შორეულ წარსულში მსოფლიოს მართავდნენ ტიტანები. მსოფლიოს მართავდა ორი ტიტანი: ტიტანი ურანოსი - ცის ღმერთი და ტიტანიდა გეა - მიწის ქალღმერთი. ურანოსი და გეა იყვნენ ცოლ-ქმარი და და-ძმა. ისინი იყვნენ ტყუპები. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ სექსი. ურანოსს და გეას გაუჩნდათ შვილები, მათ შორის - კრონოსი - დროის ღმერთი. მაგრამ ურანოსი გაბოროტდა და დაიწყო გეას ჩაგვრა, ურანოსი გეას საშვილოსნოში აბრუნებდა გაჩენილ შვილებს, რითიც საშინლად აწამებდა გეას, რადგანაც არსებობდა წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ურანოსს დაამარცხებდა და ძალაუფლებას წაართმევდა მისი ერთ-ერთი შვილი. მაგრამ ერთხელაც გეამ მოიფიქრა განთავისუფლების გეგმა, მიწის სიღრმეში ჩუმად გააჩინა და დამალა შვილი - კრონოსი. გეამ კრონოსს მისცა ჯადოსნური ნამგალი და გააგზავნა ურანოსთან, როცა გეა და ურანოსი სექსით იყვნენ დაკავებულნი, გეას დარიგებით კრონოსმა ნამგლით წააჭრა ფალოსი ურანოსს და გადააქცია საჭურისად. კრონოსი გახდა ტიტანების მეფე. ურანოსის ფალოსიდან მსოფლიო ოკეანეში ჩაიღვარა სისხლი და სპერმა და შედეგად, ზღვის ქაფისგან იშვა ულამაზესი ვნებიანი ქალწული, სექსის და სექსუალური მაგიის ქალღმერთი - აფროდიტე. აფროდიტე დედამიწაზე მისტიკურ კუნძულზე გაიზარდა, მას იცავდნენ მისი ერთგული ტიტანიდები. საბოლოოდ აფროდიტე მოხვდა ოლიმპოზე და დაიწყო სხვადასხვა ღმერთებთან ჟიმაობა; არესთან, ჰერმესთან და ა.შ. ზევსმა აფროდიტე დააქორწინა ჰეფესტოზე, მაგრამ აფროდიტე იყო პოლიამური და ზევსი იძულებული გახდა დაეცხრო გაბრაზებული ჰეფესტოს რისხვა და გაეგდო აფროდიტე და მისი საყვარელი - არესი. სანამ ოლიმპოდან წავიდოდა, აფროდიტე დაწვა ჰერმესთან და მათი ვნების შედეგად იშვა ორსქესიანი ქალღმერთ-კაცღმერთი - ჰერმაფროდიტე ე.ი. ჰერმესის და აფროდიტეს შვილი. ჰერმაფროდიტე არის ერთდროულად გოგონაც და ბიჭიც, მას ორივე სასქესო ორგანო აქვს, ჰგავს ქალსაც და კაცსაც. ჰერმაფროდიტე არის ძველი ბერძნული ღვთაება, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ჰერმესის სიბრძნეს და აფროდიტეს ვნებას. მისი მსგავსი ღვთაებებია ინდუისტური არდჰანარიშვარა-შივა და კუბჯიკა-დევი.
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ასურები (დემონები) მოქმედებენ ასე: დანგრეული ეკონომიკა + სასტიკი ცენზურა = მასების ზომბირება (დამონება). რუსეთშიც, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არის ერთი და იგივე სცენარი: ფინანსური მაქინაციებით დემონები ანგრევენ ეკონომიკას, ხოლო რათა ხალხი ვერ მიხვდეს, რომ ჭაობში არიან და ეს კოლაფსი და კრახი დემონების ბრალია და რათა ხალხმა არ გადააგდოს ტირანია, დემონები გამოდიან ტრიბუნებზე და ყვირიან მორალზე, ცრუ განგაშით აშინებენ ხალხს, ქმნიან მეამბოხეთაგან "ხალხის მტრების" ხატს, მიმართავენ მასების აგრესიას განტევების ვაცის წინააღმდეგ და "მორალის" და "რელიგიის" სახელით ნერგავენ ტოტალიტარულ დესტრუქციულ სუპერ-ცენზურას. ე.ი. ზღუდავენ რიგითი მოქალაქეების თავისუფლებას და აქცევენ მათ დამშეულ მონებად. იცოდეთ ეს.
ომ შანტი
სიტყვა "ქრისტე" არის ძველი ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კეთილ ადამიანს ან კეთილ ღვთაებას და იყო მზის ღმერთი აპოლონის ერთ-ერთი სახელი. ეს ეპითეტი ჰქონდა აპოლონის და ქალწული კრეუსას ძესაც - ღმერთ იანუსს. ქრისტეებს უწოდებდნენ ქალაქ ხრიზაში დაოსტატებულ იეროფანტებსაც, რომლებმაც გაიარეს მისტერიები და გახდნენ აპოლონის მსგავსნი, ეზიარენ რა მის მზიურ სინათლეს. ხოლო "ჯვარი" ეს იყო მზის კეთილი უფალი აპოლონის ასტროლოგიური სიმბოლო, როგორც ზოდიაქოს ცენტრი. ცხადია ბრმადმადიდებელმა გაუნათლებელმა კლოუნებმა ეს არ იციან. ქრისტე ესაა - აპოლონი. აპოლონის კიდევ ერთი ეპითეტი იყო "ფებოს", რაც ნიშნავს მანათობელს. 2000 წლის წინ ცხოვრობდა ერთი მოგვი, რომელმაც მთელ მაშინდელ ევრაზიაში და აფრიკაში იმოგზაურა, იყო ინდოელი ბრაჰმანების მოწაფე, იყო ღმერთის შვილი და ერქვა
ა პ ო ლ ო ნ ი უ ს ტიანელი. აპოლონიუსი იყო ნეო-პითაგორული ფილოსოფიური მოძღვრების ფუძემდებელი. ცხოვრობდა 2-93 წლებში. მისი ბიოგრაფოსი იყო ფლავიუს ფილოსტრატე, რომელმაც განაცხადა, რომ იესო ქრისტე ეს იყო - აპოლონიუს ტიანელი.
მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ესაა ასურა-დჰარმა. მილიტარული აზროვნება წინააღმდეგობაში მოდის ვედებთან. თანამედროვე "ჯარისკაცები" არიან დეგრადირებული ქშატრიები, რომლებიც ასურასების და რაკშასების დაკრულზე ცეკვავენ და ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან. სალდაფონი არაა "გმირი", სალდაფონი ესაა სიკვდილის მანქანა ე.ი. მკვლელი. სალდაფონები ყველანი ასურა-პოლიტიკოსების მარიონეტები არიან. ამას ვერ ხვდებიან მხოლოდ გოიმები და უვიცი კლოუნები. იყო ერთი ასეთი ცოფიანი "პატრიოტი" დედაკაცი, რომელმაც ფილოსოფიის ლექციაზე მიწასთან გამასწორა მილიტარიზმის და ნაციონალიზმის კრიტიკის გამო. რას ვიზამთ, მსოფლიო სავსეა ცოფიანი დეგრადანტებით და უვიცი გოიმებით. სიმართლის დანახვის უნარი უმეტესობას არ აქვს. გაუნათლებელია მასა. ასურებმა დაყვეს ერთიანი კაცობრიობა "ნაციებად" და აბრძოლებენ ერთმანეთს. სანამ იქნება ნაციონალიზმი და მილიტარიზმი, მშვიდობა არ იქნება, სამაგიეროდ იქნება ომი და სისხლი. ომს შობს მილიტარიზმი, მილიტარიზმს შობს - ნაციონალიზმი. ეს იმიტომ, რომ ნაციებს სძულთ ერთმანეთი და ახასიათებთ ეროვნული ეგოიზმი და ამპარტავნება, ეს მუდამ ასე იყო და სწორედ ამ ეგოისტური ანტიპათიის საფუძველზე ვითარდება მილიტარიზმი, მისგან კი - კონფლიქტი.
უფალი შივა ამბობს: "როცა დჰარმის (რელიგიური მორალის) სახელით გაჩაღებული ტირანია ხდება უსამართლობისა და უთანასწორობის მიზეზი, მოვდივარ მე, რათა დავანგრიო იგი და გავანთავისუფლო მსოფლიო"
წყარო: შივა მაჰა-პურანა
არსებობენ ზომბი-მონები და არსებობენ გონიერი თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ემონებიან პურიტანულ ასურა-დჰარმას. პურიტანიზმი ესაა ასურა-დჰარმა. ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოები საკრალურია. ასურები ცდილობენ საკრალური სასქესო ორგანოები გამოაცხადონ "სიბილწედ" და "სიბინძურედ". ლინგამი (ფალოსი) ესაა სამყაროს მამის - შივას სიმბოლო, ხოლო იონი (ვაგინა) ესაა - სამყაროს დედის - შაკტის გამოვლინება. ტერმინით "პორნო" ასურები და რაკშასები ცდილობენ დააკნინონ კუნდალინი-შაკტი (სექსუალური ენერგია) და ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ვისაც ყურები ასხია დაე ისმინოს. არის არიელთა იდეოლოგია და არის მონების იდეოლოგია. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა არიან - შუდრები. ჩვენ ყველანი პრაქტიკულად ვართ ბიორობოტები, ასურები გვიწესებენ აკრძავებს და ახორციელებენ რეპრესიებს... რატომ? მიზეზი ორია: 1) ასურები სადისტები არიან. მათ სიამოვნებთ ადამიანთა წვალება, ისინი ასე ერთობიან. 2) ასურებს აქვთ გეგმა, მათ სურთ ვედური ცოდნის (მეხუთე ვედას) ლიკვიდაცია და ამით ინდრას ზეციურ ლეგიონებზე შურისძიება. გახსოვდეთ ეს. სექსის, სექსუალობის (ლიბიდოს/კუნდალინის) და შიშველი სხეულის (კონკრეტულად კი გენიტალიების) დემონიზაცია და დაკნინება დჰარმის ე.ი. "მორალის" სახელით და საიდუმლო საკრალური ვედური ცოდნის და სიბრძნის მასებისგან დამალვა ესაა რეალური სატანიზმი და მასონური დემონიზმი (ასურა-დჰარმა). ასურა-დჰარმა ესაა დემონური ცრუ "მორალი". ადამიანთა 99%-ს დღეს აქვს კოგნიტურ-სემანტიკურ-გნოსეოლოგიური ინვერსია ტვინში. რას ნიშნავს ეს? მეხუთე ვედა გვეუბნება ასე: ასეთ გოიმ ადამიანებს უკუღმა აქვთ გადაბრუნებული ცნობიერება; ისინი ფიქრობენ რომ სექსუალური ჰედონიზმი, ლიბერტენიზმი და ტანტრიზმი არის დემონური ცდუნება და სატანიზმი, დამღუპველი ცოდვა, ხოლო რელიგიური ფაშიზმი, ტაბუ, ცენზურა, რეპრესიები და პურიტანიზმი - "ღვთაებრივი ჭეშმარიტება". მათ დეგრადირებული ცნობიერება აქვთ და მათ გონებაში არ არის მისტიკური ჰედონიზმის და ვედიზმის ადგილი. სატანიზმი არაა ჰედონიზმი და პანთეიზმი, რეალური სატანიზმი ესაა პურიტანიზმი და მონოთეიზმი. "სეიტან" ნიშნავს ღმერთის მტერს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ რომელ ღმერთზეა საუბარი? ჭეშმარიტი ღმერთი ესაა ვედური ატმან-ბრაჰმანი + იშვარა. თუ ეს ასეა, მაშინ რეალური სატანიზმი ესაა ყველა ის "რელიგია", რომელიც აგინებს ჰედონურ სექსუალობას და აკნინებს წმინდა და საკრალურ სასქესო ორგანოებს. თვითონ ასურა-მასონები ჩუმად და მალულად ყირაზე გადადიან და კარგადაც ტკბებიან "გარყვნილი" სექსით, მაგრამ შემდეგ ტრიბუნაზე გამოდიან ხალხში და ქადაგებენ ულტრა-პურიტანულ "მორალს" და ჯოჯოხეთურ ცენზურას. ასეთია მათი პოლიტიკა. მათ ცბიერებას და ფარისევლობას საზღვარი არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასურების დემონური მასონობის ქვაკუთხედია - აბრაამული რელიგიები. არ არსებობს მასონი, რომელიც არაა იუდაისტი, ქრისტიანი ან ისლამისტი. მასონებში ტანტრიზმი და ვედიზმი არ არსებობს. ისინი არც მაჰაიანას ცნობენ. მასონური და ბილდერბერგული "მორალი" და პროპაგანდა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია აბრაამულ რელიგიურ დოგმატიკაზე. ხალხის ზომბირება ხდება ასე: "თეთრი - შავია და შავი - თეთრია" ასე უმრუდებენ ისინი მასებს ცნობიერებას, რათა ადამიანებმა შეიძულონ ლიბერტენიზმი, ჰედონიზმი და ტანტრიზმი და მიიღონ მონური იდეოლოგია (პურიტანიზმი). ასეთია რეალობა: ელიტისთვის სხვა მორალია და ბრბოსთვის კი - სულ სხვა. ესაა ორმაგი სტანდარტები. დეპუტატი, რომელიც ტრიბუნაზე ყვირის ეთიკაზე და გარყვნილებაზე, თვითონ ნომერ პირველი ცოდვილია. იცოდეთ ეს. თვით ფროიდიც კი აღიარებდა, რომ ეთიკაზე და ზნეობაზე ყველაზე ხმამაღლა ის ყვირის, ვისაც თავად არავითარი ეთიკა და ზნეობა არ გააჩნია და უბრალოდ სწყურია ძალაუფლება და მონები. ესაა ასურა-დჰარმა - დემონური კანონი. ჰიმნოფობია, სექსოფობია და ეროფობია ესაა ტამო-გუნა და სატანიზმი. პურიტანული ფობია წინააღმდეგობაში მოდის ტანტრიზმთან. ეს არაა სწორი კულტურა. სწორი კულტურა ესაა - ტანტრა.
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ომ კალიკე სვაჰა
აპოლონური ტიპის სექსუალური კულტურა, დამახასიათებელია ანტიკური საზოგადოებისთვის და თანამედროვე პერიოდში — იაპონიისთვის და წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძულების მაცხოვრებლებისთვის. ამ ტიპის კულტურაში, სექსუალობა განიხილება როგორც ჩვეულებრივი ადამიანური ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (ისეთივე როგორებიცაა: საკვები, ძილი და ა. შ.), არ არის სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული აკრძალვების და ტაბუების განვითარებული სისტემა. ზოგიერთი კომპონენტი ამ კულტურისა როგორც ნატურიზმის მოძრაობებში, ისევე, როგორც ზოგიერთ რელიგიურ სექტებში, მაგალითად ადამიტებში (Adamites).
წყარო: რუსული ვიკიპედია
რეპრესიული კულტურები, ესაა სისტემები, რომლებიც ცდილობენ სრულიად ჩაახშონ სექსუალობა, რაც ვლინდება როგორც ქორწინებამდე და ქორწინების გარეთ კავშირების სასტიკი აკრძალვა, სექსუალური განათლების სისტემის არარსებობა, სექსუალური ურთიერთობების შეზღუდვა და იმის თქმა, რომ ლეგალურია მხოლოდ სექსი ქორწინებაში მხოლოდ გამრავლების მიზნით. ეს კულტურები თრგუნავენ სექსუალობასთან დაკავშირებულ პიროვნების ასპექტებს და მათ შორის რომანტიკულ სიყვარულსაც.
პურიტანული კულტურა არის უკიდურესი გამოხატულება ქრისტიანული რელიგიის ნორმების და დადგენილებებისა, ესაა უარის თქმა მიწიერი სიამოვნებებისგან, მათ შორის სექსუალურისგან. პურიტანული კულტურისთვის დამახასიათებელია აგრესიული აკრძალვები და ანტისექსუალური ცენზურა, სექსუალობასთან თუნდაც არაპირდაპირ დაკავშირებულ, ლიტერატურისა და ხელოვნების თემებს და მედიცინის სფეროშიც კი. სექსუალურ ურთიერთობებთან არასწორი მცდარი შეხედულებების გავრცელება (მაგალითად, რომ მასტურბაცია იწვევს იმპოტენციას, სიბრმავე, და თმების ამოსვლას ხელისგულებზე), სასტიკი (მათ შორის სადისტური) მეთოდები, მოზარდებში ბუნებრივი სექსუალური განცდების ლიკვიდაციისა და ჩახშობისა, კრიმინალიზაცია გარკვეული სახის სექსუალური პრაქტიკებისა. პურიტანული კულტურა გაჩნდა XVII საუკუნეში ინგლისში; მისი განვითარება დაკავშირებულია დედოფალი ვიქტორიას ზეობასთან XIX-ე საუკუნეში ("ვიქტორიანულ ეპოქაში"), მოგვიანებით კი გავრცელდა ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პოზიცია პურიტანული კულტურისა დასავლურ ცივილიზაციაში, იყო ძალიან დასუსტებული სექსუალური რევოლუციების გამო XX-ე საუკუნეში, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მისი გავლენა კვლავ მაღალი რჩება.
