ანიმე (იაპონ. アニメ)
წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა
„ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.
სხვა ქვეყნების
ანიმაციური
ფილმებისგან
განსხვავებით,
რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი,
ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი
ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობითსარგებლობს.
მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს,
მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიკული კომედიები,
და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგასან კომპიუტერული
თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი
და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის
სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება
დახატული იყოს, როგორც
ხელით, ასევე კომპიუტერით.
ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული-
ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და
ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით,
კინოთეატრებითა
და DVDდისკებით.
ისტორია
ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე.[1] პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის
წარმოადგენს
მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე.[2] თანდათან, ეს ხელოვნება
დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში,
რადგან შეზღუდული ბიუჯეტის,
სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური
სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის
შექმნა.[3]
თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას
ღვთაება“. ის იყო
პირველი, ვინც გამოიყენა
ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც
არაპროპორციულად
დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.[4]
წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი,
იხვეწებოდა
და მათში განხილული
პრობლემები
რთულდებოდა.
გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც
სარგებლობდა
პოპულარობით.
განვითარებაში
ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას,
რომელიც მასზე რამდენიმე
წლით ადრე გაჩნდა
და იმ დროისთვის
უკვე დიდი პოპულარობით
სარგებლობდა
იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.
ამჟამად, ანიმე წარმოადგენს
უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის
(ჟანრი კოდომო) — ანიმე მის
პირველად ფორმაში, ასევე უფრო
რთული და სერიოზული
ნაწარმოები,
რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი —
ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო —
ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა
გამოყოფილი ჰენტაი — პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი
განხრები — იური დაიაოი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიული ელემენტების გარეშეც) მამაკაცებსა და ქალების შორის ურთიერთობებზე.
ტერმინოლოგია
ეტიმოლოგია
アニメーション (ɑnime:ɕoɴ)
— კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ესინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა.
ხშირად იგი შემოკლებულად
ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა
თქმა უნდა, როგორც
ყველა სხვა შემოკლება,
ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად
გამოიყენება
ვიდრე სიტყვის სრული ფორმა.
განსაზღვრება
ტერმინ „ანიმეს“ განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება
არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით
და იგი ნებისმიერი ანიმირებულიფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად
მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები
კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“
ფილმებს.
საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე“-ს
ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური
ბაზრისათვის
შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ
ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე
იმის, რომ უკანასკნელ
დროს ბევრი ანიმე
დასავლური ბაზარზეც გადის, ეს
განსაზღვრებაც
არც თუ ისე
მართებულია.
სინონიმები
იმის გამო,
რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა სულ რამდენიმე
წლის წინ დაიწყო
ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა
— „ანიმე“. მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1970—1990წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation“, რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.
უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად
მოიხსენიება
როგორც „მანგა“. ამის
შესაძლო მიზეზი არის ის,
რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა“ გამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთანმიმართებაში, თუმცა დანარჩენ
მსოფლიოში „მანგა“ ტრადიციულად
„იაპონური კომიქსის“ მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო
მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ
ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.
განმასხვავებელი ნიშნები
ანიმეს ძველი (1980-იანი) და
ახალი (2000-იანი) ხატვის
სტილის ილუსტრაცია
იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების
ანიმაციისაგან
უპირველეს ყოვლისა სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა
და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება [5]. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების
გათვალისწინებით.
დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და
ასაკი, ასევე მისი
ფსიქოლოგიური
ტიპი. ამ გზით
არჩეული მეტაჟანრიშემდგომში
გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების
სტილზეც კი.
ხატვის სტილი
ანიმ
ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს.
სინამდვილეში
ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად
სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან
შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი
ტრადიციულად
იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით,
მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში„მონსტრი“ (Monster)
გამოყენებულია
პერსონაჟების
„რეალისტური“
დიზაინი.
ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო
იყო იმისთვის, რომ მაყურებელს
ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როდესაც
ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები
დამუშავებულია
წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო
ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების.
ამას გარდა, თმების
ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას.
მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით
გამოირჩევიან,
ლურჯთმიანები
კი — პირიქით. ღია ფერების
თმები, ასევე პერსონაჟის
უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან
იაპონელებს
ძირითადათ მუქი თმები
აქვთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий