ილუმინატები (ლათ. illuminati — „განათლებულნი“, გერმ. Illuminatenorden)
ტერმინი „ილუმინატები“ გამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 1776 წელს დააარსა განმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტს სურდა, რომ ფარულ ორგანიზაციას ეტარებინა სახელწოდება „პერფექტებილისტები“ (ინგლ. Perfectibilists). პროფესორი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მასონური ტრადიციების საფუძველზე ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფარული ორგანიზაცია, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, რადგან მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია. პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. ინიციაციის შემდეგ ორდენის ახალი წევრები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნებოდა „განმანათლებლობის ეპოქის“ ფილოსოფოსთა ნაშრომების შესწავლას. „ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. 1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. შეთქმულებაში მონაწილე ფარულ ორგანიზაციათა შორის დასახელებულნი არიან როზენკრეიცერები (იგივე, „ვარდისა და ჯვრის საძმო“), ტამპლიერები და იაკობინელები. დე ბარუელმა ადამ ვაისჰაუპტი დაახასიათა როგორც „ბუნების ამაზრზენი ახირება“ და ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობისათვის სრული პასუხისმებლობაც მას დააკისრა. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe) . მას შემდეგ, რაც რობისონი გაეცნო დე ბარუელის ნაშრომს, შეუდგა მის ციტირებას საკუთარ წიგნში. შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება. ილუმინატების ორდენი იყო განმანათლებლობის ეპოქის ფარული საზოგადოება, რომელიც 1776 წლის 1 მაისს ბავარიაში (გერმანია) დააარსა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. საზოგადოება მოიცავდა სეკულარიზმის, ლიბერალიზმის, რესპუბლიკანიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებს. 1785 წელს ბავარიის მმართველმა კარლ IV თეოდორმა ორდენის წინააღმდეგ „გაილაშქრა“, საბოლოო ჯამში მისი კამპანია ფარული საზოგადოებების აღკვეთის მიზნით, წარმატებული აღმოჩნდა. XVIII საუკუნის მიწურულს, ჯონ რობისონი და ფრანგი იეზუიტი მღვდელი, აუგუსტინ დე ბარუელი ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ ილუმინატები „გადაურჩნენ“ დევნას და სწორედ ისინი იდგენენ საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და „ტერორის მმართველობის“ უკან. ილუმინატებს მიაწერდნენ ევროპის „რევოლუციური ტალღის“ აგორებას, რისი მეშვეობითაც ისინი ცდილობდნენ განმანათლებლობის ხანის რადიკალურ იდეათა (ანტიკლერიკალიზმი, ანტიმონარქიზმი, ფემინიზმი) გავრცელებასა და მსოფლიო ნოოკრატიის დამყარებას. ილუმინატთა შეთქმულება — XIX საუკუნის საზოგადოების მაღალი წრეების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა, ამ შეთქმულებათა შიშმა კი საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიყვანა 1848 წლის რევოლუციებამდე (ავსტრიის იმპერია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ვლახეთი და მოლდოვა). ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ევანგელისტმა ჯერალდ ბარტონ უინროდმა და სხვა ფუნდამენტალისტმა ქრისტიანმა თეორეტიკოსებმა (რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჰუმანიზმს, მოდერნიზმსა და ლიბერალიზმს) ფართოდ გაავრცელეს ილუმინატთა კონსპირაციები — მათი შეხედულებით, ე.წ „საძმოები“ („თავის ქალა და ძვლები“, „ბოჰემური კლუბი“, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, სამმხრივი კომისია) წარმოადგენენ ილუმინატთა ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა დამყარდეს „ახალი მსოფლიო წესრიგი“.
„ახალი მსოფლიო წესრიგი“ (ლათ. „Novus Ordo Seclorum“; ინგლ. „New World Order“, შემოკლებით „NWO“) — ტერმინი შეთქმულების თეორიაში, რომელიც აღნიშნავს მიზანს ტოტალიტარული, ერთიანი მსოფლიო მმართველობის დამყარებისაკენ. შეთქმულების თეორიაში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ არსებული საერთო თემის მიხედვით, ფარული ელიტა ამზადებს გლობალურ შეთქმულებას, რათა საბოლოო ჯამში გააკონტროლოს მთელი მსოფლიო — ჩამოაყალიბოს მსოფლიო მმართველობა, მისი მეშვეობით ჩაანაცვლოს სუვერენული სახელმწიფოები და ყოველივე ამას, როგორც კაცობრიობის ისტორიული პროგრესის კულმინაციური პერიოდის საფუძველს, გაუწიოს იდეოლოგიური პროპაგანდა.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий