понедельник, 23 декабря 2019 г.

რელიგია - Религия


Рели́гия (лат. religare — связывать, соединять) — определённая система взглядов, обусловленная верой в сверхъестественное, включающая в себя свод моральных норм и типов поведения, обрядов, культовых действий и объединение людей в организации (церковь, умма, сангха, религиозная община). მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ სხვა რელიგიური წარმოდგენებიც, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები. რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. კათოლიციზმი (ბერძ. καθολικός (კათოლიკოს) — „საერთო“ , „უნივერსალური“) — კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო უთანხმოება IX საუკუნიდან იწყება. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესს ხელი შეუწყო 395 წლიდან რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფილობამ. ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ განსაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს[1], ლუკა 22, 31-32-ს [2], იოანე 21, 15-17-ს [3]. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს. პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ. ამჟამად მსოფლიოში 900 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე. მართლმადიდებლობა (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“) — ქრისტიანობის მიმართულება, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, რომელიც ჩამოყალიბდა შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787) მწვალებლებთან ბრძოლაში, სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები. სუნიზმი — ისლამის ძირითადი მიმართულება, რომელიც ითვლება ორთოდოქსულად. სუნიზმის მიმდევრები – სუნიტები – უმრავლესობას წარმოადგენენ იმ ქვეყნებში, სადაც ისლამია გავრცელებული (გამონაკლისია ირანი, სამხრეთი ერაყი, ყოფ. იემენის არაბთა რესპუბლიკა, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთის მთიანეთი). მუსლიმური თემის იმამ-ხალიფას, შიიტებისაგან განსხვავებით, ირჩევენ მთელი თემის ფორმალური თანხმობის საფუძველზე. სუნიზმი მოიცავს 4 რელიგიურ იურიდიულ სკოლას (მაზჰაბს). წმინდა ქალაქებად აღიარებს მექასა და მედინას. შიიზმი, შიიტობა (არაბ. شيعة علي ში`ათ `ლი; ში`ა, ში, ალიდები) — პოლიტიკური მიმართულება ისლამში. მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მუჰამადის შემდეგ უმათის ხელმძღვანელობა უნდა გადასცემოდა `ალის და არა აბუ ბაქრის. საბოლოოდ მაინც მიაღწიეს გამარჯვებას და `ალი ხალიფად აირჩიეს, თუმცა ამას მოჰყვა მუ`ავიას აჯანყება და ხარიჯიტების გამოყოფა. ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს. ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“. არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ. ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში. გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა. ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული. ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს. ინდუიზმის ძირითადი პრინციპები ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია დჰარმა, კარმა და სამსარა. धर्म დჰარმა წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ ბუნების, რელიგიის, მორალის, სამართლიანობის, კეთილდღეობის მარადიულ კანონს. कर्म კარმა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც «ქმედება», «მოქმედება» ან «მუშაობა» და შეიძლება განისაზღვროს, როგორც «კანონი ქმედებისა და შედეგისა». उपनिषद् უპანიშადების (ინდუიზმის წმინდა წერილები) მიხედვით, ცნობიერება – चित्त ჩიტტა (ან चेतन ჩეტანა), წარმოადგენს წვრილ-მატერიალურ ორგანოს, რომელიც प्राण პრანას (სუნთქვა) მეშვეობით ირეკლავს სულის (जीव ჯივა ან आत्मन् ატმან) ცნობიერებას. პრანა არის ჯივასა და ჩიტტას შუამავალი, რომელიც წარმოადგენს უპირველეს და უწვრილეს მატერიალურ ელემენტს. ჯივა, რომელიც პრანას ცნობიერებით ავსებს, არსების გულის არეში მდებარეობს. ჩიტტა არის मनस् მანასის (ქვეცნობიერება), अहंकार აჰამკარას (ეგო, საკუთარი შეგნების სისტემა) და बुद्धि ბუდდჰის (ცნობიერი გონება, რომელიც უნარს აღიქვამს) ერთობლიობა. ჩიტტა წარმოადგენს ინდივიდის მატერიალური გამოცდილების ხაზინას ნებისმიერი ქმედების უამრავი संस्कर სამსკარებით (შთაბეჭდილება, ანაბეჭდი), როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დონეზე. მასში დაგროვილი ინფორმაცია მოქმედებს, როგორც პრიზმა, რომელშიც არსება სამყაროს ხედავს. ყველაფერს, რასაც ამ პრიზმაში ხედავს, იგი ადარებს თავის წარსულ გამოცდილებას, და აქედან გამომდინარე, რეალობას აღიქვავს წარსულის მიერ სახეშეცვლილ (დამახინჯებულ) სურათად. სამსკარები ინახება და გადადის ცხოვრებიდან (სიცოცხლიდან, დაბადებიდან) ცხოვრებაში ინდივიდის ცნობიერებაში. ყოველ ცხოვრებაში სამსკარები ფორმირებას ახდენს არსების განუმეორებელ ფსიქო-ფიზიკურ ბუნებას და განსაზღრავს მის მიდრეკილებას და სურვილებს, აგრეთვე მის კარმას. კონცეფცია საყოველთაო, ნეიტრალური და უცდომელი კარმის კანონის დაკავშირებულია რეინკარანციასთან და ინდივიდის პიროვნებასთან. კარმა აერთიანებს ნების თავისუფლების და ბედისწერის გაგებას. «ქმედების, ქმედების შედეგის, დაბადების, სიკვდილის და ხელახლა დაბადების» ორომტრიალს ჰქვია संसार სამსარა. სამსარას სამყარო ქმნის გარდამავალ ტკბობას, რომელიც არსებას უტოვებს ხელახლა დაბადების სურვილს, რათა დატკბეს მატერიალურად. და მხოლოდ मोक्ष მოკშა (სამსარას დატყვევებიდან გათავისუფლება) აძლევს არსებას მარადიულ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს. ინდუსთა ღმერთების მითოლოგია — ერთ–ერთი უმდიდრესი მითოლოგია მსოფლიოში. რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა. შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული. ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ. ბუდიზმის ძირითადი პრინციპები ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება: ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს. ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება: მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე... მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს — არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო. მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე — არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий