среда, 15 января 2020 г.

კაულა-ტანტრა-სანგრაჰა.


კაულა-ტანტრა-სანგრაჰა. ინდუისტური ტანტრას ტექსტების ანტოლოგია / თარგმანი სანსკრიტიდან სერგეი ფიოდოროვის და სერგეი ლობანოვის. 2004 წ. 320 გვ. კაულა-ტანტრა ესაა ხსნის სწავლება, თავდაპირველ სამარასიასთან დაბრუნება. კაულას გზა ეწინააღმდეგება წუთისოფლის გზას (ლაუკა), ამიტომაც ეწოდება მას დაბრუნების გზა. არის სამი გზა: შამბჰავა, შაკტა და ანავა. შამბჰავოპაია ესაა შივას ბუნების უშუალო შეცნობა, საკუთარი ღვთიური ბუნების შეცნობა. შაკტა-უპაია - ესაა ტანტრას მეთოდი, შაკტა-იოგა. ანავა-უპაია - ყველა დანარჩენი გზა (რელატიური მნიშვნელობის). სამი უპაია შეესაბამება ადამიანთა სამ ტიპს: ღვთაებრივს - დივია, გმირულს - ვირა და ცხოველურს - პაშუ. პირველში დომინირებს სატვა - სათნოება, მეორეში რაჯასი - ვნება, მესამეში - ტამასი - უმეცრება. კაულასთვის გამოდგება მეორე, მესამე არ გამოდგება, ხოლო პირველს გზა არ სჭირდება. პირველი - სულიერი ტიპაჟია, მეორე - ფსიქიკურ-მშვინვიერი, მესამე - ხორციელი. სულიერი გზა იყოფა შვიდ აჩარად. პირველი სამი იმყოფება პაშუ-ბჰავაში: ვედაჩარა - კანონების მორჩილება, რიტუალიზმი, მაგიზმი. ამ საფეხურზე ადამიანს სჯერა სხვადასხვა რიტუალების (წარმართულ რელიგიებში) ან რელიგიური კანონის აღსრულებით ხსნის (მონოთეიზმში). ტიპიური მაგალითებია: აღმოსავლური ქრისტიანობა, იუდაიზმი და ვედიზმი (ბრაჰმანიზმი). ვაიშნავაჩარა - რომელიმე კონკრეტული ღვთაების ემოციური კულტი. ადამიანს სჯერა თავისი რელიგიური სათნოების, ლოცვების და ერთგულების. მაგრამ ერთგულება ამ დონეზე გარეგანი ხასიათისაა. მაგალითებია: პროტესტანტული ეკლესიები, კრიშნაიზმი. შაივაჩარა - ცოდნის იოგას მოქმედების გზა. ამ დონეზე ჩნდება რეალური მონოთეიზმი. ადამიანს სჯერა ცოდნის. მაგალითებია: ისლამი, შივაიზმი, ვედანტა. დაკშინაჩარა - არის გარდამავალი აჩარა. მასში ინტეგრირდება წინა საფეხურების გამოცდილება. ცალკეული ასპექტებიდან ადამიანი გადადის გზის არსზე. მაგალითებია: „მარჯვენა ხელის ტანტრა“, ორთოდოქსული კაბალა და სუფიზმი. შემდეგი ორი აჩარა ესაა ვირა, ხოლო ბოლო - დივია-ბჰავა. ვამაჩარა - მადლის და სიყვარულის გზა. ადამიანს უკვე ესმის რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერაფერს იზამს და მთლიანად მიენდობა შაკტის (ზეციურს და მიწიერს). ესაა უფალში დაბრუნების პირველი საფეხური - ნირვრიტი. მაგალითებია: „მარცხენა ხელის ტანტრა“, ჰეტეროდოქსული კაბალა და სუფიზმი, რადიკალური გნოსტიციზმი ქრისტიანობაში. სიდჰანტაჩარა - სრუყოფილთა გზა. ადამიანმა შეიცნო გზის არსი და აღარაა უკვე ფორმის მონა. ესაა აგჰორას იოგის დონე. კაულაჩარა - „ტრიკას“ მდგომარეობის მიღწევა: თავისუფლება, ცოდნა და სიყვარული. შაკტიზმში უზენაეს ღვთაებად ითვლება დევი-ბჰაგავატი ანუ შაკტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий