სისტემა არის ჩვენი მტერი. კენომას არქონტები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ კი ვართ მათი მონები. არქონტები იგივე ასურები და უპა-დევები - დაიმონები, მართავენ სისტემას და მათ აქვთ რამოდენიმე მეთოდი ადამიანთა ზომბირებისა და დამონებისა. არ დაგვავიწყდეს რომ ესაა კალი-იუგა, ხოლო ჩვენ შავ ეპოქაში სიკეთეს არ უნდა ველოდოთ გლობალური სისტემისგან, რომელსაც ფლობენ ადამიანურ სხეულებში გამოწყობილი ასურასები და რაკშასები ანუ არქონტები, ლიტურგები და დეკანები - ბოროტი დაიმონები და ელემენტალები. ახლა მთავარი: რა განსხვავებაა რეალურ განათლებასა და კაპიტალისტურ "განათლებას" შორის? რაა ინფორმაცია, ცოდნა, განათლება და სიბრძნე? რატომ გვჭირდება იოგა, ვედანტა და ტანტრა? რატომ ვართ შუდრები? რატომ ვართ იძულებულნი არსებობისთვის ვიბრძოლოთ? რეალური განათლება ესაა სულიერი ცოდნა და სიბრძნე - იოგა, ვედანტა და ტანტრა, რომელნიც ადამიანს ეხმარებიან კუნდალინის აყვანაში მულადჰარადან საჰასრარა ჩაკრამდე და - განღმრთობაზე, ბრაჰმანის მდგომარეობაში გადასვლაში. ესაა იმპერსონალისტური იდეალიზმის მიღწევა, რაც უფრო დაბლაა ჩაკრა და ცნობიერება, მით უფრო მეტია მატერიალიზმი და პერსონალიზმი - ეგოიზმი - შოვინიზმი - აგრესია - განხეთქილება. სწორედ ამას აღვივებენ არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არქონტები, ლიტურგები და დეკანები ებრძვიან ადვაიტა-ვადას და შუნია-ვადას, ცდილობენ ხელი შეგვიშალონ იმის შემეცნებაში, რომ არსებობს მხოლოდ უპიროვნო ბრაჰმანი - შუნია - მატერიის დჰარმების ანუ სუბატომების საფუძველში მყოფი აბსოლუტური სიცარიელე. ბოროტი დაიმონები ცდილობენ გვაქციონ უცოდინარ შუდრებად და გაანადგურონ შუნიავადა, ხელი შეგვიშალონ შუნიას - სიცარიელის შეცნობაში, მონიზმის პანთეისტურ შეცნობაში. კაპიტალისტურ და ბოლშევიკურ - მატერიალისტურ სამყაროებში ყველაფერი დაფუძნებულია ფულზე და სკოლებში და უნივერსიტეტებში სტუდენტებს ასწავლიან ხელობას ანუ მომავალ პროფესიას, რათა დიპლომის მეშვეობით პიროვნებამ იშოვოს სამუშაო ანუ გახდეს მუშა - მსახური - შუდრა და იშოვოს ფული - ხელფასი, რათა იყიდოს რესურსები, რომლებიც მას ისედაც ეკუთვნის უფასოდ და არ მოკვდეს შიმშილით და წყურვილით, ჰქონდეს სახლი და სამოსი, ცოტა გაერთოს კიდეც. მატერიალისტურ პერსონალისტურ სამყაროში ყველაფერი ასეა, განსხვავებით იდეალისტური და პანთეისტური სამყაროსგან, სადაც ბოროტი დაიმონების ადგილი არაა და სადაც სტუდენტებს ასწავლიან იმას რაც მათ დაეხმარებათ განღმრთობაში - ზეადამიანად გადაქცევაში ანუ კუნდალინის მულადჰარადან საჰასრარა ჩაკრაში აყვანაში, ღვთაებრივი ბუნების რეალიზებაში. იდეალისტურ პანთეისტურ სამყაროში არის თავისუფლება, მატერიალისტურში - არა. მატერიალისტურში ადამიანი ვერ ფიქრობს სულიერ რეალიზაციაზე და იძულებულია ვირივით იშრომოს ლუკმა პურისთვის, როგორც შუდრამ ანუ დაბალი ვარნას წარმომადგენელმა მუშამ - მსახურმა - მონამ - ზომბიმ. შუდრა არაა თავისუფალი და ვერ აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს და ვერც ზეადამიანი გახდება ვერასოდეს, შუდრა იძულებულია იბრძოლოს არსებობისთვის, რადგანაც ასე მართავენ ასურა-სიდჰები მსოფლიოს, პლიუს ქმნიან შოვინისტურ და ნაციონალისტურ იდეოლოგიებს, რომლებითაც კიდევ უფრო აგიჟებენ და ადებილებენ, იმონებენ შუდრებს - მონებს და ეს კიდევ უფრო აძლიერებს ასურასებსა და რაკშასებს ანუ ბოროტ დაიმონებს. ამის გარდა ვირეშმაკი ბიზნესმენები ანუ ვაიშიები მუდამ გამონახავენ საშუალებას, დაუმალონ სახელმწიფოს ფულის ნაწილი და ნახონ არალეგალური მოგება. მათ არ სურთ ფულის გაცემა. მატერიალისტებს აქვთ ვიწრო აზროვნება, ხოლო იდეალისტ პანთეისტებს - ფართო. მატერიალიზმი ესაა სანსარაში ჩაფლობა, სანსარა კი დეფექტურია. სანსარა ესაა ტანჯვა. ნათქვამია უპანიშადებში: პრაკრიტი - მატერია მიილტვის დაყოფისაკენ, ხოლო პურუშა - სული - გაერთიანებისკენ. გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლიც, რომელიც ნახსენებია ბიბლიის პირველი წიგნის მეთერთმეტე თავში, იქ საუბრობენ არქონტები, ლიტურგები და დეკანები, "ჩავიდეთ და ვნახოთ რას აშენებენ ადამიანებიო", ჩამოვიდნენ, ნახეს, რომ ერთიანი კაცობრიობა აშენებდა ღმერთების კოსმიურ კარიბჭეს, რადგანაც ბაბილონი, ნიშნავს ღმერთების კარიბჭეს. ადგნენ და დაანგრიეს კარიბჭე ანუ "გოდოლი". აურიეს ადამიანებს ენები და დახლიჩეს, დაჰყვეს ნაციებად. ფინიკიური მითოლოგიის მიხედვით ელის და აშერას შვილებმა ადამიანები სამოცდათორმეტ ტომად დაჰყვეს და დაინაწილეს დედამიწა. პისტის-სოფიაში ეონი ქრისტე მოციქულებს ეუბნება, რომ შორს დაიჭირონ თავი სამოცდათორმეტი არქონტისგან, რომლებიც ფინიკიურ ელოჰიმებთან არიან გაიგივებულნი, რომელთაგან ერთ-ერთია - იეჰოვა იგივე იაჰვე, ალ-ილაჰი. ამიტომაც ვარ ყოველგვარი დაყოფის წინააღმდეგი და მსურს ერთიანი მსოფლიო, ერთიანი სამყარო. სხვათაშორის გლობალიზმი, ინტერნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი ანუ იმპერსონალიზმთან ახლო მყოფი იდეები, ახასიათებთ მხოლოდ მემარცხენე პარტიებს და არა მემარჯვენეებს. მემარჯვენეები არიან ლიბერალ-ცენტრისტები, ლიბერალ-კონსერვატორები, კონსერვატორები და ულტრა-მემარჯვენე - ნაციონალისტები, ნაცისტები და ფაშისტები. მემარცხენეები არიან: სოციალ-ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები, კომუნისტები და დემოკრატიული სოციალისტები და ბოლოს ულტრა-მემარცხენეები: ტროცკისტები, მაოისტები და ანარქისტები. ანარქიზმი ესაა ულტრა-გლობალიზმი, ხოლო ნაციონალიზმი, ნაციზმი და ფაშიზმი - ულტრა-ლოკალიზმი და ფრაგმენტული აზროვნება. მემარჯვენერბი გამოდიან შოვინისტური, კაპიტალისტური და ანტიეგალიტარისტული იდეებით, მემარცხენეები კი - პირიქით. მემარცხენე ესაა: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, უფლებები, პროგრესი, რეფორმები და ინტერნაციონალიზმი. მემარჯვენე ესაა: ძალაუფლება, იერარქია, წესრიგი, ვალდებულებები, ტრადიცია, რეაქცია და ნაციონალიზმი-ნაციზმი-ფაშიზმი. მემარცხენე ითხოვს გლობალურ გაერთიანებას და რეფორმებს, რევოლუციას. მემარჯვენე ნეგატიურად უყურებს რევოლუციას და სურს ტრადიციების შენარჩუნება - იზოლაცია და ქსენოფობია, სხვებისგან იზოლირება ან ეთნო-ამპარტავნება. ანუ რაც უფრო მაღალია ჩაკრა და ცნობიერება, მით უფრო ახლოსაა ადამიანი ანარქისტულ კომუნიზმთან ანუ ლიბერტარიანულ კომუნიზმთან და იმპერსონალისტურ პანთეიზმთან. არქონტები, ლიტურგები და დეკანები, თავიანთი მარიონეტი პოლიტიკოსების დახმარებით ნერგავენ პოლიტიკურ უმეცრებას, ფილოსოფიის არცოდნას და ულტრა-მატერიალისტურ დუალიზმს - დვაიტას. ხოლო დვაიტა ესაა - მლეჩხა დჰარმა - ბარბაროსული კანონი. საბოლოოდ ასე თუ ვიქნებით, ეს მიიყვანს ადამიანურ რასას გლობალური ბირთვული კატასტროფისკენ, ომისკენ. სხვადასხვა ნაციების ჰარმონია ნონსენსია, რადგანაც არქონტები არ დაუშვებენ ჰარმონიას. ნაციონალიზმი და დვაიტა-პერსონალიზმი არ არსებობენ ჰარმონიისთვის. მემარჯვენე ჰყოფს, ხლეჩს, ხოლო მემარცხენე აერთიანებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий