სომხური მითოლოგია ან დიცაბანუციუნი (სომხ. Հայկական դիցաբանություն) — დაფუძნებული იყო პროტოინდოევროპულ რელიგიურ რწმენასა და სომხურ მითლოგიურ ღვთაებებზე მანამ, სანამ 301 წელს თრდატ III-მ ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა არ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა სომხური მითოლოგიის თავდაპირველი სახე კარგადაა შემონახული რადგან ის თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. სომხური მითოლოგია მიეკუთვნება წარმოდგენათა სისტემას, რომლის წინაპარი ინდოევროპული ხალხი იყო.
სომხურმა ღმერთებმა (დიცებმა), რომლებიც განვითარდნენ პროტოსომხების ჩამოყალიბებისას, შეინარჩუნეს ძირითადი ელემენტები პროტო-ინდოევროპული ტომების რელიგიური წარმოდგენებისა, რაც განაპირობებს მათ თანამედროვე სახეს. ისტორიკოსები გამოყოფენ ინდოევროპული ლექსიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც საკრალურად გამოიყენებოდა სომხურ ღვთისმსახურებაში. თავდაპირველად კულტების თაყვანისცემა წარმოადგენდა მაღალ, მიუწვდომელ ძალას, აზრს. მთავარ ფიზიკურ თუ სულიერ გარდამქმნელს წარმოადგენდა მზე (არევ), რომელსაც ეთაყვანებოდნენ უძველესი სომხები, ისინი თავს არევორდის (მზის შვილი) უწოდებდნენ. მზის რელიგიური სიმბოლოს სომხურ რელიგიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
სომხური ღმერთების პანთეონი
ასევე უძველეს კულტებს შორის, რომელთაც ერთი, ინდოევროპული წარმოშობა გააჩნდათ, შეგვიძლია გამოვყოთ არწივი და ლომი, ცის კულტები. ბევრი ძველსომხური ძეგლის მითი დაფუძნებულია ასირიელებისა და ურუმიელების სასტიკი ბრძოლოს მოტივებზე, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში მიმდინარეობდა.
დროის სვლასთან ერთად სომხური პანთეონი სახეცვლილებას განიცდიდა, ჩნდებოდა ახალი ღვთაებები, რომელთაც ჰქონდათ სომხური და არა არიული წარმომავლობა. სომხურ მითოლოგიაში ყველაფრის შემქმნელ, უძლიერეს, სომხური პანთეონის უმთავრეს ღმერთს წარმოადგენს ჰაიკი - ლეგენდარული ჰაოსის პროტოტიპი.
გევონდ ალიშანის აზრით, სომხური პანთეონის მთავარ ღმერთად ითვლებოდა ვანატური, რომელიც შემდეგ არამაზდმა შეცვალა, ეს უკანასკნელი კი წარმოიქმნა ზოროასტრიზმის გავლენით (აჰურა მაზდა). მიუხედავად ამისა შემონახულია მისი სომხური იერსახე.
ანალოგიურია ნამდვილი სომხური ნაყოფიერებისა და მატერიალური კეთილდღეობის მფარველი ანაიტი
ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III-I) სომხური ღვთაებები დაკავშირებულნი იყვნენ ანტიკურ ღმერთებთან:
არამადზი — ზევსთან,
ანაიტი — არტემიდასთან,
ვააგნი — ჰერაკლესთან,
ასტხიკი — აფროდიტესთან,
ნანე — ათენასთან,
მიჰრი — ჰეფესტოსთან,
ტირი — აპოლინთან ან ჰერმესთან.
მონსტრები და სულები
ალი - ბოროტი ჯუჯა სული, რომელიც ორსულ ქალებს ესხმის თავს და მათ ახალდაბადებულ ბავშვებს იტაცებს. გამოსახულია როგორც ნახევარდ ცხოველი და ნახევრად ადამიანი. მისი კბილები ლითონისაა, ფრჩხილები კი სპილენძის. ის ჩვეულებრივ ატარებს წვეტიან ქუდს რომელიც ზანზალაკებითაა მორთული და ხდის მას უჩინარს.
არალეზი - არალეზნერი - სომხურ უძველეს ღმერთთაგანი, ძაღლის მსგავსი ქმნილება რომელსაც აქვს განსაკუთრებული ძალა - მას შეუძლია გააცოცხლოს დაღუპული მეომრები ლოკვით, რითაც ის ასუფთავებს და აშუშებს დაღუპულთა ჭრილობებს.
დევზი - ჰაერისგან შემდგარი სული, ის წარმოშობილია ზოროასტრული მითლოგიისაგან და ბევრი საერთო აქვს ანგელოზებთან. ისინი ცხოვრობენ ქვიან ადგილებსა და ნანგრევებში და ძირითადად სწორედ იქ იმალებოდნენ.
შაჰაპეტი - შაჰაპეტი არის სულის მცველი ღვთაებების საერთო სახელი, რომლებიც ძირითადად გველების სახითაა წარმოდგენილი. ისინი ცხოვრობდნენ სახლებში, ბაღებში, მდელოებზე, ტყეებში, სასაფლაოებზე და სხვა მრავალ ადგილას. შვაზი ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მაშინ, როცა შვოდი სახლს იცავდა. ოჯახში, რომელშიც შოდს პატივს სცემდნენ და ამ პატივისცემას შრომით გამოხატავდნენ, ის რჩბოდა, ხოლო ოჯახს რომელშიც შოდი უპატივცემულობას გრძნიბდა სჯიდა და იქიდან მოდიოდა.
ნჰანგი - ნჰანგი (სპარსული ნიანგის მსგავსი) იყო წყლის ბინადარი მონსტრი რომელსაც გააჩნდა განსაკუთრებული ძალები. ის ყოველთვის დაკავშირებულია ტრადიციულ სომხურ დრაკონებთან. ის გარდაიქმნებოდა ქალად და იზიდავდა მამაკაცებს, შემდეგ ატყვევებდა მათ და მიყრუებულ ადგილას მათ სისხლს სვამდა. სიტყვა "ნჰანგი" ზოგჯერ გამოიყენება როგორც სომხეთის მითოლოგიაში არსებული წყლის მონსტრების საერთო სახელი.
პიატეკი - პიატეკი არის დიდი ძუძმწოვარი, უფრთო ქმნილება გრიფინი.
პაჰაპან ჰრეშტაკი - მცველი ანგელოზები.
Комментариев нет:
Отправить комментарий