вторник, 5 сентября 2017 г.

ამერიკული, ევროპული და იაპონური ანიმაცია, "კოსპლეი" და კინემატოგრაფი - კონფლიქტი ხალხის მასებში და დიდი აურზაური

დიდი დრო გავიდა იმ მომენტიდან როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანმა ტელევიზია და ანიმაცია გამოიგონა. ალბათ უმეტესობას მაინც გსმენიათ ამერიკელი უოლტ დისნეის, აგრეთვე ძმები ვორნერების, იაპონელი ჰაიაო მიაძაკის და მაკოტო შინკაის შესახებ. ესენი არიან დიდი ანიმატორები, რომლებმაც შექმნეს ანიმაციური და მულტიპლიკაციური ინდუსტრია, მათ შექმნეს ახალი ტიპის ხელოვნება. აგრეთვე ალბათ ისიც იცით ვინ არიან რობინ იულიამსი, სარა მიშელ გელარი, ჯენიფერ ენისტონი, ჯენიფერ ლოპესი, უილ სმიტი და .. ესენი არიან ცნობილი მსახიობები, რომელთა ვირტუოზობა ქუხს მთელს მსოფლიოში.
არსებობს მულტიპლიკაცია, ანიმაცია, კინო, სერიალები და თეატრი, ეს ყოველივე არის კულტურის და გართობის განუყოფელი ნაწილი.
არსებობს სხვადასხვა ჟანრები, როგორც მულტიპლიკაცია-ანიმაციაში ასევე კინემატოგრაფში და ..
არსებობს კომედია, ტრაგედია, გროტესკი, ტრაგიკომედია, ფენტეზი, დეტექტივი, სამეცნიერო ფანტასტიკა, მელოდრამა, რომანტიკა, ეროტიკა, მიუზიკლი და ..
ყველაზე პოპულარული დღეისათვის არის იაპონური ანიმაცია იგივე "ანიმე" თუმცა ამერიკა და ევროპა მაინც არიან ჩართულნი ინდუსტრიაში, უწევენ იაპონიას აქტიურ კონკურენციას და არიან საკმაოდ პოპულარულნი.
სამეცნიერო ფანტასტიკა ესაა ჟანრი სადაც აქცენტია გაკეთებული მომავლის ტექნოლოგიებზე, კიბერნეტიკაზე, ასტროფიზიკაზე და გენურ ინჟინერიაზე, ფანტასტიკაში ხშირია უტოპიური ან ანტიუტოპიური მომავლის ან საერთოდაც სხვა პლანეტაზე მიმდინარე ზე-მეცნიერული სასწაულების შესახებ საუბარი. ლაპარაკობენ კლონებზე, რობოტებზე, კოსმიურ ხომალდებზე და ..
ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის პროდუქტია .. "ვარსკვლავური გზა" ანუ "სტარ ტრეკ", ესაა საგა რომელიც ფილმების, სერიალებისა და ანიმაციების სახით გამოდის მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან და ავტორი გახლავთ - ჯინ როდენბერი. მან დაუდო სათავე ამას. სხვათაშორის ფანტასტიკის ჟანრის ერთ ერთ ფილმში "იქს ადამიანები" მოთამაშე მსახიობი - პატრიკ სტიუარტი, გახლდათ ვარსკვლავური გზის ერთ ერთი სერიალის "ახალი თაობის" მთავარი გმირი (იყო კაპიტან პიკარდის როლში). უილ სმიტმა ითამაშა უამრავ ფილმში აგრეთვე, მაგ. ავიღოთ თუნდაც ფილმი - "მე ლეგენდა ვარ", ესაა ერთგვარი ზომბი-აპოკალიფსისი.
რაც შეეხება ანიმაციას; ამერიკული და ევროპული უმეტესად ორიენტირებულია 15-16 წლამდე ადამიანებზე, ხოლო იაპონურში ყველაფერი პირიქითაა. რაღა თქმა უნდა იაპონურში არის ანიმეს სპეც ჟანრი - "კოდომო", განკუთვნილი 12-13 წლამდე ბავშვებისთვის, მაგრამ ძირითადად უმეტესობა იაპონური ანიმაციისა არის ასაკით უფრო მოზრდილი ადამიანებისათვის.
იაპონურ ანიმეში არის შემდეგი ჟანრები:
1) აუდიტორიის მიხედვით:
კოდომო - 12-13 წლამდე ბავშვებისთვის
შიონენ - 13-18 წლის ბიჭებისთვის
შოუჯო - 13-18 წლის გოგონებისთვის
ჯოსეი - 18-19 წელზე უფროსი ახალგაზრდა ქალებისთვის
სეინენ - 18-19 წელზე უფროსი ახალგაზრდა კაცებისთვის
2) თემატიკის მიხედვით:
მაჰო-შოუჯო - ჯადოქარ გოგონებზე
ბი-შოუჯო - მომხიბლავ გოგონებზე
მეხა - კიბერნეტიკაზე და რობოტებზე
ეჩი - ეროტიკა
ჰენტაი - პორნო
იური - ლესბი პორნო
იაოი - გეი პორნო
შოუჯო აი - ლესბი რომანტიკა-ეროტიკა
შიონენ აი - გეი რომანტიკა-ეროტიკა
ჰარემი - პოლიგამიური ურთიერთობა
ფენტეზი - მისტიკურ არსებებზე, მაგალითად ვამპირებზე.
არის საერთო ჯამში 36 ჟანრი. ყველას აქ აღარ ჩამოვთვლი.
პრობლემა იცით რაშია? იმაში, რომ ანიმეს მოყვარულთა შორის გაჩაღებულია საშინელი ომი, ადამიანური ეგოიზმიდან გამომდინარე, ანიმეს მოყვარულნი დაყოფილნი არიან ჯგუფებად რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ რომანტიკა და ეჯავრებათ დანარჩენი ჟანრები, არიან პორნოს მოყვარულნი, რომელთაც არ უყვართ სხვა ჟანრები, არიან ფენტეზის მოყვარულნი რომლებსაც ეჯავრებათ ფანტასტიკა და პირიქით.
ანიმეს მოყვარულებს ხშირად უწევთ დაპირისპირება დასავლურ ანიმაციის ფანებთან. ანიმეს მოყვარულებს ებრძვიან აგრეთვე ტრადიციული კინოს მოყვარულნიც. ამას გარდა ტრადიციული კინოს მოყვარულებს შორისაც ხშირია დავა და დისპუტები რომლებიც დიდ აუზაურში გადაიზრდება ხოლმე. არიან ფანტასტიკის მოყვარულები, არიან ფენტეზის ფანები, არიან კომედიის მოტრფიალენი, არიან დეტექტივზე გადარეულნი და .. და ყველანი ესენი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ცხვირით ეჯახებიან და ედავებიან. ცხადია რომ არსებობენ ადექვატური ინდივიდები, მაგრამ მაინც იშვიათად.
არაერთხელ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში ყელამდე ჩაფლული და ჩათრეული (მაგ. ფეისბუქზე).
არიან რეპრესიული მორალის ფაშისტი და შოვინისტი მქადაგებელნი, რომლებსაც ანიმე არ უყვართ სავსებით გასაგები მიზეზებით, მათ ეჯავრებათ უმეტეს წილად ლგბტ თემატიკა და ზოგადად ეროტიზმი და პორნოგრაფია, მიაჩნიათ რა სექსუალობა ცოდვად.
ერთ ასეთ პიროვნებას კამათისას წამოცდა, რომ თურმე ეროტიზმი და ეპიკური ბატალური სცენები სძულდა. სხვებმა საერთოდაც მომახალეს რომ ლგბტ ადამიანები ცოდვილი ავადმყოფები არიანო. ნუ, როგორც ყოველთვის...
მე პირადად არ მესმის სხვადასხვა ჟანრების მოყვარულებს რატომ არ უნდათ მშვიდობიანი თანაარსებობა.
ურთიერთპატივისცემა ფუნდამენტური ფასეულობაა (მით უმეტეს ზოგი ისე იგინება!...).
ზოგიერთებს სძულს ორგანზომილებიანი გრაფიკა, განსაკუთრებით .. დიდი თვალები, რაც დამახასიათებელია იაპონური ანიმაციისთვის.
ზოგიერთს მილიონი საუკუნე რომ ელაპარაკო ვერ შეაგნებინებ რომ ეროტიული და პორნოგრაფიული ჟანრები საერთოდ არაა განკუთვნილი 16 ან 18 წლამდე ადამიანებისთვის, თუმცა მათ ესეც მაინც და მაინც არ აინტერესებთ, მიაჩნიათ რა სექსუალობა "გარყვნილებად" და "დანაშაულად".
რუსეთში მაგალითისათვის ბევრს სჯერა რომ იაპონია ცდილობს კულტურულ დივერსიას რუს ახალგაზრდებში, ამაზე უამრავი იდიოტური რეპორტაჟია გაკეთებული.
ხშირ შემთხვევაში იაპონურ ანიმაციაში გრაფიკაც, მუსიკალური გახმოვანებაც და ყველაფერი სხვაც ბევრად მაღალი დონისაა ვიდრე დასავლურში.
ბევრი მეუბნება რომ ანიმე დებილი ბავშვებისთვისაა, აჰა, კი ზუსტად! ანიმე "სამების სისხლი" ან "ტოკიოს ყვავები" ბავშვებისთვისაა? აჰა, ზუსტად!
ანიმეში ისეთი ტიპის სიუჯეტი არის უმეტესად, რომ ბევრ კინოს არ აქვს ისეთი.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმები იაპონელებს არც ისე კარგად გამოსდით, ისინი ნამდვილად არ არიან იმ დონეზე, რა დონეზეც არის ჰოლივუდი.

მოკლედ, მსურს ბოლო სიტყვაც ვთქვა: სხვადასხვა ჟანრების მოყვარულთა შორის ბოლოს და ბოლოს უნდა დადგეს მშვიდობა და ეს წეწვა-გლეჯვა არაფრის გამო წარსულს ჩაბარდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის იდეების გაზიარება.
















Комментариев нет:

Отправить комментарий