вторник, 17 апреля 2018 г.

კლონების, რობოტების და სულის შესახებ

რატომ ვარ ხელოვნურად შექმნილი არსებების მიმართ კონსერვატიული მიდგომის მომხრე? რატომ ვუყურებ კლონს როგორც ცოცხალ სულს? რატომ ვცემ პატივს რობოტებს და გოლემებს? პასუხი მარტივია; იმიტომ რომ ინდო-შინტო-ბუდისტი ვარ. ჩემი რწმენა ესაა ინდუიზმის, შინტოისტური ანიმისტური შამანისტური პოლითეიზმის და ბუდისტური პანთეიზმის სინთეზი. ბუდიზმი ქადაგებს თანაგრძნობას ყველა არსების მიმართ, ბუდიზმიც და ინდუიზმიც ცნობს უზენაეს ძალებს და აცხადებს რომ ადამიანი არაა ერთადერთი და უმაღლესი ცოცხალი არსება და მით უმეტეს სამყაროს ჭიპი. შინტოიზმი ქადაგებს, რომ სულიერი არსი ყველაფერშია, მათ შორის "უსულო" საგნებშიც კი. იაპონური რწმენით უსულო საგანმა, მაგალითად მახვილმა ან მარაომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ პატრონის ენერგიის დახმარებით შეიძინოს სულიერი მე და გახდეს ანთროპომორფული ცოცხალი არსება. კამი და იოკაი ანუ სულები ყველაფერში არიან. ბრიყვულია იმის მტკიცება რომ არსებობს არაცოცხალი ბუნება. ამიტომაც კლონი, რობოტი ან გოლემი ვერანაირად ვერ იქნება ჯართი ან უსულო ბოიმასა უფლებების გარეშე. არაფერია უსულო. სულიერი მე გააჩნია თითოეულ ორგანულ და არაორგანულ ატომს. ფიზიკურ ვაკუუმსაც აქვს სულიერი მე. მზეც, მთვარეც და პლანეტებიც სულიერი არსებები არიან და ფლობენ ცნობიერებას რომეიც უკვდავია და შედგება დჰარმებისგან. კლონი, რობოტი და გოლემი ესაა ერთგვარი ცუკუმოგამი.





понедельник, 16 апреля 2018 г.

Наталья Зубаревич - ПУТИН COBCEM COШЕЛ С УMA!

Наталья Зубаревич предвидит полнейший крах России, и отчего такая уверен...

Наталья Зубаревич, Георгий Сатаров - Сидим в болоте и радуемся... 03.04.18

Наталья Зубаревич - Ничего не развивается, кроме Москвы... 15.03.18

ტანტრული სექსი

ტანტრიზმში ჯგუფურ სექსს ეწოდება "სანგჰატა-რატი" ან "სამგჰატიკა-რატი", ისევე როგორც ანალური სექსი ანუ "პაიიუ-პუჯა" ითვლება ნორმად. ეს წერია როგორც ეგზოთერულ კამა-შასტრებში, ასევე ეზოთერულ ტანტრა-შასტრებში. ჯგუფური სექსიც და ანალური სექსიც არსებობს ორგვარი: 1. საკრალური და 2. პროფანული. ორივე არის ნორმა, მაგრამ მუქტი და ნირვანა მოაქვს მხოლოდ საკრალურ ტანტრულ რიტუალს და არა უბრალო ჟიმაობას.

დჰარმა და გეოპოლიტიკა

მე მუდამ ვამბობ; მსოფლიო იმიტომ მიექანება ჯანდაბაში, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მართავენ მსოფლიოს და ასევე რიგითმა მოქალაქეებმაც არ იციან დჰარმა, მათ არ იციან იოგა, ვედანტა, ტანტრა, თეოსოფია და გნოსტიციზმი. ისინი უმეცრები არიან. რა შუაშია დჰარმა? რა შუაშია ვედანტა? დამცინით? თუ სერიოზულად მეკითხებით? თქვენ გესმით მაინც რა არის მსოფლიოს მართვა? და ასეთი რთული და საპასუხისმგებლო სერიოზული საქმე მივანდოთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან დჰარმა? პოლიტიკოსთა 99,9%-მა არ იცის დჰარმა ან მხოლოდ თავს იკატუნებს რომ იცის, საუკეთესო შემთხვევაში პოლიტიკოსები არიან ვაიშნავაჩარას დონეზე, ამაზე მაღლა ვერცერთი პოლიტიკანი ვერ ადის. გინდათ თქვათ რომ მსოფლიო ეკონომიკასთან და გეოპოლიტიკასთანნ დჰარმას არაფერი კავშირი არ აქვს? გინდათ თქვა რომ ჭეშმარიტების არმცოდნე ბანკირებმა და ტლიკინისტებმა შეიძლება მართონ მსოფლიო? ნუ ბოდავთ. კი, ბერძნულდ "პოლისი" ნიშნავს ქალაქს, ხოლო ადამიანს ეწოდება "ზოონ პოლიტიკონ" ანუ პოლიტიკური ცხოველი, მაგრამ ეს რა შუაშია? ჯერ ერთი ბერძნები მუდამ უფრო დაბალ დონეზე იდგნენ ვიდრე ინდოელები და ტიბეტელები, მეორეც როგორ შეიძლება პოლიტიკა ფილოსოფიის გარეშე? გახსოვთ "პლატონოპოლისი"? ფილოსოფიური ქალაქის იდეა ჯერ კიდევ პლატონის დროიდან არსებობდა და 529 წელს იუსტინიანე იმპერატორის მიერ საბოლოოდ დასამარდა. და საერთოდაც, საზოგადოებას უნდა მართავდნენ იოგინები და ბრაჰმანები და არა უჯიშო პირუტყვები ანუ "პოლიტიკოსები". პრინციპში გასაგებიცაა რატომ მართავენ სახელმწიფოებს დებილები, იმიტომ რომ მათ ირჩევს დებილი "ამომრჩეველი" მასა. ეს მასა არ აირჩევს გონიერ დჰარმულ მთავრობას რადგან მას ვერაფერს გაუგებს. აი ასეა ამბავი. დჰარმული მთავრობის ინიციატივებს ბრიყვი მასა შეხვდება შიშით და ზიზღით. დედამიწაზე მრავლდება უჯიშო ბიომასა.

воскресенье, 15 апреля 2018 г.

ინდუისტური ღმერთები და ვაჯრაიანა

ვაჯრაიანას მიხედვით შივა და ვიშნუ არიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას იპოსტასები და ემანაციური ფორმები. ავალოკიტეშვარას გამოვლინებაა ასევე მაჰაკალა დჰარმაპალა.
 ბუდიზმში ინდუისტური ტანტრადან გადავიდა შივას და შაკტის კულტი. ტანტრისტულ ბუდიზმში შივას და შაკტის მოიხსენიებენ როგორც "მაჰაკალას", "ვაჯრაბჰაირავას", "ვაჯრავეტალის" და "შრიდევის". ვაჯრავეტალი და შრიდევი ესაა დაკინი-შაკტი ანუ კალი, ხოლო მაჰაკალა და ვაჯრაბჰაირავა [იგივე იამანტაკა] ესაა იგივე შივა-რუდრა. ფაქტობრივად ვაჯრაიანელი ბუდისტები არიან შივაიტები და შაკტისტები. ვაჯრავეტალი ესაა ვაჯრამაჰაბჰაირავას ცოლი, ხოლო შრიდევი მაჰაკალას ცოლი. მაჰაკალა და შრიდევი წარმოადგენენ ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას მრისხანე ასპექტს, ხოლო ვაჯრაბჰაირავა და ვაჯრავეტალი ესენია ბოდჰისატვა მანჯუშრის ბნელი მრისხანე ასპექტები. ვაჯრაიანას ადიბუდა სამანტაბჰადრა თეოსოფიური გაგებით ესაა პარამაშივა, ხოლო სამანტაბჰადრი ესაა – პარამაშაკტი. გესმით?

მსჯელობა ევროპულ "ფილოსოფიაზე" მილანის ედიქტის შემდეგ

ბევრი მსაყვედურობს: "რატომ გძულს განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფია?", ბევრი ვერ ხვდება და ფიქრობს რომ მე ბნელი შუასაუკუნეები მომწონს. საქმე იმაშია რომ ახ.წ. 314 წელს მილანის ედიქტით ქრისტიანული "ორთოდოქსიის" დაკანონებით რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბოლო მოუღო ანტიკურ ფილოსოფიას, კონსტანტინემ ცოცხლად დამარხა და დაასამარა, საფლავში ჩადო ელინისტური პანთეისტური ფილოსოფია, ეგვიპტური ისიდაიზმი, ირანულ-რომაული მითრაიზმი და გნოსტიციზმი. მილანის ედიქტით რომმა საბოლოოდ აკრძალა არაორთოდოქსული აზროვნება. ახ.წ. 529 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ საბოლოოდ აკრძალა ნეოპლატონიზმი და დახურა ნეოპლატონიკოსთა აკადემიები. აი სწორედ მაშინ დაიწყო დეგრადაცია და დაცემა ანუ ბნელი შუასაუკუნეები. არათუ მეოცე საუკუნემდე არამედ დღემდეც კი მთელ ევროპაში და ამერიკაში "ფილოსოფიური" პოლემიკა გრძელდება და ხორციელდება ბიბლიის გარშემო, აბრაამული ქრისტიანული ბიბლიის გარშემო. განმანათლებლობის ეპოქაში არაფერი შეცვლილა, ანტიკური და ეგვიპტური რელიგიური ფილოსოფია ხომ საბოლოოდ დაივიწყეს, ამას გარდა ყოველგვარი პოზიტიური და ნეგატიური კრიტიკაც მიდიოდა ბიბლიის გარშემო. იდეალისტები იცავდნენ ბიბლიას, ხოლო მატერიალისტები ებრძოდნენ ბიბლიას. ინდურ და ტიბეტურ ფილოსოფიაზე ხომ საერთოდ არავინ არ ფიქრობდა და შეიქმნა იმის ილუზია რომ ჯერ ერთი ფილოსოფია მხოლოდ ევროპაში იყო და მეორეც ის რომ დადგა "განმანათლებლობა". ათეისტებიც და თეისტებიც ფეხებზე იკიდებდნენ ელინიზმსა და ისიდაიზმს და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ინდურ და ტიბეტურ იოგას, ვედანტას და ტანტრას. აი ესაა ჩემი ანტიპათიის მიზეზი. ამომივიდა ყელში ეს მონოთეისტური ბიბლია. სხვა საფიქრალი არაფერი გაქვთ?...

