იაპონია მშვენიერი ქვეყანაა,
თუმცაღა აქ არის ერთი პრობლემა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვიტყვი.
ამჟამად იაპონიის მოსახლეობა
140 მილიონია
(99% იაპონელი). დედაქალაქ ტოკიოში ცხოვრობს 39 მილიონი.
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას,
რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ არნახულ აღმავლობას მიაღწია და აქტიური კულტურული და ტექნოლოგიური პროგრესის გზას დაადგა.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში იაპონელებმა დაიწყეს ახალი ტიპის კიბერნეტიკული მანქანების გამოგონება, არავისთვისაა უცნობი,
რომ თანამედროვე ტექნიკის
99% დამზადებულია იაპონიაში, განსაკუთრებით რობოტები. იაპონელებმა იწყეს ჰუმანოიდური მანქანების გამოგონება. იაპონიის ანიმაცია, "კომიქსები", ლაით ნოველები, ვიზუალური ნოველები და ტანსაცმელიც კი საკმაოდ პოპულარული გახდა მსოფლიოში. იაპონიის საზღვრებს გასცდა მათი ლამაზი და ეფექტური საბრძოლო ხელოვნებები, მაგ.
ჯიუდო, კენდო
(მახვილის გზა),
სუმო, კიოკუშინ კარატე,
კიუდო (მშვილდისრის გზა),
ასევე ჩადო
(ჩაის გზა),
იკებანა (ყვავილების გაფორმების ხელოვნება) და მრავალი სხვა.
განსაკუთრებით პოპულარული გახდა კენდო და სამურაები. სამურაები იყვნენ მებრძოლები, რომლებიც ვირტუოზულად ფლობდნენ მახვილს,
მათი ისტორია ალბათ იწყება ძვ.
წ 1 საუკუნიდან, მაგრამ განსაკუთრებულ აღმავლობას მან კამაკურას ეპოქაში
1192-1333 წლებში მიაღწია და იწყო აყვავება. სხვათაშორის კამაკურას ეპოქაში იაპონიას მონღოლები დაესხნენ თავს მაგრამ ისინი როგორც თავად იაპონელნი ამბობენ
"ღმერთების ქარმა"
ანუ კამი კაზემ დაღუპა და იხსნა იაპონია.
სამურაების პოპულარიზაცია მაინც დაიწყო ჰეიანის ეპოქაში,
რომელიც კამაკურას ეპოქამდე იყო.
ჰეიანის დროს ფეოდალები ზედმეტად გათავხედდნენ და იმპერატორს ყურსაც აღარ უგდებდნენ. შეიქმნა ე.წ.
"შიოენები" ანუ კერძო მამულები რომლებსაც სრული ავტონომია ჰქონდათ.
ფეოდალებს, რომლებსაც ჰქონდათ შიოენები, ჰყავდათ საკუთარი სამურაები.
სამურაები იმპერატორსაც ჰყავდა.
თავიდან სამურაები იყვნენ უბრალო გლეხები,
მაგრამ მალე პრივილეგირებულ ჯგუფად იქცნენ და დანარჩენ გლეხებს თვითონ დაუწყეს ჩაგვრა.
იყო დიდი დაპირისპირება.
იაპონელთა ტრადიციული სამოსია
- კიმონო.
იაპონურ მახვილს ეწოდება
- კატანა.
იაპონელებს აქვთ
3000 იეროგლიფი (კანჯი)
და ორი სილაბური "ანბანი"
1) ჰირაგანა და
2) კატაკანა.
ამჟამად იაპონიაში სამი ძირითადი რელიგიაა:
შინტო, ძენდო და კონფუციონიზმი.
შინტოიზმი ესაა პანთეიზმის, პოლითეიზმის,
ანიმიზმის, ფეტიშიზმის, შამანიზმის,
მაგიის და ანიმატიზმის სინთეზი.
შინტოს სწავლებაში არის ათასობით ღმერთი,
რომელთაგან უმთავრესია, მზის ქალღმერთი - ამატერასუ-ო-მიკამი
(თარგმანში: დიადი ქალღმერთი, რომელიც ანათებს მსოფლიოს).
არის აგრეთვე მთვარის ღმერთი ცუკიიომი და მრავალი სხვა.
შინტო ამტკიცებს შემდეგ რამეს:
ღმერთები, დემონები და ანგელოზები ჩვენს გვერდიგვერდ თანაარსებობენ,
სულები ყველგან არიან,
ბუნებაში ყველაფერი სულიერია და რეალური პროგრესი და
"ცხონება" მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ადამიანი ბუნების სულებთან ჰარმონიაში იცხოვრებს. სამყარო თავისით წარმოიშვა, არის მრავალი ღმერთი,
შინტო მხოლოდ იაპონელთა რწმენაა,
სამყაროს მართავს სიცოცხლის ძალა და ა.შ.
სულებს შეუძლიათ სხვადასხვა სახეების მიღება.
ძენდო ესაა სახეცვლილი ინდური ბუდიზმი,
იქ არის სხვადასხვა ბუდების - ამიდას,
მიროკუს და შაკიამუნის კულტები.
მიროკუ ისაა ვინც მომავალში უნდა მოვიდეს და მოაწესრიგოს სამყარო.
კონფუციონიზმი კი წმინდა წყლის რეპრესიული ფაშიზმია სუბორდინაციული ფორმით.
სწორედ ესაა პრობლემა. თითქოსდა დღევანდელ იაპონიაში სუფევს დემოკრატია, ჰუმანიზმი,
ლიბერალიზმი და მეცნიერული აზროვნება,
მაგრამ 1603-1864 წლებში ანუ ტოკუგავას შიოგუნატის დროინდელი სასტიკი ცენზურის და ფაშისტური რეპრესიების ნარჩენები მაინც შემორჩა.
თითქოს არის ლგბტ-ს ლეგალიზაცია, ტოლერანტობა,
გენდერული თანასწორობა და ა.შ.
მაგრამ იაპონიაში დღესაც კი არის გაჩაღებული ომი კონფუციანურ რეპრესიულ იდეოლოგიასა და ლიბერალურ ჰუმანიზმს შორის.
კონფუცი იყო რეპრესიული ფაშიზმის მქადაგებელი, რომელიც მხოლოდ გაბატონებულ კლასს და მის ინტერესებს ემსახურებოდა.
კონფუცის სწავლებას სურს იერარქიული სუბორდინაცია,
სასტიკი ცენზურა,
ადამიანის სიცოცხლის თითოეული წამის მკაცრი რეგლამენტირება დააკანონოს,
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ებრძვის რეფორმიზმს და ლიბერალურობას ანუ პიროვნების თავისუფლებას,
ინდივიდუალობას.
აი ასეთია თანამედროვე იაპონია.
ბრძოლა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის დღემდე გრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий