Shri Ganesh Mantra Chanting
ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
среда, 30 сентября 2020 г.
LIVE: श्री गणेश मंत्र | Shri Ganesh Mantra | Om Gan Ganapataye Namo Namah
Shri Ganesh Mantra Chanting
вторник, 29 сентября 2020 г.
ცინის დინასტია
ცინის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა.
1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო ბეიჯინგი და დააარსა ცინის („წმინდა“) დინასტია. ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ჩინელებს შორის. ჩინელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები.
ცინის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი.
ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა.
ძირითადი თარიღები
1644: მანჯურიელები ცინის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში.
1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს.
1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ.
1674-81: სამხრეთის აჯანყებები.
1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს.
1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს.
1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში.
1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად.
1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში.
1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა.
ლიტერატურა
„მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263.
Durga - the warrior form of Parvati
Durga (Sanskrit: दुर्गा, IAST: Durgā), identified a principal and popular form of the Hindu Goddess Parvati. She is a goddess of war, the warrior form of Parvati, whose mythology centres around combating evils and demonic forces that threaten peace, prosperity, and Dharma the power of good over evil. Durga is also a fierce form of the protective mother goddess, who unleashes her divine wrath against the wicked for the liberation of the oppressed, and entails destruction to empower creation.
Durga is depicted in the Hindu pantheon as a goddess riding a lion or tiger, with many arms each carrying a weapon, often defeating Mahishasura (lit. buffalo demon). The three principal forms of Durga worshiped are Maha Durga, Chandika and Aparajita. Of these, Chandika has two forms called Chandi and of Chamunda who is a form of Kali created by the goddess for killing demons Chanda and Munda. Maha Durga has three forms: Ugrachanda, Bhadrakali and Katyayani. Katyayani Durga is also worshiped in the form of her nine epithets called Navadurga.
She is a central deity in Shaktism tradition of Hinduism, where she is equated with the concept of ultimate reality called Brahman. One of the most important texts of Shaktism is Devi Mahatmya, also known as Durgā Saptashatī or Chandi patha, which celebrates Durga as the goddess, declaring her as the supreme being and the creator of the universe. Estimated to have been composed between 400 and 600 CE, this text is considered by Shakta Hindus to be as important a scripture as the Bhagavad Gita. She has a significant following all over India, Bangladesh and Nepal, particularly in its eastern states such as West Bengal, Odisha, Jharkhand, Assam and Bihar. Durga is revered after spring and autumn harvests, specially during the festival of Navratri.
Tu Kitni Achhi Hai Oh Maa - तू कितनी अच्छी है तू कितनी भोली है | Full So...
Tu Kitni Acchi Hai Oh Maa - तू कितनी अच्छी है तू कितनी भोली है : Full Song With Lyrics | Cover Song | Pamela Jain
понедельник, 28 сентября 2020 г.
Подача искового заявления в КС РФ против статей ФЗ "Об ответственном обр...
Подача искового заявления в Конституционный Суд Российской Федерации против статей Федерального Закона "Об ответственном обращении с животными", противоречащих Конституции Российской Федерации!
БРАТЬЯ НАШИ МЕНЬШИЕ - официальная позиция РПЦ
Протоиерей АНДРЕЙ РОМАШКО, рассказывает о неверном понимании в современном обществе фразы из Библии "братья наши меньшие". Он объясняет, что эта фраза не имеет ни какого отношения к животным, а относится она к людям оказавшимся с сложной жизненной ситуации.
Aarti Kunj Bihari Ki : Krishna Ki Aarti | आरती कुञ्ज बिहारी की : कृष्ण क...
Aarti Kunj Bihari Ki : Krishna Ki Aarti | आरती कुञ्ज बिहारी की कृष्ण की आरती | Krishna Bhajan
воскресенье, 27 сентября 2020 г.
राधा ढूंढ रही Kisi Ne Mera Shyam Dekha : Krishna Bhajan : Radha Bhajan :...
Radha Dhundh Rahi Kisi Ne Mera Shyam Dekha : Krishna Bhajan : Radha Krishna Bhajan : Shyam Bhajan - राधा ढूंढ रही किसी ने मेरा श्याम देखा
суббота, 26 сентября 2020 г.
Сатсанг "Истинное самадхи". Свами Вишнудевананда Гири
Сатсанг "Истинное самадхи" Свами Вишнудевананда Гири. 25.09.2020
Aarti Kije Hanuman Lala Ki : आरती कीजै हनुमान लाला की : हनुमान भजन - Han...
Aarti Kije Hanuman Lala Ki : आरती कीजै हनुमान लाला की : हनुमान भजन - Hanuman Ke Bhajan
пятница, 25 сентября 2020 г.
Сергей Серебряков отвечает на вопросы слушателей
Сергей Серебряков отвечает на вопросы слушателей 20.09.2020
"Вопросы-Ответы", Выпуск #60 версия 2 - ПЕРЕЗАПИСЬ с хорошим звуком
"Вопросы-Ответы", Выпуск #60 версия 2 - ПЕРЕЗАПИСЬ с хорошим звуком
სერაფიმ როუზის წინააღმდეგ. პასუხი რეინკარნაციის კრიტიკაზე
იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილშემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა).
კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. არსებობს მხოლოდ ოთხი რელიგია, რომელიც არ აღიარებს რეინკარნაციას, ესენია: ეგზოთერული იუდაიზმი, ეგზოთერული ისლამი, ეგზოთერული ქრისტიანობა და ეგზოთერული ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), როგორც უკვე ვთქვით - ეგზოთერული და არა ეზოთერული, ეზოთერული ფილოსოფია აბრაამულ რელიგიებში და ეზოთერული მაზდეანობა (ზურვანიზმი) აღიარებენ სულთა გადასახლების დოქტრინას. დჰარმულ რელიგიებში რეინკარნაცია, როგორც უნივერსალური ტრანსმორფიზმი ფუნდამენტური იდეაა, განსაკუთრებით კი ჯაინიზმში და ბუდიზმში. ბუდისტურ ფილოსოფიაში და მეტაფიზიკაში ითვლება, რომ ადამიანს შეუძლია დაიბადოს ადამიანის სხეულში, ცხოველის სხეულში, ღვთაების სხეულში, შეუძლია იშვას დამშეულ აჩრდილად, ჯოჯოხეთის არსებად ან დემონად (ასურად). ბუდა ამბობდა, რომ ჩვენს ლოკალურ სამყაროში არის ექვსი განზომილება, სადაც სახლობენ ისეთი არსებები, როგორებიცაა; ღმერთები (დევები), დემონები (ასურები), ჯოჯოხეთის სულები (ნარაკები), აჩრდილები (პრეტები), ცხოველები და ადამიანები (მანუშია). თვითონ ღმერთებსაც შეუძლიათ განიცადონ რეინკარნაცია, რადგანაც არც ისინი არიან განთავისუფლებულნი კარმული კანონის ზეგავლენისგან, ბუდიზმის მიხედვით არავინაა თავისუფალი კარმული კანონისგან, არავინ ბუდას გარდა. როდესაც ცოცხალი არსება ასუფთავებს ცნობიერებას აფექტებისგან, ის ხდება - ბუდა. როცა ცოცხალი არსება ხდება ბუდა, ის წყვეტს სხეულიდან სხეულში ხეტიალს და სულაც არაა აუცილებელი აბსოლუტურ სიცარიელესთან (შუნიასთან) შერწყმა ინდივიდუალობის სრული დაკარვით. როდესაც ცოცხალი არსება აღწევს ნირვანას, პარა-ნირვანას ან მაჰა-ბოდჰი-ნირვანას, ის არსად არ ქრება, უბრალოდ წყვეტს რეინკარნაციას და მისი ცნობიერება თავისუფლდება ყოველგვარი ნეგატიური ვნებებისგან, მის ცნობიერებაში ისადგურებს აბსოლუტური და მარადიული სიმშვიდე და სისუფთავე, წყდება ყოველგვარი ტანჯვა (დუჰკჰა).
ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია.
კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა.
ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასაგებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო.
კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. ინდუისტურ ფილოსოფიაში რეინკარნაციის მექანიზმი შესანიშნავად არის ახსნილი; ვიკარმა - ეგოიზმი, წარმოშობს უგრაკარმას - ნეგატიურ კარმულ რეაქციებს. რეინკარნაციის პროცესის მიზანია ადამიანს მიეცეს შანსი, რომ საბოლოოდ დაძლიოს ეგო და გახდეს ჯივანმუქტა (ან ბუდა), არსება, რომელიც თავისუფალია ფსიქიკური აფექტებისგან, ეგოსგან, ვნებებისგან. ხშირად ხდება ისეც, რომ ადამიანი ერთ ინკარნაციაში ისჯება ჩადენილი დანაშაულის გამო. დჰარმული რელიგიური პრაქტიკების ერთადერთი მიზანია ეგოს დაძლევა და ღვთაებრივთან დაკავშირება.
სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს.
კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. სამართლიანობა მდგომარეობს იმაში, რომ არცერთი ცოცხალი არსება არაა საბოლოოდ განწირული მარადიული ჯოჯოხეთისათვის, თვით ყველაზე ბნელ დემონსაც კი აქვს შანსი, იშვას ადამიანად და მიაღწიოს გასხივოსნებას ან თუ შეძლებს, დემონურ ფორმაშიც კი მიაღწიოს ნირვანას მდგომარეობას და გახდეს აფექტებისგან თავისუფალი სულიერი ზეარსება. ყველას აქვს შანსი გახდეს ჯივანმუქტა ან ბუდა, აბსოლუტურად ყველა არსებას. რეინკარნაცია საშუალებას აძლევს დემონებს, მიაღწიონ სულიერი განთავისუფლების მდგომარეობას და დაძლიონ ბოროტება, რადგანაც აბსოლუტური ბოროტება უბრალოდ არ არსებობს.
საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართ¬ლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას.
კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახსოვს თუ არ ახსოვს ადამიანს საკუთარი წარსული ინკარნაცია და დანაშაული, რომელიც მან წინა ცხოვრებებში ჩაიდინა, არ არის მნიშვნელოვანი საერთოდ, ეგ ერთი და მეორეც; თუნდაც ახსოვდეს კონკრეტულ ინდივიდს წინა ცხოვრებაში საკუთარი ეგოიზმიდან გამომდინარე ჩადენილი ცუდი ქმედება (ცოდვა), ის მაინც არ მოინანიებდა, არსებობენ ეგოისტები, რომლებიც არათუ ვერ ხვდებიან, რომ რაღაც დააშავეს, არც მიაჩნიათ საერთოდ საკუთარი თავი ცოდვილად და მეტიც, მიიჩნევენ, რომ ანგელოზები არიან, უმწიკვლო რეპუტაციით და თამაშობენ კარგი ადამიანის, წმინდანის და კეთილი სამარიტელის როლს პუბლიკაში და თუნდაც ამცნო ასეთ ეგოისტს და სადისტს, რომ მან დააშავა რაღაც და ვიღაცას ავნო, ის მაინც არ მიიღებს ამას და საერთოდაც სასაცილოდაც არ ეყოფა მორალური შეგონება. არც არის აუცილებელი, რომ ადამიანს ახსოვდეს წინა ინკარნაციები, რადგანაც ადამიანი არის რთული კონსტრუქცია, მეტაფიზიკური სისტემა და არა მხოლოდ სულისა და სხეულისგან შემდგარი ბინარული და დუალისტური რაღაცა არსება. ინდუიზმის მიხედვით ადამიანი შედგება ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა; ფიზიკური სხეული, ასტრალური სხეული (ნატიფი სხეული), კაუზალური (სულიერი) სხეული, ფიზიკური კარმული გარსი, ეთერული კარმული გარსი, მენტალური კარმული გარსი, ინტელიგიბელური კარმული გარსი (ვიგიანამაია-კოშა) და სულიერი ენერგიის (ნეტარების) კარმული გარსი, ასევე, პიროვნული ეგო - აჰამკარა (ცრუ-ეგო, ასმიტა-შაკტი), გონება (მანასი), ინტელექტი (ბუდჰი), ცნობიერება (ჩიტა) და ინდივიდუალური ცოცხალი სული (ჯივატმა), ასე რომ საკითხავია თუ რას გულისხმობთ ქრისტიანები, როცა ამბობთ „რატომ არ ახსოვს?“, ახსოვს ვის? ატმანს (სულს), ბუდჰის (ინტელექტს), მანასს (გონებას), ეგოს (აჰამკარას), თუ რომელიმე სხვა ელემენტს? ჯერ დავაკონკრეტოთ რა იგულისხმება მეხსიერებაში. ინდუისტური (და ბუდისტური) ანთროპოლოგია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ქრისტიანული, ამაშია ფუნდამენტური პრობლემა. ბუდიზმი არ ამბობს, რომ „მე“ არ არსებობს, ბუდიზმი აცხადებს, რომ არ არსებობს მონოლითური „მე“, ისეთი, როგორიც არის ინდუიზმში ან ქრისტიანობაში. ბუდისტური ანთროპოლოგიის მიხედვით ადამიანი არის სხვადასხვაგვარი ფიზიკური და მეტაფიზიკური ელემენტების რთული კომპლექსი, სუბატომების (დჰარმების) დისკრეტული ნაკადი, რომელიც მუდმივად განიცდის რეპრეზენტაციას. სუბატომები (დჰარმები), რომელთაგანაც შედგება ადამიანი (მანუშია), დაჯგუფებულნი არიან ხუთ კლასტერად (ხუთ სკანდჰად), ეს კლასტერებია: რუპა - ფორმა, ვედანა - გრძნობები, სამსკარა - ფსიქიკა, სამჯნა - გონება-ინტელექტი და ვიჯნანა (ვიგიანა) - ცნობიერება და რაც ყველაზე მთავარია, ეს კლასტერები (სკანდჰები) არავის მიერ არ არის შექმნილი, შემოქმედი არ არსებობს. კლასტერები (სკანდჰები) უსაწყისონი არიან. ბუდას მიხედვით ადამიანი ხუთი კლასტერის კომპლექსური ერთობლიობაა, ხოლო ინდუისტური ანთროპოლოგიის მიხედვით სულის, ინტელექტის, გონების, ეგოს, ხუთი კარმული გარსის, სამი სხეულის და ცნობიერების ერთობა. ის, რომ არ გვახსოვს წინა ცხოვრება, კარგია და არა ცუდი, სწორედ მაგაშია რეინკარნაციის აზრი, რადგანაც ყოველი ახალი განსხეულება არის ახალი შანსი, თავიდან დაიწყო ცხოვრება, მაგრამ წინა ინკარნაციების გავლენა არსად არ ქრება. გსურს დაძლიო ნეგატიური კარმა წინა განსხეულებიდან? დაკავდი იოგით (ასკეტიზმით) და შეძლებ მის დაწვას ასკეზის სულიერ ცეცხლში.
რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება?
ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ.
კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ქრისტიანული სწავლება დემონთა შესახებ აბსოლუტურად მცდარია. პრობლემა იმაშია, რომ დემონების (დაიმონების) უდიდესი ნაწილი ესენია ანტიკური სამყაროს ღმერთები (ღვთაებები), რომელთა დემონიზაციაც მოახდა გვიანანტიკურ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანული რელიგია გაბატონდა რომის იმპერიაში. ელინისტური (ნეოპლატონიკური) ფილოსოფიის და მისტიციზმის მიხედვით დემონები (დაიმონები) არსებობენ სამი სახის: აგატო-დაიმონები - კეთილი სულები, დაიმონები - ნეიტრალური სულები და კაკო-დაიმონები - ბოროტი სულები. სავსებით შესაძლებელია, რომ მედიუმებს სპირიტუალურ სეანსებზე ეცხადებიან კეთილი დაიმონები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კეთილი დაიმონის და ბოროტი დაიმონის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ ძნელია. ერთ-ერთი ნიშანი, რითიც შეგვიძლია გავარჩიოთ აგატო-დაიმონი კაკო-დაიმონისგან, არის ის, რომ ბოროტი დაიმონი ყოველთვის ფანტომური სახით ეცხადება ადამიანს და არის ამპარტავანი, უყვარს თავის ქება და შეცდომაში შეჰყავს ადამიანი, ხოლო კეთილი დაიმონი ეცხადება ნამდვილი ადამიანური სახით, არასოდეს არ აქებს საკუთარ თავს და ადამიანს ეხმარება ბოროტი ძალებისგან თავის დაღწევაში. ამის შესახებ წრდნენ პროკლე, პლოტინი, იამბლიხი, პორფირიუსი და სხვა ნეოპლატონისტები. რაც შეეხება სიტყვა "ეშმაკს", სიტყვა "ეშმა" არის ირანული სიტყვა, ქართულ ენაში გადმოსული მაზდეანური სწავლებიდან და არა ქართული სიტყვა. ბევრმა ეს არ უწყის. ეშმა (აეშმა) ესაა კონკრეტული ირანული დემონის სახელი და არა ავი სულების კრებითი სახელწოდება ზოგადად.
ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი.
კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ ის, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას.
თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ.
1. სხეულის აღდგომა.
2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა.
3. სამსჯავრო.
ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე.
კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან. სხეულის აღდგომა ბოლო ჟამს, ქვეყნიერების დასასრულისას და ღვთაებრივი სამსჯავროს შესახებ დოგმა, სულაც არ არის ქრისტიანული, ქრისტიანებზე ადრე ეს ორი დოგმატი შეიმუშავა ზოროასტრიზმის ფუძემდებელმა, წინასწარმეტყველმა ზოროასტრმა, ზარდუშტ სპიტამამ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. მაზდეანურ (ზოროასტრიულ) რელიგიაში სამსჯავროს და მკვდრეთით აღდგომას ეწოდება - ფრაშო-კერეტი. სამსჯავროს შემდეგ მაზდეანური რელიგიის მიხედვით, შემოქმედის მტრები არიმანთან, ბნელეთის სულთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ეს უნდა ვიცოდეთ, როცა ვსაუბრობთ რელიგიურ საკითხებზე, კონკრეტულად კი „ქრისტიანობის ძირითად დოგმატებზე“. სხვათაშორის, ბუდიზმის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ იქ მკვეთრად ფიქსირებული დოგმები არ არსებობს და ადამიანს ეძლევა ინდივიდუალური სულიერი პრაქტიკის საშუალება და გარკვეული თავისუფლება (იქიდან გამომდინარეც, რომ ბუდიზმში თითქმის არაა ერესის ცნება).
იოგას აპოლოგია. პასუხი მართლმადიდებლურ კრიტიკაზე
იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.
კომენტარი: დიახ. ეს ასეა. ვედური კულტურა ძალიან ძველია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ინდური კულტურის“ მიმდევრებისათვის ინდუიზმი ესაა სანატანა-დჰარმა (სანატანა-ჯაივა-დჰარმა) სამყაროს და ცოცხალი სულის მარადიული უნივერსალური რელიგია და ფილოსოფია, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ინდოეთს“ ანუ იგივე „ჰინდოსტანს“, ეს არის ირანელების მიერ შერქმეული სახელი და ნიშნავს „ჰინდოების ადგილსამყოფელს“, „ჰინდი“ ან „ჰინდუ“ ნიშნავს ოკეანეს ან წყალს, ხოლო სიტყვა „სტან“ (სტჰან) ნიშნავს ადგილს ან სავანეს, გაჩერებას. ამის გარდა სათქმელია, რომ ეს ტერმინი გაჩნდა კალი-იუგაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში და აქტიურ ხმარებაში გადავიდა ანტიკურ დასავლურ სამყაროში. სამყაროს ისტორია ინდუიზმში ცოტათი განსხვავდება აბრაამულისგან (ეს მსუბუქი ნათქვამია). სამყაროში მუდმივად მეორდებიან ციკლები და ჩნდებიან და იღუპებიან სხვადასხვა ადამიანური და ზეადამიანური ცივილიზაციები და ზეცივილიზაციები. ჩვენი კალი-იუგა (დეგრადაციის ეპოქა) ესაა 28-ე კალი-იუგა, ყოველი იუგას (ეპოქის) ბოლოს ხდება გლობალური პლანეტური კატასტროფა - იუგა-პრალაია. კატასტროფა ანადგურებს იმ ცოცხალ არსებებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სულიერი ამაღლება და ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ადამიანურ არსებათა ახალი გენოსი, ახალი მოდგმა, ეს იდეა ასახულია ბერძენი პოეტის და მითოგრაფოსის - ჰესიოდეს თხზულებებში, როგორებიცაა „სამუშაონი და დღენი“ და „თეოგონია“ ანუ „ღმერთების წარმომავლობა“.
თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს.
კომენტარი: ტერმინი იოგა ნიშნავს ღვთაებრივთან დაკავშირებას, პრაქტიკულად ნებისმიერი რელიგია ესაა - იოგა, ხოლო ლოცვა ან მანტრა ე.წ. სატელეფონო ზარი აბსოლუტთან, მიმართვა, კომუნიკაციის საშუალება.
იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”.
კომენტარი: ნებისმიერი რელიგია, არის იოგა (როგორც უკვე ითქვა). იოგას მიზანია - აბსოლუტი (უფალი).
უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას.
ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი.
კომენტარი: ინდუიზმი და ბუდიზმი ერთი და იგივე არაა. ინდუიზმში არსებობს სული (ატმანი) და უფალი (იშვარა), ბუდიზმში - არა. ადამიანი მიდრეკილია საიდუმლოებების ამოხსნისკენ იმიტომ, რომ ასეთად შექმნა უფალმა (იშვარამ) ადამიანი და ზოგადად ნებისმიერი გონიერი არსება.
ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა.
კომენტარი: მზაკვრობას ადგილი აქვს აბრაამულ რელიგიებში, მათ ვერაგულ, შოვინისტურ, პათეტიკურ და ისტერიულ პროპაგანდაში და არა ვედების რელიგიაში ან ბუდას ფილოსოფიაში.
მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა.
კომენტარი: იოგას ანუ რელიგიის მიზანია - აბსოლუტი. იოგა არსებობს მრავალი სახის; ბჰაქტი - სიყვარული, გიანა - შემეცნება, კარმა - კეთილი საქმეების კეთება, რაჯა-იოგა - გონების გაძლიერება და ა.შ. რაც შეეხება „ნათლის ანგელოზს“ და „ეშმაკებს“, ამ აბსურდს დჰარმულ რელიგიებში ადგილი არ აქვს, ხოლო თავად ქართული სიტყვა „ეშმა“, მომდინარეობს ირანული (მაზდეანური) ავი სულის - აეშმა-დეივას სახელიდან, რომელიც განასახიერებს ავხორცობას და მრისხანებას. ზოროასტრიზმს ჰქონდა დიდი გავლენა იუდაიზმზე და ადრეულ ქრისტიანობაზე.
როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე.
კომენტარი: ერთადერთი ბოროტება, რომელიც არსებობს, ესაა - ავიდია (უმეცრება).
იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს.
კომენტარი: ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკა ესაა იოგა ანუ კავშირი ღვთაებრივ სულთან, უფალთან.
शुक्रवार भक्ति : नॉनस्टॉप माता की आरती व् भजन : Mata Ke Bhajan Nonstop :...
Ganga Bhakti from the house of Ganga Cassette presents शुक्रवार भक्ति : नॉनस्टॉप माता की आरती व् भजन : Mata Ke Bhajan Nonstop : Nonstop Santoshi Maa Aarti
четверг, 24 сентября 2020 г.