დემოკრიტე იყო ერთ-ერთი პირველი ანტი-თეისტი მატერიალისტი. ის იყო ასურა. ის იყო მლეჩხა. მლეჩხები ესენი არიან ბარბაროსები, რომლებიც არ მისდევენ ვედურ დჰარმას და კულტურას ე.ი. არ არიან "არია". ასურა-დჰარმა ნიშნავს - დემონურ რელიგიას, ხოლო ჩალა-დჰარმა - სეზონურ რელიგიურობას, დეგრადირებულს. ძველ ელინებს ჰქონდათ ვედური სიბრძნის ფრაგმენტი, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტი, ეს კი არ იყო საკმარისი. ბჰავიშია-მაჰაპურამა მოგვითხრობს, რომ ბერძნები არიან მეფე ბჰარატას შთამომავალის, მაჰარაჯა იავანას შთამომავლები. მაჰარაჯა იავანა და მისი მიმდევრები თავიდან იყვნენ ვედური დჰარმის მიმდევარი ქშატრიები, მაგრამ შემდეგ განუდგნენ ვედებს და გახდნენ ბარბაროსები. პრაქტიკულად დედამიწის ხალხები, ყველანი არიან მეფე ბჰარატას და მისი ცოლების შთამომავლები. ბჰარატა იყო დედამიწის მეფე 10 000 წლის წინ. ასე გვეუბნებიან ვედები და პურანები. "პურანატ" ნიშნავს უძველესს. დემოკრიტემ უარჰყო ყველაფერი და გამოაცხადა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი რამ: 1) ატომი და 2) სიცარიელე (ვაკუუმი). ის უარჰყოფდა ღმერთების და მსოფლიო სულის არსებობას. უარჰყოფდა ეიდოსების არსებობას. დემოკრიტეს მოძღვრება ესაა 100% ასურა-დჰარმა.
მან სათავე დაუდო ათეისტურ მატერიალიზმს.
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ელინი ფილოსოფოსი ეპიკურე იყო პირველი დეისტი მსოფლიოში. ის იყო დეიზმის ფუძემდებელი. მან შექმნა პოლიდეიზმი. ის თავხედურად საჯაროდ ქადაგებდა, რომ ღმერთები კი არსებობენ, მაგრამ არ ერევიან ადამიანთა ცხოვრებაში და ჩვენს სამყაროში არასოდეს არ შემოდიან. ის უარჰყოფდა მითებს და ლეგენდებს დაკავშირებულს ღმერთებთან. მისი მტკიცებით ღმერთები ("დეის") ცხოვრობენ სამყაროთაშორის ღვთაებრივ სივრცეებში - "მეტაკოსმიებში" და "ინტერმუნდიებში". ეს "ფილოსოფოსი" იყო ერთ-ერთი პირველი ერეტიკოსი. ეპიკურეს მოძღვრება ესაა ასურა-დჰარმა, საუკეთესო შემთხვევაში ჩალა-დჰარმა ან უპა-დჰარმა.
"დეიზმი" არსებობს ორი სახის: 1) დეგრადირებული მონოთეიზმი და 2) დეგრადირებული პანთეიზმი - პანდეიზმი. მონოდეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთი ესაა ტრანსცენდენტური შემოქმედი პიროვნება, რომელიც სამყაროს მიღმა დგას და არ ერევა სამყაროს შინაგან საქმეებში და მოვლენებში და არ ამყარებს კონტაქტს ადამიანთან. პანდეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთი ესაა უპიროვნო მსოფლიო სული, რომელიც სამყაროშია განფენილი, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანთან და არ გააჩნია პიროვნული ემანაციები. პანდეისტური ღმერთი ცალკეა და ადამიანი ცალკე. დეიზმი ესაა ასურა-დჰარმა. დეიზმი ეწინააღმდეგება ვედებს. ის უარჰყოფს ვედების ავტორიტეტს და არ აღიარებს ავატარების და პიროვნული ემანაციების არსებობას. დეიზმი ამახინჯებს მონოთეიზმსაც და პანთეიზმსაც. პანდეიზმი შექმნა ასურა მაქს ვაინშტეინმა 1910 წელს. მონოდეიზმის ავტორები კი იყვნენ ასურები ჟან ბოდენი და ჰერბერტ ჩერბერი. ვიტყვი კიდევ ერთხელ: ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ვედურ ადვაიტა დჰარმას, ესაა - ასურა-დჰარმა! დეიზმიც, დარვინიზმიც და სხვა მსგავსი იდეოლოგიებიც ესენია კალი-იუგაში შექმნილი დემონური დესტრუქციული ნეო-რელიგიები. დეიზმის რეალური ავტორია გველი კალი.
ომ შანტი
ომ კალიკე სვაჰა
დეიზმი სერიოზული პრობლემაა. მომდინარეობს სიტყვიდან "დეუს" იგივე "ზეუს", რაც ლათინურად და ძველ ელინურად ნიშნავს მამრობითი სქესის პიროვნულ ღმერთს (ღმერთკაცს). "დეუს" ესაა მამრობითი სქესის სიტყვა მხოლობითში. არის სიტყვა "დეა" რაც ნიშნავს - დედა-ღმერთს ანუ ქალ-ღმერთს, მხოლობითში და პიროვნულ ფორმაში. არის ასევე სიტყვა "დეის", რაც ლათინურად ნიშნავს - ღმერთებს (ე.ი. ღმერთს მრავლობითში). ასეთი ტერმინები ჰქონდათ რომაელ პოლითეისტებს. დეიზმი ესაა ფსევდო-რელიგიური ფილოსოფიური იდეოლოგია შექმნილი ჟან ბოდენის და ჰერბერტ ჩერბერის მიერ მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში. დეიზმის მიმდევრები იყვნენ ვოლტერი და ჟან ჟაკ რუსო. დეიზმი საფუძველშივე ანგრევს რელიგიას და მისტიკურ ფილოსოფიას. დეისტები ამტკიცებენ, რომ სურთ რელიგიის და მეცნიერების შერიგება და იბრძვიან პიროვნული თავისუფლებისთვის, ებრძვიან რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, მაგრამ ეს სრული აბსურდია. ცხადია გამოუცდელი სულისთვის დეიზმი უებარი საშუალებაა და უნივერსალური წამალია ფანატიზმისგან, ჩანს ისე რომ თითქოსდა დოგმატური ფანატიზმის უარჰყოფით დეიზმი გვანთავისუფლებს, მაგრამ ეს ასე არაა. დეიზმი ესაა ასურა-დჰარმა, ისევე როგორც დარვინისტულ-აინშტაინისეული "მეცნიერული" ათეიზმი და მატერიალიზმი. ვედებში ნათქვამია, რომ თითოეული ეპოქა ანუ იუგა იყოფა სამ სანკჰიად ანუ ასტროლოგიურ პერიოდად და ამ ასტროლოგიურ პერიოდებში ასურები (დემონები) ე.ი. დაიტიები, დანავები, ნაგები და ურაგები მოდიან დედამიწაზე რათა ხელში ჩაიგდონ ჩვენი მსოფლიო, გაამრუდონ, გააყალბონ და დააკნინონ-დაამცირონ ვედები ე.ი. ვედური ცოდნა და შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები. დარვინიზმიც, აინშტაინიზმიც და დეიზმიც არის ასურების ე.ი. დემონების მიერ შექმნილი იდეოლოგიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - ადამიანთა შეცდომაში შეყვანა და ვედებისგან განდგომა. დეიზმი უარჰყოფს მისტიკურ ზებუნებრივ მოვლენებს, სულიერ დოგმატებს და დოქტრინებს და რაც ყველაზე საშინელია: დეიზმი უარჰყოფს ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირს. დეიზმი უარჰყოფს ადამიანისა და ღმერთის კონტაქტს, ის უკუაგდებს აზრს, რომ ღვთაებრივი ატმანი სუფევს ადამიანში და სამყაროში. დეიზმი უარჰყოფს ვედების ავტორიტეტს. დეიზმთან ორგანულ წინააღმდეგობაში მოდის ადვაიტა-ტანტრა. დეისტები არიან ასურები და მათ არ აქვთ უნარი შეიმეცნონ და აღიქვან ადვაიტა და მაიავადა. დეიზმი ესაა დეგრადირებული მონოთეიზმი. იცოდეთ ეს და ფრთხილად იყავით.
ომ შანტი
ომ კალიკე სვაჰა
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აწებებს მატერიალისტურ იარლიყს, დგება უმდაბლესი ასურას ან შუდრას დონეზე, ექცევა ცრუ ეგოს გავლენის ქვეშ და კარგავს კავშირს მაკრო-კოსმიურ ენერგიასთან, ვეღარ იღებს ენერგიას უზენაესი ღვთაებისგან (შაკტისგან). "თანამედროვე" მსოფლიო ესაა ასურების მოწყობილი შუდრიარქატი. შუდრა არაა არია ე.ი. კეთილ-სულიერი. დაბალი ვარნების ადამიანებს არ გააჩნიათ ბრაჰმანის ცნობიერება, ატმანის შეცნობის უნარი. ნაციონალიზმი და რასიზმი არის იმის ნიშანი, რომ კონკრეტული ადამიანი დაბალი ვარნიდან არის. ესაა ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი არის პაშუ, ასურა ან მაჰა-პაშუ. ასე გვეუბნება ვედური რელიგია, რომელიც თვითონ ინდოელებმაც კი უკვე საგრძნობლად დაამახინჯეს. სანატანა დჰარმას დეგრადაცია-დამახინჯება მიდის მთელ მსოფლიოში უკვე 5000 წელი. რასიზმი, ნაციზმი, სექსიზმი და ა.შ. მოდის ასურებისგან (დემონებისგან). ესაა მათი დუალისტური ერესი. იცოდეთ: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქადაგებს რასიზმს, საუბრობს ნაციებზე და "მორალზე", ესაა - ა ს უ რ ა (დემონი).
ნებისმიერი იდეოლოგია და "მორალი", რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვედურ რელიგიასთან, კონკრეტულად კი შაკტიზმთან და უპირისპირდება კაულა-დჰარმას, არის ასურა-დჰარმა (დემონური მორალი/რელიგია) და გამოგონილია ასურების მიერ, ადამიანთა დაჰყოფის და დამონების მიზნით. ადამიანი ასურებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ვედების მტრები იმედოვნებენ შური იძიონ ღვთაებრივ ადიტიებზე და ხელში ჩაიგდონ დივია-სვარგა (ზეცა). დვაიტა (დუალიზმი) და ეგოიზმი არის ასურების ბუნება, რის გამოც ისინი კინწისკვრით და პანჩურით ისროლეს ღვთიურმა ადიტიებმა დივია-სვარგადან და ჩააგდეს ქვესკნელში. ადამიანთა დაჰყოფა რასებად და ნაციებად უყვართ ასურებს. რატომ? ეს იმისთვის რათა კარგად მართონ ბრიყვი და ბრმა მასები.
ომ შანტი
ომ კალიკე სვაჰა
ასურები (დემონები) ნაციებად ჰყოფენ ერთიან ენერგიას (კაცობრიობას) და თესავენ განხეთქილებას. ესაა კალი-იუგა.
კალი-იუგა ესაა ომი და განხეთქილება. კალი-იუგა ესაა ადვაიტას ცნობიერების დაკარგვა. გესმით? "პატრიოტიზმი" აბსურდია და მოდის ასურებისგან (დემონებისგან) და მისი მიზანია ადვაიტას ცნობიერების მოსპობა. ერთიანი სულის (ატმანის) დაყოფა "ერებად" და "ინდივიდებად" არის დემონური ერესი. ყველანი ერთნი ვართ. შეიგნეთ ეს.
ომ კალიკე სვაჰა
ნაციონალიზმი წარმოიშვა კალი-იუგაში, გველი კალის ზეგავლენით... ისევე როგორც მონოთეიზმი და პოლითეიზმი. ესაა ასურების პრინციპი: "დაჰყავი შაკტი და იბატონე კაცობრიობაზე". ყველანი ვართ ერთიანი შაკტი, დახლეჩილი ასურების მიერ. ამიტომაც გვყოფენ ერებად და თესავენ განხეთქილებას, ნაციონალურს და რელიგიურს. ასევე ებრძვიან ადვაიტას და ტანტრას, რეალურ ტანტრას და აყალბებენ დჰარმას.
ომ შანტი
ვედური რელიგია, კერძოდ კი შაკტიზმი გვეუბნება: "უმანკოება", "სათნოება" და "ცელო-მუდრიე" (ЦЕЛО-МУДРИЕ) ესაა არა ის რაც ჰგონიათ პურიტანებს და სექსოფობებს. სათნოებას არაფერი აქვს საერთო სექსთან და ქალიშვილობასთან. "ცელაია" + "მუდროსტ" რუსულად ესაა თარგმანში "სრული მთლიანი სიბრძნე". რა არის ეს მთელი სიბრძნე და სათნოება? მთლიანი სიბრძნის და სათნოების მქონე ქალი შაკტიზმის ტექსტების (ტანტრების) მიხედვით არის არა ის, ვინც იცავდა პურიტანულ კანონებს და "ინახავდა ქალწულობას", არამედ ის ვინც ახორციელებდა ტანტრა-იოგას და სიდჰა-იოგას და ფლობდა ძლიერ აურას + სიდჰებს ე.ი. მაგიურ ძალებს! მთლიანი სათნოების და სიბრძნის მფლობელი ქალი ესაა ადამიანი, რომელმაც ტანტრა-იოგას დახმარებით შეიცნო შივა მაჰადევა და დურგა დევი და არა პურიტანი მონა-ქალი(!). რაც შეეხება იუდაისტურ, ნეოიუდაისტურ და ბრაჰმანისტულ "მორალს", მაგას არაფერი აქვს საერთო მარადიულ ჭეშმარიტებასთან და წარმოადგენს დემონურ დივერსიას ე.ი. ესაა ასურა-დჰარმა (!). და საერთოდ, უმანკო და სათნო ე.ი. იოგინური ცოდნის და ძალის მქონე უნდა იყოს არა მხოლოდ ქალი, არამედ კაციც! და ამის გაგება ხდება ასე: ქალი ან კაცი, რომელიც არის უმანკო არიელი, ფიზიკურად არ ჰყარს! არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ! მისი სხეული არ იხრწნება! ასეთ ადამიანს უნდა ეკიდოს კისერზე ცოცხალი ყვავილების გირლიანდა და ეს გირლიანდა არ უნდა დაჭკნეს. ესაა ტესტი. აი ესაა რეალური სათნოება. ესაა ნიშანი იმისა, რომ ადამიანი განღმრთობილი არიელია და გააჩნია განსხვავებული ბიოლოგია.
ომ შანტი
ომ კალიკე სვაჰა
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ვედური რელიგია გვეუბნება, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე იბადებოდნენ ღმერთკაცები. მაშინ გაჩნდა ტრადიცია: ქალიშვილები ღმერთკაცებს ჩუქნიდნენ თავიანთ ქალწულობას, მაგრამ არა ისე, უბრალოდ, არამედ სანაცვლოდ თხოვდნენ დალოცვას, ღვთაებრივ წყალობას ან ძალას და ღმერთკაცებიც ასეთ ქალწულებს უსრულებდნენ სანუკვარ სურვილებს და ყველა ბედნიერი იყო. როცა ღმერთკაცებმა შეწყვიტეს დედამიწაზე დაბადება, არიელებისგან ანუ კეთილშობილთაგან დარჩნენ მხოლოდ ბრაჰმანები და ქშატრიები. არია ანუ კეთილშობილი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთკაცი, ქალღმერთი, ჭეშმარიტი ბრაჰმანი და ჭეშმარიტი ქშატრია. ბრაჰმანმაც და ქშატრიამაც უნდა დაამტკიცოს, რომ პროფესიონალია, რომ კეთილშობილია და იცავს ვედებს და ეთაყვანება დედა-ღმერთს - დურგას. თუ დაამტკიცებს, ე.ი. არიელია. როცა დედამიწაზე არიებისგან დარჩნენ მხოლოდ ბრაჰმანები და ქშატრიები. მაგრამ ჭეშმარიტი ბრაჰმანი არია, არასოდეს არ იყო ვირგოფილი და არ აკნინებდა ქალის სექსუალურ თავისუფლებას, რაც დასტურდება მაჰაბჰარატას პირველი წიგნის 113-ე თავში, ბრძენი მეფე პანდუს სიტყვებით. იყო დრო, როცა ქალები იყვნენ თავისუფალნი პურიტანული რეპრესიული მორალისგან და ერთობოდნენ თავისუფლად, როგორც სურდათ. შაკტიზმი ასე გვეუბნება. როცა ღმერთები წავიდნენ და დარჩნენ მხოლოდ არია-ბრაჰმანები და არია-ქშატრიები, ქალწულები მათ ჩუქნიდნენ ქალიშვილობას და ისინიც ასაჩუქრებდნენ ასეთ ქალწულებს. ასეთია ვედური წესი. შაკტიზმი პირდაპირ გვეუბნება, რომ ქალწულობის ჩუქებას აზრი აქვს მხოლოდ არია-ბრაჰმანისთვის ან არია-ქშატრიასთვის, ვაიშიასთვის, შუდრასთვის ან საერთოდაც ვარნა-შანკარასთვის ქალიშვილობის ჩუქებას არავითარი აზრი არ აქვს. ბრაჰმანმაც და ქშატრიამაც უნდა საამტკიცოს, რომ შარლატანი არაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მოთხოვოს ქალს ქალწულობა, ვაიშიებზე, შუდრებზე და ა.შ. საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. და საერთოდ როგორც უკვე ითქვა; ჭეშმარიტი არიელი მამაკაცი არასოდეს არ დაჩაგრავს, არ დააკნინებს და არ დაიმონებს ქალს სექსუალურ დონეზე. არიელი მამაკაცი არაა აგრესიული ფაშისტი და არაა მორალისტი. და საერთოდაც, შაკტიზმის მიხედვით, ქალწულობას არაფერი აქვს საერთო მორალთან. ჭეშმარიტი მორალი ესაა არია-დჰარმა, ხოლო არია-დჰარმა ესაა ქალის პატივისცემა და დაცვა და არა დაკნინება არაფრის გამო. შაკტიზმში არ არსებობს ვირგოფილია და ქალწულობის კულტი. შაკტიზმში არაა სექსიზმი, დაფუძნებული "ქალიშვილობის" იდეაზე. შაკტიზმი პატივს მიაგებს და ეთაყვანება ქალის ლიბიდოს. ვირგოფილია და ქალის ლიბიდოს დაკნინება ახასიათებთ ასურებს (დემონებს) და მლეჩხებს (ბარბაროსებს).
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ომ კალიკე სვაჰა
კრიმ კალიკე კრიმ
საბჭოთა კავშირი დაიშალა... თითქოს... მაგრამ საბჭოთა ცენზურა არსად არ გამქრალა. და როცა ეკითხები ცენზორებს: "რატომ აკეთებთ ასე?"... გპასუხობენ: "აბა მორალი ხომ უნდა დავიცვათ?". პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ცენზორი დიქტატორები მუდამ "მორალზე" გიწყებენ საუბარს როცა სურთ გაამართლონ თავიანთი დემონური ტირანია. არიან ასურები (დემონები) და უყვართ ცენზურა. ძალიან უყვართ. უყვართ მასებში პანიკის და შიშების დათესვა. ასეთია ასურების ბუნება. ასურებს ახასიათებთ მორალისტობა, სწორედ მათგან მოდის ცენზურა. განსაკუთრებით კი მათ უყვართ ცენზურა ტანტრიზმის წინააღმდეგ. ბრძენი ხალხი გამიგებს რას ვამბობ. ვისაც ყურები ასხია დაე ისმინოს!
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
თავდაპირველად ვიტყვი: მეზიზღება აბრაამული რელიგიები. მეორეც: ვარ ვედური ტანტრიზმის მიმდევარი. მესამეც: რუსეთის და საქართველოს ბრმადმადიდებლური ეკლესიები ებრძვიან ვედებს და იოგას. მეოთხეც: ვედური რელიგია გვეუბნება, რომ "ადამიანები", რომლებიც ვედებს ებრძვიან, არიან ასურები (დემონები). დასკვნა: რუსი და ქართველი ბრმადმადიდებლები არიან ასურები (დემონები). ამის გარდა: ტანტრიზმი გულისხმობს სექსუალურ ლიბერალიზმს და მისტიკურ ჰედონიზმს. რუსეთში და საქართველოში ბრმადმადიდებლები აკნინებენ მისტიკურ ჰედონიზმს და სექსუალური თავისუფლების იდეას. რუსეთშიც და საქართველოშიც არის ც ე ნ ზ უ რ ა და რეპრესიები. ასევე არის მკაცრი ტოტალიტარიზმი (ტოტალური კონტროლი). ესაა კარგი? ესაა დემონიზმი, დემონური ტირანია და დიქტატურა. ცენზურა ესაა დ ი ქ ტ ა ტ ი. ესაა ტანტრიზმის წინააღმდეგ წასვლა. ძირს ცენზურა!
ომ შანტი
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ე.წ. "ველური ტომები", რომელთა წარმომადგენლებიც დადიან შიშვლები, სულაც არ არიან "ველურები" და "ბარბაროსები", უბრალოდ მათ ძლიერ შესუსტებული აქვთ სხეულის კონცეფცია, ბუნებასთან ჰარმონიაში იმყოფებიან და საერთოდაც გაცილებით უფრო ახლოს არიან კოსმიურ ღმერთთან (ბრაჰმანთან), ვიდრე ევროპელი და ამერიკელი, გაცხარებული მორალისტი მორწმუნე პურიტანები, რომლებიც დასცინიან აფრიკელ და ლათინო-ამერიკელ "ტიტლიკანა ველურებს". ისინი არ არიან ველურები, ისინი არიან დიგამბარები ე.ი. "ზეცით შემოსილნი". ევროპული და ამერიკული "ცივილიზაცია" და "კულტურა" არაფრით არ არის ე.წ. ველურების კულტურაზე უკეთესი და სულაც არ დგას "შიშველ ბარბაროსთა" კულტურაზე მაღლა. უბრალოდ ნეო-იუდაიზმით და დარვინიზმით მოწამლულ ვესტერნისტებს (დასავლეთის ხალხებს) საკუთარი თავი ჰგონიათ "უმაღლესი რასა", მხოლოდ იმიტომ, რომ გააჩნიათ ტექნოლოგიები და ფაშისტური "ზნეობა", რომელთაც ასე გაგიჟებით ეტრფიან. ეს უკვე აუტოეროტიზმში გადადის. იმ ე.წ. "ველურებს" აქვთ ის, რაც "ცივილიზებულ" ევროპელ და ამერიკელ დედაკაცუნებსა და პიჟონებს არ გააჩნიათ... რა? რა და მათ ესმით ბუნების სულიერი ხმა ე.ი. ბრაჰმანის და შაკტის ხმა. ევროპელმა და ამერიკელმა "კულტურულებმა" უკვე კარგა ხანია ჩაკლეს საკუთარ არსებაში ბუნების სულის ხმა და გახდნენ ტამო-გუნას მონები. მათ არ ესმით ადვაიტა. ცხადია ამერიკანო-ევროპელი პიჟონებისთვის სასაცილოა "ველური" ტომების ანიმიზმი, შამანიზმი და დედაბუნების პატივისცემა.
Om Kurukulle hrī svāhā
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა...
ვედური რელიგია (კონკრეტულად კი ბჰავიშია-მაჰაპურანა) გვეუბნება, რომ ნუდიზმი ძირითადად ახასიათებთ მაღალი სულიერი განვითარების მქონე სადჰუებს და ადვაიტისტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სხეულის კონცეფცია, მატერიალისტური კონცეფცია. ასეთები იყვნენ იოგები: ადჰამა (ის ვინც აკონტროლებს გრძნობებს) და ავევატი (იგივე ჰავიავატი - ცეცხლისგან შობილი), რომლებიც ცხოვრობდნენ დვაპარა-იუგაში, დაახლოებით 8000 წლის წინ. მათ ერქვათ "ვიკამბარა" იგივე "დიგამბარა", რაც ნიშნავს - შიშველს ან "ზეცით შემოსილს" და არის ქალღმერთი კალის 1000 სახელიდან ერთ-ერთი. ბჰავიშია-მაჰაპურანა და ტანტრები გვეუბნებიან, რომ იყო დრო, როცა დედამიწაზე ადამიანები დადიოდნენ შიშვლები, ისინი არ იცვამდნენ ტანსაცმელს, იყვნენ უცოდველნი და მაშინ დედამიწას ათბობდა ერთდროულად სამი მზე. პურანები და ტანტრები გვეუბნებიან, რომ ადამიანებმა სამოსის ჩაცმა დაიწყეს მას შემდეგ, რაც გახდნენ მლეჩხები (ბარბაროსები) და დვაიტისტები (დუალისტები). როცა ადამიანებმა დაკარგეს კავშირი ბრაჰმანთან და გახდნენ დუალისტები, მათ გაუჩნდათ სხეულის კონცეფცია, "შერცხვათ" სიშიშვლის და დაიწყეს სხეულის, განსაკუთრებით კი გენიტალიების დაფარვა და დამალვა, რადგანაც ტანტრებისგან განსსხვავებით მლეჩხების (ბარბაროსების) რელიგიებში შიშველი სხეული და ზოგადად სხეული, ისევე როგორც სექსუალური ენერგია ითვლება "სიბინძურედ" და "უზნეობად". ეს ნიშნავს იმას, რომ მლეჩხებს აქვთ თავიანთი სპეციფიკური "ზნეობა", რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვედებთან და ტანტრებთან. როცა ადჰამამ და ავევატიმ იგემეს გველი კალისგან მირთმეული მლეჩხების მაგიური ვაშლი, ისინიც ისეთივე მლეჩხებად გადაიქცნენ და დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც გაუჩნდათ ცრუ ეგო და სხეულის კონცეფცია, მათ საკუთარი სულიერი მეს გაიგივება დაიწყეს ფიზიკურ სხეულთან. აი რა მოხდა. "თანამედროვე ადამიანებიც", რომლებიც თავს "ცივილიზებულებად" მიიჩნევენ, არიან მლეჩხები, რომლებსაც აქვთ სხეულის კონცეფცია და საკუთარ სულს აიგივებენ სხეულთან. "თანამედროვე კულტურაში" შიშველი სხეული ითვლება "სიბინძურედ" იმიტომ, რომ მათ ("ცივილიზებულებს") არ გააჩნიათ ადვაიტას ცნობიერება და არიან მატერიალისტები ტამო-გუნას ზეგავლენის ქვეშ.
Om Kurukulle hrī svāhā
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა...
სექსოფობია და პურიტანიზმი ესაა ცრუ "დჰარმა", ესაა ასურა-დჰარმა (დემონური მორალი). როცა დედამიწაზე იმარჯვებს და ვრცელდება, მაშინ მის დასანგრევად მოდის ტამო-გუნას მბრძანებელი შივა მაჰა-კალა და ანგრევს ამ ყალბ "დჰარმას", რადგანაც როგორც შივა მაჰაპურანაში წერია, როცა ჭეშმარიტი დჰარმა ქრება და პლანეტაზე ჰეგემონიას იგდებს ხელში ცრუ დჰარმა, რომელიც ხდება ტირანია და დიქტატურა... მაშინ მოდის მაჰა-კალა და სჯის ტირანებს, რომლებიც აყალბებენ დჰარმას ანუ მორალს. არიული დჰარმა არ ცნობს პურიტანულ აბრაამულ და ბრაჰმანისტულ "მორალს". იცოდეთ ეს.
Om Kurukulle hrī svāhā
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა...
თავდაპირველად დედამიწაზე ბატონობდა ადი-ვედა ანუ კაულა-ტანტრა. მაშინ იყო ჭეშმარიტება და აზროვნებდნენ ასე: 1) სექსი (სექსუალური ენერგია) სისუფთავეა და სათნოებაა. ჰედონიზმი და ლიბერტინიზმი სათნოებაა. სექსი ესაა გზა ღმერთისკენ. სექსით შეიცნობ ბრაჰმანს და შაკტის. 2) უსექსობა ე.ი. სექსის სიძულვილი სიბინძურეა და არაა სათნოება. სექსის (კუნდალინის) უარჰყოფა აბსურდია. სექსის ენერგიის შეზღუდვა და დაკნინება ანგრევს სხეულს და გონებას და ხელს უშლის ადამიანს ბრაჰმანის და შაკტის შეცნობაში. დღეს, "თანამედროვე და ცივილიზებულ, პროგრესულ საზოგადოებაში", სადაც დასცინიან ძველ ჰედონისტ ხალხებს, უწოდებენ მათ "გარყვნილ ბარბაროსებს" და დევნიან, ლანძღავენ თანამედროვე ტანტრიკებს და ჰედონისტ გნოსტიკოსებს, ყველაფერი პირიქითაა, მათთვის "კულტურულთათვის": 1) სექსი "სიბინძურეა" 2) უსექსობა - "სათნოება. ე.ი. ისინი თვლიან რომ სექსის ენერგია აბინძურებს ადამიანს და აშორებს ღმერთს, ხოლო ლიბიდოს ჩახშობა და ჩაკვლა პირიქით - "აახლოებს" და "ასუფთავებს" ადამიანს "სიბინძურისგან" ე.ი. "კუნდალინისგან".
Om Kurukulle hrī svāhā
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა...
კამა-დევა - უფალი ვიშნუს და ქალღმერთი ლაკშმის ვაჟიშვილი. კამა-დევა ესაა სექსის ღმერთი. კამა-დევას ცოლია - რატი. რატი ესაა სექსუალური ვნების ქალღმერთი. ის არის მაჰაბჰრაჰმა დაკშას ქალიშვილი. კამა და რატი ესენი არიან სექსის, სექსუალური ენერგიის მფარველი ღვთაებები. კამა და რატი არიან ჰედონიზმის და ლიბერტინიზმის მფარველი ღვთაებები, მათ დიდ პატივს მიაგებენ ტანტრიზმში. კაულა დჰარმა გვეუბნება, რომ კამა ეხმარება ადამიანს კუნდალინი-შაკტის განვითარებაში. ტანტრიზმში სექსი არ ითვლება "სიბინძურედ", როგორც ნეო-იუდაიზმში, ჯუსიანიზმში და ა.შ. კამა-დევას წინააღმდეგ იბრძვიან მხოლოდ ასურები (დემონები). სექსის დაკნინება ესაა ასურა-დჰარმა (დემონური რელიგია). არია-დჰარმა უარჰყოფს პურიტანობას. ჭეშმარიტი არია არ აკნინებს ლიბიდოს.
ნეო-იუდაისტური ქრისტიანული და ისლამური სექსოფობიის ზეგავლენით, სექსის და ორგაზმის მისტიკური ღმერთები: ეროსი, ლიბერი, იშტარი, აფროდიტე, ასტარტე და ა.შ. გადაიქცნენ "გარყვნილებისა და პროსტიტუციის დემონებად" და "უზნეო შაიტანებად". ანუ მინდა ვთქვა, რომ ელინისტურ, რომაულ, ეგვიპტურ, ბაბილონურ და ძველ ინდურ ან თუნდაც მეზო-ამერიკულ კულტურაში არ იყო ის პურიტანიზმი და სექსოფობია რაც იყო და არის ზოროასტრიზმში, კონფუციონიზმში, ჯუსიანიზმში, "ორთოდოქსულ" ბრაჰმანიზმში, იუდაიზმში, ნეო-იუდაიზმში. ანტიკურ ევრაზიაში და ეგვიპტეში სექსის მიმართ სულ სხვაგვარი მიდგომა იყო და არა ის ფაშისტური "ზნეობა" რაც ახლა გრგვინავს და ქუხს ყველგან...
ომ შანტი
Om Kurukulle hrī svāhā
ომ კურუკულე ჰრი სვაჰა
ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში ყოველთვის პოპულარული იყო ათასი ნაგავი და მარაზმი. ჩვენში ამჟამად პოპულარულია სამი იდიოტია: 1. დარვინიზმი 2. ბრმადმადიდებლობა და 3. შიზოთერიკა. შარლატანურ-აფერისტული შიზოთერიკა არსებობს სამი სახის: 1. "ნეო-ტანტრა" 2. თეოსოფიურ-შტაინერისტული აბდაუბდა და 3. ნეო-ნაციონალ-მესიანისტური სემიოტიკა-ჰემატრია. ასეთია რეალობა. ასეთია აჯაფსანდალი ჩვენში. მაინცდამაინც ფალსიფიკატორების და აფერისტების აბდაუბდები უნდა იყოს ჩვენთან პოპულარული, ასეთია ჩვენი ბედი. ვედების შესახებ ნულოვანი ან ზედაპირული ცოდნა გვაქვს, ელინიზმიც ცუდად გვესმის, რაც შეეხება ბრმადმადიდებილობას და ათეიზმს... ეს იდიოტიები საკმაოდ ხიბლავს ბრბოს. შიზოთერიკაც მომხიბლავია... შიზოთერიკა ნაციონალისტურ საბურველში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ვედებთან და არც ელინიზმთან ან თუნდაც ისიდაიზმთან. მეცნიერულ ანალიზზე ხომ არაფერს ვამბობ... ეგ საერთოდ არ გვაქვს და მეეჭვება თუ ოდესმე გვექნება. ბრმადმადიდებლებსაც და დანარჩენებსაც აქვთ თავიანთი მლეჩხა-კულტურა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვედებთანაც და ელინურ სიბრძნესთანაც. ბრმადმადიდებილოიდები დიდი აღფრთოვანებით ადიდებენ ბოლო 17 საუკუნის მანძილზე ნეო-იუდაიზმის ზეგავლენით იბერიული და კოლხური კულტურის ნარჩენებზე და ნანგრევებზე ფორმირებულ აბსურდს და უწოდებენ "ხალხურ კულტურას". რას ვიზამთ, ყველას თავისი გზა აქვს... არ უყვართ ჩვენში ისინი ვინც ნეო-იუდაისტური გოიმური პროვინციალიზმის წინააღმდეგ მიდიან.
ომ შანტი
ჯაი მაა კალი ჯი
რასიზმი ესაა ასურა-დჰარმა. რასიზმი დაფუძნებულია დარვინისტულ იდეოლოგიაზე, რომლის ავტორებიც იყვნენ ვესტერნიზატორი ბრიტანელი ლორდები. ამ იდეოლოგიის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა ტომას ჰეკსლიმ. ვერავინ შემედავება იმაში, რომ ბრიტანელი ლორდები და სხვა ევროპელი კოლონიზატორები, რომლებიც ეწეოდნენ აფრიკელი, აზიელი და ამერიკელი აბორიგენების უმოწყალო ექსპლოატაციას და ჩაგვრას, იყვნენ რასისტები და იყენებდნენ დარვინისტულ იდეებს. ვესტერნიზატორი ევროპელი ლორდები იყვნენ რასისტები და დედამიწის დანარჩენ ხალხებს არარაობებად მიიჩნევდნენ. ამგვარად ამართლებდნენ ისინი თავიანთ აგრესიას და კოლონიზატორობას. მათი მტკიცებით აზიელებს, აფრიკელებს და მეზო-ამერიკელებს კულტურა არ ჰქონდათ და იყვნენ პრიმიტივი გოიმები, ბარბაროსები. დიდი ამპარტავნება ახასიათებდათ ევროპელ კოლონიზატორებს. განსაკუთრებით სძულდათ მათ ვედური რელიგია. როცა ვესტერნიზატორები შეიჭრნენ ინდოეთში, მათ დაიწყეს დჰარმული რელიგიების წინააღმდეგ ბრძოლა. ვესტერნიზატორებმა ინდოელებს თავს მოახვიეს თავიანთი კანონები და წესები... იყო აჯანყებები, მაგრამ ინდოეთმა მაინც წააგო ომი. ვესტერნიზაცია ასურების ზეგავლენით დღემდე გრძელდება. "კულტურული" ევროპელების ასურა-დჰარმა განაგრძობს ვედური რელიგიის ნგრევას. ევროპელმა მასონმა ლორდებმა შესანიშნავად იცოდნენ ადვაიტა ვედანტა და მეხუთე ვედა (ტანტრა), ამიტომაც დაიწყეს მისი დაკნინება. კანის ფერი არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი მეორეზე დაბლა დგას, კანის ფერის გამო ქსენოფობია და დისკრიმინაცია არის აბსურდი, ესაა ტამო-გუნა. რასიზმი ესაა ტამასიკური მატერიალიზმი. რასიზმს არაფერი აქვს საერთო სულიერებასთან, თუმცა ეს ბევრს არ ესმის. სხეული არის მხოლოდ სულის სკაფანდრი. მთავარია სული (ატმანი) და არა სხეული. მრავალი სხეული, ფიზიკური საგნები... მატერიალური სამყარო - ესაა ბრაჰმანის შემოქმედებითი ილუზია. ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალური. შანკარა აჩარია არ იყო ერთადერთი ვისაც ეს ესმოდა. ყველა ცოცხალ არსებას აერთიანებს ერთიანი უპიროვნო ატმან-ბრაჰმანი. ჩვენი ჭეშმარიტი მე არაა თეთრი, შავი ან ყვითელი შეფერილობის სხეული ან თუნდაც პიროვნული ცრუ ეგო (აჰამ-კარა), ჩვენი ჭეშმარიტი მე ესაა უპიროვნო ატმანი. პარამატმანი ანუ უპიროვნო ზესული ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობა, სწორედ ესაა ვედური იმპერსონალისტური სიბრძნე. სხეულის კონცეფცია ესაა მატერიალიზმი. მეხუთე ვედა ანუ ტანტრა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჭეშმარიტი რეალობა ესაა პარამაშივა იგივე ატმან-ბრაჰმანი, რომელსაც გააჩნია პოტენციური ენერგია - შაკტი. სწორედ უმაღლესი შივას ანუ ბრაჰმანის ენერგიის სხვადასხვა ფორმებს წარმოადგენენ ჩვენი სხეულები და ფიზიკური ობიექტები. ჩვენ ვართ ბრაჰმანის შაკტის სხვადასხვა ფორმები. ჩვენ ყველანი უფალი ბრაჰმას შვილები ვართ. ყოველ კალპაში უფალი ბრაჰმა 14 მანუს მეშვეობით ქმნის დედამიწის ადამიანთა მოდგმას. თვითონ ბრაჰმაც უპიროვნო ბრაჰმანის და მისი უპიროვნო შაკტის ილუზორული მოდიფიკაცია არის. იშვარა ესაა ბრაჰმანის გამოვლინება, რომელიც ქმნის სიცოცხლის სხვადასხვა ენერგეტიკულ ფორმებს. კანის ფერი დაკავშირებულია მერუს მთისგან არეკლილ სინათლესთან. ყოველ კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა, თითოეულ მაჰა-იუგაში 4 იუგა: 1) სატია-იუგა - სიკეთის ეპოქა. ბრაჰმანები - თეთრი კანი. მათი დეგრადირებული შთამომავლები არიან თანამედროვე ბრაჰმანები. მათი კარმა მათ უბიძგებს იყვნენ ქურუმები და იოგები. იუგა-ავატარას კანის ფერია - თეთრი. აღმოსავლეთი. 2) ტრეტა-იუგა - ქშატრიები - წითელი კანი. მათი დეგრადირებული შთამომავლები არიან ინდიელები. მათი კარმა მათ უბიძგებს იყვნენ მეომრები. იუგა-ავატარას კანის ფერი - წითელი. სამხრეთი. სამი მზის ეპოქა. 3) დვაპარა-იუგა - ვაიშიები - ყვითელი კანი. მათი დეგრადირებული შთამომავლებია მონღოლოიდები. მათი კარმა მათ უბიძგებს იყვნენ ვაჭრები ე.ი. ბიზნესმენები. იუგა-ავატარას კანის ფერი - ყვითელი. დასავლეთი. ორი მზის ეპოქა. 4) კალი-იუგა - შუდრები - შავი კანი. მათი დეგრადირებული შთამომავლებია - ნეგროიდები. მათი კარმა მათ უბიძგებს იყვნენ შუდრები. იუგა-ავატარას კანის ფერი - შავი ან მუქი ლურჯი. ჩრდილოეთი. ერთი მზის ეპოქა. მაგრამ ამ ეპოქაში მოხდა ეპოქების წანაცვლება, კალი-იუგამ ნაწილობრივ გადაფარა დვაპარა-იუგა და ამიტომაც დვაპარა-იუგაში მოვიდა მუქი ლურჯი კანის მქონე ავატარა - კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერი კანის მქონე ავატარა - ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. რაც შეეხება ატმანს, სული ღვთისა ყველა არსებაში ერთნაირად სუფევს, ხოლო საგანთა და არსებათა სიმრავლე ილუზიაა. განსხვავება ილუზიაა, აქედან გამომდინარე ქსენოფობიაც აბსურდია. ჩვენ ყველანი ერთი სული ვართ, ერთიანი ცნობიერება. ადამიანთა დაყოფა რასებად არის მატერიალიზმი, "რასა" ესაა ფიზიკური ფორმა. აქვს ამას მნიშვნელობა? არ აქვს. მთავარია ატმანი. ატმანს რასა არ აქვს. ატმანი არის უსასრულობის სამყაროული არსი. ბუდიზმი არის ვედური რელიგიის ფრაგმენტი. ბუდიზმიც უარჰყოფს რასიზმს. ბუდიზმში ბრაჰმანს ეწოდება ადი-ბუდა. ადი-ბუდა ესაა უმაღლესი თავდაპირველი ბუდა. მან შვა ყველა ბუდა და ბოდჰისატვა. თითოეულ ცოცხალ არსებაში სუფევს ფარული შინაგანი ბუდა ე.ი. ბუდას ბუნება. ბუდად გადაქცევა შეუძლია ყველას. მთავარია გქონდეს დჰარმა. ჩვენ ერას ბუდისტურად ეწოდება "ბჰადრა-კალპა" ანუ კეთილი ერა. ამ ერაში უნდა მოვიდეს 1000 ბუდა. მოვიდა სულ 28 ბუდა, რომელთაგან ბოლო იყო შაკიამუნი გაუტამა, კაპილავასტუს პრინცი. მომავალში კიდევ მოვა ერთი ბუდა, ბუდა მაიტრეია, რომელსაც ექნება ყვითელ-ოქროსფერი კანი. მაიტრეია აღადგენს დჰარმას და დაამარცხებს დემონებს. ბოლო 7 ბუდა რომლებიც მოვიდნენ უკვე, ესენია: 1. ბუდა ვიპაშინი - რომელიც იყო შავკანიანი 2. ბუდა შიკჰინი - რომელიც იყო შავკანიანი 3. ბუდა ვიშვაბჰუ - რომელსაც ასევე შავი ფერის კანი ჰქონდა 4. ბუდა კრაკუჩჰანდა - რომელსაც ასევე შავი კანი ჰქონდა 5. ბუდა კანაკამუნი - რომლის კანი იყო ნათელი ნაცრისფერი შეფერილობის 6. ბუდა კაშიაპა - რომელიც იყო ყვითელ-ოქროსფერკანიანი და ბოლოს 7. ბუდა შაკია-მუნი - რომლის კანი იყო ყვითელ-ოქროსფერი. ასევე გავიხსენოთ ხუთი ქალღმერთი დჰიანა-ბუდა: 1. ცისფერკანიანი ბუდა ლოჩანა - რომელიც მართავს ჰაერის სტიქიას და არის ბუდა აკშობჰიას ცოლი. 2. ყვითელკანიანი ბუდა მამაკი - რომელიც მართავს ცეცხლის სტიქიას და არის ბუდა რატნასამბჰავას ცოლი. 3. წითელკანიანი ბუდა პანდარავასინი - რომელიც მართავს წყლის სტიქიას და არის ბუდა ამიტაბჰას ცოლი. 4.მწვანეკანიანი ბუდა სამაია-ტარა - რომელიც მართავს მიწის სტიქიას და არის ბუდა ამოგჰასიდჰის ცოლი. 5. თეთრკანიანი ბუდა ვაჯრადჰატვეშვარი - რომელიც მართავს კოსმიურ ეთერს და არის ბუდა მაჰავაიროჩანას ცოლი. ბუდამ არ იცის რასიზმი.
რასიზმი დემონური ილუზიაა, ღვთაებრივი პარამატმანი - ჭეშმარიტება.
ყველას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ის რისი თქმაც უკვე საუკუნეა მინდა: ეზოთერიკა არის ორი: 1) დასავლური (ევროპული და ამერიკული) და 2) აღმოსავლური (აზიური/ინდური/ტიბეტური). ახლა რაა მთავარი: მთავარია რეინკარნაციის ანუ სანსარას გაგების მომენტი. თანამედროვე დასავლურ "ეზოთერიკაში" სულის მოგზაურობა სხეულიდან სხეულში აღიქმება არატრადიციულად, ეგ როგორ? ვიტყვი: ინდურ, ტიბეტურ და ზოგადად ინდუისტურ (ვედურ), ჯაინისტურ და ბუდისტურ მეტაფიზიკაში რეინკარნაცია ანუ სანსარა არაა "ევოლუციური". "ევოლუციის" იდეა შემოიღეს თეოსოფებმა და შტაინერისტებმა, რომლებმაც დაამახინჯეს ინდუიზმი, ჯაინიზმი, ბუდიზმი და ნეოპლატონიზმი! ე.წ. "სულიერი განვითარების ეტაპების გავლა რეინკარნაციისას" ტრადიციულ ეზოთერიკაში არ იყო!! არც ელინისტურ სამყაროში და არც მით უმეტეს ბებერ აზიაში!! არ იყო! არა! არასოდეს! თვით დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი რენე გენონიც კი ადასტურებდა ამას, როცა შარლატან თეოსოფებს და შტაინერისტებს აკრიტიკებდა! დიახ! თეოსოფები და შტაინერისტები არიან შარლატანები და დემონები! რატომ? იმიტომ რომ მათ ერთმანეთში აურიეს და გემრიელად დაამახინჯეს აზიის მისტიკაც და და დასავლურიც! ვიმეორებ: არც ნეოპლატონიკოსებს, არც პითაგორელებს, არც ინდუსებს, არც ბუდისტებს, არც ჯაინებს, არც ძველ დაოსებს და ვაფშე არავის არასოდეს არ ჰქონიათ "ევოლუციის" დოგმატი ეზოთერულ ფილოსოფიაში! ეს უბრალოდ არ იყო! ევოლუციონიზმი ესაა დარვინიზმი, ხოლო დარვინიზმი ესაა - ასურა-დჰარმა და სულიერებასთან არაფერი აქვს საერთო! მეცხრამეტე საუკუნემდე "სულის ევოლუციის" იდეა არ ჰქონდა არავის! ყოველ შემთხვევაში, ვედებში ეს არაა! და ვერც იქნებოდა! ვედების და ბუდიზმის მიხედვით სანსარა არათანმიმდევრული და ქაოსურია! როცა სრულდება სამი სამყაროს ფორმირება, ცოცხალი არსებები იწყებენ რეინკარნაციას, ისინი იბადებიან უფრო და უფრო დაბალ სამყაროებში, მათ შორის ჯოჯოხეთშიც! დევა (ღმერთი) შეიძლება ჩამოვარდეს ჯოჯოხეთში და შემდეგ დაიბადოს ცხოველად, შემდეგ ადამიანად და ა.შ. ადამიანს შეუძლია გადავიდეს ნირვანაში იოგას დახმარებით ან შექმნას ნეგატიური კარმა და დაიბადოს ცხოველად ან უფრო უარესი... ღმერთი ანუ დევა შეიძლება გახდეს ბუდა ან ბოდჰისატვა, ადამიანი შეიძლება გახდეს დევა, დევა შეიძლება ჩამოვარდეს დედამიწაზე და იშვას ფრინველად და ა.შ. მოკლედ, ნირვანას შანსი არის, მაგრამ არაა არავითარი "ევოლუცია"! სწორხაზოვანი "განვითარება" არაა და ვერც იქნება! ვერა!! დამიჯერეთ! ვიცი რა გეუბნებით! გთხოვთ! "თეოსოფებში" და ა.შ. აფერისტებში არსება ასე "ვითარდება": 1) ასტრალი 2) მინერალი 3) მცენარე 4) ცხოველი 5) ადამიანი... და ა.შ. საბოლოოდ ადამიანი "ხდება ზეარსება" და ადის სადღაც დარკვეთში... დამიჯერეთ, ეს მარაზმული "ევოლუციური" სისტემა ტრადიციულ ეზოთერიკაში არაა და არც ყოფილა! წაიკითხეთ გენონის შრომები! მოუსმინეთ ვიშნუდევანანდა გირის! ბოლო-ბოლო რა გიჭირთ ასეთი, რომ შარლატანებს ეტანებით და ინდუს და ბუდისტ ტრადიციონალისტ გურუებს იგნორს უკეთებთ? ა?...
ომ შანტი...
ჯაი მაა კალი ჯი...
ტერმინი "პორნო" მოიგონეს ვიქტორიანელმა ბრიტანელმა მედიკოსებმა 1857 წელს. მანამდე ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა იმის აღსაწერად რასაც ეს სიტყვა ახლა აღწერს. ელინურ და რომაულ სამყაროში, სადაც ეგვიპტის და ბაბილონის მსგავსად იყო მისტიკური ჰედონიზმი და ლიბერალიზმი, "პორნო" ერქვათ იაფ მეძავებს, ხოლო ელიტურ სექს-მუშაკებს ერქვათ - "ჰეტერა". ვიქტორიანულ ეპოქაში გაძლიერდა აბრაამული პურიტანიზმი და დაწესდა ცენზურა ეროტიკული გამოსახულებების წინააღმდეგ. დაიწყეს აფროდიტეს ტაძრების ნგრევა. რომის იმპერიაში 314 წლამდე ფართოდ იყო გავრცელებული ის, რასაც დღეს ვუწოდებთ "პორნოს". როცა იმპერატორი კონსტანტინეს წყალობით გაიმარჯვა ქრისტიანობამ, რომის იმპერიაში რადიკალურად შეიცვალა მორალი და დაიწყო საშინელი რეპრესიები. ქრისტიანმა ეგვიპტელმა ბერმა ევაგრიუსმა სექსუალური ვნება გამოაცხადა მომაკვდინებელ ცოდვად. რომში სექსოფობია არ იყო. სექსოფობია დაიწყო ნეო-იუდაიზმის ანუ ქრისტიანობის და იუდეო-ისლამის გავრცელების შემდეგ. ინიციატორები იყვნენ კონსტანტინე და მუჰამედი. მეხუთე ვედას (ტანტრას) წინააღმდეგ განწყობილმა ნეო-იუდაისტმა მასონებმა დაიწყეს ასურების (დემონების) გეგმის შესრულება, კერძოდ - სექსის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ დააწესეს ცენზურა და კუნდალინი მოაქციეს ჩარჩოებში. იქამდე სანამ ამერიკელი და ბრიტანელი ნეო-იუდაისტები და მასონები არ შეიჭრნენ იაპონიაში, მათ ქვეყანაში არ არსებობდა ტერმინი პორნო და შიშველი სხეულების და სექსუალური აქტის გამოსახულებები თავზე საყრელად იყო. არცერთ იაპონელს თავში არ მოსდიოდა, რომ შიუნგას ეროტიკული ფერწერა და გრავიურები იყო "პორნო". ეს სიტყვა იაპონიაში შევიდა ნეო-იუდაისტური მასონური ევროპიდან და დაიწყო იაპონიის მასონიზაცია-ვესტერნიზაცია. იგივე სიტუაცია იყო ინდოეთშიც. ანტიკური რომი და ეგვიპტე იყო ძალიან ლიბერალური და ჰედონისტური. რომაულ დიონისურ ლიბერალიებს წერტილი დაუსვა ბარბაროსულმა ნეო-იუდაიზმმა (ქრისტიანობამ), რომლის სათავეში დგანან ასურები (დემონები, ვედების მტრები). მათი მიზანია მეხუთე ვედას მოსპობა. სექსის და შიშველი სხეულის დემონიზაცია ესაა დემონური ნეო-იუდაიზმი.
ვედური რელიგიის მიხედვით ვარნა-შანკარა ესაა დაწყევლილი ხალხი, რომლებიც განუდგნენ ვედებს, ცხოვრებაში ჩაიდინეს ბევრი ცოდვა და დაემსგავსნენ დემონებს. სიკვდილის შემდეგ ასეთები იღებენ სხეულებს შივას გარემოცვიდან, ხდებიან შივას ტამასიკური დემონური ლეგიონის წევრები... ხდებიან ასურები (ბოროტი დაიმონები/დემონები), პრეტები (დამშეული აჩრდილები), პიშაჩები (ვამპირები), რაკშასები (კაციჭამია მაქციები) და ბჰუტები (უმდაბლესი სტიქიური სულები, ეთერული სულები). ასე გვეუბნება ვედური რელიგია. ეს დეტალურადაა აღწერილი ვაიშნავურ და შივაიტურ აგამებში და შაკტისტურ ტანტრებში. ვედურ ტექსტებში ეს აღწერილია. ასე მოქმედებს კარმა და სანსარა (რეინკარნაცია). ასე ისჯებიან ტამასიკური ცოდვილები. აბა თქვენი აზრით ვინ არიან შივას ლეგიონში შემავალი სულები? არ დაგავიწყდეთ, რომ შივა ტამო-გუნას მბრძანებელია. ეს მისი პროფილია. მოკლედ, შეისწავლეთ ვედები. იპოვეთ ავტორიტეტული გურუები.
ყველას ერთი მშობელი ჰყავს, ესაა - მანტრა "ა-უ-მ". 1) აკარა - ბრაჰმა-დემიურგი, 2) უკარა - ვიშნუ-დამცველი და 3) მაკარა - შივა-დამანგრეველი. ესაა ტრიმურტი ანუ ა-უ-მ. ესაა პარაბრაჰმანის სამპიროვანი ემანაცია. სწორედ მანტრა ა-უ-მ არის ყველა არსების ჭეშმარიტი მშობელი და არა ილუზორული მიწიერი "მშობლები" კარმულ ქსელში. ჯივა (ცოცხალი არსება) არის მანტრა ა-უ-მ-ის ანუ ღვთიური სამების ემანაცია ე.ი. შვილი და არა ილუზორული "გენეტიკური მშობლების" ხორციელი შთამომავალი. ატმანი რეალურია, სხეული - არარეალური. ადამიანი არ შობს ადამიანს, ადამიანს შობს მანტრა "აუმ"-ი ე.ი. ტრიმურტი (სარგუნა ბრაჰმანი). ნირგუნა ბრაჰმანმა (უპიროვნო ღმერთმა) შვა სარგუნა ბრაჰმანი (პიროვნული უფალი), ხოლო სარგუნა ბრაჰმანმა ანუ იშვარამ (უფალმა), მანტრა "აუმ"-მა შვა სამყაროთა და არსებათა უსასრულო მირიადები. ცოცხალი არსების რეალური მშობელი არის ტრიმურტი და არა ხორციელი "მამიკო" და "დედიკო".
ჩვენ ყველანი უფალი ბრაჰმას შვილები ვართ. არსებობს მხოლოდ ერთი რასა - ბრაჰმას შვილების რასა. უფრო შორს თუ წავალთ მიხვდებით, რომ თვით მატერიაც კი ილუზიაა და ერთადერთი რაც არსებობს ესაა - სატ-ჩიტ-ანანდა ატმან-ბრაჰმანი. არის მხოლოდ მარადიული უპიროვნო სული. ერები, ნაციები და სხეულები ილუზიაა. არის მხოლოდ აბსოლუტი. აბსოლუტის გარდა არ არსებობს არაფერი. არ არის არც ნეგრი და არც ევროპეიდი, არც გერმანელი და არც ჩინელი... არც ბრაჰმა არის ჭეშმარიტი რეალობა. აბსოლუტური რეალობა მხოლოდ იმპერსონალური ატმანია.
არსებობს მხოლოდ ზეცნობიერი პარამატმანი. ნაციონალიზმი ილუზიაა, პარამატმანი - სინამდვილე. არის მარტო სული. სულს ეროვნება არ აქვს. სული არის სიცარიელე (შუნია) და ენერგია (შაკტი). ჭეშმარიტი ბუნება ესაა არა ერები და ნაციები, არამედ სიცარიელისა და ნეტარების ერთობა ნირვანაში. ერთადერთი რეალობა ესაა ადი-ბუდა (ატმანი).
საიდან გაჩნდნენ დედამიწაზე ასურები ე.ი. დაიტიები და დანავები? ვინ არიან ეს არსებები? ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ რასიზმი, სექსიზმი და პურიტანიზმი, ესაა ასურების იდეოლოგია, მეორეც; მას მერე რაც დაიტიებმა და დანავებმა წააგეს კოსმიური ომი ადიტიებთან (დევებთან), მათ მოიფიქრეს შურისძიების გეგმა, დაიტიებმა და დანავებმა დაიწყეს ბჰუმანდალაზე ანუ დედამიწაზე დაბადება ადამიანთა სხეულებში. ზოგიერთებმა დაიწყეს დაბადება ცხოველთა სხეულებშიც. ეს წერია მაჰაბჰარატას პირველ წიგნში. ეს ასევე წერია სხვა ტექსტებშიც. მას მერე რაც ასურებმა (დაიტიებმა და დანავებმა) იწყეს ადამიანურ სხეულებში დედამიწაზე დაბადება, მათ დაიწყეს დედამიწის გადაკეთება. მათ დაიწყეს კაცობრიობის გადაკეთება. მათ დაიწყეს ეკოსისტემის გადაკეთება. აღსანიშნავი ისაა, რომ ასურებს არაფერი არ ავიწყდებათ, მათ ახსოვთ ვინ არიან ე.ი. წინა ცხოვრება არ ავიწყდებათ. დაბადების მომენტიდანვე მათ ახსოვთ და იციან რა უნდა გააკეთონ, რათა დაამარცხონ ადიტიები. კალი-იუგას ბოლოს უნდა მოვიდეს ვიშნუს კალკი-ავატარა, რომელიც გაანადგურებს ასურებს და აღადგენს დჰარმას. ასურების მიერ დედამიწის ხელში ჩაგდება დაიწყო ჯერ კიდევ დვაპარა-იუგაში 12 000 წლის წინ. დარვინიზმი, ფემინიზმი, ფაშიზმი, სექსიზმი, რასიზმი და პურიტანიზმი შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც სინამდვილეში იყვნენ და არიან ასურები ე.ი. ჰქონდათ დემონური ჯივატმანი. იცოდეთ, რომ თუ ადამიანი ქადაგებს ტანტრა-დჰარმას საწინააღმდეგო იდეოლოგიას ესაა ასურა (დემონი) ადამიანის სხეულში. იცოდეთ, რომ თუ ადამიანი ქადაგებს არა ჭეშმარიტ დჰარმას, არამედ დარვინიზმს, რასიზმს, პატრიარქატს, ფემინიზმს და ა.შ. ესაა ასურა ე.ი. დაიტია ან დანავა (დემონი). ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ტანტრა-დჰარმას არის ასურა-დჰარმა ან საუკეთესო შემთხვევაში ჩალა-დჰარმა, ხოლო ასეთ "დჰარმას" ქადაგებენ მხოლოდ ადამიანური სხეულის მქონე დემონები (ასურები). ნებისმიერი "ადამიანი", რომელიც აკნინებს და აგინებს სანატანა დჰარმას, იცოდეთ, რომ ესაა დემონი (ასურა). არ უნდა გაგიკვირდეთ რომ არსებობენ ფაშისტური აზროვნების ტირანები, იმიტომ რომ ესენი არიან ასურები (დემონები) ადამიანური სხეულით. ტირანი პოლიტიკოსი, ანტი-თეისტი "მეცნიერი", ხარბი ბანკირი, აგრესიული ფანატიკოსი "მორწმუნე" და ანდროფობი ფემინისტი დედაკაცი, ესენი ყველანი ასურები (დემონები) არიან. მათ უბრალოდ ადამიანური სხეული აქვთ, მაგრამ ადამიანები არ არიან, რადგან ასურას ეგო აქვთ. ასურები დედამიწას ევლინებიან ადამიანურ სხეულებში, რათა შური იძიონ ადიტიებზე. რატომ იტანჯება კაცობრიობა? რატომ ვიძირებით და ვიხრჩობით პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და სოციალურ პრობლემებში? საიდან ამდენი კრიზისი და უბედურება? რატომ იჩაგრება ხალხი? პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ მსოფლიოს მართავენ ასურები (დაიტიები და დანავები) ადამიანური სხეულებით ე.ი. დემონები, რომლებიც გარეგნულად ჰგვანან ადამიანებს.
რატომ არსებობს პურიტანიზმი? რატომ არსებობს სექსოფობია? პასუხი: ადამიანურ სხეულებში დაბადებულმა ასურებმა (დემონებმა) იციან, რომ ადამიანთა რასის მართვის და კონტროლის საუკეთესო საშუალება ესაა ადამიანთა სექსუალობის (ე.ი. ლიბიდოს) კონტროლი. რათა მართონ ადამიანები, ასურები ცდილობენ აბსოლუტურ კონტროლს დაუქვემდებარონ ადამიანთა ლიბიდო და ჩაახშონ იგი. მათ იციან, რომ ლიბიდოს ჩახშობა ანგრევს ცნობიერებას და ანადგურებს ნირვანაში გადასვლის შანსს. კამას გარეშე არაა მუქტი.
საიდან მოდის ნებისმიერი ფობია? საიდან მოდის მიზოგინია და მიზანდრია? "მიზო" ნიშნავს სიძულვილს, ხოლო "ფობოს" ნიშნავს შიშს. ტანტრა გვეუბნება, რომ არსებობს სამი რელიგიური ტემპერამენტი: 1) პაშუ-ბჰავა 2) ვირა-ბჰავა 3) დივია-ბჰავა. ვირა-ბჰავა და დივია-ბჰავა ესაა ტანტრა და ადვაიტა (პანთეიზმი და საკრალური ჰედონიზმი). პაშუ-ბჰავა ესაა დვაიტა (დუალიზმი) და მონოთეიზმი ან პოლითეიზმი. პაშუ ესაა პურიტანული "მორალი". ნათქვამია (კულარნავა-ტანტრაში), რომ პაშუ-ადამიანებს ახასიათებთ რვა ბორკილი, რომელთა შორისაც არის: 1) სიძულვილი და 2) შიში. შიში (ბჰაია) ესაა იგივე ფობოსი, ხოლო სიძულვილი - გჰრინა იგივე დვეშა ესაა "მიზო". ეს ნეგატიური ემოციები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ასურების (დემონების) ზეგავლენის ქვეშ. არის კიდევ უფრო დაბალი ტიპები: ასურია და მაჰა-პაშუ. მაჰა-პაშუ, ასურია და პაშუ, ფლობენ რვა ბორკილს, მათ შორის კი 1) შიშს და 2) სიძულვილს. განსხვავება ისაა, რომ ასურიას და მაჰა-პაშუს არ შეუძლია განახორციელოს რელიგიური პრაქტიკა. ნებისმიერი "რელიგია", რომელიც ავლებს მკვეთრ ზღვარს ადამიანსა და ღმერთს შორის და ამტკიცებს, რომ ღმერთი სამყაროს მიღმა სუფევს არის ასურების მიერ შექმნილი. ასურები ებრძვიან ადვაიტას, რადგან ადვაიტა არის ჭეშმარიტება. ეს იმიტომ, რომ ადამიანურ სხეულებში მყოფ ასურებს სურთ დაამარცხონ ადიტიები. ფობიების და ჰეიტის თესვა უყვართ შენიღბულ ასურებს (დემონებს). "ერისი" ანუ განხეთქილება ესაა ასურა-დჰარმა ან პაშუ-დჰარმა.
როგორც უკვე ითქვა ა-სურები (დემონები), განსხვავებით სურებისგან (ე.ი. დევებისგან, ღმერთებისგან), ბინადრობენ იქ, სადაც არის მკვრივი, მძიმე და ბინძური ეთერი, აღვსილი ნეგატიური ენერგიით, ტანჯვის ენერგიით, რომელსაც ეწოდება - გავახა. სურები ცხოვრობენ სუფთა ეთერში, ხოლო ასურები (დემონები) უპირატესობას ანიჭებენ მძიმე და ბინძურ ეთერს. დვაპარა-იუგას დროს ასურებმა (დემონებმა) იწყეს დედა-მიწაზე დაბადება ადამიანურ სხეულებში და დაიწყეს თავიანთი მზაკვრული გეგმის განხორციელება. ასურებმა დაიწყეს პურიტანული ფაშისტური რეპრესიები და კონტროლს დაუქვემდებარეს ადამიანთა ლიბიდო (სექსუალობა ე.ი. კამა-შაკტი). ასურებმა შექმნეს დემონური ანტი-სექსუალური კანონები და იწყეს ბოდვა "მორალზე" და "გარყვნილებაზე". რატომ? რა კავშირშია ადამიანის ლიბიდო (სექსუალური ენერგია) და კოსმიური ეთერი? პირდაპირ კავშირშია. საქმე იმაშია, რომ განსხვავებით წინა სამი ეპოქისგან, ჩვენ ეპოქაში - კალი-იუგაში (შავ ეპოქაში), ყველაზე მთავარი პრაქტიკა ბჰარატა-ვარშაზე (დედა-მიწის 9 სექტორიდან ერთ-ერთზე, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ) არის - იონი-პუჯა ანუ ქალური სექსუალობის თაყვანისცემის ტანტრისტული რიტუალი, ტანტრული სექსი. იონი ნიშნავს ვაგინას, ხოლო პუჯა - თაყვანისცემას. ტანტრიზმში ითვლება, რომ ქალი ესაა ღვთაება. ქალი ესაა ღვთაებრივი ენერგიის ავატარა (განსხეულება). ქალის ვაგინა საკრალურია და ღვთაებრივია. ასე გვეუბნება ტანტრა. ტანტრა გვეუბნება, რომ იონი-პუჯა და მაიტჰუნა (ტანტრული სექსის რიტუალი) პირდაპირ კავშირშია კოსმიურ ეთერთან, რადგანაც კალი-იუგაში დედამიწის მახლობელი ეთერის გასუფთავება და გაწმენდა ხდება იონი-პუჯას და მაიტჰუნას დახმარებით. ქალის სასქესო ორგანოს ვაჯრაიანას ბუდიზმში ეწოდება "პადმა" ანუ ლოტოსის ყვავილი, ხოლო მამაკაცურ ორგანოს - "ვაჯრა" ანუ ალმასი იგივე ელვა. ეთერი იწმინდება სექსით! ასურებმა ეს იციან და ამიტომაც რეპრესიული ფაშისტური კანონებით ანგრევენ და ახშობენ ადამიანების ლიბიდოს, ადამიანები იტანჯებიან და ასხივებენ ტანჯვის ენერგიას, რადგანაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ძალადობა ესაა სტრესი, სტრესის დროს ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას, რომლითაც იკვებებიან ასურები (დემონები). ამ ნეგატიური ენერგიით ბინძურდება დედამიწის მახლობელი ეთერი, იმის მაგივრად რომ გასუფთავდეს და ასურებსაც სწორედ ეს სურთ. აი ასეა ყველაფერი.
https://www.youtube.com/user/TaraSarasvati/videos
https://www.youtube.com/user/Impersonalism/videos
http://kaula-dharma.com/
არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ სულიერ ცოდნაზე, სწავლობენ ვედებს და ილტვიან ნირვანასკენ. ასეთებისთვის წუთისოფელი დროებითი მოჩვენებაა და სხვა არაფერი. მათთვის "ოჯახობანას" თამაშს არავითარი აზრი არ აქვს. ასეთი სუფთა არსებები აზროვნებენ ადვაიტურად (პანთეისტურად), მედიტირებენ მარადიულ უპიროვნო სულზე და არ არიან დაინტერესებული წუთისოფლისეული მატერიალური საქმეებით და წვრილმანებით. ისინი არ არიან კონცენტრირებულნი დროებით და წარმავალ მიწიერ რუტინაზე. ასევე ცხადია არსებობენ "ადამიანები", რომლებიც მუდმივად ე.ი. 24 სთ დღე-ღამეში ფიქრობენ მხოლოდ ერთ რამეზე: რეპროდუქციაზე ე.ი. გამრავლებაზე. 24 სთ! ფიქრობენ მხოლოდ "ოჯახის" შექმნაზე ე.ი. შთამომავლობის კეთებაზე და საერთოდ არ აინტერესებთ ვედები და ვედური სიბრძნე. მათ უბრალოდ ტვინი არ ჰყოფნით, არ გააჩნიათ სულიერი ელემენტი ე.ი. არიან ან ფსიქიკოსები (მშვინვიერი ხალხი) ან ჰილიკოსები (ხორციელი ხალხი ე.ი. მატერიალისტები). ისინი დასულნი არიან ცხოველის დონეზე. რატომ? რატომ და ცხოველს არ გააჩნია სულიერი შემეცნების არც უნარი და არც სურვილი და მუდმივად ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე: პარტნიორის პოვნაზე და რეპროდუქციაზე ე.ი. გამრავლებაზე. ცხოველისთვის ყოფიერების და განვითარების მწვერვალი ესაა - გამრავლება. ამის იქეთ უკვე ყველაფერი მთავრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვაგვარი აფერისტები და შარლატანები, რომლებიც ქადაგებენ, რომ "ოჯახის" შექმნა ანუ გამრავლება არის სულიერი ევოლუციის მწვერვალი და აპოთეოზი, ქადაგებენ აბსოლუტურ აბსურდს, რომელსაც სულიერებასთან და ჭეშმარიტ ბედნიერებასთან არაფერი არ აქვს საერთო. "ოჯახი" და "შთამომავლობა" ესაა დროებითი წარმავალი წუთისოფელი და კარმა... რეალურად არავითარი "ოჯახი" არ არსებობს. არსებობს მხოლოდ აბსოლუტი ე.ი. ბრაჰმანი. ჩვენ ყველა ვართ ბრაჰმანი ანუ აბსოლუტი. ადამიანი, რომელიც ივიწყებს ბრაჰმანს და ფიქრობს მხოლოდ იმაზე რაც დროებითი, წარმავალი და მოჩვენებითია ე.ი. გამრავლებაზე არის - პირუტყვი და სხვა არავინ. არიან ისეთებიც რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს შეუთანხმონ "ოჯახი" და ნირვანა, მაგრამ ესენიც ბრიყვები არიან, რადგანაც როგორც ბიბლიაში წერია, შეუძლებელია ერთდროულად ორ ბატონს ემსახურო... მიწიერი და ზეციერი ერთად ვერ გექნება, ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე. მიწიერი მუდამ ხელს შეგიშლის ზეციერში ე.ი. ნირვანასკენ სწრაფვაში. გამრავლებისკენ სწრაფვა, მუდმივად მხოლოდ "ოჯახზე" და რეპროდუქციაზე ფიქრი ახასიათებთ ცნობიერების უმდაბლეს საფეხურზე მყოფი ბარბაროსებისთვის. უფრო დაბლაა მხოლოდ სექსუალური მანიაკების ცნობიერება. თვით ქრისტეც კი ეუბნება თავის მიმდევრებს, რომ თუ არ მოიძულებენ წუთისოფელს, ვერ შევლენ ზეციურ სასუფეველში. აი ასეა ეს.
ომ შანტი
ვედური რელიგიის მიხედვით არსებობს მრავალი სამყარო და ერთიანი კოსმიური ოკეანე - ეკარნავა. თითოეული სამყარო იყოფა სამ ნაწილად, მათ შორის ჩვენიც. სამყაროს სამი ნაწილია: დივია-სვარგა - ზეციური სამოთხე, ბჰუმი - შუასამეფო ე.ი. დედა-მიწა და ბილა-სვარგა - დემონთა მიწისქვეშა სამეფო ანუ ქვესკნელი. ინდოირანელი ხალხების მიხედვით ესაა: ურდეშ, მიჩდეშ და იურდეშ. ესაა სამი სამყარო. ბჰუმი ანუ ბჰურ-ლოკა (დედა-მიწა) იყოფა მრავალ ნაწილად: ცენტრში მდებარეობს კოსმიური ღვთაებრივი მთა - სუმერუ, რომლის მწვერვალზეც სუფევს ინდრა დევა, თავის მომხრეებთან ერთად. ბილა-სვარგას დემონები მუდმივად ცდილობენ დაიმონონ და მოატყუონ ადამიანები და შური იძიონ ინდრაზე, რომელმაც დივია-სვარგადან პანჩურით ისროლა ქვესკნელში დებოშისტობისა და ლოთობის გამო. ბჰუმი ე.ი. დედამიწა იყოფა შვიდ მატერიკად, რომლებსაც ერთმანეთისგან ჰყოფს ტკბილი წყლის და რძის ოკეანე. ეს შვიდი მატერიკი ანუ დვიპა არის: 1. ჯამბუ-დვიპა - ჩვენი მატერიკი, რომელიც იყოფა 9 ნაწილად. ამ ცხრა ნაწილიდან ანუ "ვარშადან" მეცხრეში ვცხოვრობთ ჩვენ. ჩვენ ვარშას ეწოდება - ბჰარატა-ვარშა, რადგანაც 10 000 წლის წინ, ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე 5000 წლით ადრე, ვედების მიხედვით ამ მსოფლიოში მეფობდა კოსმოპოლიტი მეფე - ბჰარატა, რომლის შთამომავლებმაც განიცადეს დეგრადაცია და გამოიწვიეს ვედური კულტურის დაცემა. დანარჩენ ვარშებზე, რომლებიც დაფარულნი არიან ბჰარატა-ვარშას მოსახლეთაგან, დღემდე სუფევს და დომინირებს ვედური ტრადიცია და მომავალშიც ასე იქნება. ისინი ცხოვრობენ მუდმივ ტრეტა-იუგაში. მათ სავანეებში კალი-იუგა არასოდეს არ დგება. 4 ეპოქის მონაცვლეობა ხდება მხოლოდ კარმული მოქმედების მიწაზე ე.ი. ჩვენ მსოფლიოში, ბჰარატა-ვარშაზე. ვაივასვატა-მანუ ანუ ჩვენი ამჟამინდელი მანუ - კაცობრიობის სულიერი ლიდერი და საერთო წინაპარი ცხოვრობს დედამიწის დაფარულ ვარშაზე, რომელსაც ეწოდება - რამიაკა-ვარშა. ესაა პარალელური მსოფლიო, რომელიც უხილავია ბარბაროსებისთვის, რომლებიც არ მისდევენ ვედებს ე.ი. ჩვენთვის. ახლა დგას მეშვიდე მანუს ერა, რომელიც სხვების მსგავსად ბრაჰმას შვილია. 2. პლაკშა-დვიპა 3. შალმალი-დვიპა 4. კუშა-დვიპა 5. კრაუნჩა-დვიპა 6. შაკა-დვიპა და ბოლოს - პუშკარა-დვიპა - აქ მეფობს უფალი ბრაჰმა. ჩვენი ბჰარატა-ვარშას გარდა სხვა ვარშებზე და მატერიკებზე კალი-იუგა არ არსებობს! უბედურებები არის მხოლოდ ჩვენთან და... ნარაკა-ლოკაში ანუ ბილა-სვარგას ქვემოთ მდებარე ჯოჯოხეთურ სამყაროებში. ვედების მიხედვით არსებობს 28 ჯოჯოხეთი.
დღეისათვის მსოფლიოში "ადამიანთა" უმეტესობა არის "პრეტა" ანუ უმდაბლესი სული, პრიმიტიული ფანტომი ვედური სიბრძნის გარეშე. რითი განსხვავდება პრეტა ვედური ადამიანისგან? იმით, რომ ვედური ადამიანი როგორც კი ოდნავ წამოიზრდება, საკუთარ თავს უსვამს სამ კითხვას: 1. ვინ ვარ? 2. რისთვის ვარსებობ? 3. სიკვდილის შემდეგ რა მელის? და ასეთი ადამიანი იმეცნებს ხუთ ვედას გურუს დახმარებით და მუდამ ამოწმებს ყველაფერს სამი კრიტერიუმით: 1. სადჰუ ე.ი. წმინდა მოძღვარი 2. შასტრა ე.ი. წმინდა წერილი და 3. სადჰანა ე.ი. სულიერი პრაქტიკა. ასეთი ადამიანი ერთმანეთისგან ანსხვავებს ვედურ დჰარმას და მლეჩხა ე.ი. ბარბაროსულ ცრუ დჰარმას. ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს არ უსვამს ამ სამ კითხვას, არ სწავლობს ხუთ ვედას, არ ილტვის ჰყავდეს გურუ და არ ახორციელებს სადჰანას. ეს ცრუ-ადამიანები არიან პრეტები ე.ი. ფანტომები და მათ არ აქვთ სამ ღვთიურ კითხვაზე პასუხი და არც უჩნდებათ სურვილი დასვან ეს კითხვები, რადგანაც წუთისოფლის მონები არიან. ხუთი ვედა ესაა: რიგ-ვედა, სამა-ვედა, იაჯურ-ვედა, ათჰარვან-ვედა და ტანტრა-ვედა ანუ პანჩამა-ვედა. ტანტრა ესაა მეხუთე ვედა, რომელიც თვით უფალმა შივამ დაადგინა შორეულ წარსულში. ნამდვილი ადამიანი ესაა ბრაჰმას შვილი ანუ არიელი, რომელიც ილტვის შეცნობისკენ და სწავლობს ხუთ ვედას.
შორეულ წარსულში დედა-მიწაზე ბატონობდა ხუთი ვედა: რიგ-ვედა, სამა-ვედა, იაჯურ-ვედა, ათჰარვან-ვედა და ტანტრა-ვედა. ტანტრა ესაა მეხუთე ვედა, დადგენილი შივას მიერ. ეს ხუთი თავიდან იყო ერთი. ერთიანი ადი-ვედა, იცოდა ყველა ადამიანმა და ღმერთებიც ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ. შემდგომში ადამიანებმა ბჰარატა-ვარშაზე ე.ი. ჩვენი მსოფლიოს ხალხებმა განიცადეს დეგრადაცია. ერთიანი ვედა დაიყო ხუთ ნაწილად, ერთიანი კაცობრიობა დაიყო მრავალ ნაგლეჯად. მიუხედავად ყველაფრისა ვედური ცოდნა, განსაკუთრებით კი მეხუთე ვედა [ტანტრა] მაინც იცოდნენ არიელებმა. ვედური ქალღმერთებია იშთარი, ასტარტე, კურუკულა და ა.შ., რომლებიც არიან მეხუთე ვედას ღვთაებები, რომლებიც კუნდალინის ე.ი. სექსუალური ენერგიის განვითარებით ადამიანს ეხმარებიან ბრაჰმანის შეცნობაში. იშთარის და სხვა მსგავსი ქალღმერთებისთვის დამახასიათებელი იყო სექსუალური მაგია და საკრალური ჰედონიზმი. მათთვის ასევე დამახასიათებელი იყო საკრალური მისტიკური პოლიამურია და ბისექსუალობა. ეს იყო ლილიტის მისტიური ტანტრიკული კულტი. ლილიტი იგივე კურუკულა ესაა ვედური ღვთაება, ქალღმერთი დაკავშირებული მეხუთე ვედასთან. თავდაპირველად არავითარი ვირგო-ფილია არ არსებობდა. ძველი ბაბილონი იყო ტანტრისტული მისტიური ორგიების ცენტრი. ეს პოლიამურიული ორგიები დაკავშირებული იყო იშთართან. რაც შეეხება ქალწულის კულტს, ეს დაიწყო ძველი იუდეიდან. ძველ იუდეველებს ჰქონდათ წინასწარმეტყველება, რომ ახალგაზრდა ქალმა უნდა შვას მესია ანუ მოშიახი - მხსნელი, რომელიც გადაარჩენს იუდეველებს. შემდგომში ეს სიტყვა ბიბლიის მთარგმნელებმა არასწორად თარგმნეს და ახალგაზრდა ქალის მაგივრად ჩაწერეს ქალწული. სინამდვილეში ბიბლიაში არაფერი წერია "ქალწულზე", რომელმაც უნდა შვას ღმერთი ან მესია. სიტყვა ქალწული არ წერია. წერია ახალგაზრდა ქალი. ტანტრაში ქალიშვილობის კულტი არაა. მეტიც, ტანტრებში პირდაპირ წერია, რომ ტანტრული რიტუალისთვის ქალწული არ გამოდგება. თუმცა ინდუიზმში არის პატარა ქალიშვილის ანუ "კუმარის" კულტი, მაგრამ ეს გვიანდელი დამახინჯებაა, თავიდან ეს არ იყო. ვიმეორებ: ტანტრა ნეგატიურად უყურებს ქალწულობას. პოზიტიურად უყურებს სექსუალურ გამოცდილებას.
"არია" ანუ არიელი ესაა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ილტვის ბრაჰმანის შეცნობისკენ. არიელნი არიან მხოლოდ ბრაჰმანები - ქურუმები და იოგები და ქშატრიები - მეომრები და მეფეები. არია ესაა ადამიანი, რომელიც იცავს ხუთ ვედას. ვაიშიები - ვაჭრები, შუდრები - მუშები და ა.შ. არიელები არ არიან. აბსოლუტის შეცნობის უნარი მხოლოდ ბრაჰმანებს და ქშატრიებს აქვთ. ვაჭარს, მუშას და ა.შ. არასოდეს გაუჩნდება სურვილი და უნარი ამაღლდეს წუთისოფელზე და ნირვანასთვის დათმოს ყველაფერი.
ბჰარატა-ვარშაზე ე.ი. ჩვენ დებილურ და დეგრადირებულ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა ვედური მარადიული დჰარმა. კალი-იუგაში მსოფლიოს მართავენ ასურები, მსოფლიოს მართავს ასურების ტრანს-ნაციონალური სუპერ-კორპორაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა კორტელებისგან. ისინი ქმნიან ხელოვნურ კრიზისებს, რათა შეცვალონ ფინანსური სისტემა. ესაა მანიპულაცია გლობალური მლეჩხა-ეკონომიკით. "მლეჩხა" ნიშნავს ბარბაროსს. მთელი მსოფლიო ახლა ბარბაროსულია. არიული ვედები დაცემულია.
ბრაჰმანები ანუ ქურუმები ასურებსაც ჰყავთ. მათი ქურუმები, ისევე როგორც სურების ანუ ნათელი ღმერთების ქურუმები არ ურთიერთობენ ქშატრიებზე უფრო დაბლა მდგომ ვარნებთან. მსოფლიოს ასურა-ქშატრიების ანუ დემონური პოლიტიკოსების უკან დგანან დემონური მოგვები ე.ი. ასურა-სიდჰები და ასურა-ბრაჰმანები. დემონური ვექტორის ქურუმები მართავენ მსოფლიოს. რეალურად მსოფლიოში მიდის ბრძოლა გავლენისათვის ასურა-ბრაჰმანებს და სიდჰებს შორის, მაგრამ, ჩვენ, უვიც ბრბოს ამ კონფლიქტებს წარმოგვიდგენენ, როგორც უბრალო მიწიერ ომებს, მაგრამ დაიმახსოვრეთ: არ არსებობს ომები ასურების ე.ი. დემონების ჩარევის გარეშე. ნებისმიერი ომის ინიციატორი არის ასურა.
შარლატანი "ტანტრიკები"... გაგიგიათ ასეთების შესახებ? მე მქონია ასეთებთან შეხება. რაზე ეტყობათ, რომ აფერისტები და შარლატანები არიან? ყველაფერი მარტივადაა: უპირველეს ყოვლისა, ტანტრა ესაა შივას მიერ დადგენილი მეხუთე ვედა. ვედა ნიშნავს ცოდნას. ტან-ტრა ნიშნავს ჭეშმარიტების გავრცელებას. რეალური ტანტრა ესაა ხუთი ვედას ცოდნა. რეალური ტანტრიკი მისდევს და იცავს ხუთ ვედას. ნამდვილი ტანტრიკი იცავს ვედურ ტრადიციებს. ტრადიციული ვედური ოჯახი ესაა პოლიგამიური ოჯახი. ცხადია არის მონოგამიაც, მაგრამ მონოგამია მხოლოდ შუდრებში და ვაიშიებში არის გავრცელებული და მათ არიელებთან არაფერი აქვთ საერთო. რამაიანა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ავატარა რამამ თავი წააჭრა შუდრას, რომელმაც იოგაში ცხვირი ჩაჰყო და ასკეზა მოისურვა. ვაჭრებს ე.ი. ვაიშიებს და შუდრებს ე.ი. მუშებს, ეკრძალებათ ვედების შესწავლა და მრავალი ცოლის ან მრავალი ქმრის ყოლა, რადგანაც მათი ცხოვრების წესი არაა არიული. მოკლედ; რეალური ვედური ტრადიციები იწყება ქშატრიებიდან. ქშატრიები ანუ მეფეები და მეომრები და ბრაჰმანები ანუ ქურუმები მუდამ ქმნიდნენ პოლიგამურ ვედურ ოჯახებს. ეს ასეა. რეალური ტანტრა არაა "ნაზი შეხება" ან "მისტიკური სექსი". ესაა სრული ბალაგანი და კლოუნადა და არა ტანტრა. ტანტრა პირველ რიგში არის ვედური ტრადიციები, თეოლოგია, ფილოსოფია და მერე უკვე სექსი. შარლატანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტანტრა ესაა ნაზი შეხება ან მისტიკური ორგაზმი, სინამდვილეში აფერისტები არიან და რეალურ ტანტრასთან არაფერი აქვთ საერთო. ამის შესახებ საუბრობენ ვედური რელიგიის გურუები: მატსიენდრანატჰ მაჰარაჯი, ლაკშმინატჰ მაჰარაჰი, ალამანატჰ მაჰარაჯი, ვიშნუდევანანდა გირი, მიტრადევანანდა პარამაჰამსა და სხვები. შარლატანებს სჯის დჰარმა-რაჯა ანუ იამა-რაჯა, სიკვდილის ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს ართმევს შარლატანებს და ცრუ გურუებს. სხვათაშორის, მე არ ვარ არც გურუ, არც სადჰუ, არც ბრაჰმანი და არც იოგი... მე ვარ უბრალო ღარიბი პანდიტი ე.ი. ვედური რელიგიის მიმდევარი თეოლოგი და სწავლული ფილოსოფოსი. ვარ ტანტრიკი. ერთხელ ერთ შარლატან "ნიუ-ტანტრიკს" ვესაუბრე და ვუთხარი, რომ რეალური ტანტრა ესაა ვედური ტრადიციების დაცვა, ხუთი ვედას შესწავლა და ვედური იდეების და ფასეულობების დაცვა, რაზეც აფეთქდა და მომახალა: "მე არავითარ ტრადიციებს არ ვცნობ! ტრადიციები დეგენერატობაა! მე ტანტრიკი ვარ და ქრისტემდე არსებული ეზოთერული ცოდნა მაინტერესებს!" ე.ი. მან მითხრა, რომ ვედური ტრადიციები დეგენერატობად მიაჩნია, ფეხებზე ჰკიდია და არის "ნამდვილი ეზოთერიკი ტანტრიკი". ბოლოს გავარკვიე, რომ დაკავშირებული იყო ამერიკულ ნეო-ტანტრიზმთან და მანდ უკვე დასრულდა საუბარი. პირდაპირ დავბლოკე. რა?"ნეო-ტანტრა"? ხუმრობთ? რას ნიშნავს "ნეო"? არავითარი "ნეო" არაა საჭირო და ვერც იარსებებს, რადგანაც რეალური ტანტრა ესაა ხუთი ვედა და მათი წესების დაცვა. არ დაუჯეროთ აფერისტებს და შარლატანებს. დასავლეთში ფართოდაა გავრცელებული ეს ცრუ ტანტრიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვედებთან და ტანტრებთან. სასაცილოა ან საერთოდაც სატირალი, როცა შარლატანი "ტანტრიკი" გეუბნება, რომ ტანტრისტია და თან ფეხებზე ჰკიდია კლასიკური ტანტრიზმის ვედური ტრადიციები.
ომ შანტი
რომაულ და ელინურ კულტურაში "სიმპოზიუმი" ერქვა მდიდარი დიდებულების და იმპერატორების მიერ მოწყობილი მდიდრული ვახშამის ბოლოს გამართულ სექსუალურ ორგიას. ეს ფაქტებია. გადაამოწმეთ თუ გსურთ.
ახ.წ. მეათე საუკუნეში კიევის რუსეთის თავადმა ქალბატონმა ოლგამ ქალწულობის "დაკარგვაზე" დააწესა ჯარიმა. ეს გააკეთა იმისათვის რათა აელაგმა ის ორგიები, რომლებსაც სლავები მართავდნენ შამანისტური რელიგიური ზეიმების დროს. ოლგა იყო პირველი პურიტანი ფაშისტი რუსეთში.
ვედებში ნათქვამია, რომ ასურები თავდაპირველად იყვნენ მზისა და მთვარის კეთილი სულები, მაგრამ შემდეგ მათ განიცადეს ტამასიკური დეგრადაცია და შეიცვალეს დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართებაში, გახდნენ ბოროტები და ათეისტები. ასურებმა შექმნეს ათეისტურ-ტექნოკრატიული ცივილიზაცია. ათეიზმი და ტექნოლოგიური პროგრესი სულიერების უარჰყოფის საფუძველზე მოდის ასურებისგან. ამას თვით ქრისტიანი წმინდანებიც კი აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ტექნოლოგიების 99,9%-ი შექმნილია დაცემული ანგელოზების (ასურების ე.ი. დემონების) მიერ. მე არ ვამბობ, რომ ტექნოლოგიები ბოროტებაა... ტექნოლოგიები ღმერთებსაც აქვთ, მაგრამ ასურებისგან განსხვავდებიან იმით, რომ ვედურ რელიგიას და ტრიმურტის არ უარჰყოფენ. ასურების სამყაროებში საერთოდ არ არსებობს არავითარი რელიგია, არავითარი ეზოთერიზმი დჰარმული, სამაგიეროდ არის ტექნოლოგიები და ათეიზმი, არის ზღვარგადასული ჰედონიზმი ღმერთის გარეშე. ასეთია ბილა-სვარგა ანუ დემონთა უტოპია. დემონთა სამყაროში არის კარგი სექსი, მაგრამ არ არის არავითარი იოგა ან ვედანტა. ისინი ცდილობენ ჩვენი მსოფლიო გადააქციონ თავიანთი სამყაროს ანალოგად. ე.ი. ისინი ებრძვიან ვედურ დჰარმას. და შთაგვაგონებენ ჰუმანიზმს, ათეიზმს და ტექნოცენტრიზმს. ასურები ცდილობენ სხვადასხვა ცრუ სწავლებებით არასწორი გზით წაგვიყვანონ... სულიერი დაღუპვისკენ და დედამიწის ხელში ჩაგდების შემდეგ შური იძიონ დევა-რაჯა ინდრაზე და სხვა ღმერთებზე.
ვირთხებივით მომრავლდნენ შარლატანი შიზოთერიკოსები, რომებიც ათას სისულელეს ბოდავენ. არიან შიზოთერიკები და "ასტროლოგები", რომლებიც ამახინჯებენ ვედურ ცოდნას. ასეთებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ხალხს აბოლებენ, რათა ნახონ ფინანსური მოგება. "ეზოთერიკების" უდიდესი ნაწილი ევროპაში და ამერიკაში აფერისტები არიან, რომლებიც ბოდავენ იმას, რაც ვედებში მოცემულ ცოდნას არ შეესაბამება, მაგრამ ამის მიუხედავად ამტკიცებენ, რომ დიდ ინდუს გურუებთან აქვთ კავშირი. ერთხელ გამოვიდა ერთი შარლატანი ტელევიზორში და დაიწყო ბოდვა, რომ თურმე იოგას არაფერი არ აქვს საერთო ვედურ რელიგიასთან და ფილოსოფიასთან და წარმოადგენს მხოლოდ გამაჯანსაღებელ ეზოთერულ ტექნიკას და რელაქსაციის მექანიზმს. აი ასეთი სისულელე თქვა მან (სახელს არ ვიტყვი სჯობს). მერე დაუმატა, რომ ნებისმიერს შეუძია დაკავდეს იოგით რათა "გაისუფთაოს" სული, ისე რომ არ გახდეს ვედური რელიგიის მიმდევარი. დააბრეხვა, რომ იოგა თუ გინდა, საერთოდ არაა აუცილებელი ირწმუნო "ინდური ღმერთები". სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. და აი ასეთი კლოუნები გამოდიან შოუებში? მერე გამოვიდა კიდევ ერთი კლოუნი და თქვა (დააბრეხვა): "მე როგორც ასტროლოგი გეტყვით, რომ თუ ადამიანს წინა ცხოვრებაში გავლილი აქვს კონკრეტული რელიგიური ტრადიცია და მიღებული აქვს კარმული გამოცდილება, ამ ინკარნაციაში მისთვის უკვე აღარ შეიძლება, რომ იგივე საქმით იყოს დაკავებული, ეს საზიანო იქნება მისთვის"... და ესეთი გოიმები ქადაგებენ "ეზოთერიკას"? ჩემო კარგებო, რომელი გურუებიდან და ლამებიდან გაქვთ მიღებული ეგ "ცოდნა"? ნატჰების შივაიზმის ტრადიციის მიმდევარი რუსი გურუ მატსიენდრანატჰ მაჰარაჯი პირდაპირ ამბობს, რომ თუ წინა ცხოვრებაში ადამიანს არ აქვს გავლილი კონკრეტული საფეხურის კონკრეტული რელიგიური ტრადიცია, ამ ცხოვრებაში ის ვერაფერს გაიგებს! მისი თქმით, თუ სადჰაკს ანუ სულიერ მაძიებელს წინა ცხოვრებაში გავლილი ჰქონდა ვამაჩარას დონის ტანტრა, ამ ცხოვრებაში ის იოლად შეძლებს ამ ტრადიციის შეცნობას და მიაღწევს ბევრს! და ეს ასე უნდა იყოს! მატსიენდრანატჰ მაჰარაჯი ამბობს სრულებით საპირისპიროს! მას აქვს ხელდასმა და არის რეალური გურუ! მატსიენდრანატჰი არ ამბობს იმას, რომ წინა ცხოვრებაში მიღებული სულიერი გამოცდილების გამოყენება ამ ცხოვრებაში არ შეიძლება! ხვდებით რა ხდება? შარლატანები ქადაგებენ იმის საპირისპიროს, რასაც ამბობენ რეალური გურუები! არ დამიწყოთ ახლა ცდებიო... არ ვცდები! გადაამოწმეთ თავად! მატსიენდრანატჰ მაჰარაჯი სარწმუნო წყაროა! და ბოლოს: იოგა რელიგიური პრაქტიკაა! იოგა ვედური რელიგიის რწმენის გარეშე არ არსებობს! გამოფხიზლდით და ნუ უჯერებთ აფერისტებს! იოგა არაა "რელაქსაცია"! იოგა ესაა ღმერთთან შეერთება! ესაა ვედური რელიგიური ტრადიცია!
ვედური რელიგიის მიხედვით დედამიწის ატმოსფეროში არის უზარმაზარი ასტრალური პლანეტა - იაკშა-ლოკა. იქ ცხოვრობენ მისტიკური საგანძურების მცველი სტიქიური სულები, რომლების მეთაურიც არის უპა-დევა კუბერა - ღმერთების ხაზინადარი. ტიბეტელები არიან ამ იაკშასების შთამომავლები, რაც დასტურდება მათივე ლეგენდებით. მათ პლანეტაზე მთავარი იდეოლოგია არის - აჰიმსა. ამიტომაც მიიღეს ტიბეტელებმა ბუდიზმი.
ილუმინატებზე ვიტყვი: ვინც არ იცის, ძველ ისრაელში და რომში არსებობდა ოკულტისტი იუდეველების დემონური სექტა, რომელსაც ერქვა - "ნაჰაშ", რაც ებრაულად ნიშნავს გველს და ასევე გამოკვლევას, გამოძიებას და აღმოჩენას. ძველ მსოფლიოში გველი იყო სიბრძნის სიმბოლო დაკავშირებული მზესთან ან მთვარესთან. მაგრამ ეს არაა ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნე, ესაა მატერიალისტური დემონური სიბრძნე. ესაა დვაიტა (დუალიზმი). ნაჰაშები ანუ ნაასენები იყვნენ გველი კალის ადეპტები (არ აგვერიოს ქალღმერთ კალიში). გველი კალი ესაა უფალი ვიშნუს მტერი, რომლის ზეგავლენითაც კალი-იუგაში ადამიანებმა ბჰარატა-ვარშაზე განიცადეს დეგრადაცია და გადაიქცნენ უვიც კლოუნებად. "ნაჰაშ" ესაა ცრუ სიბრძნის დრაკონი. ეს სექტა შემდგომში გავრცელდა ევროპაშიც, სადაც მისი მიმდევრები გახდნენ ცნობილნი "ილუმინატების" სახელით. "ილუმინატ" ნიშნავს განათებულს, საუბარია მზისა და მთვარის დრაკონებზე. არ გახსენდებათ რამე? დიდი იმპერატორები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მზიურ გველებთან. ეს "სინათლე" არის ცრუ სინათლე ქაოსში. ესაა ასურა კალის, გველი კალის "სინათლე". გველ კალის არაფერი აქვს საერთო ქალღმერთ კალისთან, არ აგერიოთ. ბრიტანელი მკვლევარი კონსპიროლოგი დევიდ აიკი სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა.
რას ნიშნავს მასონური სიმბოლო "ყოვლისმხედველი თვალი" ანუ "მანათობელი დელტა"? ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ მასონობა დაფუძნებულია აბრაამულ რელიგიებზე, ეს რელიგიები კი შექმნილია ასურების მიერ. აი ასე. რაც შეეხება დელტას, ეგ დელტა არაა უბრალოდ "ღმერთის თვალი" ან "ეშმაკის თვალი", როგორც ზოგიერთები ამბობენ. საქმე იმაშია, რომ ახლა დგას კალი-იუგა ანუ გველი კალის ეპოქა. გველი კალი ესაა უმეცრებისა და ცრუ სიბრძნის დრაკონი. გველი კალი იგივე ნაჰაშ და მაჰა-კალი დევი ერთი და იგივე არაა. არ აგერიოთ. გველი კალი განასახიერებს დეგრადაციას ანუ ესაა ტამასის მოდუსი (ტამო-გუნა), ტამო-გუნას მართავს შივა, ისევე როგორც ასურებს. ასურები შივას იურისდიქციის ქვეშ არიან ე.ი. ყველაფერი შივას დაშვებით ხდება ჩვენს მსოფლიოში (ბჰარატა-ვარშაზე). როცა დგება კალი-იუგა, შივა აძევს ბნელ ძალებს უფლებას გველი კალის თაოსნობით ხელში ჩაიგდონ ბჰარატა-ვარშა ე.ი. ჩვენი მსოფლიო და გამოიწვიონ ხალხის დეგრადირება. შივა ნგრევის ცეკვას ცეკვავს გახელილი მესამე თვალით, მესამე თვალი ესაა ნგრევის სიმბოლო და ინსტრუმენტი. ესაა ტამო-გუნა, რომელიც ანადგურებს სუსტ არსებებს. შივას აქვს ნათელი მხარე და ბნელი მხარე. შივას ბნელი მხარის მიზანი და ფუნქციაა ტამასიკური ადამიანების გამოვლენა და დასჯა. ესაა გამოცდა უფლისგან ე.ი. ვინც კალის ეპოქაში ვერ დაიცავს ვედებს და არასწორი გზით წავა, ვინც ვერ გაუძლებს გამოცდას, მოექცევა ტამასის ქვეშ და სასტიკად დაისჯება. კალის ეპოქაში დემონებს ეძლევათ შანსი შემოიჭრან დედამიწაზე და სცადონ ინდრაზე შურისძიება. ასე ხდება ყოველი კალი-იუგა. ასე ხდება მხოლოდ ჩვენს სექტორში. მასონური თვალი ე.ი. დელტა ესაა შივას მესამე თვალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა დგას ნგრევის და უმეცრების ანუ ტამო-გუნას ეპოქა და რომ მასონურ დემონურ ძალებს მინიჭებული აქვთ ლიცენზია და მანდატი ნგრევაზე. მასონებს აქვთ მინიჭებული უფლება შივასგან აცდუნონ და დაღუპონ სუსტი ადამიანები, სანამ დგას კალი-იუგა. ვიმეორებ, დემონური ტამასიკური ძალების პერიოდული გაძლიერება ხდება მხოლოდ ჩვენს მსოფლიო სექტორში. ჩვენი მსოფლიო ესაა კარმული მოქმედების ველი. მანათობელი დელტა ესაა ტამო-გუნას ე.ი. ნგრევის და უმეცრების სიმბოლო.
ცივილიზაცია არ ითვლება კულტურულად თუ მას არ გააჩნია 4 მიზანი და საფუძველი, ესენია: 1) სანატანა დჰარმა - ვედური რელიგია, მარადიული ჭეშმარიტება 2) არტჰა - ბარაქა, ფინანსური მოგების მიღება პატიოსანი გზით ე.ი. დჰარმის დაცვით 3) კამა - სექსი, სექსუალური ვნების დაკმაყოფილება ვედური დჰარმის დაცვით. ვნების ე.ი. კუნდალინის რეალიზება. დჰარმა ხელს უწყობს არტჰას, ხოლო არტჰა ხელს უწყობს კამას. თუ არაა ვედური დჰარმა, არაა ჭეშმარიტი არტჰა, თუ არაა არტჰა ვერ გექნება კამა. 4) მუქტი - სულიერი ცხონება. განთავისუფლება ე.ი. გასხივოსნება და სულიერი გამოფხიზლება, ნირვანაში გადასვლა, ბრაჰმანთან შეერთება.
ცივილიზაცია რომელსაც არ გააჩნია ეს ოთხი საფუძველი, არის დემონური "ცივილიზაცია". "თანამედროვე ცივილიზაცია" ასურების ე.ი. დემონების ცივილიზაციაა, რადგანაც არ იცავს ვედურ დჰარმას, ქადაგებს მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, ათეიზმს და საერთოდ უარჰყოფს მუქტის ანუ განთავისუფლებას. თანამედროვე ეკონომიკა დაფუძნებული ასურა-დჰარმაზე და არის დემონური სისტემა, ამიტომაც არის სიღატაკე და ქურდობა. სიღარიბე და ქურდობა არის იმის ნიშანი, რომ ეკონომიკურ სისტემას მართავენ ასურები (დემონები), იმიტომ რომ მათ აქვთ არა სანატანა დჰარმა ანუ ვედური მარადიული ჭეშმარიტება, არამედ ასურა-დჰარმა - დემონური კანონი, ის რაც გავრცელებულია მათ სამყაროში, რომელსაც ეწოდება ბილა-სვარგა იგივე ასურა-ლოკა. საქმე იმაშია, რომ ტექნოკრატია და ვედების უარჰყოფა ესაა - ასურა-დჰარმა. ასურა-დჰარმა ანუ დემონური რელიგია ქადაგებს მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს და მატერიალიზმს, უარჰყოფს ვედებს, მარადიულ ჭეშმარიტებას და შთააგონებს ადამიანებს, რომ ვედები არის სისულელე, ხოლო ერთადერთი "ჭეშმარიტება" ესაა "მეცნიერული ათეიზმი" და ტექნოკრატია, ტექნოლოგიების განვითარება და სულის უარჰყოფა. ტექნოლოგიები ღმერთებსაც აქვთ, მაგრამ იცით რა? ღმერთებს ტექნიკის გარდა სულისმეცნიერებაც აქვთ, მათ აქვთ სანატანა დჰარმა ანუ მარადიული რელიგია. დევები განსხვავებით ასურებისგან არ ქადაგებენ, რომ საჭიროა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი და ვედები კი "სისულელეა". არ გეგონოთ, რომ ტექნოლოგიები მძულს, როგორც უკვე ვთქვი ტექნიკა დევებსაც აქვთ, უბრალოდ მთავარია ვედური დჰარმა და უფალი და არა ფიზიკური სიამოვნება და ტექნოლოგიები. ვედებიც კარგია და ტექნოლოგიებიც, მთავარია ტექნოლოგიებიც იყოს და ვედებიც. აი მაშინ კი როცა ვივიწყებთ ვედებს და უფალს და ვფიქრობთ მხოლოდ ტექნოლოგიებზე და ფულზე, ვხდებით დემონები ე.ი. ასურები. მაჰაბჰარატა გვეუბნება, რომ გველი კალის ეპოქის დასაწყისში ასურებმა შეძლეს დედამიწაზე შემოსვლა, მათ იწყეს ადამიანურ სხეულებში დაბადება და მსოფლიოს მოევლინენ როგორც ხარბი და სასტიკი ტირანები და ცოფიანი ქაჯები. მხოლოდ ადამიანურ სხეულებში შეფუთული ასურები ქადაგებენ ათეისტურ ტექნოლოგიურ "პროგრესს". იცოდეთ ეს.
ომ შანტი
გგონიათ ასურები (დემონები) უზნეო ჰედონისტები არიან?... დიახ, პრინციპში ეს თითქმის ასეა, მაგრამ ასურები ყოველთვის არ არიან ჰედონისტები. აქ უნდა ითქვას მთავარი: ასკეზა ანუ იოგა დემონებსაც აქვთ, მაგრამ რითი განსხვავდება ის ვედური დჰარმის მიმდევარი ბრძენების ასკეტიზმისგან? არის მარტივი განსხვავება: ვედური ბრძენები, არიან ბრძენები იმიტომ, რომ ისინი ასკეტიზმით არიან დაკავებულნი რათა მიაღწიონ სულიერ განათებას და გადავიდნენ ნირვანაში ანუ შეუერთდნენ უფლის სულს და ასევე სანამ დედამიწაზე არიან, აკეთონ სიკეთე, დაეხმარონ გაჭირვებულებს და ა.შ. აი დემონები კი მათგან განსხვავებით ასკეტიზმით კავდებიან მხოლოდ მაშინ, როცა რამე სურთ მიიღონ ბრაჰმასგან ან შივასგან. ისინი ისეთ ასკეზას ახორციეებენ, რომ სამი სამყარო ზანზარს იწყებს და ბრაჰმა (ან შივა) იძულებული ხდება გამოეცხადოს "ასკეტ" დემონს და მისცეს "დალოცვა" ანუ რამე ძალა, რასაც მოითხოვს დემონი. ასეთია კოსმიური კანონი. დემონი იოგას იწყებს რათა მიიღოს ძალა, ხოლო ძალა ცხადია სჭირდება არა სულიერი განათების, არამედ მას ძალა სურს მილიტარისტული გეგმების აღსასრულებად ანუ ომში გამარჯვებისთვის და მსოფლიოში ტირანიის დასამყარებლად. დემონს ძალა სურს ბოროტების ე.ი. ტირანიის საკეთებლად. მაგის გარდა დემონებს უყვართ ადამიანთა ზომბირება და ბარბაროსებად გადაქცევა. თვითონ დემონები გემრიელად ერთობიან და ყირაზეც გადადიან ქვესკნელშიც და დედამიწაზეც და აწყობენ ათასნაირ ორგიებს, მაგრამ ადამიანებს აბოლებენ და შთააგონებენ "კდემამოსილებას" და "უმანკოებას" ე.ი. პურიტანულ ფაშისტურ "მორალს". ეს ხდება იმისათვის რათა გადარიონ და შეშალონ ჭკუიდან ადამიანები. ესაა ორმაგი სტანდარტები. დემონებს აქვთ ორი "მორალი"; ერთი თავისთვის და მეორე ბრბოსთვის, რომელსაც მართავენ როგორც "ზნეკეთილი ბატონები". უბრალოდ სასაცილოა. პურიტანიზმი და მეხუთე ვედას (ტანტრას) უარჰყოფა ახასიათებთ ადამიანურ სხეულებში შეფუთულ დემონებს. დემონები ადამიანებს აშინებენ და აკნინებენ სექსს, თვითონ კი ფარულად და მალულად ყირაზე გადადიან ძვირიან სასტუმროებში და ვილებში. ბრბო კი ვერაფერს ხვდება. ვერ ხვდება, რომ იმას ვინც საჯაროდ ქადაგებს "მორალს" თავისთვის სულ სხვა "მორალი" აქვს და სულაც არ მისდევს ბრბოსთვის სპეციალურად შექმნილ საზოგადო "მორალს". პურიტანობის მქადაგებელი თავად ულტრა-ჰედონისტია! მხოლოდ ბრბო ზის ქლიავზე და ჭამს ბალს! დემონურმა "ელიტამ" კი ყველაფერი იცის და დასცინის ბრბოს ზურგს უკან.
აბრაამული რელიგიები სრული აბსურდია. იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი თვითონვე აბათილებენ და აკნინებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს. როგორ? მარტივად, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ იუდაიზმი, რომელიც იყო იუდეველთა ეროვნული რელიგია ძლიერი ნაციონალური ეგრეგორით, შექმნილი ეზდრას და ნეემიას მიერ ძვ.წ. 516 წელს. შემდეგ გაჩნდა "ქრისტიანობა", მაგრამ რაა ქრისტიანობა იუდაიზმის პოზიციიდან? პასუხი: ერესი. სხვა არაფერი. იუდაიზმის გადმოსახედიდან ქრისტიანობა არის გადახრა და მწვალებლობა, რადგანაც ეფუძნება ნაწილობრივ იუდაურ თანახს ანუ თორას (მოსეს ხუთწიგნეულს), ფსალმუნებს და "წინასწარმეტყველთა" წიგნებს, მაგრამ განსხვავებულად განმარტავს და უმატებს ე.წ. სახარებებს, ეპისტოლეებს და ა.შ. ანუ ქრისტიანებმა დაამახინჯეს და გაამრუდეს იუდაიზმი. ქრისტიანობა ესაა ნეო-იუდაისტური სექტა! ნეო-იუდაისტური "ქრისტიანობა" იუდეველი რაბინების პოზიციიდან არის ისეთივე საზიზღრობა და ერეტიკული გადახრა, როგორც გნოსტიციზმი "ტრადიციული" ქრისტიანებისთვის. ახ.წ. 314 წელს შექმნილი კონსტანტინესეული "ქრისტიანობა" ესაა ნეო-იუდაისტური სექტა! სხვა არაფერი! ცხადია ქრისტიანები იუდაისტებს მიიჩნევენ "ერეტიკოსებად". არის ასევე ისლამი, შექმნილი დემონი მუჰამედის მიერ და დაფუძნებული არაბულ წარმართობაზე და ნესტორიანულ იდეებზე. ნესტორიანელობა იყო ნეო-იუდაისტური "ქრისტიანული" სექტა, რომელიც დაპირისპირებული იყო დანარჩენ სექტებთან. ნესტორის სწავლება რომიდან განდევნეს "ორთოდოქსებმა". ისლამი არის ნესტორის იუდო-ქრისტიანობის და არაბული წარმართობის ნაზავი, რადგანაც თავიდან მუჰამედი იყო პოლითეისტი არაბი, შემდეგ გაეცნო ნესტორიანულ რელიგიას, იყო ნესტორიანელი ბერის მოწაფე, რომელსაც შეხვდა ნაბატეველთა სამეფოში. ისლამის პოზიციიდან იუდეველები და ქრისტიანები არიან "ერეტიკები". საბოლოო ჯამში სამივე აბრაამული რელიგია აბსურდია და ერესია. იუდაიზმი რომ არ ყოფილიყო, არც ქრისტიანობა იქნებოდა და არც ისლამი, იუდაიზმი კი ძველი სემიტების პოლითეიზმის და ზოროასტრიზმის ერთმანეთში არევით და დამახინჯება-გადაკეთებით შექმნეს. იუდეური მითოლოგიის 99% ესაა გადაკეთებული ქანაანური, ფინიკიური, შუმერული, აქადური, ბაბილონური და ასურული მითოლოგია და ეს ყოველივე ჩამოყალიბდა ზოროასტრის რელიგიის ზეგავლენით. ზოროასტრიზმი ესაა დამახინჯებული ვედიზმი. ანუ ეს აბრაამიზმი, არაა ვედური დჰარმა. აბრაამიზმი საფუძველშივე ანტი-ვედური ასურა-დჰარმაა. ამიტომაც არის, რომ აბრაამიტებს სძულთ იოგა. იმიტომ, რომ იოგა ვედური არიული ტრადიციაა, აბრაამიტები კი არიან ასურების ზეგავლენის ქვეშ.
ვედური რელიგია პირდაპირ გვეუბნება, რომ უფალმა ბრაჰმამ ადამიანები შექმნა პოლიგამებად. ბიოლოგიამ ეს უკვე დაადასტურა და დაამტკიცა ისიც, რომ ყველა ადამიანი ბუნებით ბისექსუალია. ეს დასტურდება ვედურ რელიგიაშიც. ე.ი. ადამიანი ბუნებით არის პოლიამური ბისექსუალი. რატომ? იმიტომ რომ ბრაჰმამ ასეთებად შეგვქმნა, და საერთოდ თავად ღმერთებიც კი ბისექსუალები და პოლიგამები არიან. დემონები, ღმერთები და ადამიანები, ყველანი ბი ორიენტაციის პოლიამურები არიან, ასეთია გენეტიკური და ასტრალური პროგრამა. ასეთია ბუნება და დჰარმა. მეხუთე ვედა - ტანტრა, ნორმად თვლის ჯგუფურ სექსს და ა.შ. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ცოდნა ვისაც არ აქვს, ის არის დემონურ ეგოზე მიჯაჭვული ბარბაროსი, შურიანი და ეჭვიანი უვიცი და როცა ასეთს უხსენებ პოლიამურიას, შედეგად იღებ აფეთქებულ გიჟს, რომელიც გიმტკიცებს, რომ პოლიამურია "ღალატი" და "გადახრაა". ჩემო კარგებო, წაიკითხეთ ხუთი ვედა, იქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ პოლიამურია არის ყველა ცოცხალი არსების ბუნება შექმნილი ბრაჰმას მიერ. მაჰაბჰარატას პირველი წიგნის 113-ე თავი პირდაპირ გვეუბნება მეფე პანდუს პირით, რომ სატია-იუგას დროს პოლიამურია და სექს-ლიბერტინიზმი იყო ნორმა. მაგრამ ერთ უბედურ დღეს რეგვენმა ბრაჰმანმა შვეტაკეტუმ დაწყევლა პოლიამურია და დაადგინა ახალი ფაშისტური კანონი, რომლითაც აკრძალა პოლიამურია და სვინგი. მაჰაბჰარატა გვეუბნება, რომ წარსულში ქალები იყვნენ თავისუფლები და დაკავებულნი იყვნენ თავისუფალი სექსით.
მონოგამია ტყუილია, ბუნებაში ის საერთოდ არ არსებობს. თითქმის არ არსებობს... არსებათა 99% პოლიამურიულია. ეს ფაქტია. გადაამოწმეთ თუ გნებავთ.
ომ შანტი
მონოგამია შუდრებიდან და ვაიშიებიდან მოდის, ისინი კი არიები არ არიან. არიელი არის მხოლოდ ბრაჰმანი ან ქშატრია. ამიტომაც იყო, რომ მთელ მსოფლიოში, ყოველთვის, პოლიგამია ჰქონდათ მხოლოდ მეფეებს, მეომრებს და ქურუმებს ე.ი. ჰყავდათ ჰარემი, ხოლო უბრალო მასა იყო მონოგამური. იმიტომ რომ პოლიამურია მხოლოდ არიების პრივილეგიაა. თუმცა ეს ინსტინქტი დევს ყველა ადამიანში. ვედური არიული კულტურა ესაა პოლიამურია. იცოდეთ ეს. ამიტომაც არის, რომ შუდრებს (მუშებს) და ვაიშიებს (ვაჭრებს) ეკრძალებათ ვედების კითხვა.
თანამედროვე რუსეთში და საერთოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ვირთხებივით მომრავლდნენ შარლატანები და აფერისტები, რომლებიც "ეზოთერიკებად" და ვედური რელიგიის ადეპტებად აცხადებენ თავს, მაგრამ სინამდვილეში ნეო-იუდაისტი სექტანტები და ნეო-რასისტები არიან. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ "როდობოჟნიკებს" ან "სტაროვერებს". ეს კლოუნები აყალბებენ და ცვლიან ისტორიას და ბოდავენ "ვედური რუსეთის" შესახებ. ქმნიან მისტიფიკაციებს და ფალსიფიკაციებს და უწოდებენ მათ "სლავიანო-არიულ ვედებს". ე.ი. ისინი ქმნიან ყალბ "ვედებს". ისინი ჰგვანან ქართველ მესიანისტებს და სემიოტიკ-ჰემატრისტებს და ქადაგებენ, რომ 1) რუსეთი არის სამყაროს ცენტრი 2) მსოფლიო ყველა ენა წარმოიშვა რუსულიდან, მათ შორის სანსკრიტიც 3) რუსებმა ინდოელებს ასწავლეს ვედები 4) მოვა ღმერთი პერუნი და რუსული ენით გაასამართლებს მთელ მსოფლიოს 5) ძველ რუსებს ჰქონდათ ვედური ზეცივილიზაცია 6) ეტრუსკები სლავები იყვნენ 7) რუსები უკვე 44 000 წელი არსებობენ და დედამიწაზე მოფრინდნენ ასგარდიდან.... და ათასი სხვა მარაზმი და შიზოფრენიული ბოდვა. ეს კლოუნები იმასაც ქადაგებენ რომ ათასობით წლის წინ მთელი ევრაზია და აფრიკა მათ (რუსებს) ეკუთვნოდათ. ერთ-ერთი ყველაზე გიჟური იდეა რაც მოიფიქრეს ესაა - "ტელეგონია". ამბობენ, რომ ქალის პირველი მამაკაცი სამუდამოდ ტოვებს მის სხეულში გენეტიკურ და ასტრალურ ანაბეჭდს. საერთოდ ტელეგონია არაა მთლად ტყუილი, მაგრამ არც ისეა, როგორც სლავიანოფილ შიზოტერიკებს ჰგონიათ. აი როგორაა ეს: ვედური (ნაღდი ვედური!) რელიგია გვეუბნება, რომ ტელეგონია მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის ფიზიკური და ასტრალური სხეული გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის, ეს კი იშვიათად ხდება, რადგანაც ქალის ასტრალური სხეული ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერია ვიდრე კაცის. თუ კაცი ფიზიკურად და ასტრალურად ქალზე სუსტია, თუ აქვს სუსტი გენეტიკა და ეთერული გარსი, ქალს შტამპს ვერ გაუკეთებს. ამას ადასტურებენ შაკტისტი იოგები: მიტრადევანანდა პარამაჰამსა, ქსენია ჰადირევა, შრი სიდჰადევი, ტარასარასვატი და სხვები. თუ კაცის სისხლის ჯგუფი არის მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფისაა, ხოლო ქალის სისხლი პირველი ჯგუფის, არც ამ შემთხვევაში იქნება შტამპი. თუ კაცს წარსულში მრავალჯერ ჰქონდა ძლიერი ეაკულაცია, ის ქალს შტამპს ვერ გაუკეთებს. თუ კაცის ასტრალურ სხეულში აქტიურია დაბალი ჩაკრები, ხოლო ქალის სხეულში მაღალი ჩაკრები ე.ი. თუ სიტყვაზე, ქალს აქვს გახსნილი აჯნა ჩაკრა, ხოლო კაცს გახსნილი აქვს მაქსიმუმ ანაჰატა ჩაკრა ან საუკეთესო შემთხვევაში ვიშუდჰა და არ აქვს გააქტიურებული აჯნა, ის ვერავითარ შტამპს ვერ გაუკეთებს ქალს, რომელსაც უფრო მაღალი ჩაკრები აქვს გამოღვიძებული. ასევე; თუ კაცი ქალის თანასწორია ასაკითაც და სიმაღლითაც ან საერთოდაც უფრო დაბალი და უმცროსი, არავითარი შტამპი არ იქნება არასოდეს. თუ კაცი მაღალი და უფროსია, შტამპი შეიძლება იყოს. ამის გარდა ქალს შეუძლია თავი დაიცვას მანტრა კავაჩას დახმარებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტელეგონია დროებითი ეფექტია და დროის გასვლის შემდეგ სუსტდება, ტელეგონიის ეფექტის მოშორება შეუძლია გამოცდილ პროფესიონალ შამანს ან იოგს. აღსანიშნავი ისაა, რომ წარსულში დედამიწაზე იბადებოდნენ ღმერთების ავატარები და იყო ტრადიცია, რომ ქალწულს ავატარასთვის ეჩუქებინა ქალწულობა, ღვთაებრივი დალოცვის ან ძალის სანაცვლოდ. ასე გვეუბნება შაკტიზმი. ახლა ღმერთები აღარ იბადებიან. რა აზრი აქვს უბრალო უბადრუკი კაცუნასთვის ქალიშვილობის "ჩუქებას"? არავითარი. ჩვეულებრივ კაცს არაფრის მიცემა არ შეუძლია ქალისთვის, ის ვერ მისცემს ღვთიურ წყალობას. ამის შესახებ იციან პატრიარქალური პურიტანული რელიგიების ადეპტებმა და იყენებენ საიდუმლო ცოდნას ქალების დასაჩმორებლად და ბრბოს ზომბირებისთვის. ე.ი. "ქალიშვილობას" არაფერი არ აქვს საერთო "სულიერებასთან" და "მორალთან". ესაა ასურების დეზინფორმაციული პროპაგანდა. ტანტრა არ იტანჯება ვირგო-ფილიით, პირიქით, ტანტრა ნეგატიურად უყურებს ქალწულობას და ამბობს, რომ ტანტრისტული პრაქტიკისთვის ქალიშვილი არ გამოდგება, ხოლო გამოცდილების მქონე ქალს დადებითად უყურებს და ეთაყვანება. შრი იონი ტანტრაში პირდაპირ წერია, რომ სექსუალური რიტუალის განხორციელება ქალწულთან უაზრობაა, რადგანაც ქალწულთან სექსი იოგს დააკარგვინებს სიდჰებს, სიდჰებს იძლევა მხოლოდ ნამდვილ ქალთან სექსი.
ტრადიციული ტანტრა ამბობს, რომ ქალურ სათნოებას და სიბრძნეს არაფერი არ აქვს ქალწულობასთან ანუ ვირგო-ფილიასთან. ტანტრიზმში არაა ქალწულის კულტი.
ომ შანტი
Комментариев нет:
Отправить комментарий