суббота, 18 июля 2015 г.

ანიმეების ჟანრები

ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდებისსახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურიამაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდესოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს . . .
ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც ჩიბი-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როდესაც საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაშიჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატიათეთრ და ფუმფულაპერსონაჟების მიმართ.
მუსიკა და გახმოვანება
როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალისსაუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.
ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოებისსავიზიტო ბარათიადა მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილიადამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.
ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაათემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვითთუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეშიმუსიკა ერთია, თუ ქალაქშიმეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).
მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით სეიუ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმისსახე“.
ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმია მიძღვნილიამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმრერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუების პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები . . . ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვისმოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული.
სიუჟეტი და ჟანრები
ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამასათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირადკომედიის ელემენტებსუწოდებენ.
უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს . . „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლსარკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება ნარუტო (Naruto), ან ბლიჩი (Bleach) მივიჩნიოთ.
ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება:
აუდიტორიის მიხედვით
·         კოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon.
·         სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku.
·         შიონენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece.
·         შოუჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano.
·         ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie.
თემატიკის მიხედვით
·         ბიშიონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურადლამაზ ბიჭსნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
·         ბიშოუჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურადლამაზ გოგოსნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
·         მაქოშოუჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
·         მაქოშოუნენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
·         მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
·         სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
·         სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
·         ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როდესაც მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.
რომანტიკული ჟანრები
·         ეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროთიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
·         იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph.
·         იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!.
·         შიონენაი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
·         შოუჯოაი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito.
·         ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურადგარყვნილსნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters.
ფორმატები
როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლივობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე. მაგალითად ერთნაირი ბიუდჟეტით გადაღებული 26 სერიან სერიალს სავარაუდოდ ბევრად უარესი ხარისხის ანიმაცია ექნება, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმს, თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.
საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული.
ტელესერიალი
ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლივობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრონახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიებიუმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.

ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლივობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიანსეზონებადიყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლივობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).

Комментариев нет:

Отправить комментарий