰყავს არც ცოლი, არც შვილი და არც დედ-მამა და რომ მან როგორც უსაწყისო მარადიულმა სულმა, არაფრისგან შექმნა სამყაროები, ანგელოზები (მსახურები) და ადამიანები, ასევე ცხოველნიც. ასტარტე უარჰყვეს, ისევე როგორც ყველა სხვა ელოჰ-იმი იაჰვეს გარდა. რადიკალურად გადაიხედა და შეიცვალა ღმერთის იდეა, შეიცვალა წარმოდგენები ღმერთზე. იუდეო-ქრისტიანული დოგმატიკა დაფუძნებულია ამ იუდაიზმზე, ასე რომ გასაგები უნდა იყოს თუ რა აზროვნება აქვთ ფანატიკოსებს. კრიშნაიდები ამბობენ, რომ იესო ქრისტე კრიშნას ავატარაა, რაზეც პირდაპირ ცოფებს ჰყრიან მართლმადიდებლები და სხვებიც. ეს იმიტომ რომ კრიშნას 16 104 ცოლი ჰყავდა. ვაიშნავები ამტკიცებენ, რომ კრიშნას ცოლები ლაკშმის ავატარები და მისი ღვთაებრივი ენერგიები იყვნენ. კრიშნას შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო მრავალ ადგილას. ის ერთდროულად იყო ყველა ცოლთან, რადგანაც ყოვლისშემძლე დევა გახლდათ. კრიშნა ტკბებოდა მშვენიერი გოგონებით. ესეც ძლიერ აცოფებთ მართლმადიდებლებს, რადგანაც არ ესმით ვაიშნავიზმი. თავად სიტყვა "ქრისტეც" ელინური ეზოთერიკიდან მოდის და ძველ საბერძნეთში მზის ღმერთ აპოლონს ეწოდებოდა - "პითო-ქრისტოს", რაც ნიშნავს პითიის ორაკულთა ღვთაებას. ქრესტოს ერქვათ იეროფანტებს და ორაკულთა მოწაფეებსა და მსახურებს. აპოლონის და კრეუსას ძეს - იანუსსაც ერქვა ჯერ ქრესტოს, ხოლო გახივოსნების შემდეგ - "ქრისტის" (ან "ქრისტოს"). ქრისტის ელინურად ნიშნავდა "ღვთაებრივ კეთილ ადამიანს" და ასე ერქვა მისტიკოს იეროფანტს, რომელმაც გაიარა მისტიკური გამოცდა და მიაღწია გასხივოსნებას. ასეთი ქრისტე 2000 წლის წინ იყო ორი (!), ესენი იყვნენ - სიმონ სამარიელი და აპოლონიუს ტიანელი. ხოლო უფრო ადრე იყო კიდევ უფრო მეტი ქრისტე. ქრისტეები მრავლად იყვნენ. 12. სინამდვილეში არავითარი "ინდუიზმი" არ არსებობს. რეალურად ინდუიზმი არაა ერთიანი მონოლითური რელიგია ერთიანი რწმენის დოგმატით. ის რასაც უვიცები უწოდებენ ინდუიზმს, სინამდვილეში ესაა მინიმუმ 7 სხვადასხვა რელიგიის ერთობლიობა, რომლებსაც ცოტა თუ აქვთ საერთო. კი, "ინდუისტურ" რელიგიებს აქვთ საერთო იდეებიც, მაგრამ სხვაობა უფრო დიდია. ეს რელიგიებია: ვედიზმი, ვიშნუიზმი, შივაიზმი, დაკშინაჩარა, შაკტიზმი, სიდჰანტაჩარა და კაულიზმი (კაულაჩარა). ესაა შვიდი აჩარა, შვიდი საფეხური, შვიდი სხვადასხვა ტრადიცია და თითოეული მათგანი იყოფა კიდეც უფრო მცირე სკოლებად ანუ სექტორებად. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს 5 დჰარმა: ადჰარმა - ათეიზმი, ასურა-დჰარმა - დემონური რელიგია, ჩალა-დჰარმა - სეზონური რელიგიურობა, უპა-დჰარმა - სანახევრო რელიგიურობა და ვარნაშრამა-დჰარმა - ორთოდოქსული ვედიზმი, ვიშნუიზმი და შივაიზმი. ძირითადად ვიშნუიტები საკუთარ რელიგიას უწოდებენ ვარნაშრამა-დჰარმას ანუ სატია-სანატანა-დჰარმას. ტანტრიკები ამას უმატებენ მეექვსე დჰარმას, ესაა - კაულა-დჰარმა. კაულიზმი ესაა ულტრა-პანთეისტური და ჰედონისტურ-ლიბერტინისტური რადიკალური ჰეტეროდოქსული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა, რომელიც უპირისპირდება ვედიზმს, ვიშნუიზმს და დუალისტურ მონოთეისტურ შივაიზმს. 13. სიტყვა "დემონი" ძველი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ბრძენ ღვთაებას. ელინების ღმერთებს ერქვათ: აგატო-დაიმონები, კაკო-დაიმონები და ეუ-დაიმონები. ელინები იყვნენ პოლითეისტები და ეთაყვანებოდნენ ქაოსიდან შობილ დაიმონებს და ელემენტალებს, ეთერულ კოსმიურ ოკეანეში მცხოვრებ ეთერულ არსებებს, რომლებსაც შეეძლოთ სხვადასხვა ფორმის მიღება და ფიზიკური სხეულის შექმნაც შეეძლოთ. ისინი ვლინდებოდნენ ფიზიკურ დონეზეც. მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი ნიკოლა ტესლა აღიარებდა ეთერის არსებობას. ეთერის თეორიის ავტორი გახლავთ რენე დეკარტი. თეოსოფი ქალი ე. ბლავატსკაიაც ემხრობოდა ეთერის თეორიას. მეც ვემხრობი. 14. ელინურ კულტურაში დომინირებდა პოლითეიზმი. ეს იყო ელინების და რომაელების რელიგია. მათი ღმერთები წარმოიშვნენ ქაოსის და სკოტოსის შეუღლების შედეგად. ქაოსი და სკოტოსი იყვნენ და-ძმა. მათ შვეს ურანოსი და გეა, რომლებიც ასევე იყვნენ და-ძმა და ცოლ-ქმარი. მათ შვეს კრონოსი და რეა, რომლებიც ასევე იყვნენ და-ძმა და ცოლ-ქმარი. მათ მიერ შობილი ზევსი და ჰერაც და-ძმა და ცოლ-ქმარი იყვნენ. ზევსის პირველი ცოლიც - მეტისი, იყო მისი სისხლისმიერი და. ეს ყველაფერი აღწერა პოეტმა და სწავლულმა ჰესიოდემ. ჰესიოდეს დროს ინცესტი ითვლებოდა ნორმად, რადგან ელინები ყველაფერში ღმერთებს ბაძავდნენ. ზევსი იგივე ინდრა ასევე იყო ბისექსუალი. მითი მოგვითხრობს, რომ მას ერთხელ ძლიერ მოეწონა ყმაწვილი განიმედი და მოიტაცა, დაისვა ოლიმპოზე და ნაზად ეალერსებოდა. ზევსი ასევე იყო პოლიამურიის მომხრე. ზევსს ჰყავდა ასობით პარტნიორი, ის იყო ნამდვილი კაზანოვა. ზევსის ერთ-ერთი ქალი იყო - სემელე, რომლისგანაც ზევსს ეყოლა ძე - დიონისე-ლიბერი. დიონისე იყო თრობის, ვენახების, სექსუალური ორგიების და საკრალური ჰედონიზმის ღმერთი. მის დღესასწაულებს ეწოდებოდა "ავენტინური ლიბერალიები", რომლებიც რომში ტარდებოდა თებერვალში და მარტის თვეში, კონკრეტულ დღეებში. 15. ჭეშმარიტი ტანტრა ესაა მხოლოდ კლასიკური რელიგიური ტანტრა, დაფუძნებული შაკტი-დჰარმაზე. თანამედროვე მსოფლიოში მომრავლდნენ არა მხოლოდ ათეისტი დემონები, არამედ ისეთი ტიპის ადამიანებიც, რომლებიც ამახინჯებენ კლასიკურ ტანტრას და ქმნიან "ნეო-ინდუისტურ" სექტებს. ნეო-ტანტრიზმი არ არის ნამდვილი ტანტრა. ნამდვილი ტანტრა დაფუძნებულია ინდუისტურ (და ბუდისტურ) შასტრებზე და ნიგამებზე. კაულა-დჰარმა (ტანტრა) ესაა საიდუმლო სწავლება, რომლისთვისაც ყველა მზად არაა. ადამიანთა უმეტესობა იმყოფება ტამასიკურ მოდუსში და ვერ იმეცნებს ტანტრას. ასეთებისთვის კაულას ცოდნის განდობა იკრძალება. ვარნაშრამა-დჰარმა ანუ ორთოდოქსული ინდუიზმი უფრო დაბლა დგას, მაგრამ ყველაზე დაბლა დგას: უპა-დჰარმა (ნახევარი დჰარმა), ჩალა-დჰარმა (სეზონური რელიგიურობა), ასურა-დჰარმა (დემონური რელიგია) და ადჰარმა (ათეიზმი). ადამიანთა უმეტესობა არ მისდევს კაულა-დჰარმას. ტანტრა გვეუბნება, რომ ლატენტური ბისექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ა.შ. ახასიათებთ ორივე სქესის ადამიანებს. ამას ადასტურებს ოფიციალური მეცნიერებაც. ტანტრა გვეუბნება, რომ პოლიგამია არის ნორმატიული ტრადიცია. პოლიამურია ახასიათებს ყველა ადამიანს, ამა თუ იმ ფორმით. თუ ვარნაშრამა-დჰარმაში ბრაჰმანს (ქურუმს) აქვს უფლება ჰყავდეს 4 ცოლი, უტარა კაულა ვილასას სწავლებაში ბრაჰმანს უფრო მეტი ცოლი შეუძლია ჰყავდეს. ჯგუფური სექსი (სანგჰატა-რატი) და ანალური სექსი (პაიიუ-პუჯა) ასევე ითვლება ნორმატიულად. ტარდება ჯგუფური სექსუალური რიტუალები. ტანტრიზმში საკრალურ ჰედონურ სექსუალურ რიტუალს ეწოდება - "მაიტჰუნა". მაიტჰუნას უმაღლეს ფორმას ეწოდება - "საჰაჯა-მაიტჰუნა", რაც არის სანგჰატა-რატის ერთ-ერთი ფორმა. ეს ასახულია ინდოეთში მდებარე კჰაჯურაჰოს ტაძრების კედლებზე და შიგნითაც. ცნობილია, რომ ტანტრიკ არიელებს ჰქონდათ საჯარო ჯგუფური სექსის პრაქტიკა და აგრეთვე იყვნენ ნუდისტები. ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე ინდოელთა უმრავლესობა დადიოდა შიშველი ან თითქმის შიშველი. ეს აღწერა გაოცებულმა რუსმა მოგზაურმა და მეცნიერმა ათანასე ნიკიტინმა. დღესაც კი ინდუსების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ტანტრიკი იოგები და სადჰუები დადიან შიშვლები. ესენი არიან "ნაგა-სადჰუ" ანუ ჰიმნოსოფისტები. პოლიამურია არა მხოლოდ კაულას სწავლებაში, არამედ ორთოდოქსულ ინდუიზმშიც კი ითვლება ნორმად და ტრადიციად და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეზოთერულ მეტაფიზიკასთან, რაც ბევრ დილეტანტს არ ესმის. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთ ინდუისტურ ტრადიციას აღიარებენ, ზოგიერთს კი არა. ასე არ შეიძლება. ადამიანთა დიდი ნაწილი ცუდად იცნობს და დამახინჯებულად აღიქვამს კაულიზმს. კაულისტურ ტრადიციაში ნორმად ითვლება ჰეტერა-გრაფია (პორნო) და ეს ფაქტია. 16. ინდუიზმი იყოფა ორად, ორ ძირითად ნაწილად, ესენია: ორთოდოქსული ინდუიზმი - ვარნაშრამა-დჰარმა, რომლის მიმდევრებიც იცავენ მანუს კანონებს (მანუ-დჰარმა-შასტრას) და ჰეტეროდოქსული ინდუიზმი - კაულა-დჰარმა (უტარა კაულა ვილასა, კალი-კულა, აგჰორა და ა.შ.), რომლის მიმდევრებიც არ იცავენ მანუს კანონებს და საკუთარ რიგებში იღებენ უკასტოებს და დაბალი "არასუფთა" კასტების წარმომადგენლებს, მათ შორის ბისექსუალებს, ანდროგინებს, ტრანსგენდერებს და ა.შ. ეს იწვევს ორთოდოქსების მღელვარებას და შფოთვას. თუ ვარნაშრამა-დჰარმაში არის პოლიგამია, მაგრამ ცოლების მაქსიმალური რაოდენობაა 4 (ხოლო მინიმალური 1), ჰეტეროდოქსულ ინდუიზმში ანუ კლასიკურ ინდუისტურ ტანტრიზმში, კონკრეტულად კი ვამაჩარას, სიდჰანტაჩარას და განსაკუთრებით კი კაულაჩარას სკოლებში, სექსუალური პარტნიორების რაოდენობა არაა შეზღუდული. სხვათაშორის ახ.წ. მეათე საუკუნემდე იუდაიზმშიც ნორმა იყო პოლიგამია, რაც დასტურდება იმით, რომ ბიბლიურ მითებში, მეფე სოლომონს და მეფე დავითს ჰყავდათ 700 ცოლი. ცხადია ასეთი პოლიამურია ბევრს ეჯავრება და არა მხოლოდ არა-ტანტრისტებს არამედ ნეო-ტანტრისტებსაც. არსებობს ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ნეო-ტანტრიკი ოშო ატარებდა ორგიებს. ნეო-ტანტრიკები არ არიან ტრადიციული კლასიკური ტანტრას მიმდევრები. ნეო-ტანტრა ესაა სექტა და ტრადიციიდან გადახვევა. ე.ი. არის ორთოდოქსული ტანტრა და არის ერეტიკული ტანტრა. კლასიკურ ტანტრაში მთავარია შივას და კალის შეცნობა და არა სექსი. კლასიკურ ტანტრასთან დაკავშირებულია ტანტრიკული მაგიზმი - აბჰიჩარა. აბჰიჩარა ესაა შავი მაგიის პრაქტიკა, რომელსაც არ იყენებენ ორთოდოქსი ინდუსები. აბჰიჩარა დაკავშირებულია კალის და ტარას კულტთან. ცხადია ისიც, რომ ნეო-ტანტრიკები, განსაკუთრებით კი ქალები, რომლებიც მისდევენ ოშოს ნეო-ინდუისტურ სწავლებას, ვერ იგებენ კლასიკურ რელიგიურ-ფილოსოფიურ ტანტრას და შესაბამისად უპირისპირდებიან მას. კლასიკური ტანტრიზმი ბევრს არ ესმის. სხვათაშორის ბუდისტი ტანტრიკი მოგვი პადმასამბჰავა (რინპოჩე) პოლიგამი იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ კაულა ტანტრა არის საიდუმლო სწავლება, რომლის განდობა უმდაბლესთათვის აკრძალულია და ითვლება დანაშაულად. 17. ინდუისტურ ტანტრაში ანალურ სექსს ეწოდება პაიიუ-პუჯა. ესაა ერთ-ერთი სექსუალური პრაქტიკა და რიტუალი. ტანტრიზმში ჯგუფურ სექსს ეწოდება "სანგჰატა-რატი" ან "სამგჰატიკა-რატი", ისევე როგორც ანალური სექსი ანუ "პაიიუ-პუჯა" ითვლება ნორმად. ეს წერია როგორც ეგზოთერულ კამა-შასტრებში, ასევე ეზოთერულ ტანტრა-შასტრებში. ჯგუფური სექსიც და ანალური სექსიც არსებობს ორგვარი: 1. საკრალური და 2. პროფანული. ორივე არის ნორმა, მაგრამ მუქტი და ნირვანა მოაქვს მხოლოდ საკრალურ ტანტრულ რიტუალს და არა უბრალო ჟიმაობას. ტანტრიზმში არსებობს ოთხი საფეხური, ესენია: დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კაულაჩარა. ტანტრიზმში უმაღლესი რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლაა - "უტარა კაულა ვილასა". უტარა კაულა ვილასა ესაა ყველაზე ლიბერალური, ყველაზე ჰედონისტური და ყველაზე პანთეისტური რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა, სადაც უმაღლეს დონეზეა მაგიზმი და შამანიზმი. აგრეთვე: ტანტრა უარჰყოფს ვარნებს (კასტებს). კლასიკურ ინდუისტურ ტანტრიზმში არის პოლიგამია, არის ინცესტი და ინცუხტი, ნორმად ითვლება ეროტიზმი და ჰეტერა-გრაფია (პორნო) და რაც ყველაზე საინტერესოა; ინდუისტურ კერძოდ კი შაკტისტურ ტანტრიზმს მისდევს მრავალი ლგბტ. ინდოეთში 5 000 000 "ჰიჯრა" ანუ ლგბტ მისდევს შაკტიზმს, ხოლო შაკტიზმი ესაა აბსოლუტური ტანტრა და სხვა არაფერი და დაფუძნებულია პარა-ადვაიტას დოქტრინაზე. ასევე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მისტიკური ტანტრიკული სკოლაა კალი-კულა, რაც ნიშნავს "ბნელეთის მარადისობის ღვთაებრივ ოჯახს". რადიკალი ტანტრიკები უარჰყოფენ ორთოდოქსულ მორალს და ეთაყვანებიან კალი პარამეშვარის. ეს სულ ფაქტებია. თუ გნებავთ გადაამოწმეთ. ასეთია ტანტრიკების ტრადიციები და მენტალიტეტი. კლასიკურ ინდუისტურ ტანტრიზმში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კალის კულტთან არის მძლავრი ანარქისტული მუხტი. ეს ცხადია ორთოდოქსებს თვალში არ მოსდით და სძულთ არა მხოლოდ ინდუსებს, არამედ აბრაამული რელიგიების მიმდევრებსაც. ხშირია გაუგებრობა და კონფლიქტური სიტუაცია. ტანტრიკები იმოწმებენ კამა-შასტრებს, სადაც ასახულია მრავალი სექსუალური პოზა და ტექნიკა. ტანტრები (ტანტრული ტექსტები) ხშირ შემთხვევაში ქადაგებენ ისეთ იდეებს, რაც სხვა რელიგიების მიერ აღიქმება, როგორც "გარყვნილება" და "ცოდვა". 18. ინდუისტურ (ვედისტურ, ვაიშნავურ და შაივურ) ტრადიციაში ბრაჰმანებს (ქურუმებს) აქვთ უფლება ჰყავდეთ 4 ცოლი. ქშატრიებს (მეომრებს) 3. ვაიშებს (ვაჭრებს) 2, ხოლო შუდრებს (მუშებს) - მხოლოდ 1. სხვა კასტებზე საუბარი საერთოდ არაა. საქმე იმაშია, რომ მონოგამია მოდის შუდრებიდან. იცოდეთ ეს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ინდუიზმის ყველა სკოლა არ აღიარებს კასტებს (ვარნებს). არსებობენ ინდუისტური (რელიგიურ-ფილოსოფიური) სკოლები, სადაც პოლიგამია არის, მაგრამ არ არის ვარნები. 19. სემანტიკა რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებში საჭირო მეცნიერებაა. მაგალითისათვის; ბევრმა არ იცის რელიგიური და ფილოსოფიური ტერმინების მნიშვნელობა. "ელოჰ" ან "ელოაჰ" ნიშნავს ღმერთს, ხოლო "ელოჰ-იმ" ნიშნავს ღმერთ-ებს, "მალაჰ" ნიშნავს მაცნეს ან ანგელოზს, ხოლო "მალაჰ-იმ" ნიშნავს მაცნე-ებს (ანგელოსებს), "შედუ" ნიშნავს მფარველ სულს, ხოლო "შედ-იმ" ნიშნავს მფარველ სულ-ებს და ა.შ. ეს სიტყვები მოდიან ფინიკიური, ქანაანური და შუმერულ-აქადური მითოლოგიიდან. იუდაიზმი ესაა ადაპტირებული სემიტური პოლითეიზმი, ადაპტირებული და გადაკეთებული მონოთეიზმად და უაღრესად გამარტივებული. 20. ჯერ ერთი დავიწყოთ თავიდან... და ვთქვათ ის, რომ იუდაიზმის შექმნამდე არ არსებობდა არავითარი "ანგელოლოგია" და ისიც უნდა ითქვას, რომ ებრაული "მალაჰ-იმები" არ არიან ანგელოზები ტრადიციული გაგებით! მეორეც: არც დემონები არიან ის, რაც აბრაამულ მონოთეისტებს ჰგონიათ დღეს. დემონი მოდის ბერძნული სიტყვიდან "დაიმონ" და ნიშნავს - ღვთაებას. ელინურ კულტურაში აგატო-დაიმონები, კაკო-დაიმონები და ეუ-დაიმონები ეწოდებოდათ ბუნების სტიქიურ ღვთაებებს. ეს იგივეა რაც ელოჰ-იმები, შედ-იმები და მალაჰ-იმები ფინიკიური და ქანაანური რელიგიური მითოლოგიიდან. კი, მალაჰ-იმ ნიშნავს მაცნეს, მაგრამ ტრადიციულ ფინიკიურ და ქანაანურ პოლითეიზმში ეს სულები არ ითვლებოდნენ ერთი კონკრეტული "ღმერთის" მსახურებად. მალაჰ-იმები კავშირში იყვნენ ელოჰ-იმებთან და სხვა ღვთაებებთან. მალაჰიმები იყვნენ დაბალი რანგის ღვთაებები ანუ ინდური გაგებით უპა-დევები (ნახევარ-ღმერთები!). ეს ნიშნავს იმას, რომ ძველ სემიტურ და ელინურ კულტურაში არ არსებობდა ანგელოლოგია იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს მონოთეისტურ რელიგიებში (!). აბრაამული რელიგიები კი ვიცით რომ მეცნიერული კვლევების თანახმად, ესაა ქანაანური, ფინიკიური და ელინური პოლითეიზმის ტრანსფორმირებული და ადაპტირებული ვერსია. სულ ესაა. 21. "პაშუპატა" შივაიზმი ესაა შივაიზმის ერთ-ერთი რელიგიური სკოლა. სახელწოდება იშიფრება ასე: "პაშუ" რაც ნიშნავს ცხოველს და "პატი", რაც ნიშნავს მწყემსს. "პაშუ-პატი" ანუ ცხოველთა, ქმნილებათა მწყემსი ესაა - უფალი შივა. პაშუპატიზმი ესაა შივაიტი ასკეტების და სალოსების მონოთეისტური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძრაობა და არსებობს უკვე 1600 წელი. პაშუპატები არიან შივას ბჰაქტები და კეთილი მაგები. ეს რელიგიური სკოლა მითის მიხედვით ახ.წ. მეოთხე საუკუნეში დაარსა თავად უფალმა შივამ, შემდეგ კი გადასცა ცოდნა რამოდენიმე ბრძენს (რიშის), რომელთაგან ერთ-ერთი იყო წმინდა ლაკუშილა, რომლის ისტორია ოდნავ წააგავს მოსეს და იესო ნაზარეველის ცხოვრების ისტორიას. მაჰაბჰარატაში წერია, რომ კრიშნა იყო პაშუპატის ტრადიციის მიმდევარი. პაშუპატების ტექსტების უდიდესი ნაწილი არაა შემორჩენილი. მითის მიხედვით სახელწოდება მოდის მაგიური იარაღიდან, რომელიც შივამ აჩუქა არჯუნას და რამას კარგი ასკეზას განხორციელებისთვის და მას ერქვა: "პაშუ-პატა-ასტრა". ეს იყო მაგიური მშვილდი. 22. დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყო კალი-იუგა. ასე ამბობს ინდუიზმი. დაახლოებით მაგ პერიოდს ემთხვევა ბაბილონის გოდოლის დანგრევა ფინიკიურ-ქანაანური ღმერთი იაჰვე-იამმუს მიერ. იუდაისტურ ბიბლიურ მითებში ნათქვამია, რომ ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე დედამიწაზე მხოლოდ ერთი ერი იყო და არსებობდა ერთი უნივერსალური ენა. მაშინ არ არსებობდნენ არც ქართველები, არც რუსები, არც ინდუსები, არც ჩინელები, არც იაპონელები, არც სლავები და ა.შ. მაშინ არ არსებობდნენ ის ერები, რომლებიც ბოლო 5000 წლის მანძილზე გაჩნდნენ, განსაკუთრებით კი ბოლო 2000 წლის მანძილზე წარმოშობილნი. პირველი ქართული სამეფოები: კოლჰა, დიაოხი, სვანეთი და იბერია გაჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. XVI-XV-ე საუკუნეებში! ეს ხალხები იყვნენ მონათესავე ტომები, მაგრამ ერთი და იგივე მაინც არ იყვნენ! ამ სამეფოების გაერთიანება მოხდა შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდში. თავდაპირველად არავითარი სა-ქართ-ველო არ არსებობდა! კოლხეთის, ტაოხის, სვანეთის და იბერიის ერთმანეთში არევა ანუ "გაერთიანება" მოხდა ხელოვნურად (!). სლავები წარმოიშვნენ ახ.წ. მე-V-ე საუკუნეში, ესენი იყვნენ პირველი სლავური ტომები, რომლებიც გამოეყვნენ გერმანელებს (ვენედებს), ესენი იყვნენ: ვენტები, ანტები და სკლავინები. ანუ სლავები არსებობენ მხოლოდ სულ რაღაც 1500 წელი! რაც შეეხება "რუსებს", ეგენი საერთოდ არ არსებობდნენ ახ.წ. მე-VII-ე საუკუნემდე! ეს მეცნიერული ფაქტებია. კოლხეთის, დიაოხის, სვანეთის და იბერიის წარმოშობამდე კავკასიის ტერიტორიაზე არსებობდა ე.წ. "არათა", ეს იყო არიული სამეფო, მაგრამ ეს არ იყო ქართული სამეფო! ესენი არ იყვნენ "ქართველები"! "ქართები" საერთოდ არც არსებობენ ბუნებაში! ისევე როგორც "სლავები"! სლავები არიან პრაქტიკულად იგივე გერმანელები, ხოლო კოლხები, იბერები, დიაოხები და სვანები არიან კელტ-იბერების პირდაპირი შთამომავლები და ეს კელტ-იბერები გამოეყვნენ ერთიან ინდო-ევროპელებს დაახლოებით 3500 წლის წინ! ინდო-ევროპელები გაჩნდნენ დაახლოებით 6400 წლის წინ! ეს ფაქტებია. მაშინ იყვნენ სხვა ცივილიზაციებიც. მაშინ არავითარი "საქართველო" ან "რუსეთი" არ არსებობდა და შესაბამისად ქართველი და რუსი შიზოთერიკების ბოდვებს არავითარი ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. არც რუსები არიან მსოფლიო ცივილიზაციის ფუძემდებლები და არც ქართველები. ქართებიც და რუსებიც უბრალოდ ძველი რასების უბადრუკი ნამსხვრევები არიან და სხვა არაფერი. 23. მსოფლიოში არსებობენ ორი სახის რელიგიები: კრეაციონიზმი (დვაიტა) და მანიფესტაციონიზმი (ადვაიტა). კრეაციონიზმი ესაა პოლითეისტური და მონოთეისტური რელიგიები: იუდაიზმი, იუდო-ქრისტიანობა, იუდო-ისლამი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, ეგვიპტური პოლითეიზმი, ვედიზმი, შინტოიზმი და დაოსიზმი. მანიფესტაციონიზმი ესაა პანთეისტური რელიგიები: ადვაიტა-ვედანტა, ბუდიზმი, შივა-ადვაიტა, შაკტიზმი, გნოსტიციზმი და ევროპული პანთეიზმი. 1. კრეაციონიზმი ამბობს, რომ არსებობს პიროვნული შემოქმედი ღმერთი, რომელიც განსხვავდება სამყაროსგან და ცოცხალი არსებებისგან. მან შექმნა ყველა და ყველაფერი და ღვთაებრივი ბუნება მხოლოდ მას გააჩნია. მის ქმნილებებს ღვთაებრივი ბუნება არ გააჩნიათ. ამ სწავლებაში ღვთაებრივი ბუნება არის ლოკალური და მოქცეული ერთი არსების საზღვრებში. 2. მანიფესტაციონიზმი ამბობს რომ უმაღლესი ღმერთი არის უპიროვნო ზესული, რომელიც სუფევს ყველასა და ყველაფერში, მას გააჩნია მოდუსები და პიროვნული გამოვლინებები (პერსონიფიკაციები). ყველა და ყველაფერი არის უპიროვნო (იმპერსონალური) მსოფლიო სულის მანიფესტაცია და განსხეულება. ფიზიკური სამყარო არის ამ ზესულის სხეული. ღვთაებრივი ბუნება არის ყველასა და ყველაფერში. ღვთაებრივი ბუნება არაა ლოკალიზებული ერთ არსებაში და განფენილია ყველგან და ყველაში. ღმერთი და სამყარო ერთი და იგივეა. მატერია ესაა უპიროვნო ზესულის შემოქმედებითი ენერგიის მიერ წარმოშობილი ვირტუალური პროექცია და სხვა არაფერი. აი ასეთია კრეაციონიზმი და მანიფესტაციონიზმი. მსოფლიოში ყველა რელიგია იყოფა ამ ორ ტიპად. 24. ქრისტიანებს და დასავლეთის სხვა მონოთეისტებსაც სძულთ სიტყვა "დემონი" და უწოდებენ მათ "სატანებს". ჯერ ერთი მათ არ იციან სიმართლე, მეორეც; დემონი ესაა იგივე დაიმონი, ელინური სიტყვა და ნიშნავს ღვთაებას, ესაა სტიქიონური ღვთაება, გნოსტიკური გაგებით ბოროტი უმდაბლესი ეონი, ენერგო-ვამპირი, მესამეც; ეზდრას და ნეემიას იუდაისტური ღმერთისთვის ყველა სხვა დაიმონი ესაა "სატან", რაც ნიშნავს მტერს ან მოწინააღმდეგეს ანუ აქ საუბარია ფიზიკურ სტიქიურ დაიმონებზე ანუ უპა-დევებზე. მეოთხეც: რაც ყველაზე მთავარია, იუდეველთა, მაზდეანთა და არაბ მუსულმანთა (ასევე ნაწილობრივ ქრისტიანთა) "ღმერთი" ესაა ერთ-ერთი დაიმონი და სხვა არაფერი. ეს დაიმონი არაა ზე-უფალი და ზესული. ესაა არქონტებიდან, ლიტურგებიდან და დეკანებიდან ერთ-ერთი. გნოსტიკური გაგებით იაჰვე ესაა მთვარის არქონტი, საბაოთი - მარსის, ადონაი - მზის და ა.შ. ისინი ფლობენ ქვედა ასტრალის ენერგიას. ასეთია ელინური და სემიტური ცოდნა. 25. სტიქიონების დაიმონები (არქონტები, ლიტურგები და დეკანები) ელინური მითოლოგიიდან იგივეა რაც ჯინები არაბულ მითოლოგიაში, შედიმები, ელოჰიმები, მალაჰიმები და ა.შ. ქანაანურ-ფინიკიური მითოლოგიიდან და აფრიტები ანუ იფრიტები ეგვიპტური მითოლოგიიდან. ამ არსებებს მსოფლიოში დღემდე ეთაყვანებიან პოლითეისტები და რაღაც გაგებით მონოთეისტებიც. მონოთეისტური აბრაამული ღმერთი - იაჰვე იგივე ალლაჰი და მაზდეანური ასურა-მაზდა, ეს არაა უზენაესი სული. ესაა კენომას (სიბნელის) სამყაროს დაიმონებიდან ერთ-ერთი. ასურა ნიშნავს დემონს ანუ ესაა იგივე დაიმონი. ფიზიკური კოსმოსის და დაბალი ასტრალის დაიმონები ესენია არქონტები, ლიტურგები და დეკანები. ასურა-მაზდა იგივე იაჰვე, შუმერებში ესაა ენ-ლილი, ფინიკიურ-ქანაანურ მითოსში - იამმუ იგივე შალიმუ და ა.შ. ესაა უმდაბლესი დევა (დეუსი, დაიმონი), ეს არაა უმაღლესი "შემოქმედი". ეს არაა ზესული. ესაა უმდაბლესი ეონი. 26. არქონტები, ლიტურგები და დეკანები მართავენ ფიზიკურ სტიქიებს და იგივე არიან რაც ვედური უპა-დევები, ასურასები და ბჰუტები. ეს არსებები ბუდისტური გაგებით წარმოადგენენ ყველაზე დაბალი რანგის დევებს. დაბალი რანგის დევებს აქვთ ეთერული სხეული ან ადამიანის მსგავსი ფიზიკური სხეული, ჭამენ, სვამენ და აქვთ სექსი. მათ შეუძლიათ ფიზიკურ სხეულებზე ზემოქმედება. ეს არსებები ყველაზე მეტად არიან დაშორებულნი თავდაპირველ ზესულს - პარამატმას. პარამატმას არაფერი აქვს საერთო ქაოსთან და სტიქიურ დაიმონებთან. სტიქიონების დაიმონები და ელემენტალები, რომლებიც ბინადრობენ ყველგან; კოსმოსში (ეთერულ ოკეანეში), პლანეტებში და მზეებში, ყველაზე მეტად არიან დაშორებულნი უზენაეს ღმერთს და არიან დაბალი რანგის სულები. 27. თავდაპირველი ქაოსი არაა თავდა-პირველი. უზენაესი სუბსტანცია ესაა ბრაჰმანი, რომელსაც აქვს ნირგუნა შაკტი. პრაკრიტი ანუ ქაოსი იგივე ზუან-იუან-ხუან-დი და ა.შ. ესაა ყოფიერების 36 ელემენტიდან ერთ-ერთი უმდაბლესი, პირველი არასუფთა ელემენტი. პრაკრიტი-ქაოსიდან იშვა ფიზიკური მაია (ილუზორული სამყარო). შანკარას ადვაიტას მიხედვით არის სამი რეალობა: 1) პარამარტჰიკა - ბრაჰმანი, 2) ვიავაჰარიკა - პირობითი რეალობა (სულიერი და ასტრალური სამყარო) და 3) პრატიბჰასიკა - ფიზიკური სამყარო. აბსოლუტური ილუზია. აბსოლუტურად არარეალური განზომილება. ქაოსი განეკუთვნება ვიავაჰარიკას რეალობას და მისგან იბადება პრატიბჰასიკა. ქაოსი ესაა ქვედა ასტრალი. ასტრალი ესაა ტაიჯასა - ადამიანის ნატიფი სხეული. არქონტები, ლიტურგები და დეკანები, ელინური და გნოსტიკური წარმოდგენების მიხედვით განეკუთვნებიან ქვედა ასტრალს და ფიზიკურ მატერიას, აბსოლუტური მაიას და პირობითი რეალობის განზომილებას. 28. პოლითეისტური რელიგიების მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსის ოკეანე. ელინური, ეგვიპტური, ვედისტური, შინტოისტური, დაოსური, სემიტური, სლავური, გერმანული, კელტური და ა.შ. მითოლოგიის მიხედვით უზენაესი საწყისი ესაა ქაოსი. ქაოსი ესაა ძველი ბერძნული პირველ-ღვთაება, ეგვიპტურ მითოლოგიაში ესაა - ნუნი, სლავურ მითოლოგიაში ესაა - უდგარდი, გერმანულ მითოლოგიაში ესაა - გინუნგაგაპი, ინდურ (ვედურ) მითოლოგიაში - პრაკრიტი, შუმერულში - აპსუ, ფინიკიურში - ელი, აცტეკების რელიგიაში - სიტლალატონაკი იგივე ტონაკტეკუტლი, მაიას ხალხში - შპიიაკოკი, ჩინურ რელიგიაში - ხუან იუან ხუან დი (თავდაპირველი ქაოსის დიადი იმპერატორი), იაპონურ რელიგიაში - ამე-ნო-მინაკანუში-ნო-კამი და ა.შ. ტანტრიზმის და ადვაიტა ვედანტას მიხედვით ქაოსი არაა უმაღლესი ღმერთი, ესაა ერთ-ერთი უმდაბლესი ტატვა (ყოფიერების ელემენტი). გნოსტიციზმის მიხედვით ქაოსი ესაა ასტრალური პირველმატერია, რომლიდანაც იშვა ბოროტი უმდაბლესი ეონი იალდაბაოთი და სხვები. არის სამი სამყარო: სულიერი, ასტრალური და ფიზიკური. ქაოსი ესაა ასტრალური პირველმატერია, რომლიდანაც იბადება ფიზიკური კოსმოსი - არქონტების ანუ უმდაბლესი დევების სამეფო. პარაბრაჰმანი ქაოსზე გაცილებით მაღლა დგას. 29. ზოროასტრი იშიფრება ასე: "ზორო-ასტრო", "ზურუ-ასტარა" და ბოლოს - "აჰურა-ასტრო" ანუ "ასურა-ასტრო", რაც ითარგმნება როგორც "დემონი ვარსკვლავური". ასტრო - ნიშნავს ვარსკვლავურს, ხოლო ასურა/აჰურა სანსკრიტზე ნიშნავს ანტი-ღმერთს და დემონს. ასუ-რა ასევე იშიფრება როგორც სიცოცხლის სუნთქვის მომცემი. სიცოცხლის სუნთქვა ესაა "ნეფეშ" ანუ ცხოველური საფშვინველი (აგნოია იგივე ფსიხე). ანუ ასურა ასტრო ასევე ნიშნავს სიცოცხლის მომცემ ვარსკვლავს. გნოსტიციზმში ფიზიკური კოსმოსის შემოქმედები არიან ბოროტი დემონები - არქონტები. მათ მისცეს ადამს (ადამაჰს) ცხოველური სუნთქვა. ზოროასტრიზმში ითვლება, რომ ასურა-მაზდამ შექმნა ფიზიკური კოსმოსი ანუ 7 პლანეტა და 16 "სუფთა" მიწა. გასაგებია მგონი ვინცაა ეს ასურა-მაზდა ანუ დემონი ბრძენი (მაზ-და - ნიშნავს ბრძენს ან დიად მცოდნეს). 30. "სატანიზმი" არის ფართო მნიშვნელობის სიტყვა. სატანიზმი არაა დაკავშირებული მხოლოდ ქრისტიანობასთან ან იუდაიზმთან. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ აბრაამული მონოთეიზმის პირველი სახეობა - იუდაიზმი, წარმოიშვა მაზდეანობისგან ანუ ზოროასტრიზმისგან და ნაწილობრივ ქანაანური, ფინიკიური და შუმერულ-აქადური რელიგიური მითოლოგიისგან. განიცადა ბაბილონური, ასურული, ხეთური, ეგვიპტური და ბერძნული მითოლოგიის და რელიგიის ზეგავლენა. იუდაისტური უფალი იაჰვე, ესაა იგივე შალიმუ - ჩამავალი მზის ღმერთი, ელის და აშერას უმცროსი ძე და ნაწილობრივ იგივეა რაც წყლის ღმერთი იამმუ იგივე იევუ. მისი ანალოგებია შუმერული ენ-ლილი, არაბული ალ-ილაჰი (ალლაჰი) და ეგვიპტური ატონი. მაზდეანობაში მას ეწოდება ასურა მაზდა, ხოლო ბუდიზმში მარა დევა-რაჯა. ახლა მთავარი: ჯერ ერთი იუდაისტებმა - ეზდრამ და ნეემიამ ძვ.წ. 516 წელს ჩაატარეს რეფორმა, შექმნეს მონოთეიზმი და იაჰვე-იევუს იგივე შალიმუს გარდა ყველა სხვა ღმერთი სემიტური მითოლოგიიდან, გამოაცხადეს "სატან"-ად. "სატან" იგივე "სეიტან" სემიტების ენებზე ნიშნავს - მტერს ან მოწინააღმდეგეს. ფინიკიური მითოლოგიის მიხედვით იამმუს ჰქონდა ომი სხვა ღმერთებთან, განსაკუთრებით კი ბაალთან, თავის უფროს ძმასთან და შესაბამისად, ისინი იყვნენ მისთვის "სეიტან" ანუ მტრები. სეიტანი არაა ბოროტი სული და ჯოჯოხეთის არსება, რომლის მიზანიცაა ადამიანის სულის დაღუპვა, ესაა უბრალოდ ტერმინი, რომლითაც იაჰვე-ენლილის მიმდევრები აღნიშნავდნენ დანარჩენ ღმერთებს, რომლებმაც უარი უთხრეს იაჰვეს იგივე იამმუს მორჩილებაზე როცა იამმუმ ულტიმატუმი წაუყენა და დაემუქრა (ეს ასახულია იუდაურ ფსალუნებში). მეორეც: სატანისტები ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეთაყვანებიან დემონებს, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ დემონი ანუ დაიმონი ძვ. ბერძნულად ნიშნავს ღვთაებას, ანუ საუბარია ღმერთებზე და იუდაური გაგებით ისინი არიან "სატანები" ანუ სატანა ერთი არაა. არსებობს სატანიზმის შემდეგი ფორმები: 1) ათეისტური მატერიალისტური სატანიზმი - რომელიც უარჰყოფს მისტიკას და ეზოტერიკას და ამტკიცებს, რომ სატანა და ა.შ. ესენია მხოლოდ ფსიქოლოგიური სიმბოლოები და არქეტიპები. მათი აზრით დემონები რეალობაში არ არსებობენ. ესაა უბრალოდ "ბნელი" პოპ-კულტურა და ათეისტური ფილოსოფია. 2) მონოთეისტური სატანიზმი - ესაა ინვერსიული დუალიზმი, რომელიც აღიარებს რელიგიურ მისტიკას და აღიარებს რომ არის ორი ღმერთი: ბოროტი ღმერთი - იაჰვე და კეთილი ღმერთი - ლუციფერი. ლუციფერი მართავს ჯოჯოხეთის კეთილ დემონებს, ხოლო იაჰვე ესაა სამოთხის ბოროტი ანგელოზების მბრძანებელი. ჯოჯოხეთი კარგია, სამოთხე - ცუდი. ასე ფიქრობენ ისინი. ლუციფერი გაიმარჯვებს და იაჰვე დამარცხდება. ეს სატანიზმი დაფუძნებულია აბრაამულ რელიგიებზე და წარმოადგენს ინვერსიულ ანტიქრისტიანობას (ანტიიუდაიზმს). 3) პოლითეისტური სატანიზმი (პოლიდემონიზმი) - ამ სატანიზმის მიმდევრები ეთაყვანებიან ბნელ ღმერთებს მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებიდან; კალის, ჰეკატას, ლილიტს, აზაზელს, არიმანს, ასტარტეს და ა.შ. ესაა შავი ღმერთების კულტი. ეს რელიგია არაა შეზღუდული აბრაამული ტრადიციით და იღებს იდეებს წარმართული და აზიური რელიგიებიდანაც. ესაა სატანისტური პაგანიზმი. წააგავს ელინიზმს და ინდუიზმს. 4) ქაო-გნოსტიკური სატანიზმი - რომელიც ამტკიცებს, რომ ფიზიკური კოსმოსი შექმნილია ბოროტი დემიურგის მიერ. ფიზიკური სამყაროს მბრძანებელი არის ბოროტი და სასტიკი ნათელი ღვთაება - ოდინი იგივე იაჰვე. არსებობს სამყარო, რომელიც კოსმოსის მიღმა მდებარეობს და ესაა - ქაოსი. ქაოსის სამყარო არის ჭეშმარიტი ღმერთების სამყარო. ქაოსის სამეფოში ცხოვრობენ ბნელი ეონები (ღმერთები) - ლუციფერუი, კალი და ლილიტი და ა.შ. გნოსტიკოსი სატანისტის მიზანია ქაოსში გასვლა. ამ სწავლებას ეწოდება "ლიბერ აზერატ". ესაა ქაო-სოფია. 5) სეტის ეკლესია - ეს სატანისტები ეთაყვანებიან ძველ ეგვიპტურ ქაოსის და სიბნელის ღმერთ - სეტს. ესაა ეგვიპტური კულტი. 6) იმპერსონალისტური (წითელი) სატანიზმი - რომლის მიმდევრები მედიტირებენ უპიროვნო წყვდიადზე, უპიროვნო ბნელეთის სულზე და ამტკიცებენ, რომ სიტყვა სატანა წარმოიშვა ინდუიზმიდან და ნიშნავს მარადისობის გავრცელებას. ესაა მათი სეიტან. 7) კტულჰუს სატანიზმი - ეთაყვანებიან ბნელ ღმერთებს ჰოვარდ ლავკრაფტის ოკულტური ქრონიკებიდან. 8) დემონოლატრია - აღიარებენ ბნელი დაიმონების არსებობას და ამყარებენ მათთან მაგიურ კავშირებს, აფორმებენ კონტრაქტებს ანუ ესაა შავი მაგიზმი. ემსახურებიან დემონებს. 9) ტრანსცენდენტური სატანიზმი - ამტკიცებს რომ სატანა ესაა ტრანსცენდენტური ზესული, რომელზეც საჭიროა მედიტირება. მედიტაციით შეძლებ შეუერთდე ბნელ ზესულს და შეერწყა მას. სატანა ესაა კოსმიური გონი და აბსოლუტური ზეკოსმიური ზესული. 31. მეცნიერებას, რომელიც იკვლევს ადამიანის სულიერ არსებას, ეწოდება - "ეზოტერიკოს". ეს სიტყვა ითარგმნება როგორც "საიდუმლო". ესაა მისტიკურ-ოკულტური ცოდნა, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვისაა განკუთვნილი. რჩეულებში იგულისხმებიან სულიერი ადამიანები (პნევმატიკოსები). ელინი ფილოსოფოსები; არისტოტელე და პლატონი იყვნენ ეზოტერიკოსები და საიდუმლო ცოდნას სათუთად ინახავდნენ და მალავდნენ უვიცთაგან, ბრბოსგან. ეს დასტურდება მეცნიერულად. არისტოტელეს მიხედვით ადამიანის არსება შედგება 6 ელემენტისგან, ესენია: 1) ფიზიკონ - ხორციელი მიწიერი სხეული 2) ტრეპტიკონ - ეთერული სხეული 3) ესტეტიკონ - ასტრალური სხეული 4) ორეკტიკონ - ემოციური საფშვინველი 5) კინეტიკონ - მოაზროვნე საფშვინველი 6) დიონეტიკონ - ცნობიერი საფშვინველი არისტოტელე და ემპედოკლე ერთმანეთისაგან ანსხვავებდნენ გონიერ საფშვინველს (ნუსს) და ცხოველურ საფშვინველს (ფსიხეს). ნუსი იბადება მსოფლიო საფშვინველის (ანიმა მუნდის) წიაღიდან, ხოლო ფსიხე - გარედან. პლატონი და პითაგორა საფშვინველს ჰყოფდნენ ორ ნაწილად: 1) რაციონალური საფშვინველი (ნუსი) და 2) ირაციონალური საფშვინველი (აგნოია). რაციონალური უკვდავია, ხოლო ირაციონალური - მოკვდავი. სწორედ ირაციონალური საფშვინველის სახელიდან მოდის ტერმინი "აგნოსტიკოსი". "აგნოია" ნიშნავს უმეცრებას. სოკრატე და პლატონი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის არსება შედგება შემდეგი ელემენტებისგან, ესენია: 1) აგაფონი - ზესული-ღვთაება 2) ფსიხე - საფშვინველი კრებითი გაგებით 3) ნუსი - სულიერი გონი 4) ფრენი - ფიზიკური გონება 5) ტუმოსი - ცხოველური ვნებისმიერი საფშვინველი 6) ეიდოლონი - ეთერული ორეული და 7) ფიზიკური სხეული. ფიზიკური სხეული, ეთერული ორეული და ცხოველური საფშვინველი უკვდავი არაა. ებრაული კაბალას მიხედვით ადამიანის არსება შედგება შემდეგი ელემენტებისგან, ესენია: 1) ჰაია 2) იეჰიდა 3) რუაჰ 4) ნეშამა 5) ნეფეშ და 6) ფიზიკური სხეული. ნეფეში ესაა ცხოველური საფშვინველი, ნეშამა ესაა გონიერი საფშვინველი, ხოლო ჰაია, იეჰიდა და რუაჰი ესაა სული ანუ ატმანი. 32. სიტყვა "ატმანი" სანსკრიტული სიტყვაა და ტრადიციულად აღნიშნავს - სულს. ესაა ერთგვარი სულიერი სუბსტანცია. ინდუისტურ უპანიშადებში არის მსჯელობა იმის შესახებ თუ რა არის ატმანი. სხვადასხვა უპანიშადებში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრებები. სხვადასხვა უპანიშადებში დაფიქსირებულია ერთმანეთისგან განსხვავებული იდეები ატმანის შესახებ. მაგალითად "ატმა-უპანიშადაში" წერია, რომ არის სამი ატმანი: 1) გარეგანი ატმანი - ფიზიკური სხეული 2) შინაგანი ატმანი - ფსიქიკური საწყისი და 3) უმაღლესი ატმანი (პარამატმა) - სული (ზესული). "აიტარეია-უპანიშადას" მიხედვით ატმანი ქმნის სამყაროებს და გაიგივებულია გრძნობის ორგანოებთან და ხუთ სტიქიასთან. "ბრიჰადარანიაკა-უპანიშადას" მიხედვით ატმანი იყოფა ორად და ქმნის ქალსა და კაცს, ატმანი არის ცოცხალ არსებათა სამყარო და შედგება: ხმისგან, გონებისგან და სუნთქვისგან. ადვაიტა-ვედანტაში ატმანი ესაა უპიროვნო ზესული იგივე ბრაჰმანი (ღმერთი). ადვაიტას მიხედვით არსებობს მხოლოდ ერთი უნივერსალური იმპერსონალური ატმანი (სული). ნიაიას და ვაიშეშიკას ატომისტური თეიზმის მიხედვით ატმანი ესაა ინდივიდუალური პიროვნული სული (მე), რომელიც უერთდება გონებას (მანასს) და ქმნის განსჯის და აღქმის უნარს. სანკჰიას დუალისტურ მეტაფიზიკაში ატმანი ესაა პიროვნული სული - პურუშა, რომელიც დაკავშირებულია პრაკრიტისთან (მატერიასთან). არის მრავალი პურუშა. ბუდა შაკიამუნიმ საერთოდ უარჰყო ატმანის იდეა. ბუდიზმში ატმანის მაგივრად არსებობს შუნია (სიცარიელე), დჰარმადჰატუ (აბსოლუტური არსი), ალაია-ვიჯნანა (აბსოლუტური კინეტიკური კოლექტიური ზე-ცნობიერება), რიგპა (აბსოლუტური სუფთა ცოდნა). ბუდიზმში ატმანის მაგივრად არსებობს ბუდას მეოთხე სხეული - სვამბჰავიკა-კაი (იგივე მაჰასუკჰა-კაი). ესაა თვითარსი სხეული იგივე დიადი ტკბობის სხეული. ეს სხეული არის აბსოლუტური სიცარიელის და ნეტარების არადუალისტური ერთობლიობა და ერთიანობა. ვაიშნავიზმში პარამატმა ანუ ზესული ეწოდება უფალი ვიშნუს ერთ-ერთ იპოსტასს. ვაიშნავიზმის მიხედვით ცოცხალი არსებების ატმანი განსხვავდება უფლის ატმანისგან. არსებობს ვარაუდი, რომ შაკიამუნის მიერ ატმანის უარჰყოფას ჰქონდა ლოგიკური საფუძველი. ითვლება რომ ბუდა იყო რეფორმატორი, რომელმაც უპანიშადებში მოცემული სხვადასხვა წარმოდგენები უაზრობად მიიჩნია და ჩაანაცვლა იგი სიცარიელის და ნირვანას იდეებით, რომლებიც აიღო პანთეისტური შივაიზმიდან. შივაიტურ "შივა-სამჰიტაში", "დევიკალოტარა აგამაში" და "სვაჩჩჰანდა-ტანტრაში", ასევე "ტეჯაბინდუ-უპანიშადაში" დაფიქსირებულია შუნიას ანუ სიცარიელის წინარე-ბუდისტური დოგმატი და კონცეფცია. 33. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში არსებობდა და დომინირებდა არიული რელიგია - სიდჰანტა (აბჰიჩარა). ეს იყო მოგვების რელიგია. ეს იყო ინდუიზმის მსგავსი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ შივას, ინდრას და სხვა დევებს (ღმერთებს). მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას მერე რაც დაიბადა ზარატუსტრა სპიტამა. ზარატუსტრა ცხოვრობდა 628-551 წლებში. ითვლება, რომ ზარატუსტრა დაბადებიდანვე ახდენდა სასწაულებს და მას იფარავდა "ღმერთი" ასურა მაზდა. ზარატუსტრა ადრეული ასაკიდანვე ზიზღით უყურებდა ინდუისტ მოგვებს და ცდილობდა მოგვების რელიგიის მოსპობას. მამამისს ერქვა - პორუშასპა, ხოლო დედას - დუგდოვა. მას ჰყავდა ოთხი ძმა, ორი უფროსი და ორი უმცროსი. ზარატუსტრა დაქორწინდა სამჯერ. მისი პირველი ცოლი იყო ქვრივი, ხოლო ორი დანარჩენი - ქალწულები. მის დროს მეფობდა მეფე გისტასპი. ზარატუსტრას უწოდებდნენ ებრაელს და ვარაუდობდნენ რომ იყო სამარიელი ქურუმების ოჯახიდან. ამბობენ რომ ერთხელ მისმა ღიმილმა მოკლა 2000 დევა. ასურა მაზდა გამოეცხადა ზარატუსტრას და უთხრა, რომ მას უნდა ექადაგა ახალი რელიგია. მაზდეანობა ესაა მკაცრი დუალიზმი და მონოთეიზმი. არის მკაცრი დუალიზმი სინათლესა და სიბნელეს შორის. ეს იდეა მოიგონა ზარატუსტრამ. ზარატუსტრა იბრძოდა ინდუისტური პანთეიზმის ანუ ადვაიტა ვედანტას და ტანტრიზმის წინააღმდეგ. ზარატუსტრას სწავლებით ლგბტ ადამიანები და ინდური დევები განეკუთვნებიან ბნელეთის სამეფოს და ბოლო ჟამს დევების მმართველ აჰრია მანიუსთან ე.ი. არიამანთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ჯოჯოხეთურ ორმოში, საიდანაც ვეღარ გამოვლენ, და მსოფლიოზე გაბატონდება ასურა მაზდა. ასურა მაზდა არის ადვაიტა ვედანტას პანთეიზმის დაუძინებელი მტერი. ასურა მაზდას კულტი ესაა აბსოლუტური რეპრესიული მონოთეიზმი. მაზდეანურ რელიგიაში ჰომოსექსუალობა, მაგიზმი, ქორწინების გარეშე სექსი, ანალური სექსი, ტანტრიზმი, ინდური დევების თაყვანისცემა და ა.შ. ითვლება მომაკვდინებელ ცოდვებად და ისჯება სიკვდილით. მაზდეანობაში ადვაიტა არის ერესი. ასურა მაზდა ითვლება "კეთილ" და ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე დემიურგად, რომელიც ებრძვის დევებს და ითხოვს ადამიანისგან სრულ მორჩილებას. დევების მეფეა ასურა მაზდას ძმა - აჰრიმანი. ზარატუსტრამ აჰრიმანი, სხვა დევების მსგავსად გამოაცხადა ბოროტ სულად. ინდურ რელიგიებში აჰურა ანუ ასურა ნიშნავს ბოროტ დემონს (ანტიღმერთს), მაზდეანობაში - პირიქით. ზარატუსტრას მოძღვრების მიხედვით სამყარო "შეიქმნა" დაახლოებით 12 000 წლის წინ და ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენილია სულ რაღაც 224 წელი. მაზდეანები ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა (სპენტა მაინიუ) და ასურა მაზდა გამოგზავნიან საოშინტს (მსხნელს) და დევები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაზდეანობას ახასიათებს საშინელი ფაშისტური მორალისტობა. სავარაუდოდ სწორედ ზარატუსტრამ დააფუძნა პირველი მონოთეიზმი და მისი რელიგიის ზეგავლენით წარმოიშვა იუდაიზმი, რომელიც შექმნეს ეზდრამ და ნეემიამ ძვ.წ. მეექვსე და მეხუთე საუკუნეებში. მათ ეს გააკეთეს ფინიკიურ, ქანაანურ და აქადურ-შუმერულ მითოლოგიაზე მანიპულირებით. მაზდეანობა აბრაამული რელიგიების იდენტურია. ეს რელიგია აბრაამული რელიგიების საფუძველია. მაზდეანური მორალი და აბრაამული მორალი აბსოლუტურად ერთნაირია. თეოლოგიაც იდენტურია. ასურა მაზდა და ებრაული იეჰოვა პრაქტიკულად ერთი და იგივეა. 34. ესაა შრი ბასავანეს ქანდაკება ბენგალორში, ბასავანე იყო ინდოელი შივაიტი გურუ, რომელიც ცხოვრობდა ახ.წ. XII-ე საუკუნეში. შრი ბასავანე დაიბადა ორთოდოქსი ბრაჰმანების ოჯახში, მაგრამ უარჰყო ბრაჰმანიზმი, უარჰყო ვარნები (კასტები), უარჰყო ვედების ავტორიტეტი და განგის სიწმინდე. ბასავანეს მოძრაობა ეს არის ბჰაქტი-იოგების მოძრაობა, რომელიც აუჯანყდა ბრაჰმანისტებს, რომლებიც იყვნენ ფაშისტები და უმეცრები და ჩაგრავდნენ დაბალი კასტების და უკასტო ხალხს. მის რელიგიურ-ფილოსოფიურ სკოლას ეწოდება "ვირა-შაივა" ანუ გმირული სიკეთე და სათნოება. მათ ასევე უწოდებენ "ლინგაიტებს". ლინგამი ესაა უფალი შივას ღვთაებრივი ფალოსი, მამაკაცური ძალის ღვთიური ტანტრიკული სიმბოლო. ლინგაიტების თეოლოგიაში არსებობს სამი ძირითადი კონცეფცია: 1) პანჩაჩარა - ქცევის კოდექსი 2) აშტავარანა - რვა დაცვა 3) შასტჰალა - ექვსი ეტაპი მათ უკავშირდება შუნიას ანუ სიცარიელის კონცეფცია. შივა ესაა უპიროვნო ზესული (შუნია) და არის პიროვნული მეუფე და უფალი, რომელიც მართავს სამყაროს. პანჩაჩარა შედგება შემდეგი ელემენტებისგან: 1) ლინგა-აჩარა - უფლის ღვთაებრივი ლინგამის თაყვანისცემა 2) სადა-აჩარა - პირად ვალდებულებებზე კონცეტრირება 3) შივა-აჩარა - შივას აღიარება ერთიან უზენაეს უფლად და იმის აღიარება, რომ შივას წინაშე ყველა ადამიანი და სულიერი არსება თანასწორია. 4) ბჰრიტია-აჩარა - ჰუმანურობა ანუ მოწყალება და თანაგრძნობა ყ ვ ე ლ ა ცოცხალი არსების მიმართ (!) 5) განა-აჩარა - საძმოს და მისი პრინციპების დაცვა არის რვა სათნოება ანუ აშტავარანა: 1) გურუს მიმართ მორჩილება 2) ლინგამის ყოველდღიური თაყვანისცემა 3) შივას ერთგული მსახურის თაყვანისცემა (ჯანგამ) 4) სხეულზე წმინდა ფერფლის ტარება (ვიბჰუტი) 5) რუდრაკშას ტარება 6) პადოდაკა - დალიო ცოტაოდენი წყალი, რომლითაც გარეცხე ლინგამი ან დაბანე გურუს ფეხები 7) პრასადა - ლინგამისთვის ან გურუსთვის საკვების მირთმევა 8) მანტრა - პანჩაკშარა-მანტრას გამეორება მუდმივად და ღმერთზე ფიქრი არის 6 ეტაპი, რომლის გავლით ადამიანური ცნობიერება უერთდება შივას ატმანს. ეს ეტაპებია: 1) ბჰაკტა-სტჰალა 2) მაჰეშვარა-სტჰალა 3) პრასადი-სტჰალა 4) პრანალინგა-სტჰალა 5) შარანა-სტჰალა 6) აიკია-სტჰალა - როცა ადამიანის ცნობიერება ტოვებს სხეულს და უერთდება შივას მანათობელ ატმანს. ვირა-შაივები ანუ ლინგაიტები უპირისპირდებიან ორთოდოქსულ ინდუიზმს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ვირა-შაივას ტრადიცია ბასავანემდეც არსებობდა, უბრალოდ შრი ბასავანემ ხელახლა აღადგინა ეს სწავლება. შივა არის სიყვარული. შივა არის ნეტარება. შივა არის მარადიული ზეცნობიერი. 35. ესაა კალი მაჰადევის სიმბოლო - კალი იანტრა. ახლა მთავარი: არსებობს ტანტრას (ტანტრიზმის) 4 ფორმა: 1) რელიგიური ტანტრა - რომელშიც მთავარია შივას და შაკტის სულიერი შემეცნება და ნირვანაში გადასვლა. 2) სანსკრიტოლოგების და ინდოლოგების თვალით დანახული ტანტრა - სადაც ზოგიერთი დოგმატი მრუდედაა დანახული. სადაც მთავარია მეცნიერული კრიტიკული ანალიზი. 3) აბჰიჩარა (სიდჰანტა) - ტანტრისტული მაგიზმი. სადაც მთავარია მაგია. ესაა შელოცვების კრებული. 4) ნიუ-ეიჯის ნეო-ტანტრა - სადაც მთავარია ეგზოტიკური და მისტიკური სექსი და გაძლიერებული და გახანგრძლივებული ორგაზმი. ესაა მისტიკური სექსის ტექნიკა და სხვა არაფერი. აქ მთავარია მხოლოდ ორგაზმი. ტანტრას ჩვეულებრივ ახასიათებს საკრალური ლიბერალიზმი და ჰედონიზმი. რელიგიური ტანტრა არსებობს 4 სახის: 1) ინდუისტური (ვაიშნავური, შივაიტური და შაკტისტური) ტანტრა 2) ბუდისტური ტანტრა (ვაჯრაიანა) 3) დაოსური ტანტრა (სიყვარულის დაო) 4) გნოსტიკური ტანტრა (ქრისტიანული ჰედონური ოკულტიზმი). 36. ირანში ძვ.წ. 550 წლამდე დომინირებდა მიდიელთა დინასტია და გავრცელებული იყო ინდუისტური ტანტრიკული მაგიზმი - "აბჰიჩარა". აბჰიჩარა ესაა იგივე ტანტრა-სიდჰანტა. როცა მიდიელთა დინასტია მეფობდა, ირანელები ეთაყვანებოდნენ დევებს (ინდურ ღმერთებს) და ადიდებდნენ შივა-ბჰაირავას და კალი-ბჰაირავის. ეს იყო მოგვების რელიგია (ტანტრიკული მაგიზმი). 550 წელს აქამენიდებმა დაამხეს მიდიელნი და ზარატუსტრამ იქადაგა ახალი რელიგია, ასურების რელიგია. ამ რელიგიას ერქვა მაზდეანობა. მაზდა ეს არის მაზდეანობის მთავარი ღმერთის - ასურა მაზდას სახელი და ნიშნავს ბრძენს. ზოროასტრმა დევები გამოაცხადა ბოროტ სულებად და ასურები (დემონები) კეთილ სულებად. ზარატუსტრამ დაადგინა ასურა მაზდას კულტი და დაანგრია დევების ტაძრები. ყველაზე აგრესიული ირანელი მეფე იყო მაზდეანი ქსერქსე პირველი. ქსერქსეს სურდა მაზდეანობის ძალადობრივად გავრცელება ელინურ სამეფოებში. ზარატუსტრას მოვლინებამდე ირანში იყვნენ აგჰორებიც და სხვა მრავალი სიდჰა-იოგები. ზარატუსტრამ და მისმა მიმდევრებმა ფიზიკურად მოსპეს სიდჰები (მოგვები) და ინდური ბნელი ღმერთების სახსენებელი. საერთოდ გააქრეს. ზარატუსტრამ შექმნა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგია. ზარატუსტრას რელიგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა იუდეველთა მონოთეიზმზე. ეზდრამ და ნეემიამ ირანელებისგან ბევრი რამ გადაიღეს. პრაქტიკულად: ირანული მაგიზმი ინდუისტური ტანტრიზმის ანალოგიური იყო, ხოლო ეზდრას და ნეემიას მონოთეიზმი ძლიერ წააგავდა და ახლაც ჰგავს ირანულ ზოროასტრულ მონოთეიზმს. ცეცხლის კულტი მოდის მოგვების რელიგიიდან, რომელშიც არსებობდა ცეცხლთან დაკავშირებული მაგიური რიტუალები და პრაქტიკები, მაგალითად; "აგნიჰოტრა-იაჯნა" ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა. აბჰიჩარას ინდური მაგიური ხელოვნება აშკარად იყო ძველ წინარემაზდეანურ ირანში, რომელიც შემდგომ მთლიანად განიდევნა ზოროასტრის მიერ. მოგვების მაგიას იღებდნენ დევებისგან. ისინი ეთაყვანებოდნენ დაკას და დაკინის (ვამპირისეულ ღვთაებებს). 37. ლიჩი ესაა მიცვალებული, რომელმაც ვერ იპოვა სიმშვიდე და მაგიის ზეგავლენით იპოვა ახალი ფორმა და გახდა ზომბი (ვეტალა). ლიჩები ფლობენ ძლიერ სექსუალურ მაგიას, უყვართ ესპერიმენტები. უყვართ სექსუალური მაგიზმი. მათი სხეული ნაწილობრივ ცოცხალია და ნაწილობრივ მკვდარი. ლიჩი ვამპირის მსგავსად დგას სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე. ისინი იტაცებენ მამაკაცებს რადგან სექსუალური ექსპერიმენტებისთვის მამრი პარტნიორი სჭირდებათ. ატარებენ სექსუალურ რიტუალებს და უყვართ ორგაზმის ანალიზი. ზოგიერთი ლიჩი ჭკუას კარგავს ორგაზმის დროს და სიგიჟემდე უყვარდება პარტნიორი. ლიჩები ფლობენ ნეკრომანტიას. შეუძლიათ სიკვდილის ენერგიის მართვა. ცხოვრობენ სასაფლაოებზე და რუინებზე. 38. მაჰაიანურ ბუდიზმში ახ.წ. მეოთხე საუკუნეში გაჩაღდა ომი, კონფლიქტი, მაჰაიანა გაიხლიჩა ორ სკოლად: 1) შუნიავადად და 2) ვიჯნანავადად. შუნიავადა ამტკიცებს რომ ყველა დჰარმა ანუ ელემენტალური ნაწილაკი ცარიელია და ყველაფრის საფუძველია შუნია ანუ სიცარიელე, ნეგატიური სიცარიელე არსის და მე-ს გარეშე. შუნიას ცნება არის შივაიზმშიც და შაკტიზმშიც, მაგრამ შივაიტურ და შაკტისტურ ინდუიზმში შუნია ესაა ატმანის სინონიმი. იქ შუნია ესაა ცარიელი სული ანუ აბსოლუტური სიცარიელის მუდმივი სულიერი მე, რომელიც ფლობს სინათლის უპიროვნო ენერგიას და ასხივებს ამ ენერგიას. ესაა ცოცხალი სიცარიელე. პოზიტიური სიცარიელე, რომელსაც აქვს არსი. ხოლო შუნიავადას ბუდიზმში შუნიაც კი არ არსებობს ანუ შუნია არის აბსოლუტური არარაობა, რომელსაც არ გააჩნია ყოფიერება და არსი. ესაა არარაობის არარაობა და ესაა სრული აბსურდი. ვიჯნანავადა ამბობს, რომ მატერია კი არის ილუზია, მაგრამ რაღაც მაინც არსებობს და ესაა აბსოლუტური კოლექტიური ზეცნობიერი, ცნობიერება-საცავი - ალაია-ვიჯნანა, რომლიდანაც ვლინდება ცნობიერების 7 ფორმა: დაბინდული ცნობიერება, გონების ცნობიერება, შეხების ცნობიერება, ყნოსვის ცნობიერება, გემოს ცნობიერება, სმენის ცნობიერება და მხედველობის ცნობიერება. ესაა რვა ვიჯნანა. ანუ ვიჯნანავადას თქმით რეალურია მხოლოდ ცნობიერება. იოგაჩარების ალაია-ვიჯნანა წააგავს ადვაიტა ვედანტას ატმან-ბრაჰმანს. იოგაჩარების სუბიექტური რეალიზმი საბოლოოდ მთლიანად გადაიქცა სუბიექტივისტურ იდეალიზმად. დღეისათვის კი ბუდიზმში დაკნინებულია იოგაჩარა და დომინირებს შუნიავადა, შუნიას დამახინჯებული კონცეფცია. ვიჯნანავადა ამბობს, რომ არსებობს სამი ბუნება ანუ სვაბჰავატი: 1) პარიკალპიტა-სვაბჰავატი - წარმოსახვითი ფიზიკური ბუნება 2) პარატანტრა-სვაბჰავატი - დამოკიდებული (მენტალური) ბუნება და 3) პარანიშპანნა-სვაბჰავატი - უმაღლესი სუფთა ბუნება. პარანიშპანნა ესაა ალაია-ვიჯნანა. ესაა სუფთა ზეცნობიერება. ესაა ნირვანა. 39. ინდუიზმი იყოფა შვიდ საფეხურად, ესენია: ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა, დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კაულაჩარა. სიდჰანტაჩარას ერთ-ერთი ფორმაა აგჰორა-აჩარა. რეალური ტანტრა, მაგიზმი, ბნელ ღმერთებზე მედიტაცია და სექსუალური რიტუალები იწყება ვამაჩარადან. დაკშინა არის ზღვარი ტანტრასა და იანტრას შორის. აგჰორები - ტანტრიკი მოგვები, მედიტირებენ სასაფლაოზე, მედიტირებენ შივას და შაკტის ბნელ ფორმებზე, დაკავებულნი არიან სარიტუალო კანიბალიზმით, მაგიზმით, ტანტრული სექსით და მათი სახელი ნიშნავს "უშიშარს". რატომ სასაფლაოზე? იმიტომ რომ სასაფლაო ესაა შივა-რუდრას და მაჰა-კალის ადგილი. სასაფლაოებზე იკრიბებიან ბჰუტები - დემონური სულები, რომლებიც ემსახურებიან შივა-რუდრას და მაჰა-კალის. აგჰორები ჭამენ ღორის ხორცს და სვამენ შელოცვილ ღვინოს. ხელში უჭირავთ მიცვალებულის თავის ქალა და მედიტირებენ ბნელი მაჰა-კალას ატმანზე. აგჰორას მიზანია არა მხოლოდ შიშის დაძლევა, არამედ ატმანის დანახვა თვით ყველაზე ბნელ და საზარელ ადგილებშიც კი. აგჰორები ცდილობენ ატმან-ბრაჰმანი დაინახონ ბჰუტებში (დემონებში). სასაფლაოებზე იკრიბებიან დაკა და დაკინი - უმაღლესი ვამპირები, რომლებიც ემსახურებიან კალის და რუდრას. ვაჯრაიანას ბუდიზმის მიმდევარი სიდჰა-იოგებიც იგივე პრაქტიკით არიან დაკავებულნი. არც ბუდისტ და არც ინდუს აგჰორებს არ ეშინიათ ბჰუტების, მათ შივა იცავთ. აგჰორებს სხეულზე აყრიათ დამწვარი გვამის ფერფლი - რუდრაკშა. ესაა მათი ძალის სიმბოლო. ცხადია ევროპელი და ამერიკელი ათეისტის ან ქრისტიანის (ზოგადად აბრაამიტის) თვალში აგჰორები არიან "გიჟები" და "ვანდალები". ეს იმიტომ რომ ჰილიკოსებს და ფსიქიკოსებს სულიერი ზეადამიანების სულიერი პრაქტიკა არ ესმით. ასეთია მათი კარმა. ევროპაში, საქართველოში ან ამერიკაში რომ იგივე გააკეთოს ვინმემ, რასაც აგჰორები აკეთებენ ინდოეთში, ნეპალში და ა.შ. ჯერ "გიჟად" და "შიზოფრენიკად" მონათლავენ, მერე გალანძღავენ, ბოლოს კი ან ციხეში ჩასვამენ ან ქვებით ჩაქოლავენ. ათეისტურ და აბრაამულ კულტურაში სასაფლაოზე აგჰორას პრაქტიკა არის "სიგიჟე" და "დანაშაული". განსაკუთრებით გაგიჟდებიან სასაფლაოზე დამარხული გვამების ნათესავები. ქრისტიან გოიმებს მიაჩნიათ, რომ სასაფლაო მათ ეკუთვნით და ფიქრობენ რომ სასაფლაოზე დამარხული დამპალი გვამი ესაა მათი "ძვირფასი გარდაცვლილი ნათესავი". ესაა ერთგვარი დეგენერატული სენტიმენტალიზმი. ისინი მიჯაჭვულნი არიან ბრიყვულ ტრადიციებზე და სასაფლაოზე ჩამარხულ უსულო გვამებზე. უმეცრები არიან. ჰო და კიდევ, ქრისტიანული (აბრაამული) აზროვნება აგჰორას უეჭველად "სატანიზმად" შერაცხავს. ქრისტიანისთვის ესაა "სატანიზმი" (მიუხედავად იმისა რომ აგჰორა ინდუიზმს არაფერი კავშირი არ აქვს იუდაიზმთან), ხოლო ათეისტი "ინტელიგენტისთვის" ესაა - შიზოფრენია. მოკლედ: მსოფლიოს მართავენ უტვინო ჰილიკოსები და ფსიქიკოსები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ და იდიოტურ "კანონებს". რა მსოფლიოა ის სადაც აგჰორას პრაქტიკა "კანონის დარღვევად" ითვლება? რა? "კანონი"? რა "კანონი" შეიძლება იდგეს შივას კანონზე მაღლა? რა ადამიანური "წესი" შეიძლება იდგეს შაივა-აგჰორა დჰარმაზე მაღლა? 40. მანიქეიზმის დამფუძნებელი მარ მანი ხაი ჰყვებოდა ასეთ ლეგენდას: შორეულ წარსულში მოხდა დიდი ბრძოლა სინათლის ღმერთებსა და ბნელეთის დემონებს შორის. გაიმარჯვეს სინათლის ღმერთებმა. დამარცხებული დემონების სხეულებისგან შეიქმნა ფიზიკური კოსმოსი, რომელშიც გაბნეულ იქნა სინათლის ნაპერწკლები, რომელთა კრებითი სახელია - "იესო პატიბილისი" ანუ "ტანჯული იესო". ბნელეთის არქონტებმა შექმნეს ფლორა და ფაუნა და პირველი ადამიანები - გეჰმურდა და მურდიიანაგი. მათში ჩადეს სინათლის ნაპერწკლები. ახლა ყველაზე მთავარი: მანიქეიზმში იყო სექსუალური ლიბერალიზმი და ჰედონიზმი, მაგრამ რეპროდუქცია ანუ გამრავლება ითვლებოდა ცოდვად და აბსურდად. რატომ? იმიტომ რომ მანიქევლური რელიგიის მიხედვით გამრავლების პროცესში ადამიანებში არსებული სინათლე მცირდება დაიხლიჩება, უსასრულოდ იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. ასე თუ გაგრძელდა სინათლე საერთოდ გაქრება და ბოროტი დემონები გაიმარჯვებენ. მანიქეიზმი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ გამრავლება რათა შეინარჩუნონ სინათლე, დაკავდნენ იოგის პრაქტიკით, გაიხანგრძლივონ ფიზიკური არსებობა და დაელოდონ სინათლის ღმერთების მოსვლას, რის შემდეგაც სინათლის შვილები ამაღლდებიან სინათლის სამეფოში, ფიზიკურ კოსმოსს ცეცხლი შეხრავს, ხოლო უბადრუკი ათეისტები ჩაყრილნი იქნებიან ქვესკნელის უფსკრულში, რომელსაც ეწოდება - "ბოლოსი" (βώλος), საიდანაც უკვე ვერასოდეს გააღწევენ. აი ასეთია მანის სწავლება. მისი თქმით ბავშვთა შობა სატანისგანაა. დემონებს სურთ შეგვაცდინონ და ჩაყლაპონ ჩვენი სინათლე, ამიტომაც გვიბიძგებენ გამრავლებისკენ. 41. ვიშნუ არის სამყაროს სული - ნარაიანა. ნირგუნა ბრაჰმანი (უპიროვნო სული) არის ვიშნუ, სარგუნა ბრაჰმანი (პიროვნული უფალი) არის ვიშნუ. ვიშნუს გააჩნია ღვთაებრივი ენერგია - სტჰიტი-შაკტი იგივე ვაიშნავი (მაჰა-ლაკშმი). მაჰა-ლაკშმი და ვიშნუ-დევა განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. ვიშნუს გააჩნია 24 ავატარა. ვიშნუ ვლინდება მამრობით ფორმაშიც და მდედრობითშიც (მოჰინი). მოჰინის ფორმაში ვიშნუმ შეიყვარა შივა და მისგან გააჩინა ღმერთი აიიაპპა ანუ მანიკანტჰა. ვიშნუ გამოვლინდა როგორც კრიშნა და ჰყავდა 16 104 ცოლი. ვიშნუ არის სიყვარული. ვიშნუ არის ყოვლისგამჭოლი ნეტარება. ვიშნუ შეერთებულია შივას და ბრაჰმას არსებასთან. ვიშნუს, შივას და ბრაჰმას ერთობას ეწოდება - დატატრეია ავადჰუტა. დატატრეია არის ტრიმურტის სამპიროვანი ფორმა. ვიშნუ და შივა განუყოფელნი არიან. ტრიმურტის სამივე უფალი (იშვარა) არის უმაღლესი ბრაჰმანის გამოვლინება. ვიშნუმ ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები. ვიშნუ არაა შემოქმედი, ვიშნუ არის ემანატორი. მატერიალური სამყარო ესაა ვიშნუს ენერგიები. ვიშნუს აქვს სამი ენერგია: 1) ანტარანგა-შაკტი - სულიერი ენერგია, 2) ტატასტჰა-შაკტი - ცოცხალ არსებათა ენერგია და 3) ბაჰირანგა-შაკტი - ფიზიკური სამყაროს ენერგია. ვიშნუს აქვს სამი სხეული: 1) იშვარა - კაუზალური სხეული, 2) სუტრატმა - ასტრალური სხეული და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური სხეული. ესენია უფალი ვიშნუს კოსმიური სხეულები. უფალი ვიშნუს სხეულები შედგება ჯივების (ცოცხალი არსებების) ლოკალური სულიერი, ასტრალური და ხორციელი სხეულებისგან. ვიშნუს იშვარა შედგება არსებათა პრაჯნიებისგან (კაუზალური სხეულებისგან), ვიშნუს სუტრატმა შედგება არსებათა ტაიჯასებისგან (ასტრალური ცეცხლის სხეულებისგან), ვიშნუს ვაიშვანარა შედგება ჯივების ვიშვებისგან (ფიზიკური სხეულებისგან). ცოცხალ არსებათა ფიზიკური სხეულების ერთობლიობა ესაა ვიშნუს კოსმიური ფიზიკური სხეული (ვაიშვანარა) და ა.შ. ვიშნუ არის ბჰაგავანი ანუ დიადი სათნოებით აღვსილი კოსმიური გონი. ვიშნუ არის ცოცხალ არსებათა უპიროვნო პარამატმანი იგივე ბრაჰმანი. მთელი კოსმოსი ესაა ვიშნუს თამაში. კოსმოსი ესაა ვიშნუს მიერ წარმოშობილი ენერგეტიკული ილუზია. ჩვენ ყველანი ვიშნუს ხელები და ფეხები ვართ. ვიშნუ არის მაჰა-პურუშა, რომლის სხეული უსასრულოა. თითოეული ჯივას გონება არის ვიშნუს ემანაცია. ვიშნუ არის ყოველთა არსებათა და არსთა უმაღლესი და დიადი ატმანი. მაჰა-ლაკშმი არის ვიშნუს მდედრობითი ფორმა, ისაა ვაიშნავი იგივე სტჰიტი-შაკტი ანუ დამცველი ენერგია. არსებობს ლაკშმის მრავალი ფორმა: ადი-ლაკშმი, მაჰა-ლაკშმი, ვიჯაია-ლაკშმი, აიშვარია-ლაკშმი, გაჯა-ლაკშმი, სანტჰანა-ლაკშმი, დჰანია-ლაკშმი და ა.შ. უმაღლესი შაკტი ანუ ნირგუნა შაკტი ესაა ადი-ლაკშმი. ყველა ქალი ესაა ლაკშმის ავატარა, ხოლო მამაკაცი - ვიშნუს ავატარა. ვიშნუ და ლაკშმი-დევი სუფევენ ყველასა და ყველაფერში. მთელი სამყარო ესაა ლაკშმის მისტიური სხეული. ლაკშმი განუყოფელია ვიშნუსგან. ვიშნუ ესაა ადვაიტა-ატმანი. 42. ძველი სემიტების (ქანაანურ, ფინიკიურ, აქადურ და შუმერულ) მითოლოგიაში არსებობდნენ ბნელი ღვთაებები, სექსის და მაგიის ალისფერი ღვთაებები, რომლებსაც უყვარდათ ადამიანის სისხლი, ორგაზმი და ერქვათ - "ლილუ" იგივე "ლილიმ". აქედან მოდის დემონესა ლილიტის სახელიც. "ლილ" ნიშნავს ჰაერს, ხოლო "ლაილ" იგივე "ლეილ" ნიშნავს - ღამეს ან ღამის დეიმონს. ბევრს დღემდე ეგონა, რომ მხოლოდ ქალი "ლილუ" არსებობდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ძველ სემიტურ თქმულებებში არსებობდნენ მამაკაცი "ლილუებიც". "ლილუ" შეიძლება იყოს მამრობითიც. ეს "ლილუ" ძლიერ ჰგვანან ინდუისტურ ბნელ ღმერთებს, რომლებიც კალის ლეგიონში (ბჰუტა-განა) შედიან და ეწოდებათ - "დაკა" (მამრობითის სქესის) და "დაკინი" (მდედრობითი). დაკა და დაკინი არიან ვნებიანი სულები და სვამენ ცხოველთა და ადამიანთა სისხლს. მათ ოდნავ ჰგვანან სუკუბები და ინკუბები, მაგრამ ეს მაინც არაა ერთი და იგივე. "ლილუ" იგივე "დაკა" და "დაკინი" პრაქტიკულად არიან ვამპირები ანუ "მათუშაილები". ასეთია ფაქტები. არის დევა-განა - ღმერთების ლეგიონი და არის ბჰუტა-განა - ბნელი დაიმონების და ელემენტალების ლეგიონი. "განა" სანსკრიტულად ნიშნავს ლეგიონს ან ჯგუფს. ერთი რამ ცხადია; ვამპირები (დაკინი) და სუკუბები ნათესავები არიან. ბევრ შიზოტერიკს ეს არ ესმის. 43. ტანტრა პირდაპირ გვეუბნება, რომ ფიზიკური სამყარო არის ილუზია. ჩვენ არასწორად ვუყურებთ სამყაროს. სამყარო ესაა შაკტი (ენერგია). ის რაც ჩვენ გვგონია ფიზიკური ობიექტების ერთობლიობა, სინამდვილეში ესაა ენერგიების ინტეგრალი. ტანტრა გვეუბნება რომ არ არსებობენ მშობლები და შვილები. მას ბევრი ვერ ხვდება მიჯაჭვულობის გამო. ილუზიაზე არიან მიჯაჭვულნი. ადამიანის ვიჯნანა (ცნობიერება) განიცდის რეინკარნაციას (სანსარა) და გადადის ერთი სხეულიდან მეორეში, უსაწყისოდ და უსასრულოდ. ასე, რომ "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტური კონცეფცია სრული აბსურდია. რა აზრი აქვს კარმულ მიჯაჭვულობას, თუ მოკვდები და შემდეგ ცხოვრებაში საკუთარი შვილის შვილი ან ცოლი გახდები? ან საერთოდაც შეიძლება ძაღლად ან მცენარედ მოევლინო ქვეყნიერებას. რაღა აზრია უმეცრებაში? გამიგია ასეთი რეპლიკა: "ჩემ ქალიშვილს არ გაეკარო!", რას ნიშნავს "ჩემს"? უმეცარი ფიქრობს მხოლოდ ასე. ჩვენი შვილები არ არიან შვილები და მშობლები არ არიან მშობლები. ეს ყველაფერი მხოლოდ კარმაა და სხვა არაფერი. ჩვენ ყველანი შივას და შაკტის შვილები ვართ. ყველა არსება შივას და შაკტის ემანაცია და მანიფესტაციაა. კარმული მშობლები არაფერი არაა. რეალური მამა ესაა შივა, ხოლო დედა - შაკტი. ასე რომ აწიეთ თავი მაღლა, დადექით ორ ფეხზე და დაინახეთ ზეციური მამა და ზეციური დედა. შეიგნეთ რომ მატერია ილუზორულია, ხოლო სული რეალური. შეიგნეთ, თქვენ არ ხართ ადამიანები! თქვენ ენერგიები ხართ! შივას ენერგიები!... სანსარას დოგმა საფუძველშივე ამსხვრევს "ტრადიციული ოჯახის" მატერიალისტურ იდეას. ეს ასეცაა საჭირო. და საერთოდ, ყველა და ყველაფერი არის შუნია-ატმანი - სიცარიელე სულიერი, უპიროვნო. უნდა გაიგოთ, რომ პიროვნული ეგო მირაჟია. ჩვენი ჭეშმარიტი სული უ პ ი რ ო ვ ნ ო ა!... 44. ატიშა - ინდოელი ტანტრიკი ბუდისტი იოგინი. ცხოვრობდა ახ.წ. 982-1054 წლებში. დაიბადა ბენგალიაში. ტიბეტში დაარსა ფილოსოფიური სკოლა "კადამ". ატიშა ასწავლიდა, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები: 1) უმაღლესი ადამიანები - რომლებიც მიილტვიან გასხივოსნებისკენ, რათა დაეხმარონ სხვა ცოცხალ არსებებს, 2) საშუალო ადამიანები - რომლებიც მიილტვიან ეგოისტური ნირვანასკენ ანუ სურთ გასხივოსნება მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სხვებზე არ ფიქრობენ... და 3) უმდაბლესი ადამიანები - რომლებიც ჰგვანან ცხოველებს, არიან მატერიის მონები და მიჯაჭვულნი არიან სანსარაზე. ეძებენ ბედნიერებას სანსარაში და უარყოფენ დჰარმას. ატიშას ამ მოძღვრებას ეწოდება - "ლამრიმ". 45. აბრაამული რელიგიების მიმდევრებს და სხვა დუალისტებს საფუძველშივე არასწორად ესმით კოსმოგონიური პროცესების რაობა. ჯერ ერთი აბრაამული თეიზმი დაფუძნებულია პროტო-სემიტურ პოლითეიზმზე, კერძოდ კი სემიტური ღვთაება შალიმუს იგივე იამმუს კულტზე. შალიმუ იგივე იამმუ ესაა ძველი სემიტების უზენაესი დემიურგის, ქაოსიდან შობილი - ელ-იონის უმცროსი ძე. "შემოქმედების" აბრაამული და მაზდეანური დოგმატები აბსოლუტურად მცდარია, რადგანაც დაფუძნებულია დვაიტაზე (დუალიზმზე). ადვაიტას რელიგიურ ფილოსოფიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ნეოპლატონიზმი, ქაშმირული შივაიზმი და გნოსტიციზმი ეფუძნებიან ადვაიტას და მათში "შემოქმედება" ანუ "კრეაცია" ჩანაცვლებულია "ემანაციის" და "რადიაციის" დოქტრინებით. ადვაიტაში ასევე არის პარინამა-ვადა (გარდასახვის დოქტრინა) და მაია-ვადა (ილუზიის დოქტრინა). დუალისტური მონოთეიზმის პრობლემა ისაა, რომ მასში მატერიალური ბუნება განიხილება როგორც რეალურად არსებული, ისევე როგორც პერსონალური "ღმერთი" (იშვარა). ნეოპლატონიზმი ამბობს ამას: თავდაპირველი ერთიანი სულიდან ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) იშვა მსოფლიო გონი (ნუსი), მსოფლიო გონიდან იშვა ოდნავ უფრო არასუფთა და დამძიმებული - მსოფლიო საფშვინველი (ანიმა მუნდი), მსოფლიო საფშვინველიდან იშვა მატერიალური კოსმოსი. გნოსტიციზმი ამბობს ასე: თავდაპირველმა სულმა წარმოშვა ეონები, სულიერმა ეონებმა შეადგინეს სულიერი სისავსის სამყარო (პლერომა) სადაც არის ნათელი (ლუმენ). ნათლიდან იშვა კერასმოსი - ნათლისა და ბნელის ნარევი, სადაც გამეფდა ეონი ახამოტი, პლერომას 33-ე ეონის პისტის-სოფიას ასული (ემანაცია). ახამოტმა შვა ქაოსი და სკოტოსი და ანტი-ეონი იალდაბაოთი, მან კი 6 ბოროტი ეონი. მათ შვეს ფიზიკური კოსმოსი და ბნელეთი (კენომა და კალიგო ექსტერნა). ესაა უკვე მესამე სამყარო. ქაშმირულ შივაიზმში არის ასე: პარამაშივამ (უზენაესმა ცნობიერებამ) და პარამაშაკტიმ (უმაღლესმა ენერგიამ) ემანაციურად და რადიაციურად შვეს შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა, შემდეგ იშვა სადაშივა-ტატვა, სადაშივადან იშვარა-ტატვა, იშვარადან შუდჰა-ვიდია-ტატვა (სუფთა ცოდნა სულიერი). ესენია სულიერი რეალობა (შუდჰა-ტატვები). შუდჰა-ვიდიამ შვა მაია-ტატვა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვებიდან პირველი), მაიადან იშვა კაალა, კაალადან იშვა ნიიატი-ტატვა, ნიიატიდან იშვა კალაა-ტატვა, კალაამ შვა ვიდია-ტატვა, ვიდიამ შვა რაგა-ტატვა, რაგამ შვა პურუშა-ტატვა (პიროვნული მსოფლიო საფშვინველი). ესენია დაბალი კაუზალური სამყარო და ასტრალური რეალობა (შუდჰა-აშუდჰა-ტატვები). პურუშამ შვა პრაკრიტი-ტატვა (ქაოსის პირველმატერია), პრაკრიტიმ შვა ბუდჰი (ინტელექტი), ბუდჰიმ - ახამკარა (პიროვნული ეგო), ახამკარამ გამოასხივა მანასი (გონება), მანასმა გამოასხივა ჯანენდრიები (შემეცნების ორგანოები), შემდეგ გაცნდნენ კარმენდრიები (მოქმედების ორგანოები), შემდეგ გაჩნდა 5 ტანმატრა ანუ პირველსტიქიები, რომლებმაც წარმოშვეს ხუთი ფიზიკური ელემენტი: 1) აკაშა - სივრცე, 2) ჰაერი 3) ცეცხლი 4) წყალი და ბოლოს იშვა 5) მიწა (პრიტჰვი). ყველა და ყველაფერი წარმოიშვა ემანაციურად (გამოდინებით) და რადიაციურად (გამოსხივებით) და არა ისე როგორც მონოთეისტებს ჰგონიათ. დემიურგის აბრაამული და ზოროასტრიული იდეა აბსურდია. 46. ინდუისტურ ადვაიტა ვედანტასა და ბუდისტურ სკოლებს შორის დავა საუკუნეებია გრძელდება, მაგრამ მოდით ჯერ გავიაზროთ: ინდუიზმიც, ჯაინიზმიც და ბუდიზმიც ამტკიცებენ, რომ მათი რელიგია უსაწყისოა და მუდამ არსებობდა, დაახლოებით იგივეს ამტკიცებენ აბრაამული რელიგიებიც და ჩინური რელიგიებიც. თუმცა აბრაამიზმს და ჯაინიზმს, ასევე ჩინურ ტრადიციას მე არ შევეხები, რადგან უინტერესოა. ყურადღება გავამახვილოთ ინდუიზმზე და ბუდიზმზე: ისტორიული გაგებით ვედური ტრადიცია უფრო ძველია, ვიდრე ბუდიზმი. ამასთან, ბუდისტებმა დაიწყეს ინდუისტური ლეგენდების დამახინჯება. ინდუიზმში არის სამი ფუნდამენტური დოქტრინა: 1. ტრიმურტი [ბრაჰმა-ვიშნუ-შივა] - რომელიც განასახიერებს ყოფიერების სამ მოდუსს: 1. ემანაციას, 2. არსებობას და 3. სიკვდილს, ასევე 2. ტრიდევი - ტრიმურტის ქალური ვერსია და 3. ატმან-ბრაჰმანი - მარადიული უპიროვნო ზესული, უპიროვნო ღმერთი, აბსოლუტური ცნობიერება-ენერგია, უმაღლესი მე. ბუდისტებმა დაამახინჯეს ინდუისტური დოგმატები. თჰერავადას ანუ ჰინაიანას ბუდიზმში ეს სამი დოქტრინა საერთოდ უარყოფილია. მაჰაიანას ორ სკოლაში: 1. შუნიავადაში და 2. ვიჯნანავადაში, ნაწილობრივ აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი, მაგრამ დამახინჯებულად. მაჰაიანელებს ჯიუტად არ სურთ იმის აღიარება, რომ მათი შუნია [ტონგპანი] და ალაია-ვიჯნანა [კიუნ ჯი] არის იგივე რაც ატმან-ბრაჰმანი. ვაჯრაიანას ბუდიზმი ესაა შივაიტური და შაკტისტური ტანტრიზმის დამახინჯებული ფორმა. ვაჯრაიანა უფრო ახლოსაა ადვაიტა ვედანტასთან და კლასიკურ ტანტრასთან, მაგრამ ტრიმურტის და ტრიდევის მაინც არ აღიარებს. აქ უკვე არის სვამბჰავიკა-კაი - ადი-ბუდას თვითმყოფი ანუ თვითარსი სხეული და დჰარმა-დჰატუ - აბსოლუტური სუბსტანცია, ბუდას ჭეშმარიტი ბუნება, ესაა უნივერსუმის ჭეშმარიტი არსი და უსასრულო დჰარმების ინტეგრალი. ძოგჩენში აბსოლუტს ეწოდება - რიგპა, რაც სანსკრიტზე ითქმის როგორც - ვიდია ანუ ცოდნა. ესაა სუფთა ცოდნა, სუფთა არსი, სუფთა ბუნება და სუფთა ენერგია. მიუხედავად ამისა ბუდისტებს მაინც არ სურთ ტრიმურტის და ტრიდევის აღიარება და აღიარება იმისა, რომ ინდუისტური ატმან-ბრაჰმანი და ბუდისტური შუნია იგივე რიგპა, ერთი და იგივეა. სიცარიელე ანუ შუნია არის ინდუიზმში, მაგალითად ტეჯაბინდუ უპანიშადაში და დევიკალოტარა აგამაში. ბუდისტურ მაჰაპარინირვანა-სუტრაში ცალყბად აღიარებულია ატმან-ბრაჰმანი. ბუდისტურ ტანტრაში ყველა ბუდა, ბოდჰისატვა, არჰატი, იიდამი, დაკინი, დჰარმაპალა და დევა ითვლება ადი-ბუდას ემანაციად. არის სამი ადი-ბუდა: 1. სამანტაბჰადრა 2. ვაჯრადჰარა და 3. დჰარმატა. არის ასევე 5 დჰიანა-ბუდა, რომელთაგან ცენტრალურია - მაჰავაიროჩანა. სხვა ოთხი დჰიანა-ბუდაა: აკშობჰია, რატნასამბჰავა, ამიტაბჰა და ამოგჰასიდჰი. აღსანიშნავია, რომ მაჰაიანა გაჩნდა ახ.წ. 300-იან წლებში ანუ მეოთხე საუკუნეში, ვაჯრაიანა და ძოგჩენი კი უფრო გვიან. არადა ბუდისტები ამტკიცებენ, რომ ეს ოთხი სკოლა არსებობდა თავიდანვე. საბოლოო ჯამში შექმნილია რთული ვითარება, გაუგებრობა. ბუდიზმი ამტკიცებს რომ ყველა არსებაში არის ე.წ. "ტატჰაგატა-გარბჰა" ანუ ბუდას ბუნება, მაგრამ განა ეს იმპერსონალური ატმანი არაა? ცხადია ერთი რამ: თვით ბუდა შაკიამუნი არის დამნაშავე რთული ვითარების შექმნაში, ისევე როგორც მის შემდეგ მცხოვრები ბერები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამახინჯეს ბუდა შაკიამუნის ისედაც დამახინჯებული დჰარმა. ბუდამ იქადაგა ჰინაიანა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა, მაგრამ ისე იქადაგა, რომ ყველა დააბნია. შაკიამუნიმ დააბნია ხალხი იმიტომ, რომ ან საერთოდ არ იძლეოდა პასუხს ზოგიერთ კითხვებზე ან იძლეოდა დამაბნეველ და რთულ პასუხებს. ცხადია ერთი: შაკიამუნი მალავდა უფრო მეტს, ვიდრე ამხელდა. უნდა გავიხსენოთ ასევე ისიც, რომ ინდუისტური ტანტრას მიხედვით, თვით ვიშნუც და შივაც კი მიმართავენ ხანდახან ეშმაკობას და ხრიკებს, რათა ზოგიერთი ადამიანები ჭეშმარიტ ტანტრა-დჰარმას დააშორონ. ეს იმიტომ ხდება, რომ პაშუები არ გაეკარონ კაულა დჰარმას. სასაცილოა ისიც, რომ ბუდიზმში ტრიმურტის ღმერთები ითვლებიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას ავატარებად, ხოლო ავალოკიტეშვარა ძლიერ წააგავს ვიშნუ-ნარაიანას. 47. ჯაინიზმის მიხედვით სამყარო უსაწყისოა და უსასრულო. ყოფიერება იყოფა ციკლებად და ნახევარციკლებად. ამჟამინდელ ნახევარციკლში უკვე იყო 24 ტირტჰანკარა ანუ გასხივოსნებული ნეტარი სული, რომელთაგან ბოლო იყო ვარდჰამანა მაჰავირა მცხოვრები ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. ამ ნეტარი სულების სახელებია: 1) რიშაბჰადევა 2) აჯიტანატჰა 3) სამბჰავანატჰა 4) აბჰინანდანა 5) სუმატინატჰა 6) პადმაპრაბჰა 7) სუპარშვანატჰა 8) ჩანდრაპრაბჰუ 9) პუშპადანტა 10) შიტალანატჰა 11) შრეიამსანატჰა 12) ვასუპუჯია 13) ვილამნატჰა 14) ანანტნატჰა 15) დჰარმანატჰა 16) შანტინატჰა 17) კუნტჰუნატჰა 18) არანატჰა 19) მალინატჰა 20) მუნისუვრატა 21) ნამინატჰა 22) ნემინატჰა 23) პარშვა და 24) მაჰავირა. შვეტამბარების მიხედვით მალინატჰა იყო ქალი, ხოლო დიგამბარები ამტკიცებენ რომ მალინატჰა იყო კაცი, რადგან მათი აზრით მხოლოდ კაცს შეუძლია გახდეს ჯინა და ტირტჰანკარა. ჯაინიზმის გახლეჩა დიგამბარებად და შვეტამბარებად მოხდა ახ.წ. 80 წელს. 48. ძვ.წ. 550 წელს ზოროასტრმა შექმნა მონოთეისტური რელიგია - ზოროასტრიზმი ე.ი. მაზდეანობა. მაზდეანობა არის ინდუიზმის და ბუდიზმის საპირისპირო იდეოლოგია. მაზდეანობა აბსოლუტურად უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ინდურ დჰარმულ რელიგიებს და მასში არაა პარაბრაჰმანის ადვაიტური კონცეფცია. მაზდეანობაში ნირგუნა ბრაჰმანი - უპიროვნო ღვთაება ატრიბუტების გარეშე, არ არსებობს. ინდუისტური დევები გამოცხადდნენ ბოროტ სულებად, ხოლო მათი მტრები - "ასურები" ე.ი. "აჰურები", გამოცხადდნენ კეთილ სულებად, რომელთა ლიდერიცაა - ასურა-მაზდა. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა ინდუისტური სიდჰანტა ანუ მოგვების რელიგია, რომლის ქურუმებიც ეთაყვანებოდნენ დევებს, რომელთაგან მთავარი იყო - არიმანი. ანხრა-მაი-ნი ანუ აჰრიმანი ითვლებოდა ღვთაებად, ხოლო მისი ძმა - ასურა-მაზდა, მიჩნეული იყო ბოროტ სულად, ისევე როგორც მისი მსახურები. ზარატუსტრას რეფორმის შემდეგ ყველაფერი უკუღმა გადაბრუნდა და აიკრძალა მაგია. ყველაფერი უკუღმა დადგა და აჰრიმანი გამოცხადდა ბოროტ სულად. მაზდეანმა ქურუმებმა სათავე დაუდეს იუდაიზმს, ხოლო იუდაისტებმა გადააკეთეს ქანაანური, შუმერულ-აქადური და ფინიკიური რელიგიები და შექმნეს აბრაამული მონოთეიზმი. ეს გააკეთეს ეზდრამ და ნეემიამ. სხვათაშორის, აბრაამის რეალურობა მეცნიერულად არ დასტურდება. ერთადერთი წყარო, რომელიც გვამცნობს "ბიბლიურ პატრიარქებზე" ესაა ბიბლია, ხოლო ბიბლია სანდო არაა, რადგან ის დაფუძნებულია იუდაისტურ დოგმატებზე, რომელთა შემოქმედებმა დაამახინჯეს სემიტური პოლითეიზმი და სალიმის იგივე იამმუს გარდა ყველა სხვა ელოჰიმი უარჰყვეს. ეს იყო მაზდეანური ზეგავლენა. უეჭველად ეზდრა და ნეემია კავშირში იყვნენ ზარატუსტრასთან. ხუმრობა ხომ არაა? ზოროასტრმა ასურა ანუ ბოროტი სული შერაცხა "ერთადერთ ჭეშმარიტ შემოქმედ ღმერთად" და უარჰყო მაგიზმი და ადვაიტა-სიდჰანტა! 49. "ნაგები" ანუ გველეშაპი ღმერთები არიან ზე-ინტელექტუალური არსებები. ნაგები არიან ბრძენი და განსწავლული არსებები. ნაგებთან ჰქონდათ კონტაქტი ბუდა შაკიამუნის და მაჰასიდჰ ნაგარჯუნას, რომლებსაც გველებთან ერთად გამოსახავენ. ლამიები ელინიზმში იგივეა რაც ნაგები ინდუიზმში და ბუდიზმში. ნაგები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ეწოდება ნაგა-ლოკა. ნაგებმა იციან ფიზიკა, მაგია და ალქიმია. ისინი შესანიშნავად ფლობენ ყველა მეცნიერებას და ფილოსოფიას. ბუდისტურ სუტრებში აღწერილია ნაგების და ბუდების საუბრები. ინდუისტურ ტექსტებში საუბარია ნაგებისა და დევების ურთიერთობებზე. გველი ესაა შივას სიმბოლო. ოფიტების გნოსტიკურ ქრისტიანობაში გველი ესაა ღვთაება ახამოტი ან თავად სულიწმინდა. ბარბელიოტებში გველი იყო უზენაესი ქალღმერთი ბარბელოსის სიმბოლო. ნაგებს გააჩნიათ სიდჰები ანუ მაგიური ძალები, რასაც არაბულად ჰქვია "სიჰრომ", ხოლო გერმანულ მითოლოგიაში "სეიდ". ნაგების ინტელექტის დონე ათასჯერ აღემატება ადამიანისას. ნაგებს შეუძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ასე გვეუბნება დჰარმა. 50. ასმოდეუსი (იგივე აშმა-დევა) არაა "ბოროტი სული". ასმოდეუსის დემონიზაცია მოხდა ჯერ კიდევ ძველ ირანში, როცა ძვ.წ. 550 წელს დაემხო მიდიელთა დინასტია და ზარატუსტრას მიერ მოისპო მოგვების რელიგია - სიდჰანტა, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ ინდუისტურ დევებს ანუ დეივებს. აშმა-დევა იგივე ეშმა-დეივა იყო ღვთაება მოგვების რელიგიაში, ხოლო ზოროასტრიზმში გახდა ბოროტი სული ("დემონი"). ზოროასტრიზმიდან იუდაიზმში ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში გადავიდა დემონიზებული აშმა-დევა. იუდეველებიც ბოროტ სულად თვლიდნენ ასმოდეუსს ანუ ეშმა-დეივას. ზოგიერთი ეზოთერიკები ვარაუდობენ რომ არსებობს ქალი ასმოდეუსი და არის კაცი ასმოდეუსი. ზოგები ვარაუდობენ რომ ასმოდეუსს შეუძლია სქესის ცვლა. ზოგიერთნი თვლიან რომ ასმოდეუსი ესაა დემონური კლანის სახელი და რომ არიან ასმოდეუსებად წოდებული პრინცესები. "დეუს" ლათინურში და "ზეუს" ბერძნულში ნიშნავს ღმერთს. ეს კავშირშია სიტყვა ზევსთან. დეუსიდან მოდის სიტყვა "დიოს", რაც ნიშნავს "ღვთაებრივ უფალს". ირანული სიტყვა "ეშმა" ქართულში გადმოვიდა, როგორც ბოროტი და უწმინდური სულის ეპითეტი. "ეშმა-კი" ქართულში ესაა ბნელი სული. რეალურად ეშმა იყო ირანული ღვთაების სახელი. ხოლო სიტყვა "დემონი" ესაა იგივე "დაიმონი", რაც ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. საუბარია ზევსსა და ადამიანებს შორის მდგარ შუალედურ არსებაზე. ასე რომ არც სიტყვა "დაიმონი", არც "ეშმა" და არც "დეივა" არ ნიშნავს "ბოროტ სულს". უბრალოდ ეზდრამ, ნეემიამ და ზარატუსტრამ ძვ.წ. მეექვსე და და მეხუთე საუკუნეებში, დეივები და დაიმონები გამოაცხადეს "ცრუ ღმერთებად" და "ბოროტ ძალებად". სულ ესაა. შუასაუკუნეების "დემონოლოგიაში" აბრაამულმა მარაზმმა თავის აბსურდულ აპოთეოზს მიაღწია. დღეისათვის აბრაამულ რელიგიებში ასმოდეუსის და სხვა "დემონების" ჭეშმარიტი არსი საერთოდ დაკარგულია. სხვათაშორის, დეივებს შორის არსებობს რთული იერარქია. 51. დემონესა ლილიტი იუდეური რელიგიური ტრადიციიდან, ესაა ადამაჰის ანუ პირველი მამაკაცის პირველი ცოლი. ლეგენდის მიხედვით არის ორი ლილიტი; უფროსი და უმცროსი. უფროსი იყო ადამაჰის ცოლი, მაგრამ ვეღარ გაუძლო მის სექსიზმს და გაექცა, რის შემდეგაც გახდა სამაელის ანუ სატანის ცოლი. საქმე იმაშია რომ სიტყვა ლილიტი მოდის სიტყვიდან "ლილ" რაც ნიშნავს ჰაერს და სიტყვიდან "ლაილ" რაც ნიშნავს ღამეს. ლილიტის ებრაული კონცეპტი თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია ძველ ქანაანურ და შუმერულ მითოლოგიაზე. ლილიტი ესაა შუმერული ლილუს, ლილიტუს და არდატ ლილის კომბინაცია. ეს სამი არსება არიან ძველი შუმერული ვამპირესები. ახლა მთავარი: სამივე აბრაამული რელიგია დაფუძნებულია ძველ სემიტურ პოლითეიზმზე. ბიბლიური "უფალი" ესაა ქანაანური უზენაესი ღმერთი ელის და დედაღმერთი აშერას შვილი. სამაელი ანუ სატანა ესაა მისი უფროსი ძმა - შაჰარი, რომელსაც ჰყავს ძე - ჰეილეილ ანუ მანათობელი (ლუციფეროსი). ელი და აშერა იგივეა რაც შუმერული აპსუ და ტიამატი. აპსუმ და ტიამატმა შვეს ლაჰმუ და ლაჰამუ, ანშარი და ქიშარი და ანუ და ანტუ. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი. ხვდებით? აქაც ნაწილაკი "ლილ"! ძველ ქალდეურ ოკულტიზმში არსებობენ მისტიკური არსებების (დემონესების) კლასი - "ლილიმ". "ლილიმ" ესენია მდედრი ვამპირები, რომელთაგანაც წარმოიშვა კიდეც ლილიტის სატანისტური კულტი და ებრაული ლეგენდები "ღამის დემონზე", რასაც აბრაამული ქრისტიანობა უარყოფს. ქრისტიანული მონოთეიზმი დაფუძნებულია იუდეიზმში და წარმოადგენს მის ადაპტირებულ ფორმას. თავისმხრივ იუდეიზმი წარმოადგენს ქანაანური და შუმერული რელიგიების ადაპტირებულ ვერსიას. მოკლედ: "ლილიმ" ესენია ბნელი ქალღმერთების მთელი კლასი სემიტური პოლითეიზმიდან. ლილ-იმ, მალაჰ-იმ, ელოჰ-იმ, ქერუბ-იმ, სერაფ-იმ, ოფან-იმ, ხაშმალ-იმ, არელ-იმ, ბენ-ელოჰ-იმ და იშ-იმ, ესენია ძველი სემიტური ღმერთები. კარგად დააკვირდით გრამატიკულ სუფიქსს. სუფიქსი აღნიშნავს მრავლობით რიცხვს. "lilim" ანუ "ლილიმ" ძველ სემიტურ მითოლოგიაში ერქვათ ბნელ ქალღმერთებს. აი საიდან მოდის ლილიტის კულტი. ქრისტიანული დემონოლოგია სრული სისულელეა, რადგანაც დაფუძნებულია იუდაიზმზე, რომელიც წარმოადგენს ფინიკიური, ქანაანური და აქადური პოლითეისტური რელიგიების გამრუდებას. იუდაიზმი ესაა სემიტური პოლითეიზმის ადაპტირებული გადაკეთებული ფორმა. ასე, რომ ლილიტის შესახებ ცნობები აბრაამულ რელიგიებში დამახინჯებულია. ლილიტი და სხვა ლილიმები, არიან ელის და აშერას ქალიშვილები. "ლილიმ" არაა "დემონი", ესაა ბნელი დაიმონი ანუ ნახევარღმერთი, ესაა ბნელი ღვთაება. არსებობენ ნათელი და ბნელი ღმერთები. "დაიმონ" ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. დაიმონები ელინიზმში არიან შუამავალი ნახევარ-ღმერთები, რომლებიც დგანან უზენაეს სულებსა და ადამიანებს შორის. ლილიტი ესაა სემიტური პოლითეისტური ღვთაება. ცხადია მას მერე რაც იუდაისტებმა დაადგინეს მკაცრი მონოთეიზმი ანუ იაჰვეს კულტი, ყველა სხვა სემიტური ღვთაება გამოაცხადეს "დემონად" ანუ "შაიტანად", მათ შორის "ლილიმებიც". ლილიმები ისევე როგორც ელის და აშერას სხვა შვილები, ბაალი, შაჰარი, ჰეილეილი, დაგონი, აშტორეტი და ა.შ. მათ შორის თავად ელიც და აშერაც გამოაცხადეს "ბოროტ სულებად". ყველაზე აბსურდულია შუასაუკუნეების "დემონოლოგია". თუ გინდათ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ საწყისები... აბრაამული მონოთეიზმის ძველი სემიტური პოლითეისტური საწყისები. იაჰვე-ენლილ-ალლაჰი არის ღვთაებებიდან (ელოჰიმებიდან) ერთ-ერთი და არა ერთადერთი და "ჭეშმარიტი". მეცნიერული ანალიზი ბრმა რწმენაზე მაღლა დგას. 52. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, კერძოდ კი ქალაქ ჰერმოპოლისის კოსმოგონიური მითის მიხედვით, თავდაპირველად იყო მხოლოდ ღმერთი ნუნი და ქალღმერთი ნაუნეტი (პირველყოფილი ოკეანე), მათგან იშვნენ ხუხი და ხაუხეტი (უსასრულო სივრცე), შემდეგ კუკი და კაუკეტი (უსასრულო ბნელეთი) და ბოლოს ამონი და ამონეტი (უსასრულო ცა და ჰაერი). მათ შვეს მზის უფალი რა და შემდეგ რამ შვა ყველაფერი სხვა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავიდან იყო ქაოსი და სკოტოსი, შემდეგ იშვნენ გეა და ნიუკტა, შემდეგ ტარტაროსი და ერებუსი, ბოლოს ეროსი და ურანი. მათ შვეს ურანიდები, ურანიდებმა კრონიდები, ხოლო კრონიდებმა ოლიმპოელი ღმერთები. ელინური ზევსი ვედური ინდრას ანალოგიურია. ორივე ელვის უფალია და ორივე მთის წვერზე მდებარე ღმერთების სამეფოს მეფეა. ბერძნულ მითოსში მისტიკურ მთას ეწოდება ოლიმპო, ხოლო ვედურში მერუ. ურანოსი არის ცის უფალი. შუმერულ და აქადურ მითოლოგიაში მსგავსი სურათია: თავდაპირველად იყო აპსუ და მისი ცოლი ტიამატი, რომლებიც განასახიარებენ პირველყოფილი ქაოსის ოკეანეს, შემდეგ იშვნენ ლაჰმუ და ლაჰამუ, შემდეგ ანშარი და ქიშარი და ბოლოს ანუ და ანტუ - ცის უფალი და ცის დედოფალი. ანუმ და ანტუმ შვეს ენ-ლილი და ნინ-ლილი და ა.შ.შუმერულ-ბაბილონური მარდუქი წააგავს ინდრას და ზევსს. ახლა ყველაზე მთავარი: გნოსტიკური გაგებით ეს "ღმერთები" ბოროტი ეონები არიან ე.ი. ცრუღმერთები, შობილნი კენომაში (უმდაბლეს სამყაროში). ქაშმირული შივაიზმის გაგებით პირველყოფილი ქაოსის წყლები ესაა აშუდჰა-ტატვებიდან (არასუფთა ელემენტებიდან) ყველაზე პირველი. პირველი აშუდჰა-ტატვა ესაა პრაკრიტი ანუ ქაოსი. მისგან იშვა უმდაბლესი სამყარო. არის უფრო მაღალი რეალობები; შუდჰა-აშუდჰა-ტატვა (კერასმოსი) და შუდჰა-ტატვა (პლერომა). ბუდიზმში ამას შეესაბამება კამა-ლოკა. კამა-ლოკას უზენაესი "ღმერთია" მარა დევარაჯა - პარანიმიტრა-ვაშავარტინის ე.ი. მეექვსე ცის მეფე. ანუ მსურს ვთქვა, რომ პოლითეისტური რელიგიები და აბრაამული მონოთეიზმი, ეთაყვანებიან კამა-ლოკას უმდაბლეს სულებს (დევებს). მათთვის უცნობია სულიერი რეალობა. 53. ჰინდუქუშელთა პოლითეისტურ რელიგიებში სამყარო იყოფა სამ ნაწილად: 1) ურდეში - 7 ცისგან შემდგარი ზედა სამყარო 2) მიჩდეში - შუასამყარო (ადამიანთა) და 3) იურდეში - ქვედა სამყარო ე.ი. მიცვალებულთა სამყარო. ეს სამი სამყარო პირდაპირ ემთხვევა ბუდისტურ კამა-ლოკას ე.ი. ვნებების სამყაროს, რომელიც ასევე სამი ნაწილისგან შედგება და დასახლებულია უმდაბლესი ღვთაებებით. ნურისტანელი კაფირების უზენაესი "ღმერთი" იყო მარა იგივე იამრა. ის ითვლებოდა უზენაეს შემოქმედად. მან შექმნა ღმერთები და სამყარო. ბუდიზმში მარა ესაა კამა-ლოკას მეექვსე ცის - პარანიმიტრა-ვაშავარტინის მეფე და ბუდიზმის მტერი. მარა არის ხარბი და ბრიყვი. მარა და გნოსტიკური იალდაბაოთი ერთი და იგივეა. ის შეესაბამება ფინიკიურ ელს და შუმერულ აპსუს. ეზოთერულად ასეა. ტენგრიზმის მიხედვით ზედა სამყარო შედგება 13 ცისგან. ულგენი სახლობს მეცამეტე ცაზე. 54. ესაა ლალა იოგეშვარი [იოგეშვარი ლალეშვარი]. ცხოვრობდა 1320-1392 წლებში. იყო ერთდროულად შივაიტი ტანტრიკი და სუფისტი. ხშირად მოიხსენიებენ სუფისტურ და შივაიტურ ტექსტებში. იძულებით გაათხოვეს 12 წლის ასაკში. ქმარი საშინლად ექცეოდა. ქმრის ნათესავები სიძულვილით უყურებდნენ და აშიმშილებდნენ, ზოგჯერ ცემდნენ კიდეც. 24 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და გახდა ჰიმნოსოფისტი განდეგილი ასკეტი. დადიოდა შიშველი და ქადაგებდა შივას კულტს. იყო პოეტესა. თავის ლექსებში ადიდებდა შივას. დაიბადა შრინაგარასთან ახლოს. 55. არადუალიზმი ანუ პანთეისტური მონიზმი არის ყველა რელიგიაში. აბსოლუტური სულის იდეა არის ყველა რელიგიაში. ასე ამტკიცებენ თეოსოფები. მე მათ ვეთანხმები. აბსოლუტურ სულს აქვს ბევრი სახელი. აბსოლუტის იდეა ყველაზე განვითარებული არის კაბალაში, გნოსტიციზმში, ინდუიზმში, დაოსიზმში და ბუდიზმში. გნოსტიციზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება პროტო-პატორი ანუ "პირველმამა", ინდუისტურ ადვაიტა ვედანტაში და ადვაიტა ტანტრაში აბსოლუტს ეწოდება - პარა-ბრაჰმანი ან პარამა-შივა, დაოსიზმში აბსოლუტურ სულს ეწოდება - დაო, მაჰაიანას ბუდიზმში ითვლება რომ არსებობს სიცარიელის ე.ი. "შუნიას" 16 ფორმა. კაბალაში აბსოლუტი იყოფა ექვს ფორმად, ესენია: 1. ეინი - უსასრულობა 2. ეინ სოფი - უსასრულო არაფერი [უსასრულო არარაობა] და . ეინ სოფ აური - უსასრულო არაფრის სინათლე [უსასრულო სიცარიელის ნათელი], ესაა ნათელი საწყისები, ასევე არის სამი ბნელი ფორმა: 1. ტოჰუ - სიღრმე 2. ბოჰუ - ქაოსი და 3. ჰოშეჰ [ჰოშეკ] - აბსოლუტური წყვდიადი [აბსოლუტური უსასრულო ბნელეთი]. მაჰაიანას, ვაჯრაიანას და ძოგჩენის ბუდიზმში არის აბსოლუტის სამი კონცეფცია: 1. შუნია იგივე ტონგპანი - სიცარიელე 2. ალაია-ვიჯნანა იგივე კიუნ ჯი - თავდაპირველი აბსოლუტური ცნობიერება [ცნობიერება როგორც ყველაფრის საფუძველი], გამოუვლენელი არსი. 3. რიგპა იგივე ვიდია - სუფთა ცოდნა. რიგპას გააჩნია სამი თავდაპირველი სიბრძნე: 1. არსი 2. ბუნება [სვაბჰავატი] და 3. ენერგია [შაკტი]. ელინი ფილოსოფოსი ანაქსიმანდრე იონიელი აბსოლუტს უწოდებდა - აპეირონს. ახლა მთავარი: შუნია, ალაია-ვიჯნანა, ეინ სოფ აური, ჰოშეჰი, რიგპა, პარამა-შივა, დაო, აპეირონი და პარა-ბრაჰმანი, არის ერთი და იგივე. აბსოლუტი ესაა უსასრულო სიცარიელე, უსასრულო ენერგია და უსასრულო ცნობიერება. აბსოლუტი უპიროვნოა. აბსოლუტს არ გააჩნია პიროვნული მე. შუნია იგივე ბრაჰმანი ესაა უპიროვნო არსი. ეს უპიროვნო არსი სხვა არაფერია თუ არა უსასრულო არარაობა და აბსოლუტური ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ასე რომ კონფლიქტი ინდუისტ პანთეისტებსა და ბუდისტ პანთეისტებს შორის აბსურდულია. ძოგჩენი ესაა ანუტარა-იოგა-ტანტრას უმაღლესი ფორმა და ქადაგებს იგივეს, რასაც შივაიტური და შაკტისტური ადვაიტა-ტანტრა. არავითარი სხვაობა არაა ინდუისტურ პარაბრაჰმანსა და ბუდისტურ შუნიას შორის, რადგანაც ორივე არის უ პ ი რ ო ვ ნ ო ს ი ც ა რ ი ე ლ ე. ამასთან უნდა ითქვას, რომ შუნიას იდეა არის ინდუიზმშიც. გავიხსენოთ დევიკალოტარა აგამა და ტეჯაბინდუ უპანიშადა. ბრაჰმანი იგივე რიგპა ესაა აბსოლუტური ნეტარება [მაჰა-ბოდჰი-ნირვანა]. 56. ტაიიტირია უპანიშადას მიხედვით არსებობს მრავალი ტატვა ანუ ყოფიერების ელემენტი და ცნობიერების მრავალი დონე. არსებობენ სხვადასხვა არსებები, რომლებიც განვითარებით სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ეს საფეხურებია: 1. ჯაგად-ანანდა [ტურიატიტა] - პარამაშივა-ტატვა - პარამაშივა 2. ჩიდ-ანანდა - შივა-შაკტი-ტატვა - ა-კალები 3. მაჰანანდა - სადაშივა-ტატვა - მანტრამაჰეშვარები 4. ბრაჰმანანდა - იშვარა-ტატვა - მანტრეშვარები 5. პარანანდა - სადვიდია-ტატვა - მანტრეშვარები და ვიდეშვარები 6. ნირანანდა - სადვიდიას და მაიას შორის - ვიჯნანაკალები 7. ნიჯანანდა - კალაა-ტატვა [დედამიწა] - პრალაიაკალები და სა-კალები. სხვა დონეებია: 1. სუშუპტი - მაია-პრაკრიტი - პრალაიაკალები 2. სვაპნა - კალაა და ქვემოთ - სა-კალები 3. ჯაგრატ - კალაა და ქვემოთ - სა-კალები 57. ინდუისტური ტანტრას უმთავრესი დოქტრინაა - "საპტა-აჩარა". ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო რელიგია იყოფა 7 საფეხურად 5 ბჰავად (პაშუ, პაშუ-ვირა, ვირა, ვირა-დივია და დივია). ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა და შაივაჩარა - პაშუ-ბჰავა, დაკშინაჩარა - პაშუ-ვირა-ბჰავა, ვამაჩარა - ვირა-ბჰავა, სიდჰანტაჩარა - ვირა-დივია-ბჰავა და ბოლოს: კაულაჩარა - დივია-ბჰავა. რეალური ტანტრა იწყება დაკშინაჩარადან. აქტიურ ფაზაში შედის ვამაჩარაში (სადაც არიან ტრანსგენდერი და ბისექსუალი ქურუმები!). კულმინაციას აღწევს კაულაჩარაში. პაშუ-ბჰავაზე ვრცელდება მანუს კანონები. მანუს კანონები რეპრესიული და დისკრიმინაციული ბუნებისაა. ბუდა შაკიამუნი (რომელიც იყო ბუდა ვაიროჩანას ავატარა) თჰერავადას ანუ ჰინაიანას ბუდიზმს ქმნიდა შაივაჩარას ფარგლებში. თჰერავადა ესაა შაივაჩარას დონე. შაივაჩარა ესაა პაშუ-ბჰავა. პაშუ-ბჰავა ემორჩილება მანუს კანონებს. ტანტრა მანუს კანონებს არ ემორჩილება. მაჰაიანა იმყოფება შაივაჩარას და დაკშინაჩარას ზღვარზე. ვაჯრაიანას სხვადასხვა ფორმები ვრცელდება დაკშინაჩარადან კაულაჩარამდე. ინდუისტური კაულაჩარა (ტანტრა) ესაა იგივე ბუდისტური ანუტარა-იოგა-ტანტრა. ამიტომაცაა, რომ თჰერავადა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა დგანან სხვადასხვა პოზიციებზე. იაპონელმა ბერმა კუკაიმ ჩინეთიდან იაპონიაში შეიტანა მაჰავაიროჩანა-ტანტრა და შექმნა შინგონის სკოლა. შინგონი ქადაგებს, რომ ბუდა შაკიამუნი ესაა ვაიროჩანას ავატარა. ყველა ბუდა და ბოდჰისატვა ესაა ვაიროჩანას მანიფესტაცია. ვაიროჩანას აქვს სამი კოსმიური სხეული: 1) დჰარმაკაი 2) სამბჰოგაკაი და 3) ნირმანაკაი. ვაიროჩანას დჰარმის სხეული შედგება 6 დიადი ელემენტისგან, ესენია: წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი, სივრცე და ცნობიერება. ისინი ახდენენ ბუდების, ბოდჰისატვების და ფსიქიკური და ფიზიკური სამყაროების ფორმირებას. ვაიროჩანა არის სამყაროს ცენტრი. ვაიროჩანას სამოთხეს ეწოდება - "აკანიშტჰა". ვაჯრაიანა არ ემორჩილება მანუს კანონებს. ჰინაიანა ესაა როცა ბუდამ პირველად შემოატრიალა დჰარმის ბორბალი, დჰარმის ბორბალის მეორედ შემობრუნებისას შაკიამუნიმ იქადაგა მაჰაიანა, ხოლო მესამედ შემობრუნებისას იქადაგა - ვ ა ჯ რ ა ი ა ნ ა. ესაა სამი სხვადასხვა რელიგია, რომლებსაც ცოტა აქვთ საერთო. პრინციპში საფუძველი მაინც ერთია. ზოგი ვერსიით შაკიამუნი აკშობჰია ბუდას ავატარაა. 58. პაშუ-ბჰავას რელიგიებში (ვედიზმში, ვიშნუიზმში და დვაიტა-შივაიზმში) არის რეპრესიული მორალი და დისკრიმინაცია. არის ფაშისტური რეპრესიულობა. არის კასტური წყობილება. პაშუ-ბჰავას რელიგიები დაფუძნებული არიან დვაიტა-ვედანტაზე და ისინი უარყოფენ ადვაიტა ტანტრას. პაშუ-ბჰავას რელიგიებში არაა შაკტის კულტი. პაშუ-ბჰავას რელიგიებში სექსუალობას ახშობენ და თრგუნავენ. პაშუ-ბჰავას რელიგიებში დომინირებს ევას არქეტიპი და კრიმინალიზებულია ლილიტის არქეტიპი. ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა და შაივაჩარა (პაშუ-დჰარმა) ბუნებით რეპრესიულნი არიან. ამ საფეხურებზე მყოფ მორწმუნეებს სძულთ ადვაიტა და ტანტრიზმი. პაშუ არის რელიგიური ცნობიერების ყველაზე დაბალი დონე. პაშუ-ბჰავას დონეზე სრული სულიერი რეალიზაცია არ ხდება. აბრაამული მონოთეიზმიც და ზოროასტრიზმიც პაშუ-ბჰავაა (ისევე როგორც შინტო). პოლითეიზმი ესაა პაშუ-ბჰავა. მონოთეიზმიც ესაა პაშუ-ბჰავა. ვირა-ბჰავა (გმირული) და დივია-ბჰავა (ღვთაებრივი) ესაა ტანტრას და ადვაიტას პანთეიზმი და პანენთეიზმი. ამ დონეზე არის უკვე საკრალური ლიბერტინიზმი და ჰედონიზმი. აქ დაშვებულია პოლიგამია, ინცესტი და ლგბტ. კაულა დჰარმა ქადაგებს სიყვარულს და თანასწორობას. კაულა ქადაგებს, რომ მანუს დჰარმა ანუ ვარნაშრამა დჰარმა არ უნდა დაიცვას კაულიკმა (კაულას მიმდევარმა). კაულას შეუძლია დაარღვიოს მანუს კანონები. რატომ? იმიტომ რომ მანუს კანონები განკუთვნილია პაშუ-ბჰავას დონეზე მყოფი ადამიანებისთვის. პაშუ ესაა "ადამიანი" რომელსაც აქვს რვა ბორკილი: 1) სიძულვილი 2) ეჭვი 3) შიში 4) სირცხვილი (სიმორცხვე) 5) ზიზღი 6) ტრადიციული ოჯახი 7) წეს-ჩვეულებები და 8) ჯატი ანუ კასტა (ვარნა). ამიტომაც კაულიკს ეკრძალება კაულას იდეების განხილვა პაშუს თანდასწრებით. კაულიკმა პაშუს არ უნდა გაუზიაროს კაულა ვიდია (ღვთაებრივი ოჯახის ცოდნა). შივას წყალობა არ ვრცელდება პაშუს ტიპის ადამიანებზე. კაულა დჰარმაში არსებობს მრავალი სექსუალური პრაქტიკა და რიტუალი, რომელიც იძლევა სიდჰებს (მაგიას) და მუქტის (ხსნას). შუდრა ან დალიტი ანდა პარია, რომელმაც შეიცნო კაულა დჰარმა და გამოაღვიძა შინაგანი შივა ან შინაგანი შაკტი, დგას უფრო მაღლა ვიდრე პაშუ-ბჰავას ბრაჰმანი ან ქშატრია. კაულა უარყოფს კასტებს და ამბობს, რომ არათუ აზრი არ აქვს პაშუ-დჰარმას, არამედ თვით უმაღლესიც კი პაშუ-ბჰავას ბრაჰმანებიდან უფრო დაბლა დგას ვიდრე კაულას მიმდევარი უკასტო ან დაბალი კასტის "მიუკარებელი". ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმეცნებს კაულას სწავლებას და იღვიძებს სულიერად, დგას უფრო მაღლა ვიდრე ვედური გზის მიმდევარი ორთოდოქსი ბრაჰმანი (ან ქშატრია). ქალის იონი (ვაგინა) ესაა წმინდა ფორმა. იონი ესაა შაკტის ნეტარების ფორმა. კაულა ქადაგებს სექსუალურ თავისუფლებას. ის წესები რაც კაულა დჰარმაში არის, ვედური პაშუ-ბჰავას პოზიციიდან აღიქმება, როგორც ანარქიზმი და "სიბინძურე". 59. ჩვენ ვიცით, რომ კასტები ანუ "ჯატი" იგივე ვარნები, ესაა საზარელი ფაშისტური დისკრიმინაცია. რაზეა დაფუძნებული ეს და საიდან მოდის? პასუხი ასეთია: ეს მოდის "მანუ-დჰარმა-შასტრადან" რაც შეთითხნეს ინდუსმა ვედისტმა ბრაჰმანებმა ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ახ.წ. მეორე საუკუნემდე პერიოდში. დაიწყო ამ ტექსტის წერა, როცა ინდოეთში დაეცა ბუდიზმი და გაბატონდა შუნგას ანტიბუდისტური დინასტია. მაშინ ბრაჰმანების გავლენა შესუსტებული იყო და ამიტომაც საჭირო იყო რაღაცის გაკეთება, რაც მოხდა კიდეც. მანუს კანონებში ბრაჰმანებმა დაწერეს, რომ ბრაჰმამ პირიდან შექმნა ბრაჰმანები, ხელებიდან ქშატრიები, თეძოებიდან ვაიშიები, ხოლო ფეხებიდან შუდრები, ყველა სახვა შეიქმნა ფეხთა მტვერისგან. ასეთია ბრაჰმანისტული მეტაფორა და ლეგენდა, რაც სრული აბსურდია. ესაა ეგზოთერული მითი. ბრაჰმანები ამტკიცებდნენ და დღესაც ამბობენ, რომ მხოლოდ ბრაჰმანები, ქშატრიები და ვაიშიები არიან "სუფთა" და "მაღალი" კასტები, ხოლო ყველა სხვა არის "არარაობა" და "ბინძური". ბრაჰმანების ამ სამი კასტის გარდა სხვა კასტების ადამიანებს ადამიანებად არ მიიჩნევენ. არის იერარქიული რეპრესიული სუბორდინაცია. არის შეტაკებები. ტანტრა უარყოფს კასტებს. ტანტრაში ხალხი იყოფა სულიერი ტემპერამენტის მიხედვით 7 საფეხურად: 1) მაჰა-პაშუ-ბჰავა - დიდი ცხოველი, ნარკომანი, ბომჟი და ა.შ. (არარელიგიური) 2) ასურია-ბჰავა - დემონური ეგოისტი და სადისტი (ანტირელიგიური) 3) პაშუ-ბჰავა - ცხოველი, პრიმიტიული ფაშისტური სექსოფობიური დუალისტური რელიგიების მიმდევარი ხალხი (ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა) 4) პაშუ-ვირა - ცხოველურ-გმირული; გარდამავალი ეტაპი, ნახევრად გმირი, რომელმაც თითქმის დაძლია ცხოველური ვნებები და ხდება გმირი (ადვაიტა ვედანტა, შრი ვიდია, ვაჯრაიანა). 5) ვირა-ბჰავა - შაკტისტური ტანტრა (ტანტრიკი ადამიანი, გმირი). 6) ვირა-დივია-ბჰავა - სიდჰანტა, ნახევრად გმირი და ნახევრად ღვთაება. ესაა მაგიზმის დონე. და ბოლოს 7) დივია-ბჰავა - კაულაჩარა. ღვთაებრივი ადამიანი, რომელიც თავისუფალია რელიგიური ფაშიზმისგან, მანუს კანონებისგან და მიწიერი ვნებებისგან. დივია ესაა ლიბერტინისტი ბრძენი. დივია ესაა ბუდა ან ავატარი. დივია ესაა მაჰა-სიდჰი. სექსუალური ლიბერალიზმი და საკრალური ჰედონიზმი იწყება დაკშინაჩარადან. ვამაჩარადან ანუ ვირა-ბჰავადან ძლიერდება დაპირისპირება პაშუ-ბჰავას ორთოდოქსიულ ბრაჰმანიზმთან და დვაიტა-ვედანტასთამ. ბრაჰმანისტები ვერ იტანენ ტანტრისტებს, რადგანაც ტანტრიკები არ ცნობენ მათ წესებს, მაგალითად კასტებს და თავიანთ რიგებში იღებენ ნებისმიერი კასტის ანუ წარმოშობის ადამიანს თუ მას აქვს სულიერი დონე და შესაბამისი პოტენციალი. ტანტრისტულ სანგჰაში ანუ საზოგადოებაში კასტებად დაყოფა არაა. სამაგიეროდ ტანტრიკები ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ ორთოდოქსი ვედისტებისგან, ორთოდოქსი ვაიშნავებისგან და დუალისტი შივაიტებისგან. ტანტრიკები მათ უწოდებენ "პაშუს". ტანტრა დაფუძნებულია ადვაიტაზე, რომელიც ამბობს რომ ბრაჰმანი ანუ ღვთაება ყველაფერშია. პაშუ-ბჰავას მორწმუნეებს ეს არ ესმით. ტანტრიკების თქმით პაშუებს არ აქვთ სწორი ცოდნა, და ამიტომაც მათ არ ეკარებიან. ინდოეთში არის ასობით კასტა. ბრაჰმანების ეგოიზმს საზღვარი არ აქვს. ბრაჰმანებისთვის "ტანტრა" საგინებელი სიტყვაა. ორთოდოქსი ბრაჰმანისტები და ვიშნუიტები ტანტრიკებს ერეტიკოსებს უწოდებენ, თავისმხრივ ტანტრიკები ცდილობენ მათგან შორს იყვნენ. 60. ნატჰა ნიშნავს ბატონს ან მეუფეს. ნატჰების ტრადიცია ესაა შივაიტური ტანტრიზმი, რომელსაც კავშირი აქვს ბუდისტურ ვაჯრაიანასთან. ნატჰების ტრადიციაში არის 84 იოგა-ნატჰი. მათგან მთავარია 9, ხოლო ყველაზე პირველია შივა ადი-ნატჰა. ადინატჰა ესაა ჯიოტი სვარუპა, მატსიენდრანატჰი - მატსიე სვარუპა, გორაკშანატჰი - შივა, გაჯაკანტჰარნატჰი - განეშა, ჩაურანგინატჰი - ჩანდრა, სანტოშნატჰი - ვიშნუ, სატიანატჰი - ბრაჰმა, უდაიანატჰი - პარვატი, აჩალაჩამბჰენატჰი - ანანტაშეშა. ნატჰები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვით "ადეშ" რაც ნიშნავს ღვთაებრივის აღიარებას ადამიანში. ნატჰების მიხედვით სხეულში არის 72 000 ენერგეტიკული არხი. ცხადია არის გარკვეული შეზღუდვები თმასთან და ინიციაციის გადაცემასთან დაკავშირებით. ახლა არ დავაკონკრეტებ. ესაა სიდჰანტას ტრადიცია. 61. წარღვნის შესახებ არსებობს 13 მითი. 4 ევროპიდან, 5 აფრიკიდან, 9 ავსტრალიიდან და ოკეანიიდან, 37 მეზოამერიკიდან. მეცნიერები - სიმონ ვული, სტივენ ლენგდონი და დორმი ამტკიცებდნენ, რომ წარღვნა რეალურად მოხდა. შუმერული მითოლოგიის მიხედვით იყო 2 წარღვნა: 1 დიდი 37 456 წლის წინ და 1 პატარა ლოკალური, 5300 წლის წინ. ლოკალური წარღვნა მოხდა მესოპოტამიის მასშტაბით, რომელიც დაფიქსირდა. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო მთვარის მოახლოებასთან. ბიბლიური მითი კი სინამდვილეში შუმერული თქმულების პლაგიატია და სხვა არაფერი. ბიბლია შუმერულ მითოლოგიაზეა დაფუძნებული. ნაწილობრივ დაფუძნებულია ქანაანურ და ფინიკიურ მითოსზეც. 62. მეცნიერულად დადგენილია, რომ ტიბეტში ადამიანები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ 5000 წლის წინ. ტიბეტური ბონის რელიგიის მიხედვით ტიბეტელები არიან მაიმუნის და დემონესას შთამომავლები. შემდგომში მაიმუნი გახდა ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას სიმბოლო. ძველ პერიოდში ტიბეტს მართავდა იარლუნგის დინასტია. ტიბეტმა განსაკუთრებული ძალა მოიპოვა ახ.წ. 617-650 წელს, როცა მეფობდა სონგცენ გამპო, ტიბეტის 33-ე მეფე. გამპოს დროს ტიბეტში პირველად შევიდა ბუდიზმი. ტიბეტის პირველი მითიური მეფე იყო ნიატი ცენპო. ის იყო ზეციური ღვთაება. ის არ მოკვდა, არამედ ცად ამაღლდა და წავიდა როცა დრო დადგა. მეფე ტრისონგ დეცენის დროს ახ.წ. 755—797 წლებში ბუდიზმი აღორძინდა და მან ახალი ძალით იწყო გავრცელება. მაშინ ტიბეტში მივიდნენ პადმასაბჰავა და შანტირაკშიტა, რომლებიც მეფემ დიდი პატივით მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით, ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარამ მიიღო მაიმუნის ფორმა და შეუღლდა მთის დემონესაზე რათა დაეცხრო მისი ბობოქარი ბუნება. 63. სიტყვა "ქრესტოს" არსებობდა ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე. მის შესახებ წერდნენ ჰეროდოტე, ესქილე და სხვა ბერძენი კლასიკოსები. ესქილე ახსენებდა თავის მისტიკურ ტექსტებში "პითო-ქრესტოს"-ს ანუ პითიურ ღმერთს, რომელზეც საუბრობდნენ პითიელი ორაკულები. არსებობდა ასევე სიტყვა "ქრესტერიონ" ანუ "მსხვერპლი ორაკულისთვის" ან "ორაკულის ადგილი". "ქრისტირიოს" ესაა ადამიანი, რომელიც ორაკულის სამსახურზეა. ფილონ ალექსანდრიელი საუბრობს "ღმერთად გამოცხადებულზე" ანუ "ფეოქრისტოს". გრამატიკული ფესვი "ხრივ" ან "ქრივ" ნიშნავს "ცხებას". "ქრესტოს" ნიშნავს კეთილ ადამიანს და ამას ადასტურებს პლატონი. "ქრიზო" ნიშნავს "მირონ ცხებულს". ტეილორი აცხადებს, რომ ძველ ბერძნებში "ქრისტოს" ნიშნავდა უბრალოდ კეთილ ადამიანს. ძველ საბერძნეთში არსებობდა კიდეც ქალაქი "ქრიზა" (ხრიზა) რომელიც დაარსდა აპოლონისა და დედოფალი იონას ქალიშვილის - კრეუსას მოსაგონებლად. როცა უფალი იანუსი დედამ მიაგდო გამოქვაბულში, შემდეგ ის გახდა "ქრესტერიონ" ანუ წმინდა მსხვერპლი". იანუსი იყო აპოლონის ძე. აქედან მოდის სიტყვა იასონ და იასის რაც ნიშნავს წამალს. იასის-იდან წარმოიშვა სახელი იესო (იეშუა). არქაულ ფორმაში იესო ესაა იაზო ან იეზო. ელინურ ეზოტერიზმში იყო ასეთი ფრაზა: "იაზოს ძე, ქრესტოს (მსახური), ღმერთის ძისა, ჯვრისგან მხსნელი." პარნასის ძირში აგებულ ქალაქში იყო მისტიკური ქრესტოს... ქრესტოს ერქვა ნეოფიტს რომელიც ნეოფიტობის მეთვრამეტე წელს მოკვდა, მაგრამ გადალახა მრავალი საშინელება ტეურგიის გზაზე და გახდა გმირი. ამასთან დაკავშირებით დოქტორი კლარკის მიერ ნაპოვნ ელინურ დოკუმენტში ეწერა: ХРHСTOС ПРWTOY ФEССAЛOС ЛAРIССAIOС ПEЛAСГIOTHС ETWN IH რუსულად - "Хрестос, первый, фессалоникиец из Лариссы, пеласгийский восемнадцатилетний герой" ქრესტოს ეწოდებოდათ იანუსს და მისტიკურ იეროფანტებს. ქრისტოს ნიშნავდა არა მხოლოდ კეთილ ადამიანს, არამედ ეს იყო დელფოს სამისნოს ღმერთი აპოლონის სახელი-ეპითეტიც. მოკლედ; ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ბევრმა ეს ყველაფერი არც კი იცის. ელინი ნეოფიტები იმეორებდნენ იანუსის მისტიკურ გზას ტეურგიულად. 64. 7500 წლის წინ ინდის ხეობაში ჩაისახა დრავიდების ანუ ჰარაპას ცივილიზაცია. შუმერები მას უწოდებდნენ "მელუხხა". 3300 წლის წინ მათი ცივილიზაცია მოსპეს ინდო-არიელებმა. ზოგი ვერსიით დრავიდებს ჰქონდათ შივაიტური რელიგია, ხოლო სხვა ვერსიით ეს იყო ვედიზმი, კერძოდ კი რუდრების და იოგინების კულტი. დაფიქსირებულია ფალოსის და ვაგინის კულტი. დრავიდებს ჰქონდათ განვითარებული ინფრა-სტრუქტურა და მაღალი დონის განათლება. 65. ელინური მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად გაჩნდნენ ტიტანები. ზევსმა ისინი დაამარცხა (იხ. ტიტანომახია). შემდეგ გეამ შვა გიგანტები. ოლიმპოელებმა ისინიც დაამარცხეს (იხ. გიგანტომახია). შემდეგ გაჩნდნენ გოლიათები. ისინიც განადგურდნენ. მათ შესახებ მითები არის მთელი მსოფლიოს ხალხების მითოლოგიაში. ინდუიზმის მიხედვით სატია-იუგაში ადამიანები იყვნენ 2000 მეტრი სიმაღლის ტიტანები, ტრეტა-იუგას დროს ადამიანები იყვნენ 200 მეტრი სიმაღლის გიგანტები, ხოლო დვაპარა-იუგას დროს გაჩნდნენ უფრო დაბალი რანგის არსებები - 20 მეტრი სიმაღლის გოლიათები. კალი-იუგაშიც იყვნენ შემორჩენილი გიგანტები და გოლიათები. ბიბლიაში მათ ეწოდებათ რეფაიმები და ნეფელიმები. ნეფელიმები არიან ბენ-ელოჰიმების და ადამიანების შვილები. ეს მოხდა დაახლოებით 400 000 წლის წინ. რეფაიმები არიან ნეფელიმების შთამომავლები. გერმანულ მითოლოგიაში ყველაზე ცნობილია გოლიათებია: ბელგელმირი, ბესტლა, იმირი, ტრუდგელმირი და ბიოლტორნი. ბესტლა ესაა ასების დედა და ბიორის ცოლი. ნეფელიმების არსებობა სჯეროდათ ფილონ ალექსანდრიელს და იოსებ ფლავიუსს. გოლიათების ერთ-ერთ რასას ერქვა ასევე "გიბორიმ". გიგანტებს სძულდათ ზევსი, რომელმაც მათი უფროსი ძმები და დები - ტიტანები, ჩაყარა ტარტაროსში. გნოსტიციზმში ზევსი და იეჰოვა პარტნიორები არიან... ზევსის ანალოგია ინდური (ვედური) ინდრა, რომელმაც მერუს მთიდან გადააგდო ოკეანის სიღრმეში მეამბოხე ტიტანები და გიგანტები - ასურები. ? რა ხდება? ნუთუ ყველა რელიგიას და მითოლოგიას ერთი საფუძველი აქვს? პარალელები და ანალოგიები მათ შორის აშკარაა. 66. დაოსიზმი შექმნა ჩინელმა ღმერთკაცმა ლაო-ძიმ, რომელიც იშვა მშვენიერი ქალწულისგან, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ვარსკლავისგან დაორსულდა. ლაო-ძი ცხოვრობდა ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. ლაო-ძის ოპონენტი იყო კონსერვატორი კონფუცი. დაოსები ადრე ამტკიცებდნენ, რომ ბუდა და ლაო-ძი ერთი და იგივე პერსონაჟია ან რომ ლაო-ძი წავიდა ინდოეთში და იქაური ბუდისტები დაოსიზმზე მოაქცია. ეს წერია დაოსურ ტექსტში "ჰუაჰუძინ". ზოგიერთი ბუდისტები ამტკიცებდნენ, რომ ლაო-ძი და კონფუცი იყვნენ ბოდჰისატვები და გაუტამა ბუდას მოწაფეები. ამტკიცებდნენ რომ დაოსური ღვთაებები, მათ შორის ნიუი-ვაც იყვნენ ბუდები და ბოდჰისატვები. დაოსები ამტკიცებენ, რომ ლაო-ძიმ შექმნა ბუდიზმი და ამიტომაც ბუდიზმი დაოსიზმის განშტოებაა. ბევრი დღესაც ამ აზრზეა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ხუბილაი ხანმა (ახ.წ.XIII-ე ს.) ბუდისტების მხარე დაიჭირა და შეავიწროვა დაოსები. დაოსური ღვთაებები იყოფიან ორ ნაწილად: 1) წინარე-ზეციურნი ანუ ცამდე არსებულნი და 2) ცის შემდეგ არსებულნი. პირველები არიან სტიქიური სულები, ხოლო მეორენი ყოფილი ადამიანები და უმცროსი ღვთაებები. უზენაესი დაოსური ღვთაებაა - "ხუან იუან ხუან დი" (თავდაპირველი ქაოსის იმპერატორი). შემდეგ მოდის "სან ცინი" ანუ სამი სუფთა ღვთაება, რომლებიც მისი ემანაციები არიან, ესენია: იუანში ტიანცზუნი (თავდაპირველი მეუფე), იუი ხუან ტიანცზუნი (ნეფრიტის პატივცემული ციური იმპერატორი) და ტაი შან ლაო ცზიუნიუ (უმაღლესი ძველი მეუფე). შემდეგ მოდიან იუი-დი და სივანმუ. სივანმუ ცხოვრობს კუნლუნის მისტიკურ მთაზე. ნექტარის მომწოდებელი ქალღმერთი დოუ მუ და ა.შ. იუი-დის ემორჩილება ვარსკვლავთა 7 მეუფე. შემდეგ მოდის სამხრეთი ვარსკვლავების 6 ღვთაება ანუ "ნან-დოუ ლიუ სინ ვან". ყველაზე პოპოლარულია ე.წ. "რვა უკვდავი". ესენია დაოსური ღვთაებები, რომლებიც ადრე იყვნენ ადამიანები და გახდნენ უკვდავები. დაოსიზმში ათასობით ღვთაებაა. აღსანიშნავია სამი რამ: 1) დაოსიზმი ინდური ტანტრას მიხედვით (საპტაჩარას დოგმატის მიხედვით) არის პაშუ-ბჰავას ტიპის რელიგია და იმყოფება ვედაჩარას საფეხურზე, იმიტომ რომ არის პოლითეისტური რელიგია. 2) დაოსიზმის ღმერთები იშვნენ პირველყოფილი ქაოსისგან, რომლის სახელია - ხუან იუან ხუან დი. 3) ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი დაოსურ ხუან იუან ხუან დის და გნოსტიკურ იალდაბაოთს შორის. იალდაბაოთი ქაოსის ავატარია, ისევე როგორც ხუან იუან ხუან დი. ხუან იუან ხუან დის ანალოგია ეგვიპტური ნუნი, ელინური ქაოსი, შუმერული აპსუ და ფინიკიური ელი, ასევე გავიხსენოთ სლავური უდგარდი და გერმანული გინუნგაგაპი. გავიხსენოთ ასევე შინტოისტური "ჰიტორიგამი" და მისი ყველაზე პირველი სტიქიური ღვთაება - "ამე-ნო-მინაკანუში-ნო-კამი". რა გამოდის? ჩინური და იაპონური ღმერთები იშვნენ ქაოსისგან და არიან არქონტები ან მათ მიერ შექმნილი სტიქიონური სულები? ქაშმირულ შივაიზმში დაოსური და შინტოისტური ღმერთების სამეფო ესაა მესამე იერარქია ე.ი. მესამე სამყარო - აშუდჰა ტატვა, გნოსტიკურ სწავლებაში ესაა ქაოსიდან შობილი კენომა, ხოლო ბუდიზმში ესაა კამა-ლოკა. შეგვიძლია ერთმანეთთან გავაიგივოთ კამა-ლოკას უზენაესი ღვთაება მარა დევარაჯა, იაპონური ამე ნო მინაკანუში ნო კამი და დაოსური ხუან იუან ხუან დი + ნუნი, ელი, აპსუ და ქაოსი. 67. ჩინური მითოლოგიის მიხედვით ჩინეთის ისტორია დაიწყო ზუსტად 5000 წლის წინ, როცა მეფობდა სამი დიადი მეუფე და ხუთი იმპერატორი. სამი მეუფეა: 1) ტაიჰაო 2) იან დი 3) ჰუან დი (მზის უფალი, რომელსაც ჰყავდა დრაკონი კუნლუნი), ხუთი იმპერატორია: 1) შაო ჰაო 2) ჩჟუან სიუი 3) დი კუ 4) იაო და 5) შუნი. ტაიჰაო გამეფდა ძვ.წ. 2852 წელს. ძვ.წ. მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩნდა შანის დინასტია. შანიდან უკვე იწყება ჩინეთის ისტორიული პერიოდი. მეცნიერები არ ცნობენ სამ მეუფეს და ხუთ იმპერატორს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ისტორიული წყაროები არსებობს. 68. ბიბლიის მიხედვით ძვ.წ. XIII-ე საუკუნეში მოსემ გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან და... მას მერე რაც ისინი 40 წელი იცდიდნენ უდაბნოში, რათა გაზრდილიყო მათი არმიის რაოდენობა, ებრაელები შეესივნენ ქანაანის და ძველი იორდანიის ხალხებს, დახოცეს ისინი და დაისაკუთრეს მათი მიწა. მოგწონთ? ეგ იგივეა რუსეთის არმია რომ შემოვიდეს საქართველოში, დახოცოს ყველა ქართველი და დაიკავოს ქართული მიწა. თქვენი აზრით ქანაანელებს და იორდანიელებს რა ემოციები ექნებოდათ? ბიბლია გვეუბნება რომ ებრაელებმა 99% დახოცეს, ხოლო პატარა გოგონები მონებად დაიტოვეს... :( სხვათაშორის, ბიბლიის მიხედვით ძვ.წ. მეათე საუკუნეში ისრაელს მართავდა სოლომონ მეფე... მაგრამ ბიბლიის გარდა სოლომონის შესახებ სხვაგან არსად არაა ინფორმაცია! არ არსებობს არანაირი ისტორიული წყარო სადაც წერია რომ სოლომონი რეალურად იყო! სოლომონის შემდეგ თურმე ისრაელი დაიშალა 12 ტომად. ათი ტომი წავიდა ჩრდილოეთში და მათ დაერქვათ სამარიელები. არსებობს ვერსია, რომ სამარიელები არიან ბაბილონიის ქალაქ კუტაიდან ჩრდილო ქანაანში გადასახლებული მიდიური ტომები. მაშინ ვინღა არიან ებრაელები? ვინ არიან იუდას და ბენიამინის ტომები? ეზდრა და ნეემია ამბობდნენ, რომ ებრაელები ბაბილონელებმა დაატყვევეს მეექვსე საუკუნეში... ხოლო შემდეგ (516 წელს) კიროს მეორემ ისინი ისრაელში დააბრუნა. ბოდიში მაგრამ ეს რეალურად როდის მოხდა? ზოგიერთები იმასაც ვარაუდობენ, რომ იაპონელები ისრაელის სამარიული ტომების შთამომავლები არიან... :) მაგალითად ამ აზრზეა იაპონელი იკურო ტეშიმა - ახალი იაპონური ქრისტიანული მოძრაობის "მაკუიას" ლიდერი და დამფუძნებელი. ამ იდეას იზიარებს ებრაელი მეცნიერი იოსებ აიდელბერგი. ვამბობ მთავარს: ბიბლიური აბრაამის და მოსეს შესახებ არავითარი ისტორიული მეცნიერული მტკიცებულება და რეალისტური ცნობა არ არსებობს! მეტიც! მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აბრაამის და ე.წ. პატრიარქების შესახებ მითების და ლეგენდების ჩაწერა მოხდა ძვ.წ. IX-ე საუკუნის შემდგომ პერიოდში!!! ბიბლიური კრიტიკის და ბიბლიური მინიმალიზმის მიხედვით ძვ.წ. მეხუთე საუკუნემდე პერიოდის შესახებ რაც წერია ბიბლიაში, ყველაფერი გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება. მართლაც მეცნიერებმა დაადგინეს მხოლოდ ერთი რამ, რომ რა ხდებოდა ძვ.წ. მეხუთე საუკუნემდე რეალურად არ ვიცით და შესაბამისად არც ის ვიცით თუ საიდან გამოიჩეკა ებრაელი ეთნოსი! 69. მაგიზმი ბუდისტური ვაჯრაიანას და მაჰაიანას განუყოფელი ნაწილია. ასევეა შივაიზმშიც და შაკტიზმშიც. ისლამში მაგია ითვლება ცოდვად და ეწოდება "სიჰრომ". ცხადია რატომაც, იმიტომ რომ მაგია ადამიანს აძლევს ღმერთის ძალას და ადამიანი აღარაა ალლაჰის მონა. ის ხდება ძლიერი, ეს კი ალლაჰს არ აწყობს. ალლაჰს სურს მონები, სუსტი მონები. ბუდიზმში ნათქვამია რომ როცა ადეპტი აღწევს მეოთხე დჰიანას ის იღებს სიდჰებს ანუ აბჰინიანიას (მაგიურ ძალებს), ესენია: 1) ღვთაებრივი სმენა 2) ღვთაებრივი მხედველობა 3) საკუთარი და სხვისი წარსული ინკარნაციების დანახვის უნარი 4) ტელეპატია 5) სასწაულების მოხდენის უნარი (რიდდჰი) 6) ლევიტაცია 7) სხეულის ზომის ცვლილება 8) დროის და სივრცის შეცვლა 9) წყალზე სიარული 10) ტელეპორტაცია 11) ობიექტებში გავლა 12) უხილავობა 13) ნათელმხილველობა 14) მზესთან და მთვარესთან შეხების უნარი 70. ნირვანას ვინც მიაღწევს, იმას უფრო მეტი შეუძლია. ვაჯრაიანას და მაჰაიანას მორალური კოდექსის მიხედვით ბუდისტი მოგვი ვალდებულია დაიცვას ბუდისტური ეთიკური წესები, არ მიეჯაჭვოს მაგიას, არ დაისახოს ცხოვრების მიზნად მაგიური ძალაუფლების მოპოვება და თუ მაინც მიიღებს ტანტრისტული პრაქტიკით მაგიას, გამოიყენოს იგი მხოლოდ ცოცხალ არსებათა დასახმარებლად ან ბუდას დჰარმის დასაცავად, რაც ხშირად ერთი და იგივეა. ბუდისტ მოგვს ეძლევა უფლება იბრძოლოს ბუდას დჰარმის მტრების წინააღმდეგ. მაგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხალხის დასახმარებლად ან დჰარმის შეცნობის პროცესის დაჩქარებისთვის. ათეისტურ მეცნიერებაში (ფსიქიატრიაში) მაგიის რწმენა ითვლება შიზოფრენიის ერთ-ერთ ფორმად და ეწოდება "მაგიფრენია" ან "მაგიფრენიული სინდრომი". ამ აზრს იცავს ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სამეცნიერო ფონდი. 71. ძველ სემიტებს სჯეროდათ რომ ქაოსიდან იშვა ორი ღმერთი: ელი და მისი ცოლი აშერა. მამა ელმა და დედა აშერამ შვეს 70 შვილი, მათ შორის სალიმი და ბაალი და შვილებთან ერთად შექმნეს 72 ცა და 72 ერი. სემიტებს და არა მხოლოდ მათ, სჯეროდათ, რომ ქალაქები დაარსეს ღმერთებმა. ესაა ბაალ-ბეკის ნანგრევები. ბაალ-ბეკი ნიშნავს ბაალის დაარსებულს. სალიმმა დაარსა იერუ სალიმი, რომლის მეფე იყო მელქისედეკი, რომელმაც აკურთხა აბრაამი. აბრაამის უფალი ესაა სალიმი, ძე ელისა და აშერასი. სალიმს ჰყავდა "სატან" ანუ მტერი - შაჰარი, რომელმაც შვა ძე - ჰეილეილ (მანათობელი) იგივე ლუციფეროსი. სალიმი დაუპირისპირდა ყველა სხვა ღმერთს (თავის ძმებს და დებს). ყველა სხვა ღმერთი სალიმისთვის ანუ იაჰვესთვის არის "სატან" ანუ მტერი. ბაალიც არის "სატან". ბაალ-ბეკი საბოლოოდ დაცარიალდა და დაინგრა ახ.წ. მეთვრამეტე საუკუნეში. 72. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა მოგვების რელიგია, რომლის მიმდევრები ეთაყვანებოდნენ ინდუისტურ დევებს. მაშინ ირანში გაბატონებული იყო მიდიელთა დინასტია. 550 წელს მიდიელთა ბატონობა დაემხო და გაბატონდნენ აქამენიდები. აქამენიდებმა დაიწყეს მოგვების და დევების წინააღმდეგ ბრძოლა. ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში იმპერატორმა ქსერქსე პირველმა საბოლოოდ მოსპო მოგვების რელიგია ანუ დევების მაგიზმი, რაც ინდუისტური შაივა-სიდჰანტას ანალოგიური იყო. მაგიზმი ესაა სიდჰანტა. ქსერქსემ გაავრცელა აჰურა-მაზდას კულტი და გაანადგურა დევების კულტი. მაზდეანობის დამფუძნებელი იყო ზოროასტრი ანუ ზარატუსტრა. ამიტომაც მაზდეანობას ასევე ეწოდება ზოროასტრიზმი. ძველ ირანში იგივე მოხდა რაც რომის იმპერიაში. ეს უცნაურია. დუალისტურმა პურიტანულმა რელიგიებმა თანდათან განდევნეს და მოსპეს ოკულტური მაგიზმი. მოგვების რელიგიაც, ტანტრაც და გნოსტიციზმიც ზეადამიანური რელიგიებია, რომლებსაც დაუპირისპირდნენ პაშუ-დჰარმას მიმდევარი რელიგიური ფაშისტები (დვაიტას მიმდევრები). 73. მსოფლიოს ყველა ხალხის მითოლოგიაში არის თქმულება და იდეა იმის შესახებ, რომ "იქ, სადღაც შორს" არსებობს "ნეტართა კუნძული" ანუ "სუფთა და ნათელი მიწა", სადაც ცხოვრობენ ღმერთები და ნეტარი ადამიანები. შუმერულ მითოლოგიაში მას ეწოდება "დილმუნი", ელინურ მითოსში ესაა "ელიზიუმი", კელტურ მითოლოგიაში ესაა "ავალონი", დაოსურ მითოსში ესაა "36 ზეციური გამოქვაბული და 72 ბედნიერი ქვეყანა", არაბულ წყაროებში ამას ეწოდება "ჯაზა'ირუ-ლ-ჰალიდატ" ან "ჯაზა'ირუ-ას-სუადა", რუსულ მითოლოგიაში ესაა "ბუიანი", იაპონურ მითოსში ესაა "მარადიული ახალგაზრდობის კუნძული და უკვდავების მთები – ფუზანო-ო", სადაც სახლობენ ნეტარი სულები. 74. ბუდიზმის მიხედვით ყველა ცოცხალი არსება უსაწყისოა. ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია კარმა. კარმა უსაწყისოა. კარმა გააჩნიათ თვით ღმერთებსაც კი. კარმა არ გააჩნიათ მხოლოდ ბუდებს, ბოდჰისატვებს, არჰატებს, იიდამებს, დაკინის და დჰარმაპალებს. არის კარმა, არის ავიდია (უმეცრება) და არის მაია (ილუზია), ასევე არის პროექციის ენერგია (ვიკშიპა-შაკტი). კარმა ქმნის სამყაროებს. თუ კარმა ქმნის სამყაროებს და კარმა გაგვაჩნია ყველას, ბუდების, ბოდჰისატვების, არჰატების, იიდამების, დაკინის და დჰარმაპალების გარდა... მაშინ გამოდის რომ ჩვენ ყველანი დემიურგები (შემოქმედები) ვართ და კარმა ესაა შემოქმედებითი ენერგია, ისევე როგორც მაია, ავიდია და ვიკშიპა. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ღმერთებიც შემოქმედები არიან. ისინი ხომ საკუთარი კარმული ენერგიით ქმნიან თავიანთ სამყაროებს? ჩვენ ვქმნით სამყაროებს. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბუდიზმშიც, ქაშმირულ შივაიზმშიც და გნოსტიციზმშიც სამყაროული ყოფიერება იყოფა სამ ნაწილად, სამ იერარქიად. ქაშმირული შივაიზმის შუდჰა-ტატვა – ბუდისტური არუპა-ლოკა – გნოსტიკური პლერომა (იგივე პირველი ძეობა ბასილიდესთან) ერთი და იგივეა. ასევე ქაშმირული შივაიზმის შუდჰა-აშუდჰა-ტატვა – ბუდისტური რუპა-ლოკა – გნოსტიკური კერასმოსი, ერთია. ქაშმირული შივაიზმის აშუდჰა-ტატვა = ბუდისტური კამა-ლოკა = გნოსტიკური ჰილე + კენომა. ესაა სამი იერარქია. ადამიანები, ღმერთები, დემონები, ცხოველები და ა.შ. საკუთარი ავიდიასგან და კარმისგან ქმნიან სამყაროებს. არქონტებიც კარმის მონები არიან. ჯოჯოხეთი შექმნილია ნეგატიური კარმისგან, ხოლო სამოთხე – დადებითი კარმისგან. ბუდების სუფთა მიწაზე (ბუდჰა-კშეტრაზე) კარმა არ არსებობს. ეგაა უმაღლესი პლერომა სადაც ყოფიერება ნეტარებაში მარადიულია. ადი-ბუდები შუნიას მანიფესტაციებია, ხოლო დჰიანა-ბუდები ადი-ბუდების მანიფესტაციები. თავისმხრივ დჰიანა-ბუდებსაც ჰყავთ მანიფესტაციები და ემანაციები, როგორც ამას ამბობენ სუტრები, ტანტრები და ანუტარა-ტანტრები. ბუდას ბუნება არის ყველა არსებაში. ბუდა ვლინდება სამივე სამყაროში; სულიერში, ასტრალურში და ფიზიკურში. 75. ძველ ვედურ რელიგიაში ასურები ეწოდებათ ინდრას, ვარუნას და სხვა ღმერთებს. ასუ ნიშნავს სიცოცხლის სუნთქვას. მოგვიანებით ასურები ეწოდათ დაცემულ ღმერთებს. ასურების სამყაროს ეწოდება ასურა-ლოკა. ასურებს ჰყავთ რამდენიმე ლიდერი. ასურების თავადებს ეწოდებათ "ასურენდრა" ან "ასურინდა". აი ზოგიერთი მათგანის სახელები: დანავეგჰასა, კალანანჯაკი, ასურების მთავარი ლიდერებია: ვემაჩიტრინი, რაჰუ და პაჰარადა. ბუდისტურ რელიგიაში ასურები ითვლებიან მრისხანებისა და პათოლოგიური აგრესიის მდგომარეობაში მყოფ გადაგვარებული ცნობიერების მქონე სულიერ არსებებად. ბუდისტური მითოსის მიხედვით ასურები ადრე სვარგა-ლოკაში სხვა ღმერთებთან ერთად ცხოვრობდნენ. ერთხელაც როცა ინდრა გამეფდა სვარგა-ლოკაში მათ დალიეს ღვინო, რომლის დალევაც ინდრამ აუკრძალა სხვა ღმერთებს, რადგანაც ეს ძალიან ძლიერი სასმელი იყო. ასურები იმდენად დათვრნენ, რომ ინდრას ვერ შეეწინააღმდეგნენ და ინდრამ ისინი სვარგადან ძირს ისროლა. ასურებმა სცადეს დაბრუნება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასევე არის კიდევ ერთი ლეგენდა: როცა ღმერთები ამღვრევდნენ კოსმიურ ოკეანეს, ოკეანიდან გაჩნდა ღვინის ქალღმერთი – ვარუნი, რომელიც ბუდიზმში ვაჯრა-ვარახის ავატარად ითვლება. ინდრას მიმდევრებმა მიიღეს ვარუნის საჩუქარი – სურა (ნექტარი), ხოლო სხვებმა არ მიიღეს და მათ დაერქვათ ა-სურები. მიუხედავად ყველაფრისა, დევებსა და ასურებს შორის მშვიდობიანი კონტაქტებიც იყო. ერთხელ ინდრას და ასურენდრა ვემაჩიტრინის ქალიშვილს – სუჯას, შეუყვარდათ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ მამას სურდა რომ სუჯას ქმრად აერჩია რომელიმე ასურა, სუჯამ მაინც ინდრა აირჩია სვაიამვარაზე. სვაიამვარა ესაა რიტუალი როცა გოგო ირჩევს ქმარს. სუჯა და ინდრა დაქორწინდნენ. 76. გნოსტიკური ქრისტიანობა გვეუბნება: არსებობს სამი სამყარო; 1) კენომა – არარაობა ანუ ჩვენი უმდაბლესი სამყარო, 2) კერასმოსი – "ნარევი" ანუ საზღვარი იგივე "ჯვარი" და 3) პლერომა – სისავსე, ღვთაებრივი ეონების სამეფო. უზენაესმა მამამ და უზენაესმა დედამ ანუ პირველ-ეონებმა შვეს 33 ეონი, მათ შორის ეონი პარტნიორის გარეშე – პისტის-სოფია. პისტის-სოფიამ შვა ახამოტი, ახამოტმა ქაოსში შვა ქაოსის პროტო-არქონტი – იალდაბაოთი იგივე ლალდაბაოთი. იალდა-ბაოთი იშიფრება როგორც: "ქაოსში შობილი დემონური ყრმა". ასე განმარტა ეს ელენა ბლავატსკაიამ. ბლავატსკაიას "საიდუმლო დოქტრინაში" და გნოსტიკურ აპოკრიფებში დეტალურადაა განხილული იალდა-ბაოთის პერსონა. იალდაბაოთი იგივე ილდაბაოთი იგივე ელდაბაოთი ესაა ძველი სემიტური "ღვთაება". დასავლეთის სემიტებს ჰქონდათ პოლითეისტური რელიგია და ჰყავდათ 72 "ღმერთი". ამ 72 "ღვთაებიდან" უზენაესი იყო ელი იგივე ილუ იგივე ელ-იონი, რომელსაც ჰყავდა ცოლი – აშერა-ასირათი. მათ შვეს 70 "ღვთაება" და შექმნეს 72 ცა. გნოსტიციზმში ისინი ითვლებიან ბოროტ ეონებად და კენომას ანუ არყოფნის სამეფოს თავადებად ანუ არქონტებად. გნოსტიკოსები ქაოსიდან შობილ "ღმერთებს" მატერიის დემონებს უწოდებდნენ. ახლა ყველაზე მთავარი: იალდაბაოთი მოდის არამეულ-ფინიკიური სახელიდან "იაღ-ელ-დაბაფ" რაც ნიშნავს "ზე-ცის უფალს" ან "უფალი ღმერთი მამათა". საუბარია სემიტების მამებზე ანუ პატრიარქებზე. იაჰ-ელ-დაბაფ იგივე იაღ-ელ-დაბაფ გნოსტიკური გაგებით არის უზენაესი ბოროტი ანგელოზი, პროტო-არქონტი, რომელიც იყო უმეცარი და არ იცოდა უფრო მაღლა მდებარე სამეფოების შესახებ და თავი ერთადერთ და უზენაეს ღმერთად მიაჩნდა. ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ ახამოტმა და ქრისტემ არ ჩასძახეს ქაოსში რომ ის ცდებოდა, იაჰ-ელ-დაბაფი ძლიერ გაბრაზდა და დაიწყო დედამიწელი ადამიანებისთვის ტყუილების ლაპარაკი, რათა დაემალა ცოდნა იმაზე, რომ ის არაა უზენაესი და ჭეშმარიტი ღმერთი. ზოგიერთი ეზოთერიკები იაღ-ელ-დაბაფს ადარებენ შუმერულ აპსუს და აშერას შუმერულ ანალოგს - ტიამატს. აპსუმ და ტიამატმა შვეს: ლაჰმუ და ლაჰამუ, ანშარი და ქიშარი, ანუ და ანუმ შვა სხვა ანუნაქები, მათ შორის ენ-ლილი ანუ ჰაერის ბატონი, რომელიც ბიბლიური "უფლის" შუმერული პროტოტიპია. გნოსტიკოსები ამბობდნენ რომ არსებობს 7 არქონტი: იალდაბაოთი, ელი, საბაოთი, იაჰვე, ასტაფეი, ორეი და ადონაი. ეს ბოროტი ეონები მართავენ ჩვენს მზის სისტემას და უმალავენ ადამიანებს ცოდნას პლერომას და კერასმოსის შესახებ. სხვათაშორის ელინური და იაპონური "ღმერთებიც" ქაოსიდან არიან შობილნი და არ იციან რომ არის რაღაც რაც ქაოსზე მაღლა დგას. გნოსტიკური პლერომა ესაა 33 ღვთაებრივი ეონის უზენაესი სამეფო. არქონტები ასტრალურ საბაჟოთა გამოყენებით ხელს უშლიან ადამიანურ სულებს პლერომაში ასვლაში. 77. ადამიანს გააჩნია ეთერული სხეული, რომელიც შედგება 14 ენერგიისგან, ესენია: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა, სამანა, ნაგა, კურმა, კრიკარა, დევადატტა, დჰანანჯაია, ვაირამბჰანა, სტჰანამუკჰია, პრადოტა და პრაკრიტა. ეს ათი ენერგია დაკავშირებულია სექსუალურ ენერგიასთან, კუნდალინი-შაკტისთან. როცა შენ ახშობ კუნდალინის, შენ ანგრევ პრანა-შაკტის. ასურასების მიზანია ადამიანის პრანას დანგრევა და მოპარვა. ისინი არიან პარაზიტები, რომლებიც ანგრევენ ადამიანურ კუნდალინის და პრანას და იწოვენ ადამიანურ ენერგიას. პრანა-შაკტის განვითარება ხდება მხოლოდ ტანტრიზმში. ამისთვის კამას და კუნდალინის უარყოფა სულაც არაა საჭირო. 78. შაკტიზმში უზენაეს ღვთაებად ითვლება დევი-ბჰაგავატი ანუ შაკტი. შაკტის გააჩნია მრავალი იპოსტასი. არსებობს ათი მაჰავიდია: 1) ტრიპურა-სუნდარი 2) ბჰუვანეშვარი 3) ტრიპურა-ბჰაირავი 4) ჩჰინამასტა 5) ბაგალამუკჰი 6) კალი 7) მატანგი 8) კამალა და 9) ტარა. დაშა-მაჰავიდია ესაა დედაღმერთის კაუზალური სხეული. ესაა იგივე ბუდისტური დჰარმა-კაი. არსებობს 7 ლაკშმი: 1) დჰანა-ლაკშმი 2) ვეერა-ლაკშმი 3) გაჯა-ლაკშმი 4) დჰანია-ლაკშმი 5) სანტჰანა-ლაკშმი 6) ვიჯაია-ლაკშმი და 7) აიშვარია-ლაკშმი. არსებობს ცხრა კალი: 1) მაჰა-კალი 2) ნიტია-კალი 3) რაკშა-კალი 4) შიიამა-კალი 5) შმაშანა-კალი 6) დჰანა-კალი 7) კალა-კალი 8) კამა-კალა-კალი და 9) ბჰადრა-კალი. სიდჰების კოსმოლოგიაში ოთხი უზენაესი სამყაროა: შივა-ლოკა, სიდჰა-ლოკა, კულა-ლოკა და შაკტი-ლოკა. შაკტი-ლოკა ესაა სამყარო, სადაც ცხოვრობენ უზენაესი ქალღმერთები. პრაქტიკულად ესაა კალი-ლოკა. ბუდიზმში კალი ითვლება დჰარმა-პალა მაჰა-კალას სულიერ მეუღლედ. მაჰაკალა და კალი იგივე შრი-დევი არიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას მრისხანე მანიფესტაციები. დურგას ჰყავს ცხრა იპოსტასი, ესენია: კატიიანი, კუშმანდა, სიდჰი-დატრი, ჩამუნდა, ჩანდიკა, ჩანდრაგჰანტა, ვინდჰეშვარი, სანტოში-მა და მარიამანი. 79. ელინური და ინდური მეტაფიზიკის ადეპტები ფლობდნენ ცოდნას სუბ-ატომების და ატომების შესახებ. კვანტური ფიზიკის საფუძვლები არის ელინურ მეტაფიზიკაშიც და ინდურ მეტაფიზიკაშიც. "ნიაიას" და "ვაიშეშიკას" ინდური მეტაფიზიკა აღიარებდა ელემენტარული ნაწილაკების არსებობას და მიიჩნევდა, რომ იშვარა ანუ უფალი მატერიას კარმული ენერგიის მეშვეობით მართავს. ელინურ მეტაფიზიკაში სუბ-ატომებს ეწოდებათ "ამერები" ხოლო ატომებს ეწოდებათ... ატომები. ინდურ მეტაფიზიკაში ატომს ეწოდება "პარამა-ანუ" ხოლო სუბ-ატომს ეწოდება "ანუ". მატერიის ნაწილაკები ესაა შივას შაკტის ერთ-ერთი ფორმა – აპარა-შაკტი.