пятница, 10 августа 2018 г.

აფროდიტა


აფროდიტა ესაა სიყვარულის ქალღმერთი ელინურ რელიგიაში. ის არის 12 ოლიმპოელი ღვთაებიდან ერთ-ერთი. მას შეუძლია ყველა არსების დამორჩილება. აფროდიტას გავლენის ქვეშ არ ექცევიან მხოლოდ - არტემისი, ათენა და ჰესტია. აფროდიტას წარმოშობის შესახებ არსებობს მრავალი მითი. ჰომეროსის მიხედვით აფროდიტა იყო ზევსის და წვიმის ქალღმერთი დიონას ასული. ეპიმენიდეს მიხედვით აფროდიტა იყო კრონოსის ასული. სხვა ვერსიით აფროდიტა იშვა ურანოსის სისხლისგან და სპერმისგან. აფროდიტამ ამპარტავნების გამო დასაჯა ნარცისი - ნიმფა ლირიოპას და მდინარის ღმერთი კეფისის ძე. აფროდიტას ჰყავს მრავალი შვილი, მათ შორის - ეროტი (ეროსი). არისტოფანე, ვერგილიუსი და მაკრობიუსი ამტკიცებდნენ, რომ აფროდიტას შეეძლო ყოფილიყო როგორც ქალი, ისევე კაცი ან ორივე ერთად. ამას ადასტურებენ აფროდიტას კაცური და ჰერმაფროდიტული გამოსახულებები, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ ძველი ელინები და სემიტები. სემიტებში აფროდიტას ერქვა - ასტარტა. აფროდიტას აქვს მრავალი სახელი-ეპითეტი: მორფა - სილამაზის მომცემი, პეიტო - მაცდური, ჰეტერია - ჰეტერების დამცველი, კალლიპიგა - ლამაზი უკანალის მქონე, კასტნია - უსირცხვილო, ანთეია - აყვავებული, მელანიდა - შავი და ა.შ. ემპედოკლე ამბობდა, რომ აფროდიტა ესაა კოსმიური ენერგია, რომელიც ქმნის ეიდოსებს. პლატონის მიხედვით არსებობს ორი აფროდიტა: 1) აფროდიტა-ურანია (ზეციური) - სულიერი სიყვარული და 2) აფროდიტა-პანდემოსი (მიწიერი) - მიწიერი სექსუალური სიყვარული და ვნება. პლოტინუსის მიხედვით აფროდიტა ესაა მსოფლიო საფშვინველი, რომელიც იღებს ძალას კრონოსისგან ანუ მსოფლიო გონებისგან. არის ორი აფროდიტა: 1) კრონოსის მენტალური ასული და 2) ზევსის კოსმიური ქალიშვილი. პლოტინუსი ამბობს იმასაც რომ არსებობენ სხვა აფროდიტებიც. პლოტინუსი ამბობს, რომ არსებობენ ინდივიდუალური სულები (ჯივატმანები), რომლებიც არიან მცირე აფროდიტები და შეიცავენ ცალკეულ ეროტებს. პროკლეს მიხედვით აფროდიტა აერთებს ადამიანურ სულებს და ჰბადებს მშვენიერებას. აფროდიტა-პანდემოსის კულტთან ძველ საბერძნეთში დაკავშირებული იყო ქალური ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა, ხოლო ეროტის კულტთან მამაკაცური ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა. ითვლებოდა, რომ აფროდიტა-პანდემოსს უყვარს არა მხოლოდ კაცები, არამედ გოგონებიც, ისევე როგორც ეროტს, უყვარს არა მხოლოდ ქალები, არამედ ბიჭებიც. ეს ფართოდ იყო გავრცელებული ელადაში და რომში. მარსილიო ფიჩინოს მიხედვით ზეციური აფროდიტა ესაა ანგელოსური გონება, ხოლო ვულგარული აფროდიტა - მსოფლიო საფშვინველის ვნებისმიერი ძალა.

Комментариев нет:

Отправить комментарий