ვაჯრაიანას მიხედვით შივა და ვიშნუ არიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას
იპოსტასები და ემანაციური ფორმები. ავალოკიტეშვარას გამოვლინებაა ასევე
მაჰაკალა დჰარმაპალა.
ბუდიზმში ინდუისტური ტანტრადან გადავიდა შივას და შაკტის კულტი. ტანტრისტულ
ბუდიზმში შივას და შაკტის მოიხსენიებენ როგორც "მაჰაკალას",
"ვაჯრაბჰაირავას", "ვაჯრავეტალის" და "შრიდევის". ვაჯრავეტალი და შრიდევი
ესაა დაკინი-შაკტი ანუ კალი, ხოლო მაჰაკალა და ვაჯრაბჰაირავა [იგივე
იამანტაკა] ესაა იგივე შივა-რუდრა. ფაქტობრივად ვაჯრაიანელი ბუდისტები
არიან შივაიტები და შაკტისტები. ვაჯრავეტალი ესაა ვაჯრამაჰაბჰაირავას ცოლი,
ხოლო შრიდევი მაჰაკალას ცოლი. მაჰაკალა და შრიდევი წარმოადგენენ
ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას მრისხანე ასპექტს, ხოლო ვაჯრაბჰაირავა და
ვაჯრავეტალი ესენია ბოდჰისატვა მანჯუშრის ბნელი მრისხანე ასპექტები.
ვაჯრაიანას ადიბუდა სამანტაბჰადრა თეოსოფიური გაგებით ესაა პარამაშივა,
ხოლო სამანტაბჰადრი ესაა – პარამაშაკტი. გესმით?
Комментариев нет:
Отправить комментарий