თსუ უნივერსიტეტში ერთი კეთილი და მშვენიერი ფილოსოფოსი და ღვთის კაცია,
ირაკლი ბრაჭული და არის კიდევ ერთი დიდი ადამიანი, რეზი გორდეზიანი.
გორდეზიანი ინდოლოგია. ბრაჭული უმეტესად სწავლობს დასავლურ ფილოსოფიას.
ვსწავლობ რელიგიის ფილოსოფიას, სადაც ბრაჭულს, ნიკოლაი დურას და ანასტასია
ზაქარიაძეს განხილული აქვთ დასავლური და აღმოსავლური ფილოსოფიური
სისტემები, მათ შორის ვედანტაც და ბუდისტური მაჰაიანაც. წიგნის
ბიბლიოგრაფიაშიც არის ნახსენები ინდური, ტიბეტური და ჩინური ფილოსოფია.
ჰოდა ერთმა "გენიოსმა" ურჯულომ, ერთმა
მუტრუკმა, ამიტეხა ჩხუბი, მომახალა პირში: "ინდოეთში ფილოსოფია არ არსებობს
და ფილოსოფია მხოლოდ ევროპული მოვლენაა, ღმერთის რწმენას ფილოსოფიასთან
არავითარი კავშირი არ აქვს"... მე შევეცადე ამეხსნა რომ უბერავდა, მაგრამ
ვერ გავაგებინე, მხოლოდ ტლიკინებდა სირეგვნეს და კვდებოდა სიცილით ანუ
იჭყანებოდა და სულ ჰაიდეგერი ეკერა პირზე. აი ამნაირ დეგენერატზე რას
მეტყვით ჩემო ფბ მეგობრებო? კითხვაზე მიპასუხეთ ჩემო ტკბილებო.
მაინტერესებს თქვენი აზრი. საცაა გავაფრენ. ეს "ბიჭი" ვიღაცა გიჟია. ე.ი.
მას უნდა თქვას რომ ბატონი ირაკლი და ბატონი გორდეზიანი, რადჰაკრიშნანთან
და პლატონთან ერთად "დებილები" არიან... ვაი ამის პატრონს... რა, ბრაჭულს
და გორდეზიანს რამე შეეშალათ? სარვეპალი რადჰაკრიშნანი სულელი იყო? მან
დაწერა წიგნი "ინდური ფილოსოფია", ეს რა იყო? პლატონს და არისტოტელეს
სჯეროდათ უფალი, ნეოპლატონიკოსებსაც და დეკარტიანელებსაც სჯეროდათ უფალი,
ისინი რა ფილოსოფოსები არ იყვნენ? ვაიშეშიკას ატომისტური თეიზმის სკოლის
ფუძემდებელი ბრძენი კანადა რა ფილოსოფოსი არ იყო? ადვაიტა ვედანტას
ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი შანკარა აჩარია რა ფილოსოფოსი არ იყო?
ბუდისტი ვასუბანდჰუ და არიადევა რა ფილოსოფოსები არ იყვნენ? ინდოელი ფრანგი
რენე გენონი საერთოდ ამტკიცებდა რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია მხოლოდ ინდოეთშია
და რომ ევროპული ტრადიცია ინდურთან შედარებით არარაობაა. ბლავატსკაია და
სხვა თეოსოფები საერთოდ ცდილობდნენ ელინური და აზიური ფილოსოფიის
გაერთიანებას, ისინი რა დებილები იყვნენ?? ეს "სტუდენტი ბიჭი" აშკარად
სირზე ზის და ქლიავს შეექცევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий