თავისუფალი არჩევანი უდიდესი ბოროტებაა. კაცობრიობის უმეტესობას ომი და სიძულვილი უფრო აერთიანებს ვიდრე ჰარმონია. ამის მიზეზია: 1) თავისუფალი ნება და 2) მრუდე (მახინჯი) სოციალური სტრუქტურა. როდესაც გაქვს თავისუფალი ნება ე.ი. არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, შენ მუდამ გაქვს იმის 50%-იანი შესაძლებლობა რომ აირჩევ ბოროტებას ანუ რაიმე რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა იდეის სახელით მოაწყობ გენოციდს ან ვინმეს მიაყენებ საზარელ შეურაცყოფას და ატკენ გულს. რა საჭიროა თავისუფალი არჩევანი? იმისთვის რათა მუდამ გქონდეს შანსი აირჩიო ბოროტება და პრაქტიკაში განახორციელო იგი? და თუ სიცოცხლის ბოლომდე მარტო სიკეთეს ირჩევ თავისუფალი ნება მით უმეტეს კარგავს აზრს. კაცობრიობის გადასარჩენად საჭიროა სამი რამ: 1) სოციალური სისტემის კაპიტალური რემონტი ანუ სრული რეფორმაცია და კაპიტალიზმის, მილიტარიზმის, მონარქიზმის და რელიგიის სრული უარყოფა და ანულირება, 2) ქცევის მოდიფიკატორი (ნეირობლოკირატორი) ნანიტების იმპლანტირება დედამიწის მოსახლე ყველა ადამიანის სხეულში, რომლებიც მოახდენენ სიკეთესა და ბოროტებას შორის თავისუფალი არჩევანის სრულ ბლოკირებას და ანულირებას და ნეგატივის ანუ ბოროტების (კრიმინალის) ნიველირების საფუძველზე ადამიანის ნეირომენტალური სისტემის მხოლოდ სიკეთეზე დაპროგრამება (მომართვა) და 3) ნანიტების დახმარებით გენეტიკური კოდის და ფიზიოლოგიის სრული კორექცია; დაბერების გენეტიკური პროცესის ხელოვნური ანულირება, რისი რეზულტატი იქნება მარადიული სიყმაწვილე და ნაწლავებში და შარდის ბუშტში არსებული ფეკალური მასის ასიმილაცია და აბსორბაცია (რაც გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ტუალეტი). ასე აშენდება უტოპია (იდეალური სოციუმი).
Комментариев нет:
Отправить комментарий