ადიბუდას
შემდეგ უმაღლესი იერარქია სულიერი არსებებისა ბუდიზმში [მაჰაიანასა და
ვაჯრაიანაში] არიან დჰიანა-ბუდები: შაკიამუნი [თანამედროვე დროის ბუდა],
ვაიროჩანა [სამყაროს ცენტრი], ამიტაბჰა [დასავლეთი] და ა.შ.
ბოდჰისატვა
ტარა, რომელსაც აქვს 21 ფორმა, ავალოკიტეშვარას ცოლი, ბოდჰისატვა
სარასვატი, მანჯუშრის შაკტი, მეცნიერების და ხელოვნების ქალღმერთი და
ბოდჰისატვა პრაჯნია-პარამიტა; ყოველთა სიბრძნის, ბუდებისა და ბოდჰისატვების
დედა, არიან მეორე რანგის სულიერი არსებები ანუ დჰიანა-ბოდჰისატვები.
მესამე რანგის სულიერი არსებებია არჰატები და პრატეკაბუდები.
მეოთხე რანგის არსებებია იიდამები, ღმერთები რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ბუდას დჰარმა და მისი მიმდევარი ბერები და იოგინები.
მეხუთე
რანგის არსებებია ქალღმერთები ანუ დაკინი, სულები, რომლებიც იკვებებიან
სისხლით, თავისუფლად დაფრინავენ ზეცაში, ფლობენ ოკულტურ საიდუმლოებებს და
მართავენ დემონთა ლეგიონებს, ეცხადებიან იმ ადამიანებს, რომლებიც
შელოცვებით იძახებენ და ბრაზდებიან როცა ხედავენ მატერიალისტს.
მეექვსე
რანგის ღვთაებებია – დჰარმაპალები ანუ ბუდას კანონის დამცველები. ესენია:
ვაჯრაბჰაირავა, მანჯუშრის მრისხანე ფორმა, ვაჯრაპანი, შრი-დევი ანუ
მაჰაკალი, ჰევაჯრა, კალაჩაკრა, მაჰაკალა – ავალოკიტეშვარას მრისხანე ფორმა
და ა.შ.
მეშვიდე
რანგის ღვთაებებია ინდუისტური, ჩინური და იაპონური ღმერთები და
ქალღმერთები. მაგალითად, ტრიმურტი ანუ ბრაჰმა-ვიშნუ-შივა ითვლებიან ბუდა
შაკიამუნის ავატარები, ამატერასუ-ო-მიკამი ითვლება მაჰავაიროჩანას
ავატარად, ხოლო ჩინურ-იაპონური კვან-ინი იგივე კანონი მიჩნეულია ბოდჰისატვა
ავალოკიტეშვარას ავატარად.
მერვე რანგის ღვთაებებია – პრიმიტიული სტიქიური სულები. მთების და ოკეანეების სულები და ა.შ.
ცოტა
უცნაურია ის, რომ ინდური,ტიბეტური, ჩინური და იაპონური ღმერთები ბუდა
ვაიროჩანას, ბუდა შაკიამუნის და ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას იგივე
ლოკეშვარას ავატარებად ითვლებიან. სხვათაშორის ერთ-ერთი ვერსიით ვიშნუ და
შივა ითვლებიან ავალოკიტეშვარას გამოვლინებებად და არა შაკიამუნის
ავატარებად. შინგონის იაპონურ ტანტრიზმში ბუდა შაკიამუნი სხვა ბუდების და
ბოდჰისატვების მსგავსად ითვლება ბუდა მაჰავაიროჩანას განსხეულებად.
დავფიქრდეთ თუ ინდური ტრიმურტი არის ბუიდა შაკიამუნის გამოვლინება, ანუ თუ
ბრაჰმა, ვიშნუ და შივა შაკიამუნის ავატარები არიან და შაკიამუნი კი ბუდა
მაჰავაიროჩანას ავატარაა, რომლის გამოვლინებაცაა ასევე ამატერასუ, რა
გამოდის? მაჰავაიროჩანა არის ადიბუდას ემანაცია, გამოდის რომ ყველა და
ყველაფერი წარმოადგენს ადიბუდას გამოვლინებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий