пятница, 20 декабря 2019 г.

სვამი მიტრადევანანდა - დჰარმა და კალი-იუგა


"ისეთი წმინდა პრაქტიკა როგორიცაა ნამდვილი ქრისტიანობა, გადავიდა ქალაქებში წარმართი იმპერატორის კონსტანტინეს უშუალო ხელშეწყობით. მოიგო მან რამე ამითი? მოიგეს რამე ამითი ქრისტეს მიმდევრებმა? ეს იოლი შესამოწმებელია:თანამედროვე მოციქულებიდან ანუ ეპისკოპოსებიდან რამდენს შეუძლია გაიმეოროს ის რასაც აკეთებდა მოციქული პეტრე, შეუძლიათ მათ იმის გამეორება, რასაც აკეთებდა იესო? ძალიან მეეჭვება. რა ამოძრავებდა კონსტანტინეს როცა ქრისტიანობას მხარს უჭერდა და მფარველობდა? დაიწყო ისეთი პროცესები, რაც აწყობდა უზენაესს და რისთვისაც იშვა იესო. კერძოდ კი: ძალაუფლების უზურპატორებმა - წარმართმა იმპერატორებმა, რომლებიც არ იყვნენ რეალური იმპერატორები და მხოლოდ თავს ინუგეშებდნენ ხმამაღალი ტიტულებით, იწყეს ძალაუფლების კარგვა იმ მიზეზით, რომ იესოს მიმდევრები ხდებოდნენ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანნი და რეალური ძალაუფლება გადადიოდა მათი ლიდერების - მოციქულთა მემკვიდრეების ხელში. თუ არ შეგიძლია დაამარცხო, სათავეში ჩაუდექი. შემდგომში ყველაფერი ისედაც გასაგებია. რათა სათავეში ჩადგომოდნენ ქრისტიანებს, ქრისტიანებს უნდა შეეწყვიტათ ასკეზები, ქალაქების მიტოვება, უნდა განევითარებინათ კონსტანტინეს ამსოფლიური ეკონომიკა და მისი საიმპერატორო ძალაუფლება, ხოლო ამისათვის ქალაქები უნდა გადაქცეულიყვნენ იმ გამოქვაბულთა მსგავსებად, სადაც მიდიოდნენ ქრისტიანები. ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები არასოდეს მოტყუვდებოდნენ და არ გაიყიდებოდნენ ასეთ ჩანაცვლებაზე, ამიტომაც გადაწყდა რომ მხარი დაეჭირათ არც თუ ისე მცოდნე მორწმუნეებისათვის, იმათთვის, ვინც თანახმა იყო გამოქვაბული შეეცვალათ მისი ქალაქური ასლით, იმით რაც დღეს ცნობილია, როგორც - ეკლესია (ტაძარი). კეთილშობილი, ნამდვილი ქრისტიანები არ ნებდებოდნენ და ცდილობდნენ კონსტანტინეს ოფიციალური ძალაუფლებისათვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ და დაებრუნებინათ ეკლესიის წიაღში ქრისტიანობის კონსტანტინესეული ამსოფლიური ვერსიით გაბრუებული ხალხი. მაშინ ამსოფლიურმა ძალაუფლებამ სცადა მოეშორებინა კონკურენტები, რომლებიც ქრისტიანობის ბრენდზე პრეტენზიას აცხადებდნენ, დაარსა საეკლესიო კრებები, სადაც გამრავლებული მატერიალისტი ფსევდო-ქრისტიანები ვალდებულნი იყვნენ ღია დისპუტებში ჩაეწიხლათ და ჩაეხშოთ თავიანთი რაოდენობით ჭეშმარიტი ქრისტიანი ასკეტები (გნოსტიკოსები), რაც მოხდა კიდეც ე.წ. მსოფლიო და რეგიონულ კრებებზე. ამ კრებებზე სიმართლე დგინდებოდა არა მისტიკური ზეძალებით, არამედ ისეთი საეჭვო "სიდჰებით", როგორიცაა ხმების უმრავლესობა. რატომაა ქრისტიანობა წმინდა პრაქტიკა? ახლანდელ ეპოქაში ვედური წმინდა ტექსტების მიხედვით, ადამიანები განკვეთილნი არიან კოსმოსიდან და ძალიან უძნელდებათ საკუთარი თავის აღქმა სამყაროს ნაწილად. ვიღაც-ვიღაცეების ცნობიერებაზე ძლიერ მოქმედებს ინდრას კეთილგანწყობის დაკარგვა, ვიღაცაზე დადებულია წყევლა (ასეთი ადამიანები გვხვდებიან ხშირად, გვხვდებიან ხორცის მოყვარულთა შორის). მოკლედ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულმა კატეგორიამ მიიღოს მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შეიძლებოდა ნეგატიური კარმის სახით დაგროვილი იმ ტვირთის ნეიტრალიზება, ეს იმათთვის ვინც არ ფლობდა დიად პოტენციალს და ეს პრაქტიკა შეიცავდა საკუთარ თავში დევაკონიკური (ღვთიური) სხეულის განვითარებას. ამ ნეიტრალიზაციის ნიშან-თვისება უნდა ყოფილიყო ზეძალების განვითარება, თუ ადამიანი კვდება მაინც, მისი სიკვდილი უნდა იყოს უმტკივნეულო, ღირსეული, მშვიდი, როგორც ლიტურგიის დროს ამბობენ ეკტენიაში. თუმცა ქრისტიანი დემოკრატები გაბრაზებულნი ამბობენ, რომ ცხრა ნეტარებათა შორის არ წერია "ნეტარ არიან სასწაულმოქმედნი". მეგობრებო, იესომ ყველას ერთნაირად შეატყობინა, როგორც გამოეცნოთ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენის მქონენი. დანარჩენი კი თქვენი ინტერპრეტაციებია ძველი ტექსტებისა, რომლის დასაბუთება არაფრით შეგიძლიათ ხმების უმრავლესობის გარდა." მიტრადევანანდა სვამი. 2015 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий