ინდუისტური მითების მიხედვით იყო დრო როცა არ იყო სიკვდილი. იმ დროს ცოცხალი არსებები იბადებოდნენ, მაგრამ არ კვდებოდნენ
და
მრავლდებოდნენიქამდე
სანამ
მთელი
დედამიწა
არ
აავსეს.
ბჰუმი-დევი ანუ პრიტჰვი,
დედამიწის
სული
შეევედრა
ბრაჰმას,
მოეშორებინა
ეს
მძიმე
ჯვარი,
დაეხმარებოდა
მას.
ბრაჰმამ
არ
იცოდა
რა
ექნა
და
ამიტომაც
მრისხანებაში
ჩავარდა.
მრისხანების
ცეცხლი
მოედო
სამყაროს
და
სრულ
განადგურებას
უქადდა
ყოველივეს.
დიად
უფალ
შივას
შეეცოდა
ცოცხალი
არსებები
და
სთხოვა
ბრაჰმას
რომ
არ
დაეღუპა
სამყარო.
შივას
რჩევით
ბრაჰმამ
საკუთარი
სხეულისგან
შექმნა
ქალი
შავი
თვალებით
და
მუქი
კანით
და
თავზე
ლოტოსის
გვირგვინით,
შემოსილი
მუქ
წითელ
კაბაში.
ბრაჰმამ
მას
უბრძანა
მოეკლა
ყოველი
ცოცხალი
არსება
სამყაროში.
ბრაჰმამ
ის
აქცია,
სიყვარულისა
და
სიძულვილისგან
თავისუფალ
დედა
უფლად,
რომელიც
მის
ნებას
აღასრულებს.
ერთ-ერთი ინდუისტური მითის მიხედვით, როცა ბრაჰმამ შექმნა ცოცხალი არსებები, ისინი ძალიან სწრაფად გამრავლდნენ და მალე აავსეს მთელი სამყარო. ბრაჰმამ დაინახა სამყარო სადაც უკვდავი არსებები, მრავლდებოდნენ უსასრულოდ და ჭამდნენ
საკვებს
და
ამის
გარდა
სხვას
არაფერს
აკეთებდნენ.
"რაში
შევცდი?"
იფიქრა
ბრაჰმამ.
"შენ
სიკვდილი
დაგავიწყდა
– უთხრა
სარასვატიმ
– სამყაროში
შემოსვლის
შემდეგ
უნდა
დგებოდეს
სამყაროდან
გასვლა
და
მხოლოდ
ამას
შეუძლია
ახალი
სასიცოცხლო
სივრცის
მოცემა".
ბრაჰმა
მიხვდა
რომ
შეცდა და შექმნა ქალღმერთი მრიტიუ
ანუ სიკვდილი.
ქალწული ბნელი თვალებით
შემოსილი წითელ კაბაში.
"წადი და მოკალი ყოველი
სულიერი, შეაჩერე მათი სუნთქვა და წაიღე სულები"
– უთხრა ბრაჰმამ.
მრიტიუ შეძრწუნდა
და შეცბა.
"რატომ უნდა ვქნა ეს?" – კითხვა დასვა
გოგონამ. "სიკვდილის გარეშე
სიცოცხლეს აზრი არ აქვს" – უპასუხა
ბრაჰმამ. მაგრამ მრიტიუ
შეშინდა და გაიქცა შორს. შივამ
იპოვა მოტირალი
მრიტიუ განმარტოებულ
ადგილას და დაამშვიდა. შივამ უთხრა:
"ნუ გეშინია,
ყველა ვინც მოკვდება შენი ხელით, კვლავ
დაიბადება. როგორც მკვლელი
შენ მაინც
შეძლებ იყო დედა. სიკვდილი
არ იქნება
სიცოცხლის დასასრული; ის გახდება კარიბჭე
ახალ სიცოცხლეში".
