суббота, 18 июля 2015 г.

ანიმეების ჟანრები

OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლივობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლივობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).
OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგდამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA- ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლივობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA- ფორმატში.
დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA- გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.
ფილმი
ფილმი ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომელიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.
ONA

ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ამ დროისთვის, ესეთი ანიმეები საკმაოდ ცოტაა რაც განპირობებული არის იმით, რომ უკანასკნელ დრომდე მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий