ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
суббота, 5 сентября 2020 г.
ორიოდე სიტყვით ქალდეველთა შესახებ
ბიბლიაში, დაბადების წიგნის (ბერეშიტის) მეთერთმეტე თავის 28 და 31-ე მუხლებში და მეთხუთმეტე თავის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ აბრამი (აბრაამი) და მისი მთელი ოჯახობა სახლობდა ქალდეველთა (ქალდეელთა) ქალაქ ურში. ქალდები იყვნენ არაბეთის ნკ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, შუმერების ქვეყანასთან ახლოს მცხოვრები ხალხი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქალდებმა ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში დაიწყეს მასირებული შეტევები მესოპოტამიაზე და ძვ.წ. 625 წელს (მეშვიდე საუკუნეში) შეძლეს კიდეც მესოპოტამიის ხელში ჩაგდება და ქალდეური იმპერიის შექმნა, რომლის სათავეში იდგა ქალდეური სამეფო დინასტია და მისი ბოლო მეფე იყო ნაბონიდი, რომელიც სპარსეთის მეფემ დაამარცხა, მაგრამ დაინდო, არ მოკლა და აღმ. ირანში სატრაპად დანიშნა. პირველი ქალდეელი მეფე იყო ნაბოპალასარი. ნაბოქოდონოსორი რომელმაც თურმე დააწიოკა იუდეველები, იყო ქალდეელი მეფე. ბიბლიური ლოგიკით აბრაამი, იუდეველთა წინაპარი იყო ქალდეელი. დასკვნა: ბიბლიაში მოცემულია ანაქრონიზმი. აბრაამი ვერ იცხოვრებდა ძვ.წ. 1800-1646 წლებში, როგორც ოფიციალური ვერსია ამბობს. შუმერული ქალაქი ური გახდა ქალდეური (სემიტური) ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეში. ქალდები იყვნენ სემიტები. შესაბამისად ვერანაირი იუდეა ვერ იარსებებდა მაშინ. მეფე სოლომონიც ვერ იცხოვრებდა ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში. P.S. ის აზრი (კონცეფცია) რომ სამყაროს ასაკი სულ რაღაც 7 - 8 ათასი წელია, აღებულია ზოროასტრიზმიდან, ის რომ დრო სწორხაზოვანია, ეგეც მაქედანაა აღებული. ამას ადასტურებს მკვლევარი - ჯონ დეი. არქეოლოგი ზაევ ჰერცოგიც ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიურ ისტორიებს. ამ მიდგომას ეწოდება "ბიბლიური მინიმალიზმი".
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий