გეტყვით გულახდილად როგორც ანტისოციალური მეამბოხე ეზოთერიკი; თანამედროვე
მსოფლიოში მიცვალებულთა გვამების თაყვანისცემის ნეკროფილიურმა ფეტიშმა
თავის პიკს მიაღწია. მე მესმის როცა ადამიანი, კონკრეტულად კი აგჰორი
ტანტრისტი იყენებს მიცვალებულის ხორცს და ძვლებს მაგიური რიტუალისთვის, რაც
უბრალო უვიცი ადამიანისთვის შოკისმომგვრელია და შემზარავია, მაგრამ არ
მესმის თუ რა ჯანდაბაა ეს "დასაფლავება" და "კუბო". დედამიწაზე ბევრი
კაციჭამია დემონია, მივცეთ მათ გვამები და პრობლემაც მოგვარდება. რატომ
უნდა ვეთაყვანებოდეთ გვამებს? რა საჭიროა სუნიანი გვამის ხის ყუთში ჩადება
და მერე მიწაში ჩამარხვა? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძველი და "მნიშვნელოვანი"
"ტრადიციაა"? იმიტომ რომ ეს "კანონია"? რა კანონი? რაში გვჭირდება ეს
"ტრადიცია"? მიწაში იმისთვის დებთ რათა მერე იქ დალპეს და კადავერინი გაუშვას? მაზდეანებს და ლამაისტებს აქვთ შესანიშნავი ტრადიცია, დებენ
გვამს ტრიალ მინდორზე და გვამს ჭამენ ცხოველები და ფრინველები. ეს
შესანიშნავია. გვამი ესაა უსულო დამპალი სუნიანი ხორცის ნაჭერი და სხვა
არაფერი. მე არ მესმის რატომ დასტირიან გვამს უმეცარი პრიმიტივები. ალბათ
ეს იმიტომ ხდება რომ მათ აქვთ უმეცრებაზე დაფუძნებული სიკვდილის შიში და
ემოციური მიჯაჭვულობა გარდაცვლილის ფიზიკურ ნარჩენებზე. ეს მარაზმია. მე
მსურს რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გვამი ჩემი მისცენ ან კაციჭამიებს ან
მეცნიერებს, რომლებიც მას ისე გამოიყენებენ როგორც მოესურვებათ. როცა სული
მიდის, სხეული კარგავს ყოველგვარ აზრს და არსს. არც მიცვალებულის
ნათესავებს და არც საიქიოში წასულ სულს გვამი არაფერში აღარ სჭირდება.
შეეშვით სუნიანი გვამების გაფეტიშებას. "წმინდანთა" გვამების თაყვანისცემა
ხომ საერთოდ ჰეპოიდური შიზოფრენიაა. მხოლოდ უკიდურეს სიბრიყვეს თუ შეუძლია
ცოცხალი ადამიანი აიძულოს დაიწყოს თავისი მიცვალებული ნათესავის სუნიანი
გვამის თაყვანისცემა დაიწყოს და სილენჩის ცრემლები აფრქვიოს "დაკრძალვის"
ულტრა-კრეტინულ რიტუალზე. ეს სტერეოტიპიც უნდა დაინგრეს. მოვითხოვ გაუქმდეს
"დასაფლავების" შიზოიდური რიტუალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий