როგორც ბევრს უყვარს ბოდვითი ტლიკინი:
"საქართველო უძველესი ტრადიციების ქვეყანაა" და სწორედ ესაა პრობლემა. რატომ?
რას ნიშნავს რატომ?
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ საქართველოში კარგად ფესვგამჯდარი რელიგიური ფუნდამენტალიზმი უპირისპირდება თანამედროვე პროგრესულ ფასეულობებს და უმთავრესად ლიბერალისტურ დემოკრატიას და ჰუმანიზმს. რელიგია ებრძვის კულტურას, რელიგია ებრძვის მეცნიერებას, რელიგია ებრძვის სექსუალურ თავისუფლებას,
ანუ იმას რაც საქართველოში არასოდეს ყოფილა
(ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე რაც დონეზეც ყბადაღებულ ჰოლანდიასა და აშშ
- ში). საუბრობენ და ყბედობენ ტრადიციებზე,
მანდილზე, ქალიშვილობაზე და ა.შ.
და იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამ
"ტრადიციების" უმეტესობა სადისტური და მაზოხისტური ბუნებისაა და თრგუნავს ადამიანურ ლიბიდოს
(განსაკუთრებით ქალისას),
ეს "ტრადიციები" ხელს უშლიან ახალი იდეების და კულტურული ინოვაციების შემოსვლას ქვეყანაში.
ე.წ.
"ერის მამები"
რეალურად კი ფაშისტი მოძალადეები სარგებლობენ რა მასების უმეცრებით და გაუნათლებლობით, განგაშის ზარებს რეკავენ და ხალხს აშინებენ, ამბობენ:
"ქართველი ერი გადაშენდება! ამერიკა და ევროპა გარყვნილების შემომტანიაო!"
და მრავალ ასეთ სიბორგილეს.
პრობლემა იცით რაშია?
ეს "ტრადიციები" არის ძალიან ძველი! ისინი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნენ როცა არ იყო არავითარი პროგრესი და მეცნიერება და როცა ქალს არავითარი უფლებები არ ჰქონდა.
საქართველო აზროვნებით შუასაუკუნეებშია ჩარჩენილი და ახალი კულტურა არ გააჩნია!
ქართველებს იმდენად ეშინიათ ტრადიციული რელიგიური მორალის,
რომ თვით პოლიტიკოსებიც კი ცდილობენ მოთაფლონ სასულიერო პირები და ხალხის თვალში ქულები დაიწერონ! რეალურ პროგრესზე არავინ ფიქრობს საერთოდ.
საქართველო გაჩხერილია წარსულში და არც კი ცდილობს შექმნას რაიმე ახალი,
რაც ძველ რელიგიურ მორალზე არ იქნება დაფუძნებული.
ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციასაც ტრადიციებით ხსნიან და აგინებენ
24 საათი ამ გაუბედურებულ ინდივიდებს.
ჩვენი საშველი იქამდე არ იქნება სანამ ანაქრონულ ანუ დრომოჭმულ
"ტრადიციებს"
არ მოვიშორებთ და არ მივიღებთ ევროპულ ლიბერალურ დემოკრატიას და მეცნიერულ ათეიზმს.
ასეთია ჩემი სუბიექტური მოსაზრება.
Комментариев нет:
Отправить комментарий