пятница, 29 мая 2020 г.

ღვთიური ცოფი და ცის დედოფალი (ბიბლიური ვნებები)


27. რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ. (იერემია 4)

3. უფალო, განა ჭეშმარიტებისკენ არ არის მიქცეული შენი თვალები? სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა. 15. აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს. 16. ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი. 17. გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს. 18. იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ. (იერემია 5)

11. სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს. 12. ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას. 13. აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ. 14. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს, 15. გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ. 16. ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ. 17. იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან. 18. რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი! 20. რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე. 21. თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი. 22. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს. (იერემია 9)

16. თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად ერთად. 17. მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი. (იერემია 12)

11. მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ. 12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას. (იერემია 14)

2. თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში. 3. მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად. 6. შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ. 7. გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან. 8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი. 9. ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი. (იერემია 15)

3. რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში. 4. საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება. 5. რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა. 6. დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს. (იერემია 16)

32. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. 33. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე. 34. ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით. 35. გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს. 36. აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს. 37. დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან. 38. გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან. (იერემია 25)

11. რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ. (იერემია 30)

10. დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული. 11. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ. 12. ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან. 13. დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. 14. არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა. 15. მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმერთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას: 16. არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი, 17. არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს. 18. რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით. 19. როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს? 25. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ! 26. ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო. 27. აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან. (იერემია 44)

40. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე. 41. დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს. 42. გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. 43. შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი. (იერემია 48)

1. ასე ამბობს უფალი: აჰა, აღვძრავ ბაბილონზე და ლებ-კამაის მცხოვრებლებზე განადგურების სულს, 2. და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს. 3. ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი! 4. დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში. (იერემია 51)

Комментариев нет:

Отправить комментарий