воскресенье, 10 мая 2020 г.

ძველი ბერძნული ენა (ძვ. ბერძნ. Ἀρχαία Ἑλληνική) Древнегре́ческий язы́к


Древнегре́ческий язы́к (самоназв. др.-греч. ἡ Ἑλληνικὴ γλῶσσα)

ძველი ბერძნული ენა (ძვ. ბერძნ. Ἀρχαία Ἑλληνική) — ბერძნული ენის განვითარების კონკრეტული ისტორიული საფეხურია, ვინაიდან მასზე ძველ საბერძნეთში არქაულ (ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში) და კლასიკურ (ძვ. წ. V-IV საუკუნეებში) ხანებში მეტყველებენ. ძველი საბერძნეთის ელინისტურ (კლასიკურისშემდგომ) ხანაში საერთო ბერძნულ ენად — კოინედ ჩამოყალიბდა.

ბერძნული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ბერძნული ენა. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.

Комментариев нет:

Отправить комментарий