ასე გახდა
ქალწული მრიტიუ მაჰაკალი,
რომელიც ხრავს სიცოცხლეს.
შიცა კი გახდა მაჰაკალა
– დროის ბატონი,
რომელიც იძლევა რეინკარნაციას,
რომელიც გარდასახავს ნგრევის
ნარჩენებს და ახალი შემოქმედების თესლს.
ასე გახდა
სიცოცხლე ბორბალი, რომელსაც
ატრიალებს შივა. ყოველივე
ეს გახდა
სანსარა ანუ გარდასხეულება.
კიდევ ერთი ინდუისტური მითის მიხედვით, როცა ბრაჰმამ დაინახა რომ უკვდავი ადამიანები უაზროდ მრავლდებოდნენ და შექმნა
სიკვდილის
ქალღმერთი
ანუ
მრიტიუ,
ის
პირდაპირ
სამხრეთში,
ქვესკნელში
გაემგზავრა.
მრიტიუმ
დაღვარა
ცრემლები
რადგანაც
არ
სურდა
ცოცხალ
არსებათა
მოკვლა.
ბრაჰმამ
შეკრიბა
ცრემლები
და
მისგან
შექმნა
ავადმყოფობები,
რათა
გაეადვილებინა
მრიტიუსთვის
საქმე.
უსასრულობის
და
მზის
ქალღმერთ
ადიტის
ეყოლა
ძე,
სახელად
– ვივასვატი,
რომელიც
ძალზედ
მსუქანი
და
მახინჯი
იყო
და
არ
ჰქონდა
კიდურები. მიტრამ,
ვარუნამ და ბჰაგამ საბოლოოდ ჩამოაყალიბეს
ვივასვატი წააჭრეს რა რაც ზედმეტი იყო. ზედმეტი ნაწილებისგან იშვა სპილო. ღმერთმა
ტვაშტარმა ვივასვატს ცოლად
მიათხოვა ქალიშვილი – სარანიუ,
რომელმაც შვა ტყუპები – იამა დევა და იამი დევი, ბიჭი და გოგო. მაგრამ სარანიუს
არ უყვარდა
ვივასვატი და მალევე დატოვა ის, ხოლო საკუთარი თავის მაგივრად
დაუტოვა კლონი ანუ ორეული. ორეულმაც
შვა ბავშვები.
მალე ორეულმა
გამოააშკარავა თავი და ატყდა სკანდალი.
დედინაცვალმა დაწყევლა იამა და მას გაუხმა ერთი ფეხი. იამა გახდა პირველი
მიცვალებული. და იამი დასტიროდა ძმას და რათა მისი ქვითინი შეეწყვიტათ ღმერთებმა
შექმნეს ღამე. იამა დევა გამეფდა საიქიოში. იამი კი გახდა წმინდა მდინარე
იამუნას სული. ცოცხალთა
და მიცვალებულთა
სამეფოს ერთმანეთისგან ჰყოფს
წმინდა მდინარე
ვაიტარანი, რომლის გადაკვეთაც
ადამიანს შეუძლია მხოლოდ
ძროხის დახმარებით
რომელიც ბრაჰმანს ანუ ქურუმს აჩუქა.
იამას ჰყავს
დამხმარეები. იამა და იამადუტები დადიან
დედამიწაზე და ჯადოსნური კომბლით სხეულებიდან
იღებენ სულებს.
იამას სამეფოს
დედაქალაქ ეწოდება იამაპუტრა.
მას ემსახურება
საიქიოს მწერალი ჩიტრაგუპტა,
რომელიც სიკვდილის უფალს
ატყობინებს თუ რა გააკეთა სიცოცხლეში
ადამიანმა. იამა არის მსაჯული. ბუდიზმში
იამასთან ერთად მეფობს
მისი და და ცოლი იამი დევი. იამას იპოსტასებია:
კალა, ანტაკა
და მრიტიუ.
Комментариев нет:
Отправить комментарий