суббота, 21 декабря 2019 г.

მაგნიტოსფერო


მაგნიტოსფერო — სივრცე ასტრონომიულ ობიექტთან ახლოს, რომელშიც დამუხტულ ნაწილაკებს ამ ობიექტის მაგნიტური ველი აკონტროლებს. ობიექტის ზედაპირთან ახლოს მაგნიტური ველის ძალწირები მაგნიტური დიპოლის ძალწირებს წააგავს. ზედაპირიდან შორს ველის ძალწირები შესამჩნევად დამახინჯებულია პლაზმაში (მაგალითად იონოსფეროში ან მზიურ ქარში) მიმდინარე ელექტრული დენის მიერ. როდესაც დედამიწაზეა საუბარი, მაგნიტოსფერო შეესაბამება იონოსფეროს გარე ფენას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო მიიჩნებს, რომ იონოსფერო და მაგნიტოსფერო განცალკევებულები უნდა იყოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий