ტოტალიტარიზმი ესაა ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში (პოლიტოლოგიაში), რომელსაც იყენებენ პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, სადაც კონკრეტული ფიქსირებული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. ტოტალიტარიზმს უწოდებენ პოლიტიკურ სისტემას ან მმართველობის ფორმას, რომელიც არ უშვებს პარტიულ ან ინდივიდუალურ ოპოზიციას სახელმწიფოსა და მისი რწმენებისადმი, ამიტომ ის მიჩნეულია ავტორიტარიზმის უკიდურეს ფორმად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური ძალაუფლება ძირითადად ავტოკრატთა ხელშია, რომლებიც საყოველთაო პროპაგანდას მათ ხელში არსებული მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ახორციელებენ.
ტოტალიტარული რეჟიმების საერთო მახასიათებლებია ძლიერი პოლიტიკური რეპრესია, სრული კონტროლი ეკონომიკაზე, მას-მედიაზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებზე სრული გავლენა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიის არარსებობა, თვალთვალი და მოსმენა და საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია. ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმი გულისხმობს საკონცენტრაციო ბანაკებს, რეპრესიულ პოლიციას, რელიგიურ დევნას, პიროვნული კულტების ფენომენებს. გავრცელებული პრაქტიკაა სიკვდილით დასჯა, გაყალბებული არჩევნები, ასევე, მასობრივი გენოციდები და მკვლელობები. ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია არ ცნობდეს ლიმიტებს და შეზღუდვებს საკუთარი ავტორიტეტისათვის საჯარო, კერძო და ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში და მიდრეკილება, შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება ყველა საშუალებისა და გზის გამოყენებით.
ტოტალიტარული რეჟიმის გაგება განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმის გაგებისაგან. ეს უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს სახელმწიფოებს, სადაც ძალაუფლება ინდივიდუალური დიქტატორის ან მცირე პოლიტიკური ელიტის ხელშია, რომელიც მონოპოლიზებას უკეთებს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ვინდაიდან ავტორიტარული სახელმწიფო კონცენტრირებულია პოლიტიკურ ძალაუფლებაზე, სანამ ამას საფრთხე არ შეექმნება, ის აძლევს საზოგადოებას თავისუფლების გარკვეულ ხარისხს - ავტორიტარიზმი არ მიისწრაფის ადამიანის ბუნების ცვლილებისკენ ან საზოგადოებრივი გარდაქმნისკენ. ამისგან განსხვავებით, ტოტალიტარული რეჟიმი ისწრაფის აკონტროლოს სოციალური ცხოვრება - მათ შორის განათლება, ხელოვნება, მეცნიერება, პირადი ცხოვრება და თავად მორალური შეხედულებები მოქალაქისა. ტოტალიტარული სახელმწიფო შეიძლება გვთავაზობდეს იდეოლოგიას „ოფიცილურად გამოცხადებული იდეოლოგია აღწევს ღრმად სოციალურ სტრუქტურაში და მოქალაქის ფიქრებში“. ტოტალიტარულ რეჟიმებს ასევე ახასიათებს მთელი მოსახლეობის მობილიზების, ორგანიზების მცდელობები სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად. კარლ იოაკიმ ფრიდრიხი წერდა, რომ სამი თვისება, რომლებიც განასხვავებს ტოტალიტარიზმს ავტოკრატიებისგან ესაა საყოველთაო იდეოლოგია, საიდუმლო სპეცსამსახურებით და პოლიციით გაძლიერებული პარტია და მასობრივი ინდუსტრიული საზოგადოების კონტროლზე მონოპოლია.
ტოტალიტარიზმი პოლიტიკურ მეცნიერებაში არის საზოგადოებისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართების ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება ისწრაფვის ხალხისა და საზოგადოების სრული (სრული) კონტროლისკენ და აყენებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად კონტროლის ამოცანას. ნებისმიერი სახის ოპოზიცია თრგუნავს ან თრგუნავს სახელმწიფოს მიერ.
ტოტალიტარიზმი ყველგანაა, ტოტალიტარიზმი ესაა თითოეული ადამიანის შინაგანი ბუნება და დაკავშირებულია ეგოსთან. პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი არის ტოტალიტარული სხვებთან მიმართებაში და პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანის ეგოში იმალება პატარა ჰიტლერი ან მინიატურული სტალინი, რომელსაც სურს თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს საკუთარი იდეები და შექმნას ტოტალიტარულ იდეეებზე დაფუძნებული რეპრესიული რეჟიმი, პრაქტიკულად თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს ტოტალიტარული (ან ავტორიტარული) ოცნებები, ბნელი ოცნებები.
პრობლემა ასევე იმაშიცაა, რომ ტოტალიტარული შეიძლება გახდეს ნებისმიერი რელიგია, პოლიტიკური პარტია ან საზოგადოება. კარგად თუ დავაკვირდებით კაცობრიობის ისტორიას, პოლიტიკური ძალების არსებობას, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად ყველა რეჟიმი და იდეოლოგია იყო, არის და მომავალშიც იქნება ტოტალიტარული, ავტორიტარული, კვაზი-ტოტალიტარული ან კვაზი-ავტორიტარული ბუნების და საფუძველში ექნება სწრაფვა ტოტალიტარიზმისკენ. შესაძლოა ბევრისათვის სასაცილოც იყოს, მაგრამ თვით ანარქისტებიც კი ტოტალიტარული ბუნების მოაზროვნეები არიან, რადგანაც ცდილობენ, რომ საკუთარი უნივერსალური იდეა-აზრი თავს მოახვიონ მთელ დანარჩენ მსოფლიოს, ისევე როგორც ბოლშევიკები, მენშევიკები, ლიბერალები, ნეოლიბერალები, ლიბერტარები, სოციალისტები, ულტრა-კონსერვატორები, ქრისტიან-დემოკრატები და ა.შ. პრაქტიკულად ყველა პარტიას და რელიგიას გააჩნია სექტანტური პოტენციალი და დესტრუქციული და ტოტალიტარული სურვილები, ოცნებები და მიზნები.
ნეოლიბერალური ეგალიტარული დემოკრატია და ჰუმანიზმი აბსოლუტურად ტოტალიტარულია და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ნეოლიბერალურ სოციუმში ანუ საზოგადოებაში სადაც დომინირებს ნეოლიბერალური იდეოლოგია, ინდივიდუალიზმი, განსხვავებული აზრი, რელიგიური იდეალიზმი, გამოირიცხება და იქნება ჩახშობილი ყოველთვის. ნეოლიბერალურ საზოგადოებაში ყველას აქვს მხოლოდ უფლება იყოს ნეოლიბერალი, ასეთ საზოგადოებაში, რომელიც ტოტალიტარულისგან არაფრით განსხვავდება, ინდივიდუალობის გამოვლინება იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია (მაგალითად; კონსერვატიული) და ასევე რელიგიის მიმართ პოზიტიური, ტრადიციონალისტური დამოკიდებულება, მაგრამ ნეოლიბერალური პარადიგმა გამორიცხავს ასეთ პლურალიზმს და აზრთა მრავალფეროვნებას. ნეოლიბერალური სოციუმი აგებულია კლასიკურ კოლექტივიზმზე და ტოტალიტარიზმზე, სადაც იკრძალება განსხვავებული აზრი, არსებობს მონიტორინგი მკაცრი და არის მწვავე და ნეგატიური რეაქცია ჰეგემონური იდეოლოგიიდან გადახრის ნებისმიერ მცდელობაზე.
ნეოლიბერალური პარადიგმა ამტკიცებს, რომ იბრძვის ადამიანის უფლებებისათვის, მაგრამ ფაქტობრივად ის გეუბნება, რომ ერთადერთი შენი უფლება არის იყო ნეოლიბერალი და გქონდეს ნეოლიბერალური ფასეულობები, რამაც უკვე დაღუპა ევროპა. ვიქტიმური ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ ნეოლიბერალები ანუ ე.წ. სოციალური სამართლიანობის მეომრები, ახდენენ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციას და აიძულებენ მათ იგრძნონ თავი მჩაგვრელებად და მუდმივად იხადონ ბოდიშები იმიტომ, რომ აქვთ „პრივილეგიები“, რაც წააგავს გერმანიის ნაცისტური პარტიის რიტორიკას და სავარაუდოდ ისევე დასრულდება როგორც ჰიტლერის, დუჩეს ან სტალინის პოლიტიკური გზა, დასრულდება - საკონცენტრაციო ბანაკებით სტიგმატიზებული ჯგუფებისათვის.
ნეოლიბერალური იდეოლოგიით დაინფიცირებულმა ევროპელებმა საკუთარ მიწაზე შეუშვეს აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი, რომელიც საუკუნეები ცხოვრობდა შარიათის კანონებით და შესაბამისად შედეგად მიიღეს ტერორისტული აქტები, ვანდალიზმი და ახალგაზრდა ევროპელი ქალების და გოგონების მასობრივი გაუპატიურებები, რადგანაც შარიათის მიხედვით მცხოვრები მამაკაცებისათვის განსხვავებული კულტურიდან გამომდინარე „არასწორად“ ანუ „მეძავივით“ ჩაცმული ქალები არიან - მეძავები, რომლებზე ძალადობაც შარიათის მიხედვით არის ნორმა, რადგანაც ყველა არამუსულმანი, მით უმეტეს „გამომწვევად“ ჩაცმული არის „ურჯულო“ ანუ „კაფირი“, რომელიც არღვევს ღმერთის მიერ დადგენილ მკაცრ დრესკოდს.
მუსლიმი მამაკაცები გაზრდილი პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ჩახშობილია ქალური ლიბიდო, ევროპელ ქალებს უყურებენ როგორც პოტენციურ მსხვერპლს და მეძავებს, რომლებიც საკუთარი ჩაცმულობით „იწვევენ მართლმორწმუნე ვაჟკაცებს“ და შესაბამისად მათი ლოგიკით „იმსახურებენ“ კიდეც ძალადობას. საბოლოოდ მოხდება ევროპის ისლამიზაცია, რადგანაც ევროპულ კულტურაში ინტეგრაციაზე მიგრანტები უარს ამბობენ და ინარჩუნებენ საკუთარ ბარბაროსულ წეს-ჩვეულებებს და ათასი წლის შემდეგ ევროპელი ლიდერები ილაპარაკებენ იმაზე, რომ „ისლამი ტრადიციული ევროპული რელიგიაა“ და „ევროპელები ოდითგანვე მუსლიმები იყვნენ“. ასეთი ნარატივი იქნება საბოლოო ჯამში. თავდაპირველად იყო პაგანისტური ევროპა, რომელიც გაანადგურა და შთანთქა ქრისტიანულმა ესქატოლოგიურმა კულტურამ სწორხაზოვანი დრო-სივრცით, საბოლოოდ კი ქრისტიანულ ევროპას ჩაყლაპავენ მუსლიმები.
ნეოლიბერალები საკუთარი ხელით ითხრიან საფლავს, რადგანაც ვერ იტანენ განსხვავებულ არალიბერალურ აზრს და ალერგია აქვთ ქრისტიანულ ტრადიციონალიზმზე, შესაბამისად მოხდება ისე, რომ არალიბერალური ინდივიდუალობის სისტემატიური ბლოკირება გაანადგურებს ნეოლიბერალურ ულტრა-ეგალიტარიზმზე და ტოლერანტობაზე დაფუძნებულ ანტი-თეისტურ საზოგადოებას. ნეოლიბერალიზმი აბსოლუტურად ტოტალიტარულია.
ნეოლიბერალური საზოგადოება ისწრაფვის ტოტალიტარული ფასეულობებისკენ და ცდილობს გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი; მასმედია, ინდივიდი, სასამართლო და ა.შ. ნეოლიბერალურ საზოგადოებაში სამართალი განიხილება მხოლოდ ნეოლიბერალურ პრიზმაში და შესაბამისად პოლიტიკური სივრცის მაქსიმალური კონტროლისკენ ისწრაფვის თითოეული ნეოლიბერალი აქტივისტი და პოლიტიკური ფიგურა. ნეოლიბერალური პარადიგმა ილტვის საზოგადოების და ინდივიდის ყველა ასპექტის აბსოლუტური კონტროლისკენ და ცდილობს ინტერსექციული ვიქტიმური ნარატივის საფუძველზე შექმნას საკონცენტრაციო ბანაკები „პრივილეგირებული ჯგუფებისთვის“, სადაც ისინი გაგზავნილი იქნებიან სასჯელის მოსახდელად, რადგანაც ნეოლიბერალურ ნარატივში ყველა სხვა პოლიტიკური და მით უმეტეს რელიგიური ჯგუფი განიხილება როგორც „ფაშისტური“ და ექვემდებარება სრულ ლიკვიდაციას კულტურული მარქსიზმის დირექტივების საფუძველზე.
ვიქტიმურ ნარატივზე მოსაუბრე აგრესიული ნეოლიბერალები ისწრაფვიან მხოლოდ ერთი მიზნისკენ და ესაა - ყველას და ყველაფრის ფორმატირება და ტოტალური კონტროლი. ნეოლიბერალიზმში არასოდეს არ იყო, არც არის და არც იქნება პლურალიზმი, ინდივიდუალიზმი და აზრის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნებიან ამასთან დაკავშირებით ნეოლიბერალური რეიხის იდეოლოგები და რიგითი აქტივისტები აქაფებული პირებით და სისხლიანი თვალებით.
ნეოლიბერალიზმის მიზანია აბსოლუტური ექსპანსია, კულტურული ასიმილაცია დანარჩენი მსოფლიოსი და სხვა პოლიტიკური და რელიგიურ-ფილოსოფიური იდეოლოგიების სრული ლიკვიდაცია „სამართლიანობის“ სახელით და ახასიათებს საკუთარი თავის მაქსიმალრი იდეალიზება და რომანტიზება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ან რელიგიურ ჯგუფს.
რიგი მკვლევრების აზრით, ნეოლიბერალიზმი ხელს უწყობს ან მოიცავს იმპერიალიზმს. მაგალითად, შეფილდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი რუთ ბლეიკლი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ცივი ომის დროს სახელმწიფო ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობების გაღვივებაში, როგორც საყრდენი საშუალების კაპიტალიზმისა და ნეოლიბერალიზმის გაფართოების ხელშეწყობისთვის განვითარებად ქვეყნებში. ამის არგუმენტად, ბლეიკლი ამბობს, რომ ინდონეზიის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დააყენა კაპიტალისტური ელიტის ინტერესებს ასობით ათასი ინდონეზიელის უფლებებზე მაღლა ინდონეზიის არმიის მხარდაჭერით, რადგან ამ უკანასკნელმა აწარმოა მასობრივი მკვლელობების კამპანია, რომლის შედეგადაც განადგურდა ინდონეზიის კომუნისტური პარტია და მისი სამოქალაქო მხარდამჭერები. ისტორიკოსი ბრედლი რ. სიმპსონი მიიჩნევს, რომ მასობრივი მკვლელობების ეს კამპანია იყო „ნეოლიბერალური პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი, და რომ სუკარნოს განდევნის შემდეგ დასავლეთი შეეცდებოდა ინდონეზიას დაკისრებოდა მომხდარზე პასუხისმგებლობა“.
