ანტინატალიზმი (ანტინატალისტური ერესი) გნოსტიციზმში: 1. აველიტები ან აველიანები, ან აველონიტები, ასევე აბელიტები (ლათ. Abeloitæ) – „ქრისტიანული“ გნოსტიკური სექტა, რომელიც არსებობდა დაახლოებით 430 წლამდე ჩრდილოეთ აფრიკაში. აბელიტების ღრმა რწმენით ქორწინება და ბავშვების შობა იყო სატანისგან. 2. ლუკიანისტები II საუკუნის ერეტიკოსები იყვნენ, რომლებიც თავიანთი მოძღვრების ფუძემდებლის - ლუკიანეს სახელს ატარებდნენ (ძველი ბერძნული Λουκιανός; ლათ. Lucanus, Lucianus). ქადაგებდნენ, რომ ბავშვების შობა და ქორწინება სატანისგანაა. 3. ენკრატიტები იყვნენ ულტრა-კონსერვატიული „ქრისტიანების“ ჯგუფი, რომლებიც მიჰყვებოდნენ უკიდურესი თავშეკავების იდეას, როგორც ხსნისა და ეკლესიის წევრობის წინაპირობას. ქადაგებდნენ, რომ ბავშვები და ქორწინება სატანისგანაა. 4. მონტანიზმი (ბერძნ. Μοντανισμός) არის II საუკუნის რელიგიური მოძრაობა, (ერესი) ქრისტიანობაში. მისი დამფუძნებელი - მონტანი ქადაგებდა, რომ ქორწინება და ბავშვების შობა ბოროტისგანაა. 5. თეოდოტიანელნი (ძველი ბერძნული θεοδοτιανοί; ლათ. Theodotiani; ძველი რუსული Fѣodoti nє) - II საუკუნის ერესი ან სექტა, რომელმაც თავისი სახელი მიიღო თეოდოტესგან. ეს ერესი აღწერილია IV საუკუნის ბოლოს ეპიფანემ "პანარიონში" 80 ერესს შორის. ქადაგებდნენ, რომ ქორწინებაში მყოფები ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს და რომ გამრავლება კაცთა მოდგმისა არის სატანური საქმე. 6. ჰიერაკიტები (ძველი ბერძნული ἱερακῖται; ძველი რუს. I .rakitє) იყო ერესი, სექტა, რომელიც აღწერილი აქვს IV საუკუნის ბოლოს წმინდა ეპიფანეს „პანარიონში“. ქადაგებდნენ, რომ ბავშვების გაჩენა და ქორწინება სატანის საქმეა. 7. მანიქევლები - ერეტიკული სექტა, რომელიც დაარსა ქტესოფონელმა ირანელმა ფილოსოფოსმა - მანიმ. სექტა ქადაგებდა, რომ ბავშვების შობა, მატერია და ქორწინება სატანისგანაა. 8. კატარები - ახ.წ. მეთორმეტე საუკუნეში გაჩენილი ერეტიკული სექტა. ქადაგებდა ანტისემიტიზმს, ანტინატალიზმს და ანტიკოსმიზმს. არავის არაფერს არ გაგონებთ?) https://igor-mikhaylin.livejournal.co... http://www.xgay.ru/society/religion/m..... https://www.youtube.com/watch?v=WSAxT... https://www.youtube.com/watch?v=CPRaP... https://www.youtube.com/watch?v=S3Rck... https://www.youtube.com/watch?v=B50uS... https://www.youtube.com/watch?v=CTkOE... https://www.youtube.com/watch?v=mnt4o...
Комментариев нет:
Отправить комментарий