ჩინური ბუდიზმი აგრძელებდა ისტორიული სიდჰართას მითიურ ბუდად გამითოლოგების
პროცესს, რაც ინდოეთში დაიწყო. უძველესი ჩინური ჩანაწერები ხაზგასმით
აღნიშნავს მისი სიცოცხლის სასწაულმოქმედ მოლენებს ინდოეთში, ჩინეთისგან
შორს, სადაც ბუდიზმზე არაფერი იცოდნენ ვიდრე ხუთი-ექვსი საუკუნე არ
გაივლიდა. მაგალითად, მისი დაბადების ჟამს ამბობენ, რომ ჩინური მდიარეები
კალაპოტიდან გადმოვიდა, მთები დაინგრა და მეტეორები გამოჩნდა. იმ დროს
იმპერატორმა სწავლულები მოიწვია რჩევისთვის და მათაც მოუთხრეს დიადი ბრძენის
შესახებ, რომელიც ჩრდილოეთში დაიბადა. დაოისტებს სხვა ვერსია ჰქონდათ, რომ
ბუდა ნამდვილად ლაო-ძი იყო, რომელიც მოხუცებულობისას დასავლეთშ
გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც თავისი ნაშრომი - „წიგნი გზისა და სათნოებისა“
დაამთავრა (დასავლეთი უძველესი ჩინეთისთვის ინდოეთი იყო და არა ევროპა).
ყველაზე საინტერესო ჩინური ბუდისტური მითები გუან იინს - საქვეყნოდ ცნობილ მდედრობითი სქესის ღვთაებას ეხება. ისტორიკოსებმა გუან იინის ევოლუციას მიაკვლიეს ინდურ მამრობითი სქესის ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარაში, ჩინური ნაყოფიერების ფიგურების გავლენით. სერიოზულად მოაზროვნე ბუდისტებმა გადაარჩინეს მისი (ქალის) ძალაუფლება იმ განცხადებით, რომ ბოდჰისატვას შეუძლია საკუთარი ნებისამებრ შეიცვალოს ფორმა ან სქესი. ერთი მოთხრობა მოგვითხრობს თუ როგორ აღმოაჩენს, რომ კაცები სერიოზულად არ აღიქვამენ მას ქალურობის გამო, მაშინ ის გადაიქცევა კაცად და შემდეგ ისევ საწყის ფორმას უბრუნდება, რათა აჩვენოს, რომ სულიერი ძალისთვის სქესობრივი განსხვავებები უმნიშვნელოა. თუმცაღა ჩინელი ქალები მის ქალურობაში ნახულობენ თანაგრძნობას, როცა სურთ იღბლიანი ქორწინება ან ვაჟების გაჩენა.

Комментариев нет:
Отправить комментарий