среда, 25 декабря 2019 г.

გეა (ძვ. ბერძნ. Γῆ, Γᾶ, Γαῖα — „დედამიწა“)


გეა (ძვ. ბერძნ. Γῆ, Γᾶ, Γαῖα — „დედამიწა“) — დედამიწის განსახიერება. ჰესიოდეს მიხედვით იგი პირველად თავისთავად გამოეყო ქაოსს და შვა ურანოსი (ცა; ძვ. წ. 1770 წელი), მთები, პლანეტები და სხვა ამგვარი. ურანოსისაგან გეამ შვა ტიტანები, ციკლოპები, ჰეკატონხეირები (ასხელა გოლიათები) და სხვა. გეა აგრეთვე ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად. გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ. „ ხოლო მიწამ თავდაპირველად შვა ვარსკვლავიანი ცა (ურანოსი), თავისივე ტოლი, რათა ყოველი მხრიდან დაეფარა ცას იგი და ნეტარ ღმერთთა მარად მტკიცე სამკვიდროდ ქმნილიყო. მანვე შვა აგრეთვე მაღალი მთები, თვალწარმტაცი სამყოფელი ქალღმერთ ნიმფათა, რომელნიც მაღნარით დაფარულ მთებში ბინადრობენ. შემდეგ მიწამ, ისე, რომ ნანატრი სიყვარულით არავის შერთვია, დაბადა უნაყოფო, ბობოქარი ზღვა პონტოსი. მერე ცასთან გაიყო სარეცელი და დაბადა ღრმამორევებიანი ოკეანოსი, კოიოსი, კრეოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ოქროსგვირგვინოსანი ფოიბე და ტურფა ტეთისი. ხოლო მათ შემდეგ შვა უმრწემესი, ცბიერი კრონოსი, შვილთა შორის უსაშინლესი, რომელსაც სძულდა მხნე მამა მშობელი. ამის მერე შვა მიწამ გულზვიადი კიკლოპები (ძვ. ბერძნ. Κύκλωπες — მრგვალთვალიანები) – ბრონტესი, სტეროპესი და გულადი არგესი, რომელთაც ჭექა-ქუხილი მისცეს და ელვა დაუმზადეს ზევსს. ისინი ყველაფრით ჰგავდნენ ღმერთებს, მხოლოდ თვალი ჰქონდათ ცალი შუა შუბლზე. მათ კიკლოპები ეწოდათ, რაკი ცალი მრგვალი თვალი ჰქონდათ შუბლზე. ძალ-ღონესა და მოხერხებას იჩენდნენ ისინი საქმეში.

Комментариев нет:

Отправить комментарий