ბუდიზმს, ისევე როგორც სხვა რელიგიებს, გააჩნია თავისი კანონიკური ლიტერატურა და აპოკრიფებიც. ბუდიზმის სამ განშტოებას: ჰინაიანას, მაჰაიანას და ვაჯრაიანას გააჩნიათ საკუთარი ტექსტები და დოგმები.
ბუდისტური ლიტერატურა შედგება სამი ძირითადი ტექსტისგან, ესენია:
#1 პალიური კანონი (ტრიპიტაკა).
#2 აგამები (ნიკაია)
#3 განდჰარა
პალიური კანონი (ტრიპიტაკა) დაახლოებით 400 წლის მანძილზე ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა და წერილობითი სახით, წიგნის სახით არ არსებობდა. ბუდოლოგმა ევგენი ტორჩინოვმა ამის გამო სერიოზულად გააკრიტიკა ტრიპიტაკას ტექსტი. ბუდოლოგიაში დღესაც გაცხოველებული დისკუსიის საგანია ტრიპიტაკას შინაარსი და შექმნის თარიღი. პალმის ფოთლებზე, წერილობითი სახით ტრიპიტაკა გაჩნდა მხოლოდ მეოთხე ბუდისტურ კრებაზე ანუ ძვ.წ. 80 წელს. რაც შეეხება ცალკე აბჰიდჰარმას (აბჰიდჰარმა-პიტაკა), ის გაჩნდა წერითი სახით ბუდას სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ ანუ მეორე ბუდისტური კრების დროს.
ევგენი ტორჩინოვმა თქვა, რომ " ბრმად ჩავთვალოთ ტრიპიტაკაში გადმოცემული ადრეული ბუდიზმის სწავლებად, ან მით უმეტეს თვითონ ბუდას სწავლებად, არის გულუბრყვილო და სრულიად არამეცნიერული ქმედება".
ტრიპიტაკა ანუ პალიური კანონი არ არის ბუდას სწავლების პირველწყარო, რადგანაც ბუდისტური კანონის პროტოგრაფი (ორიგინალური ტექსტი) დაიკარგა.
ბუდისტური აგამები ჯერ კიდევ პირველი კრების დროს შეკრიბეს და გაავრცელეს. ეს მოხდა ბუდას სიკვდილიდან სამი თვის შემდეგ.
განდჰარა - ესაა ბუდისტური ძველი ტექსტები დაწერილი განდჰარას ენაზე და თარიღდება ახ.წ. პირველი საუკუნით.
არსებობს ტრიპიტაკას რამოდენიმე ვერსია: ჩინური კანონი (შექმნილი ახ.წ. 2-8-ე საუკუნეებში), პალიური კანონი (შექმნილი ბუდას სიკვდილიდან 300-400 წლის შემდეგ), ტიბეტური კანონი (განჯურ - შექმნილი ახ.წ. მეთოთხმეტე საუკუნის პირველ ნახევარში), კორეული კანონი (შექმნილი 1087 წელს), იაპონური კანონი (შექმნილი პირველი ათასწლეულის მიწურულს) და მონღოლური კანონი, არის ასევე ტაილანდური კანონიც.
არსებობენ ასევე მაჰაიანური სუტრები, ტანტრები და ანუტარა-ტანტრები (გაჩენილი ახ.წ. 7-8 საუკუნეებში).
ასე რომ ბუდიზმი რთული რელიგიაა და მარტივი და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არ გამოგვივა.
Комментариев нет:
Отправить комментарий