ვედების მიხედვით არსებობს ცნობიერების ხუთი საფეხური (5 ეტაპი), თითოეულზე არსებობს "მეცნიერება" და "რელიგია", თითოეულ მათგანს შეესაბამება აზროვნების გარკვეული ტიპი.
ეს ხუთი საფეხურია, ქვემოდან ზემოთ:
#1 ანუმაია - ამ დონეზე ადამიანისათვის მთავარია მხოლოდ საჭმელი და სხვა არაფერი. ამ დონეზე ადამიანს აინტერესებს მხოლოდ ნაყროვანება და არ გააჩნია სულიერი ან ინტელექტუალური მოთხოვნილებები. ამ დონეზე არსებობს შესატყვისი რელიგიაც და მეცნიერებაც. ესაა საკვების კულტი.
#2 პრანამაია - ამ დონეზე ადამიანი უკვე ინტერესდება სპორტით, სხეულის გაჯანსაღებით, ჯანმრთელობით და მისი "პური არსობისა" ხდება უკვე ბოდიბილდინგი და ჯანსაღი სექსი, რეგულირება სექსის და რაციონის, რეგულირება სხეულის მოქმედებების, მუსკულატურის განვითარება და ა.შ. ესაა სხეულის და ჯანმრთელობის კულტი.
#3 მანუმაია - ამ დონეზე ადამიანი ინტერესდება ეზოთერიზმით, ოკულტიზმით, ექსტრასენსორიკით, ფილოსოფიური სპეკულაციებით და ა.შ. საუბრობენ მფრინავ თეფშებზე, უფოლოგიაზე, კონტაქტორებზე, ჩენელინგებზე, ეგრეგორებზე და ა.შ. მაგრამ ეს დონე ცნობიერების, მაინც არაა ჯერ კიდევ ავტორიტეტული და ეს არაა სულიერი გზა. მანუმაიას დონეზე მყოფი ფილოსოფოსები მთელი ცხოვრება ეძებენ სიმართლეს და ვერ პოულობენ, მუდმივად კამათობენ, ცხარობენ, დაძაბულნი არიან. ამ დონეზე მყოფ ადამიანებს უცნაურად და სულელად მიაჩნიათ უფრო მაღალ დონეზე მყოფი სულები. ესაა სპეკულაციების კულტი.
#4 ვიჯნანამაია (ვიგიანამაია) - ამ დონეზე ადამიანი ეცნობა ავტორიტეტულ (დჰარმულ) ტექსტებსა და ტრადიციებს, დგება გონიერი მსახურების გზაზე და ხდება უფლის ერთგული, მას ჰყავს გურუდევა (მოძღვარი), იშტადევატა (რჩეული ღვთაება) და დიკშა (ხელდასმა) ან სურს რომ ეს ყველაფერი მოიპოვოს. ესაა არიული დჰარმის კულტი. ამ დონეზე მყოფებს ვერ უგებენ მანუმაიას და უფრო დაბალ დონეზე მყოფები.
#5 ანანდამაია - ამ დონეზე ადამიანი უკვე წმინდანია (სიდჰი, მაჰატმა) და უფლის სინათლეში (ბრაჰმაჯიოტიშ) ნეტარებს, მთელი მისი ცხოვრებაა უფლის სახელების გალობა (ჰარი-ნამა-კირტანამ) და ჭეშმარიტი ცოდნის (ბრაჰმო-ვიდიამ) გავრცელება სამყაროში.
იმედია სასარგებლო ინფორმაცია მოგეცით. გისურვებთ მშვიდობას.
ომ შანტი
Комментариев нет:
Отправить комментарий