понедельник, 30 декабря 2019 г.

წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს


„ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით.“ (ესაია 29-6). „რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.“ (ესაია 31-4). „რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება.“ (ესაია 60-2). „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.“ (ესაია 60-11). „რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან.“ (ესაია 60-12). „დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი.“ (ესაია 61-5). „თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე.“ (ესაია 61-6). ?...

Комментариев нет:

Отправить комментарий