четверг, 5 апреля 2018 г.

маха-юга - მაჰა-იუგა

სატია-იუგა: ბოროტება არ არსებობს. ყველა თანასწორია. არ არსებობს მთავრობა. ღმერთები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ადამიანები ცხოვრობენ 100 000 წელი. ადამიანების სიმაღლე აღწევს 2000 მეტრს. სულიერი ხსნის პრაქტიკაა – მედიტაცია, რასაც ადამიანები იოლად და დიდხანს აკეთებენ.
ტრეტა-იუგა: ჩნდება ბოროტება, მაგრამ ის ჯერ კიდევ სუსტია. იწყება საზოგადოების დიფერენცირება. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 10 000 წელი. სიმაღლე 200 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვების შესრულება.
დვაპარა-იუგა: ბოროტება ძლიერდება და უთანაბრდება სიკეთეს, ადამიანის ღვთაებრივი ბუნება კიდევ უფრო იჩრდილება. სიცოცხლე გრძელდება 1000 წელი. სიმაღლე 20 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – ტაძრის ღვთაებათა თაყვანისცემა.
კალი-იუგა: დომინირებს ბოროტება. ყველა იტანჯება. მსოფლიოს მართავენ უვიცი ტირანები და ასურები. საკვები რთულად იშოვება. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 100 წელი. ადამიანის მაქსიმალური სიმაღლეა 2 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – უფლის სახელების სიმღერა.






















Комментариев нет:

Отправить комментарий