ვედურ (ინდუისტურ) ტექსტებში კალი-იუგას პერსონიფიკაციას გამოსახავენ როგორც შუდრას სამეფო სამოსში, რაც ასახავს იმ რეალობას, რაც არის ჩვენს გარშემო ჩვენს ეპოქაში, დეგრადაციის ეპოქაში, რომელიც დაიწყო 5000 წლის წინ (კრიშნას წასვლის შემდეგ). ასე გვეუბნებიან შასტრები (წმინდა წერილი); სმრიტი და შრუტი. ვედური კულტურის დეკადანსში ქრება ინტერესი ვედების (წმინდა წერილის) და ზოგადად ჰუმანური ქცევის მიმართ და ადამიანები ხდებიან ურჩხულები. ჩვენ გვაქვს უკვე დემონური მონსტრული ფსიქოლოგია და არც ბავშვს ვინდობთ, არც ახლობელს და არც მხცოვან ბერიკაცს, არავის არ ვინდობთ. ვიქეცით დაუნდობელ უხეშ პრიმიტივებად, ველურებად. ბჰარატა-ვარშას (დედამიწის) გარკვეული ტერიტორიები განცალკევებულია ჩვენგან და იქაც ჩვენი მსგავსი პირობებია. ასევე არსებობენ სხვა განზომილებები, სადაც არიან სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციები, თუმცა ბჰარატა-ვარშას გარდა, სხვა ზონებში, მუდმივად სუფევს ტრეტა-იუგა და დომინირებს ვედური დჰარმა (სანატანა დჰარმა). ჩვენი სექტორი მიჩნეულია კარანტინის განსაკუთრებულ ზონად და გათიშულია სხვა მრავალგანზომილებიანი სივრცეებისგან. ინდუისტი ბრძენები პირდაპირ მიუთითებენ ამაზე და ხაზს უსვამენ ამ ფაქტების ავტორიტეტულობას. ტროლინგით დაკავებულ აგრესიულ ინდივიდებს განსაკუთრებული დემონური ფსიქოლოგია აქვთ და ამით ტკბებიან კიდეც. ესეც არის კალი-იუგას ერთ-ერთი თვისება. ეს თვისებაა - განხეთქილება (ერიდა). ადამიანთა უმეტესობას გააჩნია მხოლოდ ბჰუტას (პრიმიტიული დემონოიდის) ან პრეტას (ხარბი აჩრდილის) სულიერი ბუნება, დეგრადირებული ბუნება, ფსევდო-სული. იმყოფებიან ისინი ტამასში (უმეცრების და ნგრევის მოდუსში). ისინი მუდმივად აგრესიულები არიან და ეძებენ საკბილოს, სკანდალს ან დავას. ზოგიერთები არიან რაჯასში და შესაბამისად ჩართულნი არიან აგრესიულ კონკურენციაში, მზად არიან მოკლან და ცოცხლად დაასაფლავონ კონკურენტი, ფულის გულისათვის, ქალზე ბატონობის გულისათვის, საკვების გულისათვის, მოკლედ, ნებისმიერი მიზეზით. ეშინიათ სიმდიდრისა და ახლობლების დაკარგვის. ადამიანთა უმეტესობას კალი-იუგაში აქვს ავადმყოფური გიჟური ცნობიერება ყოველგვარი მოწყალებისა და დიპლომატიის გარეშე. ასეთი ადამიანები ქმნიან ფსიქო-სოციალურ ნაგავს და კიდევ უფრო აღრმავებენ დეგრადაციას. კალი-იუგაში ასევე ხშირია ახალგაზრდების ჩაგვრა, უდიერი და უხეში მოპყრობა, დატერორება და ვინც ამას სჩადიან ვერც კი ხვდებიან, რომ ექნებათ შესაბამისი კარმული რეაქციები. კალი-იუგას მოძალადე მამაკაცებს, მუტრუკებს აქვთ პატრიარქალური ცნობიერება და ქალებს განიხილავენ, როგორც პირად საკუთრებას, ნივთს, რომელიც შეიძლება იყიდო ან გაათხოვო. ქალები ჰგონიათ საკუთრება და უკრძალავენ სხვა კაცებთან საუბარსაც კი. ესეც არის დემონური ბუნების აშკარა გამოვლინება უმეცრების მოდუსში. ქალებს გააჩნიათ დევი ბჰაგავატის ფარული ბუნება და მათი ჩაგვრა ან დეგრადირებაც აშკარად მიუთითებს ფსევდო-კაცების დემონურობაზე (მათი სულის დემონურ წარმომავლობაზე).
რაც შეეხება ანტიკურ წარმართობას, ის იყო ვედურ-არიული მეტა-კულტურის მემკვიდრე, რადგანაც ასე გვეუბნებიან შრუტი და სმრიტი.
იყავით სულიერნი და თესეთ ყველგან მშვიდობა.
____________________________________________________
აუმ ნამაჰ შივაია
აუმ შანტი
Комментариев нет:
Отправить комментарий