კალი-იუგა (სანს. कलियुग, kali-yuga IAST) — ინდუისტური კოსმოლოგიაში ოთხი იუგიდან, ანუ ეპოქიდან, მეოთხე. ხასიათდება ღირსების დაცემით, რადგანაც სიკეთე და სათნოება მსოფლიოში კლებულობს ერთ მეოთხედამდე თავდაპირველი მდგომარეობიდან. არსებობს სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტები: «დემონ კალის საუკუნე», «რკინის საუკუნე», «განხეთქილების საუკუნე». ინდურ ლიტერატურაში მოყვანილია კალი-იუგას სხვადასხვა თარიღი. პურანების თანახმად, კალი-იუგა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3102 წლის 23 იანვრის შუაღამისას. «მაჰაბჰარატაში» აღწერილია, რომ ეს არის ყველაზე უფრო საზარელი ეპოქა, რომელშიც თავდაპირველი სიკეთიდან რჩება მხოლოდ ერთი მეოთხედი, და ისიც კალი-იუგას ბოლოს მთლიანად დაეცემა. შემცირდება ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც — კალი-იუგას ეპოქაში ადამიანები იცხოვრებენ მაქსიმუმ 100 წლამდე. დადგება საერთო ეკონომიკური და სულიერი დეგრადაცია, ადამიანები გამოვლენენ ყველაზე საშინელ და საზიზღარ თვისებებს. დაკნინდება მათი ვაჟკაცობა, გონება და ძალა. ადამიანთა ქცევის მართვას დაიწყებს ბოროტება, ტყუილი, შური და ამბიცია. ბრაჰმანები შეწყვეტენ ლოცვებს, მსხვერპლშეწირვებს და ვედების კითხვებს, დაივიწყებენ გარდაცვლილთა მოხსენებას და შეწყვეტენ მარხვას.
Комментариев нет:
Отправить комментарий