არიან-ქართლის პრობლემას სხვადასხვა დროის მრავალი მკვლევარი შეეხო, მაგრამ სათანადოდ გაშუქებული მაინც არ არის. აზრთა სხვადასვხაობას განსაკუთრებით სახელის – „არიანის“ რაობა იწვევს. ზოგი მკვლევარი მას აზოს მამის სახელად მიიჩნევს, ზოგი – ქვეყნისა და მის მცხოვრებთა სახელის მსაზღვრელად. საცილობელია არიან-ქართლის ლოკალოზაციის საკითხიც. მართალია, ყველა მკვლევარის აზრით, იგი კავკასიის სამხრეთით მდებარეობდა, მაგრამ კერძოდ სად, დადგენილი არ არის. ამ საკითხის შესახებ არსებულ მოსაზრებათა შორის განსაკუთრებით საგულისხმოა ორი აზრი: აკადემიკოს ს. ჯანაშია თვლის, რომ არიან-ქართლი „წარმოადგენს მოგონებას ჰარი ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგანაც... ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“ (შრომები, ტ. 2, გვ. 70).
გ. მელიქიშვილის აზრით, არიან-ქართლი უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, რომელიც ერთ დროს აქემენიდთა ირანის საბრძანებელში შედიოდა და რომელსაც უფრო ჩრდილოეთით მოსახლე ქართველები არიან-ქართლს ანუ ირანის ქართლს უწოდებდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий