მაწანწალა ძაღლებს ახალციხის ქუჩებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. მშიერი და ზოგჯერ ავადმყოფი ცხოველი, მოქალაქეებს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ქუჩაში უსაფრთხო სიარული არაერთხელ გახდა ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ლარისა ეგიანს, ძაღლმა რამდენიმე დღის წინ უკბინა. მაწანწალა ძაღლებისთვის თავის არიდების მიზნით, შუახნის ქალბატონი, სამსახურიდან სახლში დასაბრუნებელ გზას ყოველდღიურად იგრძელებს. „მერიას მივმართე, განცხადება შევიტანე და პასუხიც მომივიდა,რომ მაწანწალა ძაღლებს თავშესაფარში გადაიყვანდნენ, იმის მერე სამი თვე გავიდა, არაფერი არ შეცვლილა“,- ამბობს ლარისა ეგიანი. ქუჩაში მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ახალციხელებისთვის ერთ ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ,,მეცხრე არხი"–ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქუჩაში უსაფრთხოდ სიარულს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
Комментариев нет:
Отправить комментарий