მინდა ვუთხრა მორწმუნე ხალხს რომ ყველაზე საზარელი საიდუმლო ამოვხსენი და
ახლა დაუყოვნებლივ გაგანდობთ; არის მრავალი რელიგია და არის ურჯულოება და
ლიბერასტია, მორწმუნეები უკვე საუკუნეებია უფლის რწმენის ვცოცხლობთ, ზოგნი
ვადიდებთ კრიშნას, ზოგნი ბუდას, ზოგნი ალლაჰს, ზოგნი იესო ნაზარეველს,
ზოგნი კი საერთოდ უცხოპლანეტელ ელოჰიმებს, ყველას ჩვენ გულში და გონებაში
გვაქვს უფლის რწმენა და ცოდნა, ჩვენ ვაღიარებთ სულიერ სამყაროს და სულიერ
ძალებს და გვჯერა მაცხოვრის, გვჯერა ბჰაგავანი ბუდასი, გვჯერა ალლაჰის და
გვჯერა უფალი კრიშნასი და ა.შ. იაპონელი შამანები, ინდუსი იოგები, ბუდისტი
ლამები, ქრისტიანი ბერები, მუსულმანი იმამები, იუდეველი რაბინები, აფრიკელი
შამანები და ნეოწარმართი მაგები... ყველანი ვადიდებთ სულიერ ძალებს და
ვაღიარებთ რომ არის სულიერი სასუფეველი, ვიცით რომ არსებობს კარმა და
ნირვანა, ვიცით რომ არის ჯოჯოხეთი და არის სული ან ვიჯნანა, ვიცით რომ
არსებობენ უპა-დევები, ჯინები და ანგელოსები. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ
ყველანი ვგრძნობთ სულიერ სიახლოვეს სულიერ ძალთა და ვაცნობიერებთ რომ არიან
კეთილი და ბოროტი სულები, ვართ სულიერად დაბრმავებულნი და უფალს
დაშორებულნი, რადგანაც მუდმივად ვებრძვით, ვპუტავთ და ვგლეჯთ ერთმანეთს
დოგმატური განსხვავებების გამო და ურჯულო ეშმაკეულთა წისქვილზე ვასხამთ
წყალს, დგას გვერდით ურჯულო, გვიყურებს მოჩხუბარ მორწმუნეებს და იცინის და
თავისთვის ფიქრობს "ესენი ან დახოცავენ ერთმანეთს ან დაბეგვავენ გემრიელად,
დასუსტდებიან და მერე კი მე მივალ, იოლად შევმუსრავ და საბოლოოდ
დედამიწაზე მარტო მე დავრჩები". ნუ გგონიათ რომ ურჯულო ლიბერალისტები
ქადაგებენ თანასწორობას, სიყვარულს და მშვიდობას, სანამ ჩვენ ერთმანეთს
ალლაჰის, ბუდას, იესოს, კრიშნას და ა.შ. სახელით ვგლეჯთ და ვაგინებთ,
ურჯულო ეშმაკეულნი დღითიდღე ძლიერდებიან და თავიანთ მზაკვრულ გეგმას
წარმატებით ახორციელებენ. ურწმუნო სეკულარისტებს და ლიბერალისტებს აწყობთ
"დაყავი და იბატონეს" პრინციპი მორწმუნეთა საზოგადოებაში, აწყობთ ჩვენი
შუღლი და ისიც რომ რელიგია და სახელმწიფო განაცალკევონ ერთმანეთისგან,
რატომ? იმიტომ რომ ურჯულონი ასე ცდილობენ დედამიწის რელიგიები და მათი
მიმდევარი მორწმუნე ხალხი დაამარცხონ. ბევრი მორწმუნე ვერა ხედავს რომ ის
სუპერეკუმენიზმი რაც სძულს და არ მოსდის თვალში, არის სწორედ ის სამაშველო
რგოლი, რომელიც ურჯულოთა მიერ გაწამებულ და ნაჯიჯგნ წყალწაღებულ რელიგიურ
საზოგადოებას ჯოჯოხეთური ურჯულოებისგან ერთხელ და სამუდამოდ იხსნის. დადგა
კალი-იუგა და ბოროტმა სულებმა წაბილწეს ადამიანთა გულები და ტვინები.
ისლამში მათ ჰქვიათ ჯინები, ეგვიპტურ რელიგიაში აფრიტები, იაპონიაში
მაგაცუჰი, ინდურში ასურები, ბუდისტურში მარები და ქრისტიანულში ეშმაკები,
არსი კი ერთია – ესენია ბნელი ძალები რომლებიც ურჯულოთა მიღმა დგანან და
მიზნად აქვთ დასახული ერთიანი უფლის სიტყვის და რწმენის გაქრობა
დედამიწიდან, რაც უკვე ხდება. ბერი პაისი ათონელი ამბობდა რომ ბოლო ჯამს
ურჯულოება ძლევს უფლის სიტყვას და ცოცხალი ეშმაკები ადამიანთა შორის
დაბინავდებიან, ხოლო მორწმუნე ხალხი ანტიქრისტესგან დევნილი იქნება. ურჯულო
ლიბერალისტების და დარვინისტების მიერ რელიგიური ხალხების ერთმანეთთან
შეჯახება ანტიქრისტეს გეგმის მზაკვრული ნაწილია. ანტიქრისტეს ანუ
ანტიბუდას, მარა დევარაჯას, განზრახული აქვს გააქროს ყოველგვარი სულიერება
დედამიწის ზედაპირიდან და დაეპატრონოს ხალხის გულსა და გონებას. ჩვენი
მორწმუნე ხალხის ყველაზე მთავარი შეცდომა გახლავთ არა მხოლოდ ის რომ
ვებრძვით ერთმანეთს, არამედ ისიც რომ ლგბტ ადამიანები და ანიმეს
მოყვარულები გადავიმტერეთ ჩვენი მწარე და შტერი ენით. ჩვენ ცოდვილებად
შევრაცხეთ ლგბტ ხალხი მხოლოდ იმიტომ რომ მათ სხვა ორიენტაცია აქვთ და
ეშმაკეულ ხელოვნებად მოვნათლეთ იაპონური ანიმე და შედეგად მივიღეთ
ურჯულოებისა და ანტიქრისტეს მანქანების კიდევ უფრო გაძლიერება. იმის
მაგივრად რომ გველანძღა და ქვების სროლა დაგვეწყო ლგბტ თემისთვის და
ანიმეშნიკებისთვის, სჯობდა მათთვის დაგვენახებინა ჩვენი ეკუმენისტური
ერთსულოვნება და უფლის სიყვარული და სიბრძნე. ანიმე არაა ანტიქრისტესგან
ძვირფასო სულის ხალხო და არც ლგბტ ადამიანები სცოდავენ, ეს ჩვენ შევცდით და
ამითი ურჯულოების საშინელი მანქანა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. რას აკეთებთ
უფლის ხალხებო? ერთმანეთს პუტავთ ბუდას, ალლაჰის, იესოს და კრიშნას
სახელით? ნუთუ არ გესმით რომ უღვთოთა ლაშქარს ამითი კიდევ უფრო მატებთ
ეშმაკეულ ძალებს და აახლოვებთ უფლის რწმენის აღსასრულს დედამიწაზე? ნუთუ არ
იცით რომ უფალი ერთია, მაგრამ გააჩნია ურიცხვი სულიერი და ხორციელი
ფორმები და ჰიპოსტასები? შეიცანით რომ ყველა რელიგიის ყველა უფალი
სინამდვილეში ერთი დიადი ღვთიური სულია და რომ ჩვენ ყველანი სულისა და
რწმენისმიერი ცოდნის გზით მივდივართ ერთი უფლისკენ და მაშინ დასუსტდება
ლიბერალისტურ-დარვინისტული ურჯულოების მანქანა და უფლის რწმენა
აღორძინდება. ნუ ებრძვით ნურც ხელოვნებას და ნურც სექსუალურ ენერგიას და
ნურც ერთმანეთის რწმენას, ამით კიდევ უფრო აახლოვებთ ანტიქრისტეს ეპოქას,
როცა სიტყვა ღვთისა საერთოდ აღიგვება პირისაგან მიწისა და ყველა ადამიანი
ურჯულო გვამი გახდება, ეშმაკის მარიონეტი. უფოლოგებიც კი უფლის მხარეს
იბრძვიან და მის საქმეს აკეთებენ რადგან აღიარებენ სხვა რასების არსებობას
კოსმოსში და სცნობენ სხვა სამყაროთა რეალურობას. ზოგისთვის უცხოპლანეტელი
ზოგისთვის კი ანგელოზი, არსი კი ერთია. დადგა დრო გავერთიანდეთ მორწმუნეები
ყველა რელიგიისა, ბუდიზმით დაწყებული ქრისტიანობით დამთავრებული და
ერთიანი ძალებით შევმუსროთ რწმენის და სულიერი ცოდნის მტრები. ჩვენ
შევძლებთ ერთად დავამარცხოთ ანტიქრისტეს და ანტიბუდას ეშნაკეული მანქანა
რწმენის ფარით და ცოდნის მახვილით. დაე ჩვენთან იყოს კოსმიური უფალი. ამინ.
Комментариев нет:
Отправить комментарий