вторник, 7 августа 2018 г.

თავისუფლება მიტრადევს! (ანტი-ფაშისტი გმირი ციხეშია)


ესაა ინდუისტი ტანტრიკი გურუ (სულიერი მოძღვარი) - მიტრადევანანდა პარამაჰამსა. ის არის "უტტარა კაულა ვილასას" ტრადიციის წარმომადგენელი. ასე ჰქვია მის ტანტრისტულ სკოლას. მიტრადევი არის კაულა-დჰარმას ტანტრიზმის მქადაგებელი. მისი სკოლა გავრცელებულია მთელ ევროპაში, რუსეთში და ამერიკაში. ჰყავს მრავალი მიმდევარი. მიტრადევს აქვს კურთხევა და ხელდასმა (დიკშა) და არის რეალური გურუ და არა შარლატანი. ახლა მთავარი: 2016 წელს ეს კაცი ბულგარეთის მთავრობამ ციხეში ჩასვა, როგორც "მანიაკი" და "პედოფილი სექს-გურუ". მას წაუყენეს მრავალი სხვა ცრუ-ბრალდებაც. ყველაზე მთავარი კი ისაა რომ ეს კაცი თამამად და აშკარად, საჯაროდ გამოდიოდა პუტინის და პატრიარქი კირილეს წინააღმდეგ და აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მთავრობას, ასევე რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჰოდა რაა გასაკვირი? ალბათ მიტრადევს არ ეგონა, რომ პუტინი გაბედავდა ამას, მაგრამ მან ეს გაბედა. პუტინმა გამოიყენა თავისი პოლიტიკური კავშირები და ბულგარეთის მთავრობის ხელით დააპატიმრა როგორც "პორნო-სექტანტი". რატომ "პორნო-სექტანტი"? იმიტომ რომ მიტრადევი საჯაროდ გამოდიოდა ანტი-პორნოგრაფიული ცენზურის წინააღმდეგ და რუსეთის მთავრობას (და არა მხოლოდ რუსეთისას) უწოდებდა დემონურ მთავრობას. მიტრადევი საჯაროდ ქადაგებდა რომ მსოფლიოს მართავენ დემონები, რადგანაც 5000 წლის წინ დედამიწაზე დაიწყო კალი-იუგა (ბოროტების ეპოქა). მიტრადევი საჯაროდ ქადაგებდა, რომ პურიტანიზმი, ეროფობია, სექსოფობია, ჰიმნოფობია და ცენზურა არის დემონური დივერსია და პროპაგანდა. მიტრადევი საჯაროდ ამხელდა მორალისტ პოლიტიკანებს და უწოდებდა მათ მატყუარა დემონებს (ასურებს). მიტრადევი, როგორც ნამდვილი ტანტრიკი, ქადაგებდა, რომ მსოფლიოს მართავენ პურიტანი ცენზორი დემონები. მიტრადევი იყო რა ტანტრიკი, ქადაგებდა სექსუალურ ლიბერალიზმს და მისტიკურ ჰედონიზმს. ეს კარგად გამოიყენეს პუტინისტებმა. ხალხმა ხომ არ იცის რა არის ტანტრა? ადამიანთა უმეტესობა რუსეთის მსგავს ქვეყნებში არის უმეცარი ბრმადმორწმუნე ფანატიკოსი ანუ გოიმი. პუტინმა ფანატიკოს გოიმებს შთააგონა, რომ მიტრადევი იყო "პორნო-სექტანტი" და "სატანისტი" და ბრბომაც დაიჯერა. პუტინმა და მისმა მომხრეებმა ხალხში, უმეცარ მასებში დათესეს ისტერიკა და პანიკა. მათ დათესეს ძლიერი შიში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი არის პურიტანი მორალისტი რეპრესიული აზროვნებით. თან ეს გურუ არის პოლიგამი და ჰყავს 15 ცოლი. ესეც კარგად გამოიყენეს ქრისტიანმა მორალისტებმა და მიტრადევი "გარყვნილად" გამოაცხადეს. სხვათაშორის პოლიგამია ვედური რელიგიის ტრადიციაა, ეს კი ბრბომ არ იცის. ერთხელაც კიდევ ამ გურუმ ერთი ახალგაზრდა მარტოხელა დედა და მისი პატარა შვილი ლოთი და ხულიგანი მშობლებისგან გადაარჩინა და ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარა. იმ გოგოს ერქვა მაშა (მარია). მარიას ლოთმა და ხულიგანმა მშობლებმა ატეხეს ისტერიკა და პოლიციაში განაცხადეს, რომ "პორნო-სექტანტმა" და "პედოფილმა" მათი შვილი და შვილიშვილი გაიტაცა. ცხადია ეს ტყუილი ყველამ დაიჯერა. პუტინმა ოსტატურად მოიშორა გურუ, რომელიც მის წინააღმდეგ გამოდიოდა. მიტრადევი საჯაროდ აკრიტიკებდა რელიგიურ კლერო-ფაშიზმს. ბნელია ბრბო.

Комментариев нет:

Отправить комментарий