გეოგრაფი დევიდ ჰარვი ამტკიცებს, რომ ნეოლიბერალიზმი ხელს უწყობს იმპერიალიზმის არაპირდაპირ ფორმას, რომელიც ფოკუსირებულია განვითარებადი ქვეყნებიდან ფინანსური მექანიზმების საშუალებით რესურსების ამოღებაზე. ეს ხორციელდება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და მსოფლიო ბანკი, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ვალისგან განთავისუფლების თაობაზე განვითარებად ქვეყნებთან. ჰარვი მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები პრიორიტეტს ანიჭებენ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გასცემენ სესხებს დავალიანების მქონე ქვეყნებზე და აყენებენ მოთხოვნებს სესხებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, მოქმედებენ როგორც ფინანსური ნაკადები დებიტორი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში (მაგალითად, სესხის მისაღებად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკმარისი სავალუტო რეზერვები - რაც მოითხოვს დებიტორი ქვეყნის მიერ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შეძენას, რომელთა საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია ვიდრე სესხის). ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა ამის შესახებ თქვა: „რა თავისებური სამყაროა, რომელშიც ღარიბი ქვეყნები ფაქტობრივად სუბსიდირებას უკეთებენ ყველაზე მდიდრებს“.
ნეოლიბერალური პარადიგმა გლობალიზაციის დახმარებით აქტიურად ვრცელდება პლანეტაზე, როგორც უალტერნატივო ჭეშმარიტება, რომლის კრიტიკა ითვლება მარგინალურ რიტორიკად.
გლობალიზაციის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება).
გლობალიზაციის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. „გლობალისტების“) თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. „ანტიგლობალისტები“) შეხედულების მიხედვით, გლობალიზაცია არის ნეგატიური მოვლენა, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტურულ ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული.
ნეოლიბერალური შაბლონის ექსპანსია გლობალიზაციის პროცესის დახმარებით რეალურად სრული განადგურებით ემუქრება მსოფლიო პრაქტიკულად ყველა კულტურას და რელიგიურ ტრადიციას, რომელიც არ არის აგებული ნეოლიბერალური ეგალიტარიზმის და დემოკრატიის იდეებზე.
არგუმენტები გლობალიზმის წინააღმდეგ მოიცავს, კულტურული იდენტობის დაკარგვას, საზოგადოებრივი ისტორიის წაშლა, ცივლიზაციის კონფლიქტს, პოლიტიკური წარმომადგენლობის დაკარგვას და დემოკრატიული პროცესის გაწირვას გლობალურად მართული საზოგადოებისათვის.
ნეოლიბერალური ცნბიერებისათვის დამახასიათებელია აბსოლუტური სოციო-პოლიტიკური დიქოტომია და შავ-თეთრი აზროვნება, მსოფლიო დაყოფა ორ ჯგუფად: 1) ფაშისტებად, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, ნეოლიბერალიზმთან მიმართებაში ოპოზიციურად განყობილ არაადამიანთა ერთობას და 2) ნეოლიბერალ ეგალიტარებად, „სოციალური სამართლიანობის მეომრებად“, რომლებიც იბრძვიან ყოველგვარი „ბოროტების“ წინააღმდეგ, რათა დაიცვან ყველაფერი რაც „კარგია“. ნეოლიბერალებს უყვართ ნაცისტური გერმანიის, სტალინისტური რეჟიმის და ბნელი შუასაუკუნეების თეოცენტრული თეოკრატიების გახსენება, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის, რომ თვითონ ზუსტად ისეთივე მიზნები და სურვილები აქვთ.
ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად ნორმალურია ნეოლიბერალური საზოგადოებისათვის, თუ ამ ძალადობის (რეპრესიების) ინიციატორია თვითონ ნეოლიბერალური ელიტა შეპყრობილი ვიქტიმური ნარატივით და ანტი-რელიგიური რიტორიკით. ნეოლიბერალიზმს უყვარს ძალმომრეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий