მოგესალმებით ადამიანებო, ნება მიბოძეთ გითხრათ ის რისი თქმაც უკვე დიდი ხანია მსურს. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ
ჯერ კიდევ 6 წლის
ასაკში დავინტერესდი სოციოლოგიით, პოლიტოლოგიით და კონსპიროლოგიით
(შეთქმულების თეორია), ამ
უკანასკნელით განსაკუთრებით. მე ვხედავდი, რომ
სამყაროში დომინირებს ბოროტება, რომ მოწყალე და თანამგრძნობი,
ჰუმანური ბუნების ინდივიდები მუდმივად რეპრესიული წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ
სამართლიანობა პრაქტიკულად არ არსებობს და კეთილდღეობაში
ცხოვრობს და "მართალია"
ის ვინც ძლიერია. მე შევნიშნე რომ სიკეთის კეთებას არ ჰქონდა და არ აქვს არსებითი აზრი და მნიშვნელობა, რადგანაც ის ვინც სიკეთეს აკეთებს და სიყვარულითა და ტოლერანტობით
ეპყრობა სხვა ცოცხალ არსებას, ხშირ
შემთხვევაში ისჯება (?!), ხომ
წარმოგიდგენიათ რა ტიპის ალტრუისტი და მაზოხისტი იდეალისტი რომანტიკოს-სენტიმენტალისტი უნდა იყო ადამიანი რომ ირგვლივ გამეფებულ სოციალურ დარვინიზმს ებრძოლო? მე
წარმომიდგენია...
მე მუდმივად ვხედავ, რომ
აგრესია და უმეცრება იმარჯვებს სიყვარულსა და მშვიდობაზე. თქვენ დასვამთ კითხვას, რატომ
ასე? ნუ... ფანატიკოსი მორწმუნეები ამის გაგონებაზე ყბედობას დაგიწყებენ ე.წ. "პირველდაწყებითი ცოდვის" და
ადამიანის "ღმერთისგან განდგომის" ანუ "აპოსტასიის" შესახებ,
მაგრამ პირადად მე ეს მოსაზრება სრულ სისულელედ მიმაჩნია.
ადრექრისტიანულ ეპოქაში ანუ 1-5-ე საუკუნეებში ადრეულ ქრისტიანთა შორის იყვნენ მისტიკოსი ეზოთერიკები - "გნოსტიკოსნი" ანუ ქართულად "შემმეცნებელნი", რომლებიც ძალიან მარტივად ხსნიდნენ სამყაროში ბოროტების არსებობას; ისინი ამტკიცებდნენ,
რომ ძველი აღთქმის იუდეური "ღმერთი"
- იაჰვე ელოჰიმი (რომელსაც
სინამდვილეში არაფერი არ აქვს საერთო ქრისტესთან), არის არა კეთილი ღვთაება, არამედ ფიზიკური კოსმოსის შემოქმედი ბოროტი ანგელოზი და იმდენად რამდენადაც ის არის ქაოსის უფსკრულში შობილი ბოროტი ანტიეონი, სამყარო რომელიც მან შექმნა - ასევე ბოროტია. მათი მტკიცებით არსებობდა უფრო მაღალი სამეფო - პლერომა
(სულიერი სამყარო), რომლის
არსებობის შესახებ მან არაფერი იცოდა და საიდანაც მოვიდა ეონი ქრისტე რათა მისგან ეხსნა სულიერი ხალხი ანუ "პნევმატიკოსები". მათი
მტკიცებით არსებობს სამი ტიპის ხალხი: 1) კეთილსულიერი 2) მშვინვიერი (ნაწილობრივ ბოროტი) და 3) ხორციელი
(აბსოლუტურად ბოროტი). სულიერს
შეუძლია ცხონება ბუნებრივად, მშვინვიერს მხოლოდ ძალისხმევით, ხოლო ხორციელი განწირულია.
თავი რომ დავანებოთ ამ ეზოთერულ იდეას, არსებობს
შეთქმულების ბევრად უფრო მიწიერი და მარტივი თეორია. ყველას რატომღაც ჰგონია, რომ
ჩვენი ცივილიზაცია ვითარდება და წინ მივიწევთ, რომ არის პროგრესი, მაგრამ ეს არც მთლად ასეა. რატომ?
იმიტომ რომ დედამიწაზე დომინირებს რეპრესიული მორალი და ზნეობა შექმნილი პოლიტიკური და რელიგიური ელიტის მიერ, რაც ავითარებს რეპრესიულ დაკომპლექსებულ ფსიქიკას, როგორც რეპრესიული სოციალური რეჟიმის ნაწილს და ახშობს ყოველგვარ ინდივიდუალიზმს. უნდა ითქვას, რომ დედამიწაზე მაინც არსებობს "მორალის" სხვადასხვაგვარი გაგება, რა? თქვენ
გინდათ სიტყვაზე თქვათ, რომ
ათეისტს, ინდუისტს, მუსულმანს და ქრისტიანს ყველას ერთნაირი მორალი აქვს? გამოშტერდით? რაღა თქმა უნდა ეს ასე არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს საზარელი ანტილიბერტინისტული რეპრესიული კონსპირაცია. რა არის ეს? მოდით
ყველაფერი გავაანალიზოთ: თქვენ ალბათ გსმენიათ სიტყვა "უტოპია"
ოღონდ 99, 999% შემთხვევაში როგორც ფუჭი და ილუზორული ოცნების სინონიმი. მსოფლიო ელიტა ამბობს რომ უტოპია ე.ი. იდეალური
მსოფლიო წყობა (მიწიერი
სამოთხე) არის გამორიცხული რადგან თურმე "ასეთია ადამიანის ბუნება" (!) :დდდ...
სინამდვილეში რეპრესიული რეჟიმის პროპაგანდა არის ეს და სხვა არაფერი, თქვენ
გაგულისებული იკითხავთ: რაში სჭირდებათ ეს ჩვენს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს? ისინი ხომ ხალხს ემსახურებიან?
მოდით აგიხსნით: ჯერ ერთი - ადამიანის ბუნებაში არ ზის არავითარი სადიზმი და რეპრესიულობა! მეორეც უტოპიის შექმნა შესაძლებელია,
უბრალოდ ლიდერებს არ აწყობთ, რომ ადამიანები ამ მიზნისკენ ილტვოდნენ და მესამეც - ჩვენი სოციუმი არაა ორიენტირებული
ევოლუციაზე რადგან ის არის სტატიკური და არა დინამიკური! ბოლო 2 საუკუნის
მანძილზე ტექნოლოგიური ბუმი და ლიბერალიზაცია-დემოკრატიზაცია (რომელიც სხვათაშორის არასრულია და ხარვეზული) თითქმის არაფერს ნიშნავს! შესაძლოა
გსმენიათ, რომ მეოცე საუკუნის დასაბამს ერთ სერბ მეცნიერს, ნიკოლა ტესლას გამოგონებული ჰქონდა ელ მობილი და სურდა მათი წარმოება, მაგრამ მდიდარმა ნავთობმაგნატებმა ის მაშინვე რეპრესიული პიარის მსხვერპლად აქციეს და ჩააჩუმეს. ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო კაცობრიობას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიებზე გადასვლა რაც თითქმის არავის უნდოდა, განსაკუთრებით - ბიზნესმენებს.
სადაა "ძაღლის თავი დამარხული"? პირდაპირ გეტყვით: პოლიტიკოსები მანამ არსებობენ სანამ არსებობს პოლიტიკური პრობლემა, ბიზნესმენები და ბანკირები მანამ არსებობენ სანამ არის სიღატაკე და სოციო ეკონომიკური ასიმეტრია, რელიგია და სასულიერო პირები არიან იქამდე სანამ არის სულიერი ტკივილი ადამიანის არსებაში, პოლიციელები არიან მხოლოდ იმიტომ რომ არიან ბანდიტები (კრიმინალები), არმია არსებობს - რადგანაც არსებობს ომი, ხოლო
ექიმები და მედიცინა საჭიროა იქამდე - სანამ ადამიანები არიან ავად და სანამ არის თუნდაც მიზერული შანსი იმისა, რომ ვინმე გახდება ავად. მე რას ვბოდავ? ჰმმ...
თქვენი აზრით რა მოხდება თუ პოლიტიკური პრობლემები, სიღატაკე, ავადმყოფობა, კრიმინალი, ომი და სულიერი სევდა იქნება დაძლეული? არა? არ
იცით? მე ვიცი! მოხდება ის, რომ პოლიტიკოსის, ექიმის, ბიზნესმენის, ბანკირის,
პოლიციელის, ჯარისკაცის და მღვდელის პროფესიები აღარ იქნებიან რა მოთხოვნადი ახალ უტოპიურ საზოგადოებაში, უბრალოდ გაქრებიან! თქვენი აზრით რა მოხდება თუ ვინმე გამოიგონებს უნივერსალურ წამალს (რომელიც
სამუდამოდ განკურნავს ყველა ადამიანს) და განაცხადებს ამის შესახებ? იმ ადამიანს უბრალოდ გააქრობენ! და რომც შეძლოს ამ პიროვნებამ თავისი პანაცეას გავრცელება ექიმებს რა დაემართებათ? ეს არის ნამდვილი ღამის კოშმარი ექიმებისათვის! ექიმები ფულს შოულობენ ავადმყოფთა განკურნებით, რადგან მკურნალობა არის ფასიანი! ვინც ღარიბია ის კვდება და მორჩა, მაგრა, ვინც
ცოტაოდენ ფინანსურს რესურსებს მაინც ფლობს მიდის ექიმთან და გადის მკურნალობის რთულ კურსს.
ექიმებს უბრალოდ არ შეუძლიათ რომ სურდეთ საყოველთაო კეთილდღეობა ისე, რომ
არავინ არასოდეს იტანჯებოდეს სნეულებათაგან! იმიტომ კი არა რომ ისინი ბოროტები არიან! არა!
უბრალოდ სისტემაა ასეთი! ჩვენი
მსოფლიო სოც სისტემა არაა ორიენტირებული
არც ევოლუციაზე და არც რევოლუციაზე! თუ პოლიტიკური პრობლემები გადაწყდება პოლიტიკოსთა არსებობას აზრი დაეკარგება! არჩევნებს აზრი აღარ ექნება! ეს
იქნება ტოტალური ანარქიზმი ანუ უმთავრობობა! ხალხი იმდენად გონიერი იქნება რომ ლიდერები აღარ დასჭირდებათ! ყველა რომ მაძღარი და მდიდარი იყოს განა ბიზნესი და საბანკო საქმე იარსებებს? ისინი არიან იმიტომ რომ არსებობს ხელოვნურად ინიციირებული ეკონომიკური დისპროპორცია. ბიზნესი შეუძლებელი გახდება!... თუ
კრიმინალები და ომის მსურველნი აღარ იქნებიან, რაღა უნდა აკეთონ პოლიციელებმა
და მეომრებმა?...
თუ ადამიანი შეისწავლის ფიზიკურ და ეზოთერულ მეცნიერებებს და ფილოსოფიას და ყველა იქნება განათლებული ფილოსოფიურად და მეცნიერულად, განა რელიგიური დოგმები მოთხოვნადი იქნებიან? პასუხი: არამც
და არამც!!!...
აგრეთვე იმის გარდა რომ სისტემა არაა ორიენტირებული
პოზიტიურ სოციო-ეკონომიკურ ცვლილებებზე, რეპრესიულ კოლექტივისტურ მორალს აქვს საზარელი ომი გაჩაღებული სექსუალობის წინააღმდეგ! სექსი არის ის რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს ადამიანს! ორგაზმი და ექსტაზი არის ის რაც ადამიანში იწვევს ადრენალინის, დოფამინის და ენდორფინების
- ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას რომელიც ისეთი ძლიერია რომ კიბოს უჯრედებსაც კი სპობს, ადამიანს სიცოცხლე უხარია, მაძღარია
და ლაღია, მაგრამ
ასეთი კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი საშიშია მსოფლიო რეჟიმისთვის, ასეთ ბედნიერ და ჯანმრთელ ადამიანს ვერც მართავ, ვერც გააკონტროლებ
და ვერც წამალს მიჰყიდი როგორც გინდა, ამიტომაც
პარაზიტებმა მოიფიქრეს უნიკალური მეთოდი - აკრძალეს
ბიოლოგიური სიამოვნება და გამოაცხადეს მომაკვდინებელ ცოდვად და "გარყვნილებად". აგორდა შავი პიარი ეროტიზმის და თავისუფალი რომანტიკის წინააღმდეგ.
მოზარდებს მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაუხშონ გული და გონება და არ მისცენ ბედნიერების უფლება და გადაუკეტონ გზა სქესობრივი განათლებისკენ მიმავალი, რატომ? იმიტომ
რომ რეპრესიულ მორალს მიაჩნია რა "გარყვნილებად" ჰედონიზმი ცდილობს გამოზარდოს დაკომპლექსებულ მორალისტ კონსერვატორთა ახალი კადრები, ესაა ბრძოლა რეპრესიულ მორალიზმსა და ჰედონისტურ ლიბერალიზმს შორის.
გსმენიათ ხომ სხვადასხვა შოუებში დაცენტრილი "ერის მამები და დედები" როგორ გიჟურად გაჰყვირიან მორალზე და ამორალურობაზე? ჰოდა ეგ არის მსოფლიო რეპრესიული რეჟიმის თვითრეგულაციის
მექანიზმები და ნუ გგონიათ ზოგიერთებს რომ ჰოლანდიაში მაგალითისთვის სულ ტოტალური ლიბერალ ჰედონიზმია... მორალისტები იქაც თავზე საყრელად არიან.
მორალისტების რეპრესიული ფაშისტური პოლიტიკის მიზანია ერთი რამ მხოლოდ - ადამიანთა იზოლირება სექსუალობისგან და სიამოვნების სავსებით ბუნებრივი ბიოლოგიური ინსტინქტებისა და სურვილების ჩახშობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий