ქრისტიანები მუდმივად ქადაგებენ, რომ ქრისტიანობა "სიყვარულის რელიგიაა", ისლამისტები აცხადებენ, რომ ისლამი "მშვიდობის რელიგიაა", იუდეველები ამბობენ, რომ იუდეველები "რჩეული ხალხია", მაგრამ არის კი სინამდვილეში ასე? ცხადია არა, ჩემი გაგებით. რატომ სჯერათ მშიერ და ტანჯულ ადამიანებს, რომ ქრისტიანობა არის "სიყვარული"? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არიან მშივრები და ტანჯულნი (ანუ აქაა საუბარი "სიღარიბის თეოლოგიაზე"), მეორეც იმიტომ, რომ ე.წ. ქრისტიანული ელიტა (დეპუტატები და ეპისკოპოსები) აქტიურად აბოლებენ მშიერ და დატანჯულ ბრბოს, მანიპულირებენ რა რელიგიური იდეებით, რომლებიც სხვათაშორის საკმაოდ მარტივი გასაგებია. ქრისტიანობა არაა რთული ფილოსოფიური იდეოლოგია მაღალი მოთხოვნებით ადეპტებისადმი და ამიტომაც იოლად ვრცელდება პრიმიტივებში, მშიერ და დაჩაგრულ ბრბოში. რაც შეეხება ანტიკურ რომის იმპერიას, ქრისტიანები იქ განიხილებოდნენ, როგორც დესტრუქციული ტოტალიტარული სექტა, რომელიც ძირს უთხრიდა სახელმწიფოს შოვინისტური და ექსტრემისტული იდეებით. ქრისტიანები აქტიურად ილაშქრებდნენ ოფიციალური კულტების წინააღმდეგ რაც ძალიან აცოფებდა იმპერატორებსაც და რიგით წარმართებსაც, რომლებიც სჯიდნენ ექსტრემისტებს სიკვდილით. თუმცა წარმართები ვერ ხვდებოდნენ, რომ ქრისტიანებისთვის სიკვდილით დასჯა, იყო იდეალური სიკვდილი, მოწამეობა, რადგანაც ჰქონდათ სუიციდური მიდრეკილებები (ფსიქიური და ნევროლოგიური დეფექტების გამო). რაც შეეხება ზოგადად აბრაამისეულ მონოთეიზმს და პოლითეისტურ ანთროპომორფულ ღმერთებს, უნდა ავღნიშნოთ, რომ აბრაამისტებს და წარმართებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ ღმერთის შესახებ რადიკალურად და კარდინალურად განსხვავებული წარმოდგენები, აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის ღმერთი. ჯერ ერთი აბრაამისტის ჭკუით ღმერთი ერთია (მონოთეიზმი) და ეს ერთი ღმერთია მისი ღმერთი და არა ვიღაცა ათენა ან მითრა (ან კრიშნა), მეორეც აბრაამისტი უარყოფს ღმერთის ანთროპომორფულობას ანუ იმას, რომ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს ადამიანური ფორმა. აბრაამისტისთვის ისედაც ცხადია, რომ ღმერთი ვერ იქნება ადამიანის მსგავსი.
აი ეს იდეოლოგია დომინირებს მსოფლიოში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქრისტეს, ანთროპომორფულ ძეღმერთს ანუ ლოგოსს არ აღიარებენ ისლამისტები და იუდეველები და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქრისტე ერთადერთია ვინც მიიღო ადამიანის ფორმა, სხვა ადამიანისმაგვარი ღმერთები არიან "ეშმაკები".
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий