5000 წლის წინ დაიწყო კალი-იუგა. ადამიანები გადაიქცნენ ასურების
მარიონეტებად და საერთოდ დაივიწყეს დჰარმა. ადამიანები გადაიქცნენ აგრესიულ
სადისტებად და ეგოისტებად, ინტრიგანებად და ფაშისტებად შოვინისტური
აზროვნებით. ეს ყველაფერი დჰარმის დავიწყების რეზულტატია. ადამიანი,
რომელიც ფლობს დჰარმას, არავის აწუხებს და არავის არ ესხმის თავს. ასეთი
ადამიანი აბსოლუტური სიმშვიდისა და სიყვარულის განსახიერებაა. ასეთ
ადამიანს აქვს ბოდჰი-ჩიტა (თანაგრძნობის კულტურა). ასეთი ადამიანი არაა
აგრესიული ჯორი. სამწუხაროდ თანამედროვე
ადამიანების 80% არის აგრესიული ფაშისტი დაბინძურებული გონებით და
პიროვნული ეგოიზმით. ეს აისახება ინტერნეტზეც. ამერიკაში და ევროპაში და
ახლა უკვე ნაწილობრივ დანარჩენ მსოფლიოშიც, არის ასეთი სიტუაცია: ბლოგერის
ნებისმიერ პუბლიკაციაზე შესაძლოა ათასობით დაბინძურებული ეგოისტური გონების
მქონე "ადამიანმა" გააკეთოს ე.წ. "მრისხანე" კომენტარები, აღსავსე გინებით
და წყევლით და საბოლოოდ ეს შესაძლოა დასრულდეს ბლოგერის სახლთან მრისხანე
მიტინგით და სხვა ცოცხალი არსების სხეულზე და გონებაზე დემონური ძალადობით.
ეს ბევრჯერ მომხდარა ამერიკაში და ევროპაში. ესაა დემონური (ეშმაკეული)
ბინძური აზროვნება, რომელიც დამახასიათებელია სულიერად დეგრადირებული
არაადამიანებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий