ეგზოსფერო (ძვ. ბერძნ. ἐξω – გარეგანი და σφαῖρα – სფერო) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა; მისი ყველაზე გარეგანი ფენა. დამახასიათებელია ნეიტრონული ატომების დაბალი კონცენტრაცია (ნაწილაკების კონცენტრაცია n0<107სმ−3). მისი ქვედა სფერო თერმოსფეროა. ეგზოსფეროში ნაწილაკების თავისუფალი გარბენის სიგრძე იმდენად დიდია, რომ ნაწილაკები დისიპაციას პლანეტშორის სივრცეშიც განიცდიან. ამასთანავე მოძრაობენ უმეტესწილად ბალისტიკური მიმართულებით. ჰაერის „მასა“ ეგზოსფეროში უტოლდება 10¾10 ატმოსფერულ მასას. ყველაზე მეტად დისიპაციას ექვემდებარება რბილი აირები. ეგზოსფერო იწყება 450-800 კმ სიმაღლეზე.
შედგება იონიზირებული აირისაგან (პლაზმები). ქვედა და შუა ნაწილი ძირითადად შედგება О და N ატომებისაგან. სიმაღლის მატებასთან ერთად სწრაფად იზრდება რბილი აირების შეფარდებითი კონცენტრაცია, განსაკუთრებით — იონიზირებული წყალბადისა. ეგზოსფეროში აირკინეტიკური ტემპერატურა უტოლდება 1500-3000 К-ს. მასზე გავლენას ახდენს დედამიწის მაგნიტური ველი, გარდა ამისა ეგზოსფეროშია თავმოყრილი დედამიწის რადიაციული სარტყლები.
Комментариев нет:
Отправить комментарий