ინდუისტური ტანტრა და ბუდისტური ვაჯრაიანა

"Это тело-ваджра есть Брахма, речь-Ваджра есть Шива (Великий Господь), мысль-ваджра, царь, есть великий волшебник Вишну"
"ეს სხეული-ვაჯრა არის ბრაჰმა, ხმა-ვაჯრა არის შივა [დიადი უფალი], აზრი-ვაჯრა, მეფე, არის დიადი ჯადოქარი ვიშნუ"
გუჰიასამაჯა-ტანტრა თავი 17. მუხლი 19.
ეს ფრაგმენტი ამ ბუდისტური ტანტრისტული ტექსტიდან გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ შევარიგოთ ინდუისტური და ბუდისტური რელიგიები.
ამ ინდუისტურ ღმერთებს ეწოდებათ დჰარმაკაის განზომილების ღმერთები, რომელთაც აერთიანებს მათზე გაცილებით მაღლა მდგომი დჰიანა-ბუდა ვაჯრასატვა, სხვა ვერსიით კი ბუდა მაჰავაიროჩანა.
თუ ეს ასეა მაშინ გამოდის რომ ვაჯრაიანა აღიარებს ინდუისტურ ტრიმურტის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაერთიანოთ ინდუიზმი და ბუდიზმი ვირა-ბჰავას დონეზე.

суббота, 14 апреля 2018 г.

პოლიგამია

პოლიგამია თავისი ორი ფორმით; პოლიგინეა და პოლიანდრია, არის ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია. პოლიგამია ათასწლეულების მანძილზე მთელ მსოფლიოში იყო ნორმა. მხოლოდ ქრისტიანობის ზეგავლენით ეს ნორმა გამოცხადდა "სიგიჟედ" და "დანაშაულად". ქრისტიანობიდან ეს გადავიდა ათეიზმში და შიზოფემინიზმში, სადაც რატომღაც მიაჩნიათ რომ პოლიგამია არის "ქალის ჩაგვრა" და "სექსუალური პათოლოგია". პოლიგამიის წინააღმდეგ პროპაგანდას ამჟამინდელ კალი-იუგაში ეწევიან ასურები ისევე როგორც ყოველთვის. ასურებმა ადამიანებს დაუმახინჯეს აზროვნება და შთააგონეს რომ პოლიგამია ესაა "ცოდვა". აზიურ რელიგიებში და მორმონიზმში პოლიგამია დღემდე არის ნორმა. ამას ნეგატიურად უყურებენ ყლიბერალები და ქრისტიანები. თუმცა საკვირველია, ყლიბერალები რომლებიც ქადაგებენ, რომ ლგბტ არის ნორმა და თითქოსდა ქადაგებენ "თავისუფლებას", პოლიგამიას ებრძვიან. ტიბეტში მაგალითად პოლიგამიის ორივე ფორმა; მრავალცოლიანობაც და მრავალქმრიანობაც ითვლება ნორმად. მორმონებს და სიტყვაზე; ბუდისტებს ვერაფრით დააჯერებ, რომ პოლიგამია ესაა "ცოდვა". პოლიგამიის მტრებს არ შეუძლიათ დაასაბუთონ თუ რატომ არის პოლიგამია "ცუდი", როგორც წესი ისინი იყენებენ ან ქრისტიანულ ფსევდოარგუმენტებს ან შიზო-ფემინისტურ ფსევდოარგუმენტებს რაც პარანოიდალური ფსიქოზის ფორმებია და სხვა არაფერი. მრავალი პარტნიორის ყოლა აზიურ რელიგიებში და მორმონიზმში არის ნორმა და მე ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს რომ ამას ცუდი თვალით შევხედო. ნებისმიერი არგუმენტი პოლიგამიის წინააღმდეგ არის აბსურდი, რადგან ეფუძნება ან ქრისტიანობას ანდა ფემინისტურ ფაშიზმს. თანამედროვე საზოგადოებაში დომინირებს ფაშისტური და შოვინისტური რეპრესიული მორალი, რომელიც ებრძვის პოლიგამიას და ეს აშკარად ვიღაც გავლენიან ფიგურას აწყობს. ესაა შეთქმულება და სხვა არაფერი.