პაციფიდა (ან პასიფიდა, აგრეთვე კონტინენტი მუ) — ჰიპოთეზის თანახმად, ჩაძირული კონტინენტი წყნარ ოკეანეში. ძველ მითებში თითქმის არსადაა მასზე მითითებული, მაგრამ ლეგენდებში გარკვეული მინიშნებები არსებობს მისი შესაძლო არსებობის თაობაზე.
აღდგომის კუნძული — პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კუნძულია. მისი განცალკევებულობა, ამოუცნობი ცივილიზაცია, მოაის ქვის ქანდაკებები, კავშირი როგორც პოლინეზიასთან, ასევე სამხრეთ ამერიკასთან სულ ახალ-ახალ ვერსიებს ბადებს. ლეგენდების თანახმად, წინათ კუნძულზე ბევრად მეტი ადამიანი სახლობდა, თავად კუნძულის ტერიტორიაც უფრო მოზრდილი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში წყალში ეშვებოდა და მისი ტერიტორიები ტალღების ქვეშ მოექცა. თანამედროვე გათვლებით, მოაის ქანდაკებების დასამზადებლად, ბევრად მეტ ადამიანს უნდა ემუშავა, რასაც თანამედროვე კუნძული ვერაფრით გამოკვებავდა. ანუ კუნძული უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ უხვმოსავლიანობის შემთხვევაში, კუნძული სრულიად თავისუფლად შესძლებდა საჭირო მუშა-ხელის საკვებით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ზოგიერთ ძველ რუკაზე, კუნძულის სიახლოვეს, სხვა ტერიტორიებიც არის გამოსახული.
ოკეანის ფსკერზე პაციფიდის ძებნა თითქმის არასდროს მომხდარა. აქედან გამომდინარე, არც ფაქტები არსებობს რაიმეს დამადასტურებელი. ოკეანის ფსკერის ცნობილი კვლევებისას საეჭვო ადგილებში კონტინენტური ნარჩენების კვალი არ აღმოუჩენიათ, რაც მითური პაციფიდის არსებობის ნივთიერი დადასტურება იქნებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий