среда, 5 августа 2020 г.

ვნებისგან განწმენდის ხუთი საფეხური ვაიშნავური თეოლოგიის მიხედვით


ვედური [ვაიშნავური] ლიტერატურა აღწერს ვნების ტრანსფორმაციის ხუთ საფეხურს. ვნებას სანსკრიტზე ეწოდება - კამა.  
მაშ ასე, ავხორცობისაგან გასუფთავების ხუთი ეტაპი. ვედური ლიტერატურა აღწერს ამ ენერგიის, კამა შაკტის გავლენის ოთხ ნიშან-თვისებას. 
1. კარმა-კამი.
პირველ დონეს ეწოდება - კარმა-კამი. ესენია ადამიანები, რომლებიც განეკუთვნებიან კარმა-კამის კატეგორიას. უხეში ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი. ოჯახური ცხოვრების და შთამომავლობის სურვილი. მიჯაჭვულობა სახლზე და ავეჯზე. მიჯაჭვულობა დაბადების ადგილზე, ნაციაზე [ეროვნებაზე], კონკრეტულ რელიგიაზე. სიმდიდრის, დიდების, ძალაუფლების და პატივის მიღების სურვილი. 
2. სიდჰი-კამი.
შემდეგი ეტაპია - სიდჰი-კამი. ესენია ადამიანები, რომლებიც განეკუთვნებიან სიდჰი-კამის. ექსტრასენსორული უნარების ქონის სურვილი, ტკბობის ნატიფი ფორმები. ქველმოქმედობის სურვილი, საკუთარი თავის წმინდანად ან ღმერთის მაცნედ გამოცხადების და წარმოჩენის სურვილი. მესიის და ავატარას როლის თამაში. მათ უწოდებენ - სიდჰი-კამი. ესაა ვნება ამ ასპექტში. 
3. ბჰუქტი-კამი.  
შემდეგი დონეა, ამაზე უფრო მაღლა. ბჰუქტი ნიშნავს ზეციური კომფორტის სურვილს სამყაროს ერთ-ერთ უმაღლეს პლანეტურ სისტემაში. მათ უწოდებენ ბჰუქტი-კამის. საკმაოდ ავტორიტეტულ ეზოთერულ ლიტერატურაში, მათ შორის ვედურში აღწერილი ასკეზების, ტაპასის, ტეჯასის, ეპითიმიების დახმარებით, ზეციურ პლანეტურ სისტემებზე მოხვედრის სურვილი. ესაა ბჰუქტი-კამი. 
4. მუქტი-კამი.
და მატერიალური ყოფიერების ბოლო დონეს, უკანასკნელ დონეს ეწოდება მუქტი-კამი. მუქტი ესენია ის ადამიანები, რომლებსაც სურთ იოგის ავტორიტეტული პრაქტიკის დახმარებით ღმერთთან შეერთება, განღმრთობა ან საკუთარი თავის ღვთაებად შერაცხვა. 
5. ბჰაქტი-იოგა
მეხუთე ასპექტია, როცა ცოცხალი არსება მთლიანად ასუფთავებს თავის ვნებას მატერიალური მინარევებისგან და ეს კამა შაკტი ტრანსფორმირდება ისეთ ენერგიად, თავდაპირველ ბუნებად, რომელსაც ეწოდება - ბჰაქტი შაკტი. ბჰაქტი ესაა სუფთა მსახურება, უფლის სიყვარული. უფლის ერთგული სამსახური. 
ლაქშმი ნარაიან დასი [ლეონიდ ტუგუტოვი].
თარგმანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий