მონიზმი (ბერძნ. monos — ერთი) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ყოველი არსებულის საფუძვლად აცხადებს ერთ საწყისს. მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას მიიჩნევს, ხოლო იდეალიზმი — ღმერთს. ტერმინი მონიზმი სათავეს დასავლური ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რელიგიაში.
დუალიზმი (ლათ. duo - ორი) — სწავლება ტრადიციულ ფილოსოფიაში, რომელიც ცნობს სამყაროს როგორც მატერიალური, ასევე იდეალური მხარის არსებობას.
პლურალიზმი - სწავლება ფილოსოფიაში, რომელიც ამბობს, რომ სამყაროს აქვს მრავალი საწყისი (სუბსტანცია).
Комментариев нет:
Отправить комментарий