воскресенье, 28 июня 2020 г.

რას გვეუბნება ქრისტიანული "ფენტეზი"


ქრისტიანული რელიგია არის ძალიან საინტერესო იდეოლოგიური პროგრამა, ერთგვარი გვიანანტიკური ფენტეზი, ნეოიუდაისტური მითების და ლეგენდების კრებული რომელიც ქადაგებდა (და ქადაგებს) ძალიან საინტერესო იდეებს. წარმართული (პოლითეისტური და პანთეისტური) რელიგიები ქადაგებდნენ (და დღესაც ქადაგებენ), რომ დრო, ისტორია, სიცოცხლე მატერიალურ სამყაროში, არის ციკლური, წარმართულ კულტურაში დრო არაა სწორხაზოვანი და ეს ძალიან წააგავს ბუნების ციკლებს, წელიწადის დროებს (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული ასევე ხვნა-თესვასთან და მოსავლის აღებასთან. ანტიკურ ფილოსოფიურ სისტემებში (პითაგორეიზმში, ნეოპლატონიზმში და ჰერმეტიზმში, ასევე გნოსტიციზმში) არსებობდა სულთა გადასახლების, რეინკარნაციის იდეაც, ანტიკური იეროფანტები და ფილოსოფოსები იცნობდნენ ვედებში გაჟღერებულ რეინკარნაციის და კარმის კანონს. ქრისტიანულმა რელიგიამ კი გამოიგონა, შექმნა ახალი "ფენტეზი", ჯერ ერთი მან განაცხადა, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი - საბაოთი (იაჰვე) და არ არსებობს მის გარდა სხვა. მეორეც განაცხადა რომ ანტიკური სამყაროს სხვა ღმერთები არიან "ბოროტი სულები" (ან როგორც მითიურმა და ლეგენდარულმა ებრაელმა მეფე დავითმა განაცხადა: "წარმართების ღმერთები ეშმაკები არიან"). მესამეც ქრისტეს მიმდევრებმა თქვეს, რომ სამყარო ერთია (და არა მრავალი, როგორც ამას ამტკიცებდნენ დემოკრიტე, ეპიკურე, პითაგორა და ა.შ) და ეს ერთადერთი და უნიკალური სამყარო შექმნა საბაოთმა. მეოთხეც განაცხადეს რომ ეს სამყარო ერთადერთია დროშიც და არა მხოლოდ სივრცეში და ამის შემდეგ სხვა სამყარო არ იქნება და არც მანამდე იყო სხვა ანუ დრო, ისტორია, ცხოვრება, არის სწორხაზოვანი, ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანული (და ზოგადად აბრაამული) გაგებით, არის დასაბამი (დასაწყისი), შუალედური პერიოდი ასევთქვათ და დასასრული (აბსოლუტური დასასრული), რომლის შემდეგ არაფერი აღარ იქნება. სამყაროს დასასრულის შემდეგ კაცობრიობა გაიყოფა ორად; ცოდვილებად და მართლებად, ცხადია მართალი წმინდანები წავლენ ციურ სასუფეველში ანუ სამოთხეში, სადაც ექნებათ მარადიული ნეტარება და "საუკუნო სიცოცხლე", ხოლო ცოდვილები წავლენ "საუკუნო" ანუ მარადიულ სატანჯველში, ჯოჯოხეთში, სატანასთან და სწორედ ეს უკანასკნელი იდეა გააპროტესტა ალექსანდრიელმა ქრისტიანმა ნეოპლატონიკოსმა ორიგენე ადამანტმა, ორიგენე აღიარებდა რეინკარნაციასაც და სულის უსაწყისობასაც (რის გამოც განდევნეს კიდეც ეკლესიიდან). ქრისტიანებმა მოიგონეს "პირველი ადამიანები" - ადამი და ევა და ე.წ. "ცოდვით დაცემის იდეა" და რომ ამის გამო მოვიდა კიდეც ქრისტე, რათა "გაეხსნა სამოთხის კარიბჭე" (რადგანაც მანამდე სამოთხის კარიბჭე დაკეტილი იყო ვითომ), ქრისტემ ვითომდა "გამოისყიდა" ჯვარცმით, საკუთარი თავის გაწირვით "ადამიანთა ცოდვები", შემდეგ ქრისტე მოვა ხელმეორედ და განსჯის მთელ მსოფლიოს და ვინც არ იქნება ქრისტიანი და თან ღმერთის მცნებების მკაცრი მიმდევარი, სასტიკად დაისჯება და რაც ყველაზე მთავარია; სამყაროს ასაკია სულ რაღაც 7807 წელი (!) და ძალიან მალე იქნება სამყაროს დასასრული.

ცეცხლითა და მახვილით გავრცელდა ქრისტიანობა იქ სადაც მას არ იღებდნენ და იდეალურად შევიდა ის ტანჯული და მშიერი ხალხების სულში. ქრისტიანობა გახდა პოპულარული და დღეს აი ამ ზღაპრების (იმის რომ სამყარო 7807 წლისაა და ა.შ.) სჯერა 2 მილიარდზე მეტ ადამიანს, თუ არ ჩავთვლით კიდევ იუდაისტებს და მუსლიმებს და საერთო ჯამში ვიღებთ ძველი იერუსალიმის მითების მოყვარულ და აზროვნების უნარის არმქონე, ინტელექტუალიზმის მოძულე 5,5 მილიარდ ადამიანს.

ომ ნამაჰ შივაია

Комментариев нет:

Отправить комментарий