რეინკარნაციის აპოლოგია. პასუხი მართლმადიდებლურ კრიტიკაზე.
ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას
წინასიტყვაობა
ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი).
მართლმადიდებლური არგუმენტი: „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. ტრიმურტის რაც შეეხება, ტრიადა არც სამი პიროვნებაა და არც უპიროვნო ბრაჰმანის მყოფობის სამი მოდუსი, ტრიმურტი (ბრაჰმა, ვიშნუ და რუდრა) ესაა ერთი ღმერთი, ერთი ღმერთი სამი სახით, პრაქტიკულად ესაა სამპიროვანი ერთიანი უფალი, რომლის ჰიპოსტასებს უანგაროდ უყვართ ერთმანეთი და ადამიანის პიროვნება.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. ინდუისტური ბჰაქტი-იოგა ქრისტიანული მონოთეისტური ისიხაზმის მსგავსია და ამას წყალი არ გაუვა, საკმარისია უბრალოდ ამ ორი პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლა და შედარება ცივი გონებით. ვედების მიხედვით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანის პიროვნება, რომელიც მართლაც არის აბსოლუტის (ღმერთის) ხატი, არამედ ზოგადად ჯივა (ცოცხალი არსება). ვედების მიხედვით ცოცხალი არსებები განიცდიან მუდმივ რეინკარნაციას, სულიერი საწყისი გააჩნია ყველას, არა მხოლოდ ადამიანს და აქედან გამომდინარე აქცენტი კეთდება ზოგადად ცოცხალ არსებებზე და არა მხოლოდ ადამიანზე. პროფანებს ეს არ ესმით. არსებობს რელიგიის ორგვარი გაგება; პროფანული (სენტიმენტური) და საკრალური (ეზოთერული, ინტელექტუალური) და ეს მშვენივრად იციან სამღვდელოების წარმომადგენლებმა, კონკრეტულად კი უმაღლესმა რელიგიურმა იერარქებმა, არა მხოლოდ ქრისტიანობაში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. დვაიტა-ვედანტას მიხედვით ადამიანი არის უფლის ქმნილება, რომელიც ფლობს მისგან განსხვავებულ ბუნებას და პოულობს ნეტარებას სულიერს მისადმი მარადიულ მსახურებაში. ადვაიტა-ვედანტას მიხედვით ცოცხალი არსების სული აბსოლუტის (ბრაჰმანის) იდენტურია. ადვაიტას მიხედვით არსებობს მხოლოდ ერთი სული, მსოფლიო სული (ატმან-ბრაჰმანი). ვედები ეთანხმებიან ბიბლიურ თეოლოგიას იმაში, რომ ღმერთი აბსოლუტური არსია, როგორც მისი პიროვნული ასპექტი, ისევე უპიროვნო. ტანტრიზმშიც არის პიროვნული სიყვარულის, ტანტრული ბჰაქტის იდეა, რომელიც არც იმპერსონალიზმს გამორიცხავს, რადგანაც ტანტრა ესაა პარა-ადვაიტა (უმაღლესი ადვაიტა), რომელიც ამბობს, რომ სამყაროც რეალურია და ბრაჰმანიც, განსხვავებით კლასიკური ადვაიტასგან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ბრაჰმანისგან განუყოფელ ძალას, კოსმიურ ენერგიას - შაკტის და თვლის, რომ ფიზიკური კოსმოსი აბსოლუტურად მოჩვენებითია. კლასიკური ადვაიტას თანახმად რეალობა სამგვარია: აბსოლუტური, პირობითი და მოჩვენებითი. პარა-ადვაიტას მიხედვით კი მთელი ყოფიერება ესაა შივას და შაკტის ერთობლიობა, მთელი სამყარო აგებულია აბსოლუტის მამრობითი და მდედრობითი საწყისების დუალიზმზე, მათ ბინარულ სიქრონულ ჰარმონიულობაზე და ეს ვლინდება ყველაფერში. ტანტრების მიხედვით ყველა პიროვნება რეალურია, ყველა მამაკაცი ფლობს შივას სუბსტანციურ ბუნებას, ხოლო ქალი - შაკტის (დედაღმერთის) ბუნებას. ტანტრა-ბჰაქტის ყველაზე საინტერესო ნიმუშია ტექსტი სახელწოდებით „ტარა ბჰაქტი რაჰასია ტანტრა“, სადაც მოთხრობილია ქალღმერთის ბუნების შესახებ და საუბარია მის მიმართ პიროვნულ სიყვარულზეც, რომელიც არ გამორიცხავს არც სექსუალურ განცდებს და ენერგიებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდუიზმი ერთობ რთული და მეტად კომპლექსური ფენომენია.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #4: დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. აკოსმიზმი არის მხოლოდ ვიშნუიზმში (ვაიშნავურ პოლიმორფულ მონოთეიზმში). ინდუისტურ პანთეიზმში და პანენთეიზმში არ არსებობს არავითარი აკოსმიზმი. ვედურ ანთრპოლოგიაში სხეული წარმავალია, სული - მარადიული. სხეულის და სულის „განშორება“ არაა დროებითი, რატომ? მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ყოფიერება არაა სწორხაზოვანი, დრო, სივრცე და ისტორიული პროცესი - ციკლურია. მართლმადიდებლურ ქორონიკონზე ხომ საერთოდ არცაა საჭირო საუბარი, ფორმალური ლოგიკის და ვედების გადმოსახედიდან ნონსენსის აპოთეოზია და სხვა არაფერი. აბრაამული ქორონიკონი და საყოველთაო აღდგომის იდეა არაა ორიგინალური, არ ეფუძნება ფაქტებს და სრულებით ალოგიკურია. პირველი ვინც საუბარი დაიწყო სწორხაზოვან დრო-სივრცეზე, საყოველთაო აღდგომაზე და აბსოლუტურ სიკეთესა და ბოროტებას შორის დუალიზმზე, იყო ირანელი ქურუმი და წინასწარმეტყველი - ზარდუშტ სპიტამა (ზარათუსტრა), პურუშასპას და დუგდოვას ძე, მაზდეანური მონოლატრიის შემოქმედი. ბიბლია დროის ათვლას იწყებს დვაპარა-იუგას ბოლო პერიოდიდან, ბიბლიური თეოლოგია არაა აბსოლუტური ცოდნის მატარებელი, ბიბლიური თეოლოგია წარმოადგენს მაზდეანური მონოლატრიული თეოლოგიის და მითოლოგიის უხეშ ადაპტაციას. ამაზე მიუთითებენ მეცნიერები: ზაევ ჰერცოგი და ჯონ დეი.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. რეინკარნაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალმა სულმა გააცნობიეროს ყველაზე მთავარი: ყველა ცოცხალი არსება, მთელი სამყარო, არის ერთი ოჯახი. ვედური გაგებით შენი ოჯახია არა მხოლოდ შენი ბიოლოგიური შვილები, მშობლები და მეუღლე, არამედ ყველა ცოცხალი არსება. ადამიანი, რომელსაც ოჯახის ცნება დაჰყავს ბილოგიის დონეზე, არის ადჰარმასია - უსამართლო დემონი. დურიოდჰანამ სწორედ ეგ დააშავა, როცა კაურავები და პანდავები ერთმანეთისგან განჰყო და თქვა: „ჩემი შვილები და პანდუს შვილები“. პრობლემა იმაშია, რომ ვედურ კულტურაში ქალი (ისევე როგორც კაცი), საკუთარ შვილებად თვლიდა ყველა ბავშვს და ნებისმიერ მოხუცებულს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ ღვიძლ მშობლებს და ბებია-ბაბუას. არია - ნიშნავს კეთილშობილს, რომელმაც იცის, ცოდნა ესაა ვედა, ვედა ამბობს, რომ მთელი სამყარო ერთი ოჯახი (კაულა) არის, ყველა ბავშვი შენი შვილია და ყველა მოხუცებული არის შენი მშობელი. ვედებში არ არსებობს დაყოფა „ჩემ ოჯახად“ და „შენს ოჯახად“. ყველა ერთია. ისიც სათქმელია, რომ ქრისტიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ ადამიანის სულსა და ეგოს (ან სულს და გონებას).
მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #6: ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. სიტყვა დემონი ნაწარმოებია ანტიკური ძველბერძნული ტერმინიდან „დაიმონ“, რაც ნიშნავს ღვთაებრივ სულს. გამოდის რომ ქრისტიან თეოლოგებს ეს არ სცოდნიათ. ელინიზმის (ნეოპლატონიზმის) მიხედვით ღვთაებათა შორის არსებობს მკაცრი იერარქიულობა და სუბორდინაცია, ყველაზე უმდაბლეს ნახევრადღვთაებრივ ბუნების სულებს ეწოდებათ - დაიმონები. ნეოპლატონიზმი გვეუბნება, რომ დაიმონები არსებობენ სამი სახის: აგატო-დაიმონები - კეთილი სულები, კაკო-დაიმონები - ავი სულები და უბრალოდ დაიმონები - ნეიტრალური სულები, არც კეთილები და არც ბოროტები. ჰიპერ-ურანიდებს (ტრანსცენდენტურ ღმერთებს), ეგკოსმიოის (კოსმიურ ღმერთებს) და სხვა იერარქიებს ჰყავთ დაიმონების საკუთარი ლეგიონები. თითოეული ღვთაება თავის დაიმონებთან ერთად აკონტროლებს ეთერული კოსმოსის კონკრეტულ სექტორს. დამატებით მსურს ავღნიშნო, რას ნიშნავს ეს ფრაზა: „ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს.“? ეს ფრაზა შედგება ორი ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული კონტრადიქტორული ნაწილისგან; პირველი მტკიცებაა „ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე“, ხოლო მეორე „რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს.“, შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ მოსდევს სულს ცოდვილს სასჯელად სხვა სხეულში გადასვლა ანუ რეინკარნაცია, თუ ცოდვა, ჩვენი, „უვიცი ინდუისტების“ მტკიცებით არის სულის სვლის ანუ სხვა სხეულში გადასვლის პროცესის შეფერხება მოგზაურობის გზაზე, გზაზე, რომელიც გულისხმობს სხეულის შეცვლას ანუ რეინკარნაციას? როგორც უკვე ვთქვი ადგილი აქვს კონტრადიქტორულ ნონსენსს. ჯერ ისწავლეთ თუ რა არის რეინკარნაცია და უკვე შემდეგ დაიწყეთ თამამად წერა ხსენებულ საკითხზე, ცხადია თუ სრულ მიამიტ გაუნათლებელ ფუნდამენტალისტებზე არაა გათვლილი თქვენი ეგზომ სასიქადულო სტატია, გაჟღენთილი „არამიწიერი უფლისმიერი სიბრძნით და მადლით“. ჩართეთ ელემენტარული ფილოსოფიური ლოგიკა და შეეშვით ცარიელ სენტიმენტებს. სენტიმენტალიზმი ვერ დაგეხმარებათ სამსარას ფენომენის შემეცნებაში, არამედ პირიქით ხელს შეგიშლით და თანაც სერიოზულად.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).
კონტრარგუმენტი #7: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. ასევე ვერ ვხვდები რა საჭიროა სხვა რელიგიების „დაგმობა“, ნუთუ ასე ძნელია ტოლერანტობა და მშვიდობიანი ჰარმონიული თანაარსებობა? შესაძლებელია, უბრალოდ უმეტესობას სურვილი არ აქვს. რაც შეეხება ცოდვილ ადამიანთა და დემონთა შენდობას და ცხონებას, დჰარმულ რელიგიებში ითვლება, რომ თვით ყველაზე ცოდვილ დემონურ არსებასაც კი აქვს შანსი, ცხონდეს და გახდეს კეთილი სული, აბრაამულ რელიგიებში და ზოროასტრიზმში ასე არაა, სამწუხაროდ. რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ აბსოლუტმა შეიწყალოს დემონი? უკაცრავად, მაგრამ დჰარმულ ფილოსოფიაში ითვლება, რომ ატმანი (სული) გააჩნია ყველა ცოცხალ არსებას, თითოეული ატმანი არის ფასდაუდებელი, რეინკარნაცია არის უნივერსალური კანონი და ყველაზე მთავარი: ღვთაებრივი ბუნება არის ყველა ცოცხალ არსებაში, მათ შორის დემონებშიც. დჰარმულ რელიგიებში ითვლება, რომ აბსოლუტური ბოროტება არ არსეობს, ისევე როგორც შეუძლებელია არსებობდეს უსასრულო სასჯელი. ღმერთი ინდუიზმში არაა გულქვა, იშვარას მოწყალებას არ აქვს საზღვარი. ვედური (ინდუისტური) ფილოსოფიის მიხედვით დემონები არ წარმოადგენენ აბსოლუტურ და მარადიული სატანჯველისათვის განწირულ ბოროტებას, რომელსაც აქვს აბსოლუტური პლატფორმა. წყვდიადს (ბოროტებას) რეალური არსობრიობა არ გააჩნია და რეინკარნაციის პროცესში დემონს შეუძლია გასუფთავდეს აფექტებისგან, გახდეს ჯივანმუქტა (ან ბუდა) და მისმა ცნობიერებამ მიიღოს ახალი სტატუსი - ნირვანა. ნირვანა ესაა სუფთა ცნობიერება და არა „სულიერი სიკვდილი“, როგორც ჰგონიათ აბრაამისეული მონოთეიზმის გულმხურვალე ადეპტებს.
მართლმადიდებლური არგუმენტი: „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge)
კონტრარგუმენტი #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. ბუდისტური შუნიატა არ არის სულიერი სიკვდილი, შუნია არის შეუცნობელი მდგომარეობა ყოფიერებისა, ცნობიერების სრული სისუფთავე. გულახდილად რომ ვთქვათ, თვით ბუდისტებმაც კი არ იციან ბოლომდე, თუ რას წარმოადგენს შუნია. ბუდისტები უბრალოდ მიუთითებენ, რომ შუნიატას შეცნობა თითქმის შეუძლებელია და ნებისმიერი სპეკულაცია მასთან დაკავშირებით დამთავრდება კრახით. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც.