вторник, 22 мая 2018 г.

სექსუალური ენერგიის შესახებ. ანტი-სექსუალური რეპრესიული ფაშიზმის ანალიზი

12 000 წლის წინ მოხდა ატლანტიდის კატასტროფა. 5000 წლის წინ დაცემულ კაცობრიობას და დედამიწას დაეპატრონენ ასურასები და დაიწყო კალი-იუგა. ასურასებმა დაიწყეს ბრძოლა პარამატმას ბუნებრივი პროცესების წინააღმდეგ. მილიონობით წლის მანძილზე დედამიწაზე დომინირებდა ტანტრა და ადვაიტა. ცხადია პერიოდულად დგებოდა კალი-იუგა და ასურასები ხელში იგდებდნენ მსოფლიოს და ამჯერადაც ასე მოხდა. კაულა დჰარმა დაიკარგა და წარმოიშვნენ პაშუ-ბჰავას ტიპის დუალისტური რელიგიები. რა შუაშია აქ სექსუალობა? საქმე იმაშია, რომ ტანტრიზმში და ასევე ნახევრად ეგზოთერულ ინდუისტურ და ბუდისტურ კამა-შასტრებში ანუ სექსის ტრაქტატებში, სადაც აღწერილია კამა-იოგა, .. "პორნოგრაფია" ითვლება ნორმად, ისევე როგორც ლგბტ და ჰეტერები ანუ პროსტიტუცია. სხვათაშორის თავად სიტყვა "პორნოც" ძველ ბერძნულად ნიშნავს მეძავს. ბრძენი ვატსიაიანა მალანაგა წიგნში კამა-სუტრა, პროსტიტუციას ნორმად ცნობს და მეძავებს აძლევს სასარგებლო რჩევებს. პრაქტიკულად კამა-სუტრას ავტორი იყო სექსოლოგი, ხოლო კამა-შასტრები ესენიასექსოლოგიური ნაშრომები. ტანტრებში წერია რომ სექსუალური ენერგია და შიშველი სხეული, სულაც არაა "სიბინძურე" და "ცოდვა", როგორც ეს ბევრს ჰგონია. ბუდისტურ ტანტრაში არის ასეთი ქალღმერთიტარაბჰავა კურუკულა მატრიკადევი, რომელიც დაკავშირებულია კალისთან და არის სიყვარულის, სექსის და მაგიის ღვთაება. ის დაკავშირებულია ელინური აფროდიტეს და შუმერული იშთარის, ასევე ქანაანური აშთორეთისა და ეგვიპტური ჰათჰორის კულტთან, რომლებშიც დომინირებდა სექსუალური ანარქიზმის იდეა და "სატაძრო პროსტიტუცია". ამ ქალღმერთების რელიგიებში ლიბერალიზმი სექსში არ ითვლებოდა ცოდვად და ამიტომაც ელინებშიც და სხვა ქვეყნებშიც მათ რელიგიებს მუდამ ებრძოდნენ და ბოლოს მოსპეს კიდეც. ქანაანში აშთორეთის კულტის ლიკვიდაციაში დიდი როლი ითამაშა იერემიამ. მაჰაბჰარატას პირველი წიგნის 113- თავი ადასტურებს იმას, რომ იყო დედამიწაზე ეპოქა, როცა ყველგან დომინირებდა სექსუალური ანარქიზმი ან ლიბერალიზმი. თავდაპირველად სექსის გამოსახულებებს და წერილობით აღწერებს ეწოდებოდათ "კოიტუსი" ან "პენეტრაცია" ანდა "კოპულაცია". არავითარი "პორნო" ამას არ ერქვა. მხოლოდ მას მერე რაც ახ.. მეოთხე საუკუნეში რომში გაიმარჯვეს ორთოდოქსმა დუალისტებმა, პაშუ-ადამიანები და პაშუ-თეიზმი მოედვნენ მთელ მსოფლიოს და სულ რაღაც 200 წლის წინ ბრიტანიზატორმა ვესტერნიზატორმა მასონებმა გამოიგონეს ახალი ტერმინი "პორნო", აიღეს ეს ძველი ბერძნული ტერმინი და მიაწებეს იგი "კოიტუსს" და გაავრცელეს ნეგატიური კონტექსტით. ის, რომ პორნო ანუ კოიტუსი ითვლება "საზიზღრობად" დუალისტი პაშუ-აბრაამიტების დამსახურებაა. ეს თავისუფლად გადავიდა ათეისტურ "ლიბერალიზმშიც" და ასე გაჩნდა "ანტიპორნოგრაფიული ფემინიზმი". ცხადია კოიტუსი ანუ პორნო არაა ბოროტება, უბრალო ასე ქადაგებს იანტრიზმი ანუ აბრაამული რელიგიური სისტემა. შაკტი-ადვაიტას მიმდევრისთვის სასაცილოა ის აზრი, რომ კოიტუსის ყურება არის "დანაშაული". ანტისექსუალიზმი დამახასიათებელია დუალისტური რელიგიებისთვის, რომლებიც უარყოფენ იმას, რომ ფიზიკური მატერია ესაა პარამაშივას უმდაბლესი ენერგიაშაკტი. დუალისტებისთვის ასევე საძულველია ტანტრისტული სექსუალური რიტუალებიც. ეს იმიტომ, რომ პაშუ-ბჰავას დონის რელიგიებისთვის სავსებით ბუნებრივია რეპრესიული ფაშისტური მორალი, რისი ნათელი მაგალითიცაა "კასტები". ცნობილია, რომ გნოსტიკოსი კარპოკრატე ალექსანდრიელი სექსუალური ლიბერტინიზმის მომხრე იყო, ისევე როგორც გნოსტიკოსთა უდიდესი ნაწილი. ასევე ლიბერტინისტი იყო ერთ-ერთი პირველი გნოსტიკოსისიმონ მოგვი. ორთოდოქსიას სძულდა ისინი და დევნიდა მათ.
თქვენი აზრით, რატომაა რომ მსოფლიოს რელიგიების უმეტესობაში სექსუალური ენერგია გამოცხადებულია "სიბინძურედ" და აკრძალულია სექსუალური სიამოვნება? აბრაამულ მონოთეიზმში, ორთოდოქსულ ბრაჰმანიზმში, ვაიშნავიზმში, მაზდეანობაში და .. პრაქტიკულად ყველა დუალისტური თეისტური რელიგია ქადაგებს იმას, რომ სექსუალური სიამოვნება არის "ცოდვა". ყველაფერი მარტივადაა: 5000 წლის წინ დედამიწაზე დაიწყო ახალი კალი-იუგა ანუ ბნელი ეპოქა და დედამიწა ხელში ჩაიგდეს ასურასებმა ანუ ბოროტმა დემონებმა. ასე გვეუბნება ინდუისტური ტანტრიზმი. აკრძალვა ანუ სექსუალური ენერგიის დემონიზება და დაკნინება იმიტომ ხდება, რომ ასურასები მიზნად ისახავენ გაანადგურონ ადამიანის სულიერი არსება და ხელი შეუშალონ სულიერ რეალიზაციაში. ადამიანს გააჩნია მეტაფიზიკური სხეულები, ჩაკრები ანუ ენერგეტიკული ცენტრები და კუნდალინი-შაკტი ანუ სექსუალური ენერგია. სექსუალური ენერგიის ჩახშობით და განადგურებით არაფერი კარგი არ გამოვა, არამედ პირიქით... უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ასურასები ანუ არქონტები იკვებებიან ადამიანური ტკივილის ენერგიით, ხოლო როცა ადამიანს უკრძალავენ სექსუალური სიამოვნების მიღებას და უხშობენ კუნდალინის, ეს იწვევს მისი სულიერი ბუნების ნგრევას და ფსიქიკის დანგრევას, სწორედ ესაა ასურასების მიზანი. დუალისტური თეისტური რელიგიების წარმოშობაც ასურასების დამსახურებაა. რელიგიების უმეტესობა დღეს ფაშისტურია და დუალისტურია. ეს "რელიგიები" ქადაგებენ ჰომოფობიას, ტრანსფობიას, სექსოფობიას, ჰიმნოფობიას და მრავალ სხვა ფაშისტურ იდეას. ესაა პაშუ-ბჰავას დონის რელიგიები. პაშუ ესა ადამიანი-ცხოველი, რომელსაც გააჩნია ბორკილები ანუ "პაშა", ესენია: ზედმეტი რიტუალიზმი, "ტრადიციული ოჯახის იდეა", კლანური აზროვნება, ტანტრას შიში, ტანტრას ზიზღი და სექსუალურ საკითხებში კატასტროფული სიმორცხვე და .. ესაა მანუს კანონები. ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის და დასავლური დვაიტა ანუ დუალისტური თეისტური რელიგიების დონე. უფრო მაღალი დონეა ვირა-ბჰავა და დივია-ბჰავა ანუ ადამიან-გმირის და ადამიან-ღმერთის დონეები და უნდა ითქვას, რომ ამ დონეზე სექსის ზიზღი უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ ესაა ტანტრას და ადვაიტას დონე. ტანტრისტული ადვაიტა ქადაგებს რომ ყველა ქალი ესაა დედაღმერთი შაკტის იგივე კალის ავატარა, ხოლო კაციშივას ავატარა. ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთაებრივი ცნობიერებაშივა და ღვთაებრივი ენერგიაშაკტი, ყველასა და ყველაფერშია. სექსი და სექსუალური ენერგია არაა სიბინძურე, არამედ ესაა ღვთაებრივი ენერგია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სიდჰების ანუ მაგიური ძალების მოპოვება და საკუთარი ღვთაებრივი ბუნების გამოღვიძება. სექსუალური ენერგიის დაკნინებით გასხივოსნებას და ნირვანას ვერავინ მიაღწევს, ეს ნონსენსია. ქალის სხეული ესაა ღვთაებრივი ენერგია და ღვთაებრივი ცნობიერების ტაძარი. ის ვისაც სძულს სხეულის სილამაზე, იმას სძულს თვით ღმერთი და ის, იმართება ასურასების ანუ არქონტების მიერ, რომელთა მიზანიცაა ადამიანთა რასის დამონება და დაკნინება. მათ შესანიშნავად იციან, რომ ტანტრას და სექსუალური ენერგიის განვითარებით ადამიანები გახდებიან მაჰა-სიდჰები და ღვთაებები და შეძლებენ კარმული ბორკილების დაძლევას. უფალი შივას და უფალი კალის წყალობით, ადამიანს შეუძლია გამოაღვიძოს შინაგანი ღმერთი, მაგრამ შინაგანი ღმერთის გამოღვიძება სექსის უარყოფით და კუნდალინის ჩახშობით შეუძლებელია! 72 ელოჰიმი, რომლებიც მართავენ 72 ცას, ცდილობენ ადამიანთა დადებილებას და დაკნინებას და ამისათვის ისინი იყენებენ სექსოფობიას. გნოსტიკოსი ლიბერტინისტები ფლობდნენ ამ ცოდნას, მაგრამ ორთოდოქსებმა ისინი დახოცეს. ინდოელი და ტიბეტელი ტანტრიკები უკვე საუკუნეებია ებრძვიან ასურასებს. ვიმეორებ, ანტისექსუალური პურიტანული "მორალი" გამოგონილია ასურასების მიერ, რათა გაანადგურონ ადამიანის სულიერი არსება და წაართვან მათ თავისუფლება. რეპრესიული ანტისექსუალობა და ფაშიზმი დამახასიათებელია მხოლოდ პაშუ-ადამიანთათვის, რადგანაც დუალისტურ გონებას არ შეუძლია დაინახოს შაკტი მთელ სამყაროში. ასეთებს სძულთ კუნდალინი. ამიტომაცაა რომ ინდუისტურ კამა-შასტრებს ანუ სექსის ტრაქტატებს ორთოდოქსი ბრაჰმანისტები და ვიშნუიტები არ სცნობენ. ამით ისინი ჰგვანან დასავლელ მონოთეისტებს, აბრაამიტებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ფიზიკურად ანადგურებდნენ თავისუფალი სექსუალობის მქონე ადამიანებს.








Комментариев нет:

Отправить